წესები და პირობები
პარტნიორობის შეთანხმება
(შემდგომში – „შეთანხმება“)
ზოგადი განსაზღვრებები
კომპანია – პირი ან პირთა ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე პარტნიორობის პროგრამის ორგანიზატორსა და ბრენდის საავტორო უფლებების მფლობელს.
ბრენდი 1xBet.
კომპანიის რესურსები – კომპანიის საიტები და მობილური აპლიკაციები, რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ფსონებთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა.
კომპანიის პროდუქტები – მომსახურება ან მომსახურებათა ნაკრები, რომლებიც მომხმარებელთათვის შემოთავაზებულია კომპანიის რესურსებზე.
პარტნიორობის პროგრამა – კომპანიასა და პარტნიორს შორის დამყარებული თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც პარტნიორი კომპანიის პროდუქტების რეკლამას განათავსებს პარტნიორის რესურსებზე, კომპანიის რესურსებზე ახალი მომხმარებლების მოზიდვისა და საამისოდ საკომისიოს მიღების მიზნით.
პარტნიორი – ვებ-მასტერი (ფიზიკური ან იურიდიული პირი), რომელიც ასრულებს ოარტნიორობის პროგრამის პირობებს.
პარტნიორობის ანგარიში – პარტნიორობის პროგრამაში დარეგისტრირებული პარტნიორის პირადი ანგარიში.
ახალი მომხმარებლები – პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორის მიერ მოწვეული მომხმარებლები, რომლებსაც აქამდე არ ჰქონიათ კომპანიის რესურსებზე რეგისტრირებული ანგარიში, მოწვევის შემდეგ კი კომპანიის რესურსებზე დაარეგისტრირეს ანგარიში და შეიტანეს პირველი დეპოზიტი.
რეფერალური ბმული – ბმული, პარტნიორის უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომრით, რომელსაც მომხმარებელი გადაჰყავს კომპანიის რესურსებზე.
მოგების საკომისიო – ფულადი ჯილდო, რომელსაც პარტნიორი მიიღებს მხარეების მიერ შეთანხმებული %-ის ოდენობით, იმ შემოსავლიდან, რომელსაც კომპანია გამოიმუშავებს პარტნიორის მიერ მოზიდული ახალი მომხმარებლებისგან.
გადახდა – საკომიო, რომელიც პარტნიორს დაერიცხება პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორის შიდა ანგარიშიდან გარე საგადასახადო სისტემაზე.
სარეკლამო მასალები – ტექსტური, გრაფიკული, აუდიო, ვიდეო და სარეკლამო ხასიათის შერეული მასალები, რომლებიც ემსახურება კომპანიის პროდუქციის დარეკლამებას.
თაღლითური ტრაფიკი – არის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც მიმართულია საკომისიოს მიღების მიზნით ტრაფიკის უკანონო მეთოდებით მოზიდვაზე. ასევე, იგულისხმება ნებისმიერი მოქმედება, რომელიც, კომპანიის აზრით, არაკეთილსინდისიერია ან/და მიმართულია კომპანიის მოტყუებაზე, იმის მიუხედავად, მიადგა თუ არა კომპანიას რეალური ზარალი. თაღლითური ტრაფიკი მოიცავს და არ შემოიფარგლება შემდეგით: მოპარული საკრედიტო ან სადებეტო ბარათებით შესრულებული ტრანზაქციები; გადახდების დაბრუნება (Chargeback); დაინტერესებულ პირებთან გარიგება; ბონუსებით ან ჯილდოს სხვა მექანიზმებით პარტნიორობის პროგრამის მანიპულაციები; საკომისიოს მისაღებად მომხმარებლის ყალბი ანგარიშების შექმნა; სხვა მომხმარებლის ანგარიშების გამოყენება; არასამართლიანი გარე ფაქტორების ან ზემოქმედების (მაგალითად, მოტყუების) გამოყენება ან კომპანიის მომსახურებით არასამართლიანად სარგებლობა, მათ შორის, და არა მხოლოდ, პროგრამულ უზრუნველყოფაში ნებისმიერი ხარვეზის ექსპლუატაცია; VPN ან პროქსი სერვერების გამოყენება ადგილდებარეობის ან პარტნირობის პროგრამაზე წვდომისთვის გამოყენებული მოწყობილობის საიდენტიფიკაციო მონაცემების დასაფარად ან შესაცვლელად; თაღლითური ან სხვა დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა
ხელშეკრულების პირობები
1. ზოგადი პირობები
1.1. პარტნიორი ვალდებულია, კომპანიასთან მუშაობის დაწყებამდე გაეცნოს და დაეთანხმოს პარტნიორობის პროგრამის პირობებს.
1.2. პარტნიორობის პროგრამაში დარეგისტრირებისას პარტნიორი იძლევა გარანტიას, რომ:
– ფიზიკური პირისთვის – არის სრულად ქმედუნარიანი და სრულწლოვანების ასაკს მიღწეული, საცხოვრებელი ქვეყნის მოქმედი კანომდებლობის შესაბამისად;
– იურიდიული პირისთვის – არის სრულად ქმედუნარიანი და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული, ასევე, აქვს წინამდებარე შეთანხმების გასაფრომებლად აუცილებელი კორპორაციული უფლებამოსილება. პარტნიორის მიერ წინამდებარე დებულების შეუსრულებლობის შემთხევავში კომპანიას არ ეკისრება ვალდებულება მესმე მხარის წარმომადგენელთა წინაშე. წინამდებარე გარანტიის დარღვევის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია, გადახდის შესრულების გარეშე შეწყვიტოს თანამშრომლობა.
1.3. პრსონალური მონაცემების, მათ შორის, მომხმარებლის სახელისა და პაროლის, უსაფრთხოებასა და შენახვაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება პარტნიორს. კომპანია პასუხს არ აგებს პარტნიორის მიერ პერსონალური მონაცემის დაკარგვაზე ან/და მესამე მხარისთვის მათ გადაცემაზე.
1.4. პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში კომპანია იტოვებს უფლებამოსილებას, ნებისმიერ პარტნიორს უარი განუცხადოს თანამშრომლობაზე. ამასთან, კომპანია არაა ვალდებული, დაასაბუთოს საკუთარი უარი.
1.5 კომპანია იტოვებს უფლებამოსილებას, წინამდებარე შეთანხმებაში ცალმხრივად შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება ან ჩამატება, პარტნიორისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. ნებისმიერი ცვლილება ან შესწორება ძალაში შევა პარტნიორის რესურსებზე მათი განთავსებისთანავე. კომპანიას შეუძლია, მაგრამ არაა ვალდებული, რომ აცნობოს პარტნიორს ამგვარი ცვლილებების შესახებ. პარტნიორი ვალდებულია, რეგულარულად შეამოწმოს წინამდებარე შეთანხმებასა და პარტნიორის რესურსებში შეტანილი ცვლილებები. ცვლილებათა განთავსების შემდეგ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილეობის გაგრძელება გულისხმობს, რომ პარტნიორი ეთანხმება შეთანხმების ახალ რედაქციას. მოქმედ შეთანხმებად ითვლება პარტნიორობის პროგრამის საიტზე განთავსებული ვერსია.
1.6. პარტნიორობის პროგრამაში პარტნიორს შეუძლია მხოლოდ ერთხელ დარეგისტრირება. განმეორებითი რეგისტრაცია, მათ შორის, ქვეპარტნიორის სახით, მკაცრად აკრძალულია.
2. სარეკლამო მასალების განთავსება
2.1. პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში მხარეთა თანამშრომლობა გულისხმობს პარტნიორის მიერ პარტნიორის რესურსებზე სარეკლამო მასალების განთავსებას.
2.2. კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში სარეკლამო მასალის განთავსებისას პარტნიორი იძლევა გარანტიას, რომ დაიცავს მოქმედ კანონმდებლობას, მარეგულირებელ მოთხოვნებსა და ეთიკურ ნორმებს; გამოიყენებს უშუალოდ კომპანიასთან შეთანხმებულ სარეკლამო მასალას.
2.3. პარტნიორის მიერ სარეკლამო მასალის შემუშავების შემთხვევაში ის ვალდებულია, მიიღოს კომპანიის წერილობითი თანხმობა ასეთი მასალების განთავსებასთან დაკავშირებით.
2.4. პარტნიორი ვალდებულია, თვალყური ადევნოს განთავსებული სარეკლამო მასალების აქტუალურობას.
აკრძალულია განთვსება ისეთი სარეკლამო მასალებისა, რომლებიც შეიცავს:
– არასწორ პირობებს აქციების, ბონუსებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
– მოძველებულ კრეატივებს;
– კომპანიის მოძველებულ ლოგოტიპს;
– კომპანიისა და ბრენდის კონკურენტების სახელს ან მათი ვებსაიტების ბმულებს.
შეუსაბამო სარეკლამო მასალების განთავსების შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას, დაბლოკოს პარტნიორის ანგარიში.
2.5. პარტნიორი იძლევა გარანტიას, რომ სარეკლამო მასალების განათავსებსისას დაიცავს მათი განთავსების ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას, მარეგულირებელი ორგანოების ან/და მესამე მხარის ნებისმიერი პრეტენზიის შემთხვევაშიც კი.
თუ პარტნიორის რესურსზე აღმოჩნდება ისეთი სარეკლამო მასალები, რომლებიც არღვევს წინამდებარე შეთანხმებას, პარტნიორს გაეგზავნება გაფრთხილება ზემოხსენებული მასალის 5 (ხუთ) სამუშაო დღეში ჩანაცვლების მოთხოვნით.
იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორი სარეკლამო მასალებს არ მოიყვანს კომპანიის მოთხოვნებთან შესაბამისობაში, კომპანია იტოვებს უფლებას, დაბლოკოს გადახდები აქტუალური სარეკლამო მასალების განთავსებამდე.
წინამდებარე შეთანხმების ამ პირობის რეგულარულად დარღვევის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია, საკომისიოს გადახდის გარეშე გაწვიტოს პარტნიორთან დადებული წინამდებარე შეთანხმება
3. პარტნიორის რესურსები
3.1. რეგისტრაციის დროს პარტნიორს ეკისრება ვალდებულება, წარმოადგინოს ამომწურავი ინფორმაცია პარტნიორის რესურსებზე, რომლებსაც კომპანია გამოიყენებს პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში.
3.2. პარტნიორი ეკისრება ერთპიროვნული და სრული პასუხისმგებლობა პარტნიორის რესურსების მუშაობასა და შინაარსზე ან იმ რესურსებზე, რომლებზეც განთავსებულია მისი სარეკლამო მასალა.
3.3. პარტნიორი იძლევა გარანტიას, რომ პარტნიორის რესურსების საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და ვალდებულია, არ დაუშვას საკუთარ ან პარტნიორის რესურსებზე განთავსება იმგვარი მასალებისა, რომლებიც ცილისმწამებლურია, ექვემდებარება ასაკობრივ შეზღუდვას, უკანონოა, მავნებლურია, მუქარის შემცველია, უხამსია, რასობრივად ან ეთნიკურად შეუწყნარებელია ან, სხვაგვარად, მიუღებელი და დისკრიმინაციულია, იძულებითია, პოლიტიკურად მგრძნობიარე ან, სხვაგვარად, წინააღმდეგობრივია და არღვევს კომპანიის / ან მესამე მხარის უფლებებს ან მოქმედ კანონმდებლობას.
4. ინტელექტუალური საკუთრება
4.1. პარტნიორს ეკრძალება კომპანიის მთავარი ბრენდის ვებსაიტების ან ცალკეული მიზნობრივი საიტების, აგრეთვე, კომპანიის მიერ რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნებისა და სავაჭრო მარკების ვებსაიტების იერსახის სრული ან ნაწილობრივი კოპირება. გარდა ამისა, პარტნიორის საიტები დ მიზნობრივი გვერდები არ უნდა ქმნიდეს ისეთ შთაბეჭდილებას, რომ ისინი იმართება ან დაკავშირებულია კომპანიის მთავარ ბრენდთან ან მასთან ასოცირებულ ნებისმიერ ბრენდთან.
4.2. თუ წინამდებარე შეთანხმებით განპირობებული თანამშრომლობის პროცესში პარტნიორი კომპანიისთვის შეიმუშავებს სარეკლამო მასალებს, ექსკლუზიური ინტელექტუალური საკუთრების უფლება ამგვარ სარეკლამო მასალებზე მიენიჭება კომპანიას, მათი შექმნის მომენტიდან. საკომისიო მოიცავს ამგვარი სარეკლამო მასალების შემუშავებისა და ინტელექტუალური საკუთრების ყველა უფლების კომპანიისთვის გადაცემის ანაზღაურებას
4.3. პარტნიორი ვალდებულია, სრულად ან ნაწილობრივ არ დააკოპიროს კომპანიის რესურსებისა და ბრენდის, ასევე, კომპანიის მიერ რეგისტრირებული სავაჭრო მარკებისა და ინტელექტუალური საკუთრების სხვა უფლებებების შემცველი საიტების იერსახე.
4.4. პარტნიორის რესურსები არ უნდა ქმნიდეს ცრუ შთაბეჭდილებას, რომ ისინი იმართება კომპანიის ან უშუალოდ ბრენდის მიერ.
4.5. პარტნიორს ეკრძალება კომპანიის წარმომადგენელთა თანხმობის გარეშე კომპანიის ლოგოტიპების, გრაფიკისა და მარკეტინგული მასალის გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი უშუალოდ გამოიყენება პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში კომპანიის მიერ მოწოდებულ სარეკლამო მასალებში.
4.6. პარტნიორს ეკრძალება ვებსაიტის მისამართის (დომენის) ნაწილში, ვებსაიტის შიდა გვერდებსა და მობილურ აპლიკაციაში, ბრენდის დასახელებაში გამოყენება ისეთი სახელისა, რომელიც თითქმის ბრენდის იდენტურია და ძალიან ჰგავს კომპანიის სხვა ბრენდების დასახელებებს – ეს გულისხმობს ნებისმიერ სახელწოდებას, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ შედგება კომპანიის სავაჭრო მარკებისგან ან იმდენად ემთხვევა მათ, რომ შეცდომაში შეიყვანს მომხმარებელს. პარტნიორი ეთანხმება კომპანიის უფლებამოსილებას, ასეთ შემთხვევაში განსაზღვროს სასახელებების დამთხვევის სიზუსტის დონე.
4.7. პარტნიორს არ აქვს უფლება, შეიძინოს/დაარეგისტრიროს/გამოიყენოს საკვანძო სიტყვები, საძიებო მოთხოვნები ან სხვა იდენტიფიკატორები, რომლებიც იდენტურია ან ჰგავს კომპანიის ან მის მფლობელობაში არსებული ნებისმიერი ბრენდის ნებისმიერ სავაჭრო ნიშანს (სავაჭრო მარკას). ასევე პარტნიორს ეკრძალება კომპანიის ნებისმიერი სავაჭრო ნიშნის (სავაჭრო მარკის) იდენტური ან მსგავსი მეტატეგების საკუთარი საიტისთვის შეძენა/დარეგისტრირება/გამოყენება.
4.8. პარტნიორს არ აქვს უფლება, რომელიმე სოციალურ ქსელში (მათ შორის და არა მხოლოდ, Facebook, Twitter და ა. შ.) შექმნას გვერდები ან/და ჯგუფები, რომლებიც შეიძლება შეცდომით ჩაითვალოს კომპანიის მიერ მართულ გვერდებად ან ჯგუფებად.
პარტნიორი ასევე თანხმობას აცხადებს, რომ არ შექმნის და არ გაავრცელებს მობილურ ან ვებაპლიკაციებსა და ვებსაიტებს, რომლებიც შეიძლება შეცდომით ჩაითვალოს ბრენდის ან/და კომპანიის აპლიკაციებად ან საიტებად.
4.9. წინამდებარე შეთანხმების 4.1 – 4.8 პუნქტების დარღვევის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია, ხელახლა გადახედოს თანამშრომლობის პირობებს.
5. აკრძალული საქმიანობა
5.1. პარტნიორს ეკისრება ვალდებულება, იმოქმედოს საკუთარი სახელით და არ განათავსოს სარეკლამო მასალები და არ გაგზავნოს სარეკლამო მასალები კომპანიისა და პარტნიორობის პროგრამის ადმინისტრაციის, მენეჯერების ან სხვა თანამშრომლების სახელით
5.2. პარტნიორს არ აქვს უფლება, პოტენციურ კლიენტებს დაუკავშირდეს ნებისმიერი იმგვარი ფორმით, რომელიც გამოიწვევს კონკურენციას პარტნიორსა და კომპანიას შორის, ვებსაიტის ან ვებსაიტების პოპულარიზაციის თვალსაზრისით.
5.3. იკრძალება სარეკლამო მასალების განთავსება შემდეგი ფორმატით:
– საფოსტო სპამი – არასასურველი ელექტტონული შეტყობინებების მასიური გაგზავნა ადრესატის წინასწარი თანხმობის გარეშე;
– კონტექსტური რეკლამა კომპანიის ბრენდის მითითებით;
– კლიკანდერი – ინტერნეტრეკლამის სახეობა, რომლის დროსაც ახალი სარეკლამო ჩანართი ან ფანჯარა ავტომატურად იხსნება ბრაუზერში, აღნიშნული ფანჯარის გახსნაზე მომხმარებლის ცალსახა თანხმობის არსებობის გარეშე, მას შემდეგ, რაც მომხმარებელი აწკაპუნებს გვერდზე;
– პოპანდერი – სარეკლამო ფანჯარა, რომელიც ავტომატიურად ჩნდება ბრაუზერის აქტიური ფანჯრის უკან და არ წყვეტს სამომხმარებლო პროცესს, მაგრამ ეკრანზე რჩება მანამ, სანამ მომხმარებელი არ გათიშავს მას მექანიკურად.
5.4. პარტნიორი თანხმობას აცხადებს, რომ კომპანიის წინასწარი თანხმობის გარეშე არცერთ პოტენციურ ახალ მომხმარებელს არ შესთავაზებს ან არ მისცემს სტიმულს (ფინანსურს თუ სხვაგვარს), დარეგისტრირდეს, შეიტანოს დეპოზიტი ან განახორციელოს ნებისმიერი სხვა ქმედება, გარდა სტანდარტული სარეკლამო პროგრამებისა, რომლებიც, პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ დროგამოშვებით შეიძლება მიაწოდოს პარტნიორს.
5.5. პარტნიორს ეკრძალება საკუთარი რეფერალური ბმულის მეშვეობით თავისი სათამაშო ანგარიშის კომპანიის რესურსებსე დარეგისტრირება და სხვა დაინტერესებულ პირებთან მორიგება.
5.6. პარტნიორს ეკრძალება Cookie Stuffing, კერძოდ:
– კომპანიის რესურსების გახსნა iframe-ში ნულოვანი ზომით, ასევე, უხილავ ზონაში;
– ტეგების, ქუქი-სკრიპტებისა და სხვა მსგავსი მანიპულაციების ინსტალაცია საკომისიოს მიღების მიზნით.
5.7. თაღლითური ტრაფიკით სარგებლობა მკაცრად აკრძალულია. პარტნიორის ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება თაღლითურ ტრაფიკს, ჩაითვლება წინამდებარე შეთანხმების პირობების დარღვევად და განაპირობებს წინამდებარე შეთანმების 7.4 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებების განხორციელებას.
6. კონფიდენციალური ინფორმაცია
6.1. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების პერიოდში პარტნიორს შეიძლება გაენდოს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის ბიზნესთან, ოპერაციებთან, ტექნოლოგიებთან და პარტნიორობის პროგრამასთან (მათ შორის, მაგალითად, საკომისიოსთან და სხვა საკომისიო ჯილდოსთან, რომელსაც პარტნიორი იღებს პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში).
6.2. პარტნიორი თანხმობას აცხადებს, მესამე მხარეს არ გაუმჟღავნოს და არ გადასცეს არანაირი კონფიდენციალური ინფორმაცია, თუ პარტნიორს არ აქვს კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობა. პარტნიორი ვალდებულია, კონფიდენციალური ინფორმაცია გამოიყენოს მხოლოდ წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. პარტნიორისთვის კონფიდენციალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაკისრებული ვალდებულება ძალაში რჩება წინამდებარე შეთანხმების მქომედების შეწყვეტის შემდეგაც.
6.3. წინამდებარე შეთანხმების 6.1 – 6.2 პუნქტების დარღვევის შემთხვევაში კომპნია უფლებამოსილია, შეწყვიტოს პარტნიორთან დადებული შეთანხმება და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე პარტნიორს დააკისროს ჯარიმები.
7. საკომისიო
7.1. პარტნიორის საკომისიოს აქვს ფიქსირებული ღირებულება და დამოკიდებულია კომპანიის შემოსავალზე, რომელსაც ეს უკანასკნელი იღებს პარტნიორის რეფერალური ბმულით დარეგისტრირებული ახალი მომხმარებლებიდან. გარდა ამისა, საკომისიოს ღირებულება დამოკიდებულია ტრაფიკის ხარისხზეც.
7.2. პარტნიორობის პროგრამაში დარეგისტრორების შემდეგ პარტნიორი მიიღებს 20 (ოცი)%-ის ოდენობის საკომისოს კომპანიის წმინდა მოგებიდან, რომელსაც ეს უკანასკნელი იღებს პარტნიორის მიერ 3 (სამ) კალენდარულ თვეში, ბრუნვის გასაზრდელად მოზიდული ახალი მომხმარებლებისგან. პარტნიორობის პროგრამაში რეგისტრაციის მომენტიდან 3 (სამი) კალენდარული თვის გასვლის შემდეგ საკომისიოს ოდენობა შეადგენს 15 (თხუთმეტ)%-ს კომპანიის წმინდა მოგებიდან, რომელსაც ეს უკანასკნელი იღებს პარტნიორის მიერ მოზიდული ახალი მომხმარებლებისგან, თუკი მხარეები დამოუკიდებლად არ შეთანხმებულან საკომისიოს სხვა ოდენობაზე.
7.3. იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორი 3 (სამი) კალენდარული თვის განმავლობაში არ მოიზიდავს მინიმუმ 3 (სამ) ახალ მომხმარებელს, კომპანია უფლებამოსილია, შეცვალოს თანამშრომლობის პირობები, შეამციროს საკომისიოს ოდენობა, პარტნიორობის პროგრამაის ფარგლებში შეაჩეროს პარტნიორის ანგარიში და ცალხრივად შეწყვიტოს პარტნიორთან დადებული წინამდებარე შეთანხმება.
7.4. თაღლითური ტრაფიკის გამოვლენის მიზნით კომპანია უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებ, შეამოწმოს პარტნიორის საქმიანობა. შემოწმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს. შემოწმების პერიოდში შეჩერდება პარტნიორისთვის საკომისიოს გადახდა. პარტნიორის მხრიდან თაღლითური ტრაფიკით სარგებლობა ითვლება წინამდებარე შეთანხმების დარღვევად და შეიძლება გამოიწვიოს საკომისიოს გადახდის პირობების გადახედვა და წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება. ნებისმიერი ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, თაღლითური ტრაფიკით მიღებული არცერთი შემოსავალი არ იქნება გათვალისწინებული პარტნიორის საკომისოს დაანგარიშებისას. იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორი დაკავშირებულია თაღლითური ტრაფიკთით სარგებლობასთან, კომპანია ასევე იტოვებს უფლებას, დააკავოს შემდგომი საკომისიოს ნებისმიერი ოდენობა, რომელიც აქამდე დაერიცხა პარტნორს.
8. საკომისიოს გადახდა
8.1. საკომისიოს გადახდა შესრულდება ყოველკვირეულად, სამშაბათობით, წინა კვირის ორშაბათიდან კვირამდე პერიოდის ჩათვლით, იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორმა:
– კომპანიის მენეჯერთან წინასწარ შეათანხმა საბანკო რეკვიზიტები საკომისიოს გადასახდელად;
– საკომისიო აღემატება გადახდის მინიმალურ ოდენობას – 30,00$ (ოცდაათ აშშ დოლარს) და მოიზიდა მინიმუმ 4 ახალი მომხმარებელი.
გასანაღდებლად ხელმისაწვდომი საკომისიო განისაზღვრება გადახდის შესრულების მომენტში სრულად დაანგარიშებული მოვლენების შესაბამისად. დაუანგარიშებელი მოვლენების საკომისიო პარტნიორს გადაეხდება სრული დაანგარიშების შემდეგ.
გადახდის ასეთი პირობების არდაცვის შემთხვევაში საკომისო ავტომატურად გადავა შემდეგ პერიოდზე (უარყოფითი ბალანსის ჩათვლილთ).
8.2. პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში კომპანია იტოვებს უფლებას, გაუთვალისწინებული ტექნიკური გაუმართაობის, ასევე, წინამდებარე შეთანხმების პირობებთან პარტნიორისა და პარტნიორის რესურსების შესაბამისობის შემოწმების აუცილებლობისას დააკავოს გადახდა.
8.3. კომპანიას გააჩნია ერთპიროვნული და ექსკლუზიური უფლება, პარტნიორისთვის დაიანგარიშოს და შეასრულოს გადახდა იმ ვალუტაში, რომელშიც კომპანია შემოსავალს იღებს პარტნიორის მიერ მოზიდული ახალი მომხმარებლებისგან.
9. მხარეთა პასუხისმგებლობა
9.1. პარტნიორს ეკისრება ერთპიროვნული და სრული პასუხისმგებლობა პარტნიორის რესურსების მუშაობასა და შინაარსზე. პარტნიორის მიერ წინამდებარე შეთანხმების პირობების, მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს შეთანხმება და არ გადაიხადოს საკომისიოები, მათ შორის ის საკომისიო, რომელიც შეიძლება დარიცხვოდა პარტნიორს შეთანხმების შეწვეტის თარიღამდე.
9.2. პარტნიორი ვალდებულია, კომპანიას აუნაზღაუროს ნებისმიერი ზარალი, მათ შორის, იურიდიული ხარჯები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას მესამე მხარის პრეტენზიების შედეგად, რაც გამოწვეულია პარტნიორის მიერ წინამდებარე შეთანხმების პირობების დარღვევით.
9.3. კომპანია არ აგებს პასუხს რაიმე ირიბ ზარალზე, მათ შორის, პარტნიორს მოგების ან რეპუტაციის დაკარგვაზე, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს შეთანხმების შეწყვეტის ან კომპანიის მიერ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ნებისმიერი სხვა ქმედების შედეგად, კერძოდ:
– მესამე მხარის წინაშე პარტნიორის მიერ წინამდებარე შეთანხმების პირობების დარღვევაზე;
– პარტნიორის მიერ პერსონალური მონაცემის დაკარგვას ან/და მათ მესამე მხარისთვის გადაცემაზე;
– მესამე მხარის ნებისმიერ პრეტენზიაზე, რომელიც უკავშირდება პარტნიორის რესურსების საქმიანობას ან/და სარეკლამო მასალების განთავსებას.
9.4. კომპანია არ იძლევა არანაირ ცალსახა ან ირიბ გარანტიას პარტნიორობის პროგრამის, სარეკლამო მასალებისა თუ კომპანიის რესურსების თვალსაზრისით. ეს ასევე ეხება ცალკეული მიზნებისთვის, კომერციული ხარისხისთვის, კანონიერებისა თუ საავტორო უფლებების დაურღვევლობასთან შესაბამისობის ნებისმიერ გარანტიას. კომპანია ასევე არ იძლევა კომპანიის რესურსების შეუფერხებლად ან უშეცდომოდ ფუნქციონირების გარანტიას და, შესაბამისად, არაა პასუხისმგებელი მათი მუშაობის შეფერხებით ან შეცდომებით გამოწვეულ ნებისმიერ შედეგზე.
9.5. კომპანია არ იძლევა არანაირ გარანტიას, პირობას და არ კისრულობს არანაირ ვალდებულებას საკომისიოს ოდენობაზე, რომელიც პარტნიორმა შეიძლება მიიღოს პარტნიორობის პროგრამაში მონაწილეობის შედეგად. საკომისიოს ოდენობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის და არა მხოლოდ, პარტნიორის მიერ მოზიდული ახალი მომხმარებლების აქტიურობაზე და პარტნიორის მხრიდან წინამდებარე შეთანხმების ყველა პირობის დაცვაზე.
9.6. მაქსიმალური თანხა, რომლის გადახდაც კომპანიას შეუძლია წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სარჩელის, პრეტენზიის ან ზარალის დროს, შემოიფარგლება საკომისიოს თანხით, რომელიც ფაქტობრივად დაერიცხება პარტნიორს ბოლო თვეში, პრეტენზიის წარმოშობამდე.
10. დავების გადაწყვეტის პროცედურა
10.1. მხარეები ვალდებულები არიან, წინამდებარე შეთანხმებით წარმოქმნილი ყველა დავა და უთანხმოება გადაწყვიტონ მოლაპარაკებების გზით. დავის წარმოქმნის შემთხვევაში პარტნიორს შეუძლია, წერილობითი პრეტენზია წარმოადგინოს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. საამისოდ პარტნიორი უნდა დაუკავშირდეს პარტნიორობის პროგრამის მხარდაჭერის გუნდს, რომელიც მითითებულია პარტნიორობის პროგრამის საიტზე და დეტალურად უნდა აღწეროს დავის არსი.
10.2. კომპანია უფლებამოსილია, უარი განაცხადოს პრეტენზიის განხილვაზე, თუ:
– პარტნიორი არ წარმოადგენს დარღვევის არარსებობის მტკიცებულებას,
– პრეტენზია შეიცავს არანორმატიულ ლექსიკას, ძალადობისკენ მოწოდებებს, ცრუ ბრალდებებს. პარტნიორის ამგვარი ქმედებები ითვლება წინამდებარე შეთანხმების დარღვევად.
10.3. პრეტენზიის განხილვის ვადა შეადგენს მისი მიღებიდან 14 (თოთხმეტ) სამუშაო დღეს.
10.4. კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება ხელახალ განხილვას. კომპანია იტოვებს უფლებას, არ განიხილოს პრეტენზიები.
წინამდებარე შეთანხმების პირობები პარტნიორის მიერ მიღებულად ჩითვლება პარტნიორობის პროგრამაში მისი დარეგისტრირებისთანავე. პარტნიორი ვალდებულია, პროგრამაში დარეგისტრირებამდე ყურადღებით გაეცნოს წინამდებარე შეთანხმების პირობებს.