წესები და პირობები

ზოგადი განმარტებები

ბუკმეკერული კომპანია – ვებსაიტი (1xBet), სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ სპორტულ ღონისძიებებზე ფსონის გაკეთება ონლაინ რეჟიმში.

კომპანიის მთავარი ბრენდი – ის რაც განასხვავებს კომპანიას სხვებისგან, რითიც მას ხდის ცნობილს და გამორჩეულს მომხმარებელთა შორის. მოცემული პარტნიორული პროგრამის კომპანიის მთავარი ბრენდი (შემდგომში კომპანიის ბრენდი) არის 1xBet.

საიტი ან კომპანიის რესურსი (შემდგიმში ასევე 1xBet) – კომპანიის ერთერთი საიტია, რომელიც დომენის სახელში შეიცაცს მთლიანად ან კომპანიის ბრენდის სახელის ნაწილს.

კომპანიის პროდუქტები – კომპანიის რესურსებზე მომხმარებლებისთვის შეთავაზებული ფუნქციონალი. 

პარტნიორული პროგრამა – თანამშრომლობის ფორმა კომპანიასა და პარტნიორს შორის, რომელიც რეალიზდება კომპანიის რესურსების გამოყენებით, ზესტად კი 1xPartners.com-ზე, რომლის მეშვეობითაც პარტნიორი შეძლებს გამოიყენოს თავისი რესურსი ან რესურსები კომპანიის ფუნქციონალის რეკლამირებისთვის ანაზღაურების სანაცვლოდ. ამ თანამშრომლობის პრინციპები ახსნილია ქვემოთ და მიღებულია პარტნიორის მიერ 1xPartners.com-ში, პარტნიორულ პროგრამაში დარეგისტრირებისთანავე .

პარტნიორი – ვებ-მასტერი (ფიზიკური ან იურიდიული სახე), 1xPartners.com-ზე პარტნიორული პროგრამის პირობების შემსრულებელი, რომლის მთავარი მიზანია პარტნიორული პროგრამის ფარგლებში მოიზიდოს ახალი მომხმარებელი კომპანიის რესურსსა და პროდუქტებზე.

პარტნიორული აქაუნთი – პარტნიორის პირადი აქაუნთი პარტნიორულ პროგრამაში.

ახალი მომხმარებლები – მომხმარებლები, რომლებსაც მანამდე არ ქონდათ აქაუნთი 1xBet-ის არცერთ საიტზე, პარტნიორის მიერ იყვნენ მოყვანილნი კომპანიის საიტზე სპეციალური ხერხით, დაარეგისტრირეს თავიანთი სათამაშო აქაუნთი და შეიტანეს პირველი დეპოზიტი.

რეფერალური ლინკი – ლინკი პარტნიორის უნიკალური იდენტიფიკატორით, რომელსაც კომპანიის საიტზე გადავყავართ.

შემოსავალი  – პარტნიორის მიერ მიღებული ფულადი ჯილდო, როგორც კომისია ახალი მომხმარებლის მოზიდვისთვის. 

გადახდა – გამომუშავება, რომელიც ერიცხება პარტნიორს პარტნიორული პროგრამიდან თავის გადახდის სისტემაში.

საანგარიშო პერიოდი – არის გარკვეული დრო, რომლის ფარგლებშიც პარტნიორს შეუძლია გაეცნოს თავისი მუშაობის შედეგებს პარტნიორულ პროგრამაში.

რეკლამური მატერიალები – ტექსტური, გრაფიკული, აუდიო, ვიდეო, შერეული რეკლამური მატერიალები, რომლებიც არიან გამოყენებულნი კომპანიის პროდუქტების ინტერნეტში სარეკლამოდ.

შეთანხმების პირობები

საერთო  პირობები

1.1. პარტნიორი უნდა გაეცნოს პრატნიორული პროგრამის პირობებს კომპანიასთან სამუშაოს დაწყებამდე.

1.2. გახდეს წევრი და შეასრულოს პარტნიორული პროგრამის პირობები შეუძლია მხოლოდ 18 წელს შესრულებულ მომხმარებელს.

კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას მესამე პირების წინაშე პარტნიორის მიერ სრულწლოვანობის პუნქტის შესრულებაზე. თუ მოცემული პუნქტი იქნა დარღვეული, კომპანია იტოვებს უფლებას დაუკავოს გადახდა პარტნიორს და გაუყინოს პარტნიორული აქაუნთი.

1.3. მთელი პასუხისმგებლობა პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე, მათ შენახვაზე, ასევე ლოგინისა და პაროლის, არის პარტნიორზე. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას პარტნიორის მიერ პერსონალური ინფორმაციის მესამე პირებისთვის გადაცემის შემთხვევაში.

1.4. კომპანია პარტნიორული პროგრამის ფარგლებში იტოვებს უფლებას უარი უთხრას თანამშრომლობაში პარტნიორს და არ იქნება ვალდებული უარის არგუმენტირებაზე.

1.5. კომპანიას აქვს უფლება შეიტანოს ამ შეთანხმებაში ნებისმიერი ცვლილება, ამასთან, სადაც იქნება შესაძლებელი, შეატყობინოს ნებისმიერი ცვლილების შესახებ პარტნიორს პარტნიორულ პროგრამაში მის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

ვერსია, რომელიც გამოქვეყნებულია პარტნიორული პროგრამის საიტზე ითვლება აქტუალურად.

1.6. პარტნიორს შეუძლია დარეგისტრირდეს პარტნიორულ პროგრამაში მხოლოდ ერთხელ. სუბპარტნიორად მეორე რეგისტრაციის გაკეთება მკაცრად აკრძალულია.

2. რეკლამური მატერიალების გამოქვეყნება

2.1. პარტნიორთან პარტნიორული პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა ნიშნავს რეკლამური მატერიალების რესურსზე ან პარტნიორის რესურსებზე განთავსებას.

2.2. რეკლამური მატერიალების გამოქვეყნებისას კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში პარტნიორმა რეკლამური მატერიალების გამოქვეყნების ქვეყანაში მოქმედი კანონების ნორმები, რეგულატორების მოთხოვნები და ეთიკური ნორმები უნდა დაიცვას მკაცრად. უნდა გამოიყენოს მხოლოდ ის რეკლამური მატერიალები, რომლებიც გაივლიან მოდეერაციას და კომპანია დაამტკიცებს. 

2.3. საკუთარი რეკლამური მატერიალების დამზადებისას აუცილებელია გაიგზავნოს ყველაფერი მოდერაციაზე და მიღებულ იქნას თანხმობა პარტნიორული პროგრამის წარმომადგენლისაგან. ამ პუნტის დარღვევის შეთხვევაში კომპანია იმოქმედებს 2.8. პუნქტით.

2.4. პარტნიორმა უნდა მიაქციოს ყურადღება მის რესურსსა თუ რესურსებზე წარმოდგენილ რეკლამური მატერიალების რელევანტურობასა და აქტუალურობას ( საიტებზე, სოციალურ ქსელებზე, მესენჯერებზე, და ა.შ.).*

*არარელევანტურ მატერიალად ითვლება: 

  • არასწორი ინფორმაცია აქციებზე, ბონუსებზე, შეთავაზებებზე
  • ძველი კრეატივები
  • რეკლამური მატერიალები კომპანიის არააქტუალური ლოგოთი
  • რეკლამური მატერიალები, სადაс კომპანიის ან მისი ერთ-ერთი ბრენდის სახელი გამოიყენებაб მაგრამ ლინკს გადაყავს კონკურენტულ საიტებზე. ასეთი დარღვევის შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ გადახედოს პარტნიორთან შეთანხმებულ მოლაპარაკებას, და დაიტოვოს უფლება დაბლოკოს პარტნიორის აქაუნთი. 

2.5. პარტნიორი მუშაობასა და რესურსის თუ რესურსებზე არსებულ ინფორმაციასა და განთავსებულ რეკლამურ მატერიალებზე იღებს მთლიან პასუხისმგებლობას თავის თავზე.

2.6.პარტნიორი გარანტიას  იძლევა და არ უნდა დაუშვას თავის რესურსზე ან ცრუ ინფორმაციის მქონე რესურსებზე, ან ასაკის შეზღუდვის, არაკანონიერი, მავნე, მუქარის შემცველი, რასობრივად ან ათნიკურად შეზღუდული, არასასურველ დისკრიმინაციულ,  ძალადობრივ, პოლიტიკურად მგრძნობიარე ან სხვაგვარად ურთიერთსაწინააღმდეგო საიტებზე რეკლამის გაკეთება, რომ არ დაარღვიოს კომპანიის ან მესამე პირთა უფლებები.

2.7.პარტნიორს არ შეუძლია განათავსოს ნებისმიერი რეკლამა ან კონტენტი, კომპანიის საიტის სახელის გამავრცელებელი, სადაც ეს აკრძალულია, ასევე ქვეყნებში, რომლებშიც სიტუაცია რეგულირების პროცესშია.

2.8. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას მესამე პირების პრეტენზიებზე, რომლების დაკავშირებული იქნება რესურსთან ან პარტნიორის რესურსებთან, რაიმე პრიდუქტებთან ან შეთავაზებებთან დაკავშირებით.

რესურსზე ან პარტნიორის რესურსებზე, სადაცაა რეკლამური მატერიალები, ამ შეთანხმების დამარღვეველი ნიშნების აღმოჩენისას, პარტნიორს ეგზავნება გაფრთხილება ცვლილებების გაკეთების თხოვნით. პარტნიორი ვალდებულია პრობლემა გადაჭრას 5 (ხუთი) სამუშაო დღის ფარგლებში. 

იმ შემთხვევაში თუ პრობლემა დარჩა გადაუჭრელი – კომპანია პარტნიორული პროგრამიდან იტოვებს უფლებას დაუბლოკოს პარტნიორს გადახდები პრობლემის აღმოფხვრამდე.

ამ შეთანხმების რეგულარული დარღვევის შემთხვევაში კომპანიას აქვს უფლება პარტნიორულ პროგრამაში პარტნიორთან თანამშრიმლობის პირობებს გადახედოს. 

3. ტრაფიკის წყაროები

3.1. რეგისტრაციისას პარტნიორისგან საჭიროა ამომწურავი ინფორმაცია ტრაფიკის წყაროებზე, რომლების გამოყენებასაც აპირებს კომპანიასთან თანამშრომლობის დროს. 

3.2. სპეციალურად დამალული ტრაფიკის წყაროებზე არის პასუხისმგებლობა – გადახდების დაბლოკვა და თანამშრომლობის პირობების გადახედვა.

3.3. კომპანის მოდერატორები აკონტროლებენ პარტნიორის მიერ გამოყენებულ ტრაფიკის წყაროებს. მეტი ინფორმაციის გასაგებად პარტნიორს შეუძლია მიმართოს პარტნიორული პროგრამის დახმარების ცენტრს.

4. კომპანიის ინტელექტუალური კუთვნილების გამოყენება

4.1. პარტნიორს ეკრძალება მთლიანად ან ნაწილობრივ გადაიღოს საიტების გარე ან ცალკე გვერდების დიზაინი კომპანიის მთავარი ბრენდისგან, ასევე კომპანიის მიერ დარეგისტრირებული ნიშნების თუ სავაჭრო მარკებისა.

4.2. პარტნიორს არ აქვს უფლება გამოიყენოს კომპანიის წარმომადგენლებთან შეუთანხმებლად კომპანიის ლოგოტიპები, გრაფიკა და მარკეტინგული მატერიალები, რომლებსაც არ იღებს პარტნიორულ პროგრამის ფარგლებში.

4.3. პარტნიორი ვალდებულია არ დაარეგისტრიროს და არ გამოიყენოს ვებ-გვერდის, (დომენის) მისამართი, მის შიდა გვერდებზე და მობილურ პროგრამებში, კომპანიის ძირითადი ბრენდის ან კომპანიის სხვა ბრენდების სახელის ნებისმიერი ვარიაციით, რომელიც შეიცავს ან შედგება კომპანიის რომელიმე სავაჭრო ნიშნის სახელწოდებისგან, ან კომპანიის სახელს დამაბნეველადაა მიმსგავსებული. პარტნიორი ეთანხმება კომპანიის უფლებას გაითვალისწინოს ეს საკითხი.

4.4. პარტნიორს არ აქვს უფლება შეიძინოს / დაარეგისტრიროს / გამოიყენოს მთავარი სიტყვები, საძიებო მოთხოვნები ან სხვა იდენტიფიკატორები ნებისმიერ საძიებო სისტემაში, პორტალებში, სარეკლამო მომსახურებებში ან სხვა საძიებო / საცნობარო სერვისებში, რომლებიც კომპანიის სავაჭრო ნიშნების იდენტურია ან მსგავსია და ასევე თუ ეკუთვნის კომპანიას, ან პარტნიორის ვებსაიტზე განთავსებული მეტა-ტეგებია, რომლებიც იდენტურნი ან მსგავსნი არიან კომპანიის ნებისმიერი სავაჭრო ნიშანთან მიმართებაში.

პარტნიორს არ აქვს უფლება შექმნას გვერდები და / ან ჯგუფები ნებისმიერ სოციალურ ქსელში (მათ შორის, Facebook–ზე, Twitter–ზე და ა.შ.), რომლებიც შეიძლება აღქმულ იქნან კომპანიის ბრენდების გვერდებად ან ჯგუფებად.

პარტნიორი ასევე თანახმაა არ შექმნას და არ გაავრცელოს მობილური ან ვებ – პროგრამები, აგრეთვე ვებ – გვერდები, რომლებიც შეიძლება აღქმულ იქნან როგორც კომპანიის ბრენდების პროგრამა ან ვებსაიტები.

4.5. შეთანხმების 4.1. – 4.4. პუნქტების დარღვევის შემთხვევაში კომპანიას აქვს უფლება გადაიხილოს თანამშრომლობის პირობები.

5. კონკურენცია

5.1. პარტნიორი თანახმაა არ განათავსოს სარეკლამო მასალები და არ გაგზავნოს სარეკლამო მასალები კომპანიის, კერძოდ, შვილობილი პროგრამის ადმინისტრაციის, მენეჯერების ან სხვა თანამშრომლების სახელით. კომპანიის სახელით ყველა სარეკლამო მასალა და კლიენტისადმი მიმართვა იგზავნება მხოლოდ კომპანიის ვებ – გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართებიდან.

5.2. პარტნიორს არ აქვს უფლება დაუკავშირდეს პოტენციურ მომხმარებლებს რაიმე ფორმით, რაც გამოიწვევს კონკურენციას პარტნიორსა და კომპანიას შორის საიტის ან საიტების პოპულარიზაციასთან დაკავშირებით.

5.3. როგორც კომპანიის რეკლამირების საშუალებად, პარტნიორებს ეკრძალებათ ელ.ფოსტით სპამის გამოყენება, ასევე კომპანიის ბრენდის მითითებით კონტექსტური რეკლამისა და რეკლამის ისეთი ფორმატების გამოყენება, როგორიცაა clickunder-ი და popunder-ი.

5.4. პარტნიორი თანახმაა, რომ იგი არ შეთავაზებს ან არ მიაწვდის წახალისებას (ფინანსურს თუ სხვაგვარს) კომპანიის შესაძლო ახალ მომხმარებლებს დარეგისტრირების, დეპოზიტის შეტანის ან ნებისმიერი ქმედების მისაღებად, პარტნიორული პროგრამის ფარგლებში კომპანიისგან წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა სტანდარტული სარეკლამო პროგრამებისა, რომლებითაც კომპანია უზრუნველყოფს დროდადრო პარტნიორული პროგრამის საშუალებით პარტნიორს.

5.5. პარტნიორს ეკრძალება დაარეგისტრიროს საკუთარი სათამაშო ანგარიში კომპანიაში მისი რეფერალური ლინკის საშუალებით, აგრეთვე სხვა მომხმარებლებთან გააკეთოს შეთანხმებები.

5.6. პარტნიორს ეკრძალება გამოიყენოს ქუქი-სტაფინგი, კერძოდ:

– 1xBet-ის საიტის გახსნა iframe- ში, ნულოვანი ზომით, ან უხილავ ზონაში;

– ტეგების, ქუქი-სკრიპტების და სხვა მსგავსი მანიპულაციების დაყენება.

5.7. ამ ხელშეკრულების 5.1 – 5.6. პუნქტების დარღვევის შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას გადახედოს თანამშრომლობის პირობებს და პარტნიორის ანგარიშის დახურვამდეც მიიყვანოს საქმე.

6. კონფიდენციალური ინფორმაცია

6.1. ამ ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში პარტნიორს შეიძლება გადაეცეს კონფიდენციალური ინფორმაცია კომპანიის საქმიანობასთან, ოპერაციებთან, ტექნოლოგიებთან და პარტნიორულ პროგრამასთან დაკავშირებით (მათ შორის, მაგალითად, მოგებაზე და სხვა საკომისიებზე, რომლებიც პარტიორული პროგრამის ფარგლებში მიიღო პარტნიორმა).

6.2. პარტნიორი თანახმაა არ გაახმაუროს ან გადასცეს მესამე პირებს ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაცია, თუ არ გააჩნია წინასწარი წერილობითი თანხმობა კომპანიისაგან. პარტნიორი იღებს ვალდებულებას გამოიყენოს კონფიდენციალური ინფორმაცია მხოლოდ ამ შეთანხმების მიზნების მისაღწევად. პარტნიორის ვალდებულებები კონფიდენციალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით ძალაში რჩება ამ შეთანხმების შეწყვეტის შემდეგაც.

6.3. ამ შეთანხმებაში მოცემული 6.1 – 6.2. მუხლების დარღვევის შემთხვევაში კომპანიას აქვს უფლება შეწყვიტოს ხელშეკრულება პარტნიორთან და გამოიყენოს ჯარიმები კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

7. კომისია ახალი მომხმარებლების მოყვანაზე

7.1. პარტნიორის მოგებას არ გააჩნია ფიქსირებული მნიშვნელი და დამოკიდებულია ტრაფიკის ხარისხსა და კომპანიის შემოსავალზე იმ ახალი მომხმარებლებისაგან, რომლებიც დარეგისტრირდნენ აფილიეთის რეფერალური ლინკის გამოყენებით.

7.2. ყოველი ახალი პარტნიორი რეგისტრაციისთანავე იღებს საკომისიოს კომპანიის სუფთა მოგების 20 (ოცი)% -ის ოდენობით, რომელიც მიიღება 3 (სამი) კალენდარული თვის განმავლობაში მოზიდული ახალი მომხმარებლების ბრუნვის გასაზრდელად. მითითებული 3 (სამი) კალენდარული თვის გასვლის შემდეგ, საკომისიოს ზომა იქნება კომპანიის სუფთა მოგების 15 (თხუთმეტი)% -დან, რომელიც მიიღება ახალი მოზიდული მომხმარებლების რაოდენობის პროცენტული მაჩვენებლის გაზრდის მიხედვით: 20 (ოცი)% , 25 (ოცდახუთი)%. პარტნიორს შეუძლია შეამოწმოს კომისიის ზომის გაზრდის პირობები პარტნიორული პროგრამის წარმომადგენელთან.

7.3. თუ პარტნიორს არ ჰყავს მოზიდული 3 (სამი) ახალი მომხმარებელი ზედიზედ 3 (სამი) თვის განმავლობაში, კომპანიას უფლება აქვს (მაგრამ არ არის ვალდებული) შეცვალოს თანამშრომლობის პირობები, მათ შორის, პარტნიორის მიერ მიღებული საკომისიოს შემცირება ან პარტნიორის ანგარიშის შეჩერება Პარტნიორულ პროგრამაში. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დაისვას პარტნიორთან არსებული ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი.

თავის მხრივ, პარტნიორის აქტიური მოქმედება კომპანიის ბრენდების პოპულარიზაციის მიზნით შეიძლება გახდეს თანამშრომლობის პირობების გაუმჯობესების მიზეზი, კერძოდ, საკომისიოს ზომის გაზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ პარტნიორს ეცნობება პარტნიორის აქაუნთში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნილი წერილით.

8. კომისიის გადახდა

8.1. პარტნიორს შეუძლია მიიღოს ანაზღაურება კვირაში ერთხელ (ყოველ სამშაბათს, წინა კვირის ორშაბათიდან კვირის ჩათვლით), მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კომპანიის მენეჯერთან წინასწარ შეათანხმა რეკვიზიტები და ასევე, თუ გამომუშავებული თანხა გადააჭარბებს გადახდის მინუმუმ რაოდენობას – $ 30,00 (ოცდაათ) ან 1500,00 (ათას ხუთას) რუბლს.

თუ პარტნიორს არ აქვს ასეთი თანხა პარტნიორის ანგარიშზე, მაშინ თანხა ავტომატურად გადაირიცხება შემდეგ პერიოდზე და ასე შემდეგ, სანამ არ დაგროვდება საჭირო რაოდენობა. უარყოფითი ბალანსიც ასევე გადადის შემდეგ თვეზე.

8.2. კომპანიის პარტნიორულ პროგრამას უფლება აქვს შეაჩეროს გადახდები პარტნიორისთვის 2 (ორ) თვემდე, პარტნიორული პროგრამის ფარგლებში გაუთვალისწინებელი ტექნიკური შეფერხებების შემთხვევაში და ასევე პარტნორისა და მისი ტრაფიკის წყაროების შემოწმების მიზნით. გადახდის შეფერხების შემთხვევაში, პარტნიორს შეუძლია დააზუსტოს მიზეზები კომპანიის პირად მენეჯერთან – პარტნიორული პროგრამის წარმომადგენელთან.

9. საკამათო სიტუაციების გადაჭრის სტრუქტურა

9.1. პარტნიორს შეუძლია გაასაჩივროს პარტნიორული პროგრამის წარმომადგენლების ნებისმიერი გადაწყვეტილება. ამისათვის პარტნიორი უნდა დაუკავშირდეს პარტნიორული პროგრამის საფორთს და აუხსნას მას თავისი არგუმენტები.

9.2. პარტნიორების მიერ ყველა ინფორმაცია უნდა იქნას მიღებული მხოლოდ წერილობითი ფორმით პარტნიორთა პროგრამის საფორთის ელექტრონულ ფოსტაზე. კონტაქტი განთავსებულია პარტნიორული პროგრამის ვებსაიტზე.

9.3. პარტნიორული პროგრამის საფორთს უფლება აქვს უარი თქვას საჩივრის განხილვაზე, თუ პარტნიორი არ წარმოადგენს მტკიცებულებებს დარღვევის არარსებობის შესახებ.

9.4. საჩივრის განხილვის ვადაა მისი მიღების დღიდან 14 (თოთხმეტი) სამუშაო დღე.

9.5.საჩივრის განხილვის შემდეგ კომპანიის მიერ პარტნიორული პროგრამის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გადახილვას. კომპანია იტოვებს უფლებას წაშალოს წერილები, რომლებიც შეიცავს არანორმატიულ ლექსიკას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, ყალბ ბრალდებებს და შეაჩეროს თანამშრომლობა ასეთ პარტნიორთან.