დიახ, პარტნიორული მარკეტინგი ლეგალურია ბანგლადეშში და ის ისე სწრაფად ვითარდება, როგორც არასდროს. რადგანაც სულ უფრო მეტი ადამიანი ეძებს ფულის ონლაინსივრცეში გამომუშავების შესაძლებლობებს, პარტნიორული მარკეტინგი ლეგალური გზით, სახლიდან შემოსავლის კომფორტულად მიღების ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ და მასშტაბურ გზად იქცა.

შეგიძლიათ პარტნიორული მარკეტინგით დაკავდეთ ბანგლადეშიდან, თუკი დაიცავთ შერჩეული პლატფორმის წესებს და გადაიხდით გადასახადებს ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად. პარტნიორულ მარკეტინგზე არ ვრცელდება სახელმწიფო აკრძალვები ან შეზღუდვები. სინამდვილეში, ბევრი ბანგლადეშელი კონტენტის შემქმნელი, YouTube კონტენტის შემქმნელი, ბლოგერი და სტუდენტიც კი წარმატებით გამოიმუშავებს შემოსავალს პარტნიორული პროგრამების მეშვეობით, როგორც ადგილობრივად, ისე გლობალურად.

არ აქვს მნიშვნელობა Amazon-ის, Daraz-ის ან AliExpress-ის პროდუქტებს უწევთ რეკლამირებას თუ 1xBet-ის მსგავს ბუკმეკერულ სერვისებს, პარტნიორული მარკეტინგი ლეგიტიმურ ონლაინპროფესიადაა მიჩნეული. სხვა ციფრულ უნარებთან (როგორებიცაა SEO, კონტენტის დაწერა, ვიდეორედაქტირება) ერთად ბევრი ბანგლადეშელი ფრილანსერის შემოსავლის ნაწილს დღეს პარტნიორული მარკეტინგიც მოიცავს. შეიტყვეთ, როგორ დაიწყოთ.

როგორ გახდეთ პარტნიორი მარკეტერი ბანგლადეშში

ონლაინსივრცეში თანხის გამომუშავების იდეა დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ პარტნიორული მარკეტინგის მეშვეობით ბანგლადეშში ეს არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ უკვე არსებული რეალობაა ათასობით ადამიანისთვის. ნახევარ განაკვეთზე შემოსავლის მაძიებელი სტუდენტებით დაწყებული, გრძელვადიანი კარიერის შექმნაზე მზრუნავი კონტენტის შემქმნელებით დამთავრებული, პარტნიორულმა მარკეტინგმა დიდი ინვესტიციის, საოფისე სივრცის ან საკუთარი პროდუქტის ქონის გარეშე შექმნა ფინანსური თავისუფლების მიღწევის შესაძლებლობა.

მას განსაკუთრებულს ხდის ისიც, რომ არაა აუცილებელი, იყოთ ექსპერტი ტექნოლოგიების სფეროში ან გქონდეთ მრავალწლიანი გამოცდილება. თუ გაქვთ სმარტფონი, ინტერნეტკავშირი და გყავთ აუდიტორია, თუნდაც მცირე, მაშინ ყველაფერი გაქვთ თანხის გამომუშავების დასაწყებად.

არ აქვს მნიშვნელობა, ბლოგებს წერთ, TikTok ვიდეოებს იღებთ, Facebook ჯგუფს მართავთ თუ უბრალოდ WhatsApp-ის ჩატში აზიარებთ ბმულებს, პარტნიორული მარკეტინგი გაძლევთ საშუალებას, რეკლამირება გაუწიოთ პროდუქტებს ან სერვისებს და გამოიმუშაოთ საკომისიო ყოველი გაყიდვიდან ან რეგისტრაციიდან, რომელიც შესრულდება თქვენი პარტნიორული ბმულის მეშვეობით.

მაშ ასე, კონკრეტულად საიდან უნდა დაიწყოთ გამომუშავება? მოდით, განვიხილით ყველა ნაბიჯი და მიმოვიხილოთ რამდენიმე საუკეთესო პროგრამა, რომელში გაწევრიანებაც დღესვე შეგიძლიათ. დავიწყოთ ბანგლადეშში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული პროგრამით: 1xBet.

ნაბიჯი 1.  შეარჩიეთ პარტნიორული პროგრამა

ბანგლადეშში მცხოვრებთათვის პარტნიორული მარკეტინგის ბევრი პროგრამაა ხელმისაწვდომი. აი, რამდენიმე სახელგანთქმული მათგანი:

  • 1xBet-ის პარტნიორული პროგრამა – მაღალი გადახდები და შემოსავლის სამუდამო განაწილება ფსონების ნიშაში
  • Daraz-ის პარტნიორული პროგრამა – იდეალურია ადგილობრივი ელექტრონული კომერციის პროდუქტების რეკლამირებისთვის
  • AliExpress-ის პარტნიორული პროგრამა – შესანიშნავია იაფფასიანი პროდუქტების რეკლამირებისთვის
  • Amazon Associates – კარგი არჩევანია, თუ თქვენი კონტენტი ორიენტირებულია გლობალურ აუდიტორიაზე
  • Shopz – ფოკუსირებულია ადგილობრივი ბაზრის ტექნოლოგიებსა და გაჯეტებზე
  • HostSeba – ბლოგერებისთვის, რომლებიც ორიენტირებულები არიან სტარტაპებსა და ბიზნესზე ტექნოლოგიების სფეროში

მოდით, მაგალითის სახით განვიხილოთ 1xBet, რომ დავინახოთ, რამდენად მარტივია პროგრამაში გაწევრიანება.

როგორ შევუერთდეთ 1xBet-ის პარტნიორული პროგრამას:

  • გადადით ბმულზე https://partners1xbet.com
  • დააჭირეთ ღილაკს „დარეგისტრირება“ და შეიყვანეთ ზოგადი ინფორმაცია (ელსოფტა, ვებსაიტი/არხი, ენა) თქვენ შესახებ
  • დაელოდეთ დამტკიცებას (ჩვეულებრივ, საჭიროებს 24-48 საათს)
  • მიიღეთ უნიკალური პარტნიორული ბმულები და დაიწყეთ რეკლამირება
  • გამოიმუშავეთ შემოსავლის 40%-მდე წილი ყველა მომხმარებლისგან, რომლებიც დარეგისტრირდებიან და განათავსებენ ფსონებს

არაა აუცილებელი, იყოთ პროფესიონალი – პატარა ბლოგს, YouTube არხს თუ Telegram ჯგუფსაც კი შეუძლია შემოსავლის გენერირება. ყველაფერი, რაც გჭირდებათ, არის მუდმივობა და თქვენი ნიშით დაინტერესებული აუდიტორია.

ჩინეთი

როდესაც საუბარია პარტნიორულ მარკეტინგზე, ჩინეთი განსაკუთრებული შემთხვევაა. არა იმიტომ, რომ მსგავსი მარკეტინგი არალეგალურია, არამედ იმიტომ, რომ ის მუშაობს ისეთ ციფრულ ეკოსისტემაში, რომელიც მკაცრად კონტროლდება. მიუხედავად ინტერნეტსა და უცხოურ პლატფორმებზე დაწესებული მკაცრი სახელმწიფო რეგულაციებისა, ჩინეთში პარტნიორული მარკეტინგი ლეგალურია, უბრალოდ, ის თავისი წესებით, აქტიურად ვითარდება.

გლობალურ პლატფორმებზე, როგორებიცაა Facebook და YouTube (რომლებიც დაბლოკილია), რეკლამირების ნაცვლად ჩინელი პარტნიორები მუშაობენ ადგილობრივ პლატფორმებზე, როგორებიცაა:

  • WeChat (Weixin) – საუკეთესო აპი, რომელზეც ინფლუენსერები მართავენ მინიპროგრამებს ან ჯგუფურ ჩატებში აზიარებენ პარტნიორულ ბმულებს
  • Xiaohongshu (Little Red Book) – ცხოვრების სტილისა და საყიდლების პლატფორმა, რომელიც საუკეთესოა სილამაზისა და მოდის პროდუქტების რეკომენდაციებისთვის
  • Douyin – TikTok ტიკტოკის ორიგინალური, ჩინური ვერსია, რომელზეც მოკლე ვიდეოების შემქმნელები თანხას გამოიმუშავებენ პარტნიორული პროდუქტების განთავსებით
  • JD.com და Taobao – ელექტრონული კომერციის წამყვანი გიგანტები, ჩაშენებული პარტნიოტული სისტემებით, რომლებიც მომხმარებლებს აძლევს ბმულების გაზიარებისა და გაყიდვებიდან თანხის გამომუშავების შესაძლებლობას

ჩინეთს განსაკუთრებით გამოარჩევს „KOL-ების“ (Key Opinion Leaders) კონცეფცია. პირდაპირი ტრანსლაციისას პროდუქტის მიმოხილვებითა და უშუალოდ გაყიდვების გვერდზე პარტნიორული ბმულების ჩასმით ეს ინფლუენსერები უზარმაზარ გაყიდვებს უზრუნველყოფენ. ღონისძიებებზე, როგორებიცაა მარტოხელათა დღის ფასდაკლება (11.11), პარტნიორული ფასდაკლებების მეშვეობით მარტოხელა ინფლუენსერს რამდენიმე საათში შეუძლია მილიონობით დოლარის გენერირება.

მიუხედავად იმისა, რომ Amazon-ის მსგავსი საერთაშორისო პარტნიორული პროგრამები არაა ფართოდ გავრცელებული მათზე წვდომისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო, გლობალური ბრენდები ხშირად თანამშრომლობენ ადგილობრივ ქსელებთან, რომ სანდო ჩინური პლატფორმების საშუალებით მართონ პარტნიორული კამპანიები.

ერთი სიტყვით, პარტნიორული მარკეტინგი ჩინეთში:

  • 100%-ით ლეგალურია, მაგრამ მორგებულია ადგილობრივ პლატფორმებზე
  • მეტადაა დამოკიდებული მობილურ კომერციასა და პირდაპირ ტრანსლაციაზე
  • იმართება სოციალური სანდოობითა და მოკლე ფორმის ვიდეოებით
  • დაცულია მომხმარებლის კანონებითა და პლატფორის პოლიტიკით

შესაბამისად, დიახ! პარტნიორული მარკეტინგი წარმატებით მუშაობს ჩინეთში და, მკაცრი ციფრული კონტროლის მიუხედავად, ეს მოდელი კვლავ ლეგალური და მომგებიანია.

ინდოეთი

თუ სამხრეთ აზიაში გეგულებათ ერთი ქვეყანა, რომელმაც ძირითადი შემოსავლის მოდელად პარტნიორული მარკეტინგი აქცია – ეს ინდოეთია. 700 მილიონზე მეტი ინტერნეტმომხმარებლით, ელექტრონული კომერციის აყვავებული სექტორითა და ციფრულ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული მოსახლეობით ინდოეთი აფილირებული მარკეტინგის ცენტრად იქცა და მოიცავს როგორც ჩვეულებრივ ბლოგერებს, ისე სრულ განაკვეთზე მომუშავე მეწარმეებსაც.

პარტნიორული მარკეტინგი ინდოეთში სრულებით ლეგალურია და ინდოეთის კანომდებლობის შესაბამისად ის აღიარებულია, როგორც შემოსავლის ლეგიტიმური წყარო. ბევრი ინდოელი კარიერას YouTube მიმოხილვების, Telegram შეთავაზებების არხის, ტექნოლოგიური ბლოგების თუ ნიშაზე ფოკუსირებული Instagram ანგარიშებისთვის შექმნილი პარტნიორული კონტენტის მეშვეობით იწყობს.

ინდოეთში პოპულარული პარტნიორული პროგრამებია:

  • Amazon India Associates – ერთ-ერთი ყველაზე ფართო და ხელმისაწვდომი პროგრამა, რომელიც შესანიშნავია ნებისმიერი პროდუქტის (წიგნებით დაწყებული, ელექტრონიკით დამთავრებული) რეკლამირებისთვის.
  • Flipkart პარტნიორული პროგრამა – ინდოეთის ადგილობრივი გიგანტი, რომელიც გამოირჩევა მაღალი საკომისიო განაკვეთებითა და ადგილობრივი მოთხოვნებისთვის შესაბამისობით.
  • MakeMyTrip და Goibibo – სამოგზაურო პლატფორმები, რომლებზეც შემოთავაზებულია პარტნიორული პროგრამები ფრენებისთვის, მატარებლებისთვის და სასტუმროს დაჯავშნისთვის.
  • 1xBet ინდოეთი – სპორტისა და ფსონების სფეროზე ორიენტირებული პარტნიორებისთვის, მათთვის მაღალი საკომისიოების შეთავაზებით.
  • BigRock და Hostinger – ძლიერი პროგრამის მქონე ჰოსტინგის კომპანიები, რომლებიც ორიენტირებულია სტარტაპებსა და დეველოპერებზე.

პროდუქტების რეკლამირებისთვის პარტნიორული მარკეტერები ინდოეთში ძირითადად იყენებენ ბლოგების, SEO-ს, WhatsApp ჯგუფების, Telegram და YouTube არხების კომბინაციას. ბევრი მათგანი ასევე იყენებს ისეთ პლატფორმებს, როგორებიცაა ShareASale, CJ Affiliate და Impact, რათა ერთი პლატფორმიდან შეძლონ წვდომა მრავალ ბრენდზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ინდოეთში პარტნიორულ შემოსავალზე დაწესებულია გადასახადები და სერიოზული მარკეტერები გადახდების ლეგალურად და გამჭვირვალედ სამართავად ხშირად ფრილანსერებად ან კომპანიებად რეგისტრირდებიან.

2023 წელს ცუფრული მეწარმეობის მიმართულებით ინდოეთის ხელისუფლებამ წამოიწყო სასწავლო ინიციატივა, რომელშიც პარტნიორულ მარკეტინგი ერთ-ერთ წამყვან კომპეტენციად იყო შეტანილი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკაში.

საუდის არაბეთი

ბოლო წლებში საუდის არაბეთმა მკვეთრი მოდერნიზაცია განიცადა ციფრული ეკონომიკის კუთხით და პარტნიორული მარკეტინგი იქცა ონლაინბიზნესის მზარდ და სრულიად ლეგალურ მოდელად. ელექტრონული კომერციის გამალებული ზრდის, ინტერნეტის მაღალი შეღწევადობისა და სმარტფონების ფართოდ გამოყენების წყალობით უფრო და უფრო მეტი საუდელი ეცნობა პარტნიორულ მარკეტინგს, როგორც ონლაინსივრცეში თანხის გამომუშავების საშუალებას.

პარტნიორული მარკეტინგი საუდის არაბეთში სრულიად ლეგალურია, თუკი ის შეესაბამება ადგილობრივ კანონმდებლობასა და კულტურულ ნორმებს. ეს მოიცავს შეზღუდული კონტენტისთვის (მაგ. ალკოჰოლისთვის ან აზარტული თამაშებისთვის) თავის არიდებასა და გამომწერებისთვის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. ქვეყნის „ხედვა 2030 წლისთვის“ მიზნად ისახავს ნავთობისგან დამოუკიდებელი ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ხელს უწყობს ციფრული მეწარმეობის ზრდას, რითაც ის პარტნიორულ მარკეტინგს აღნიშნული პროცესის ლოგიკურ ნაწილად აქცევს.

საუდის არაბეთში პოპულარული პარტნიორული პროგრამებია:

  • Amazon.sa Associates – პარტნიორებს სთავაზობს პროდუქტების ფართო დიაპაზონსა და ლოკალიზებულ საკომისიოებს საუდის არაბეთის რიალში.
  • Noon Partners – ელექტრონული კომერციის წამყვანი პარტნიორული პროგრამა, რომელიც სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) მონაწილე ქვეყნებში ბრენდის მაღალი ცნიბადობით გამოირჩევა.
  • Jarir Bookstore – პოპულარულია ელექტრონიკით, წიგნებითა და საკანცელარიო ნივთებით, აქვს საკუთარი პარტნიორული სისტემა.
  • Namshi პარტნიორული პროგრამა – ფიკუსირებულია მოდასა და ცხოვრების სტილზე, განსაკუთრებით პოპულარულია საუდის ახალგაზრდა აუდიტორიაში.
  • პლატფორმები Salla და Zid – ელექტრონული კომერციის ადგლობრივი სერვისები, რომლებიც ციფრულ შემქმნელებს პარტნიორობის შესაძლებლობებს სთავაზობს.

პარტნიორული მარკეტერები საუდის არაბეთში ხშირად იყენებენ ისეთ პლატფორმებს, როგორებიცაა Instagram, Snapchat და TikTok, რომლებზეც პროდუქტის რეკომენდაციებითა და „ზემოთ გადაფურცვლის ბმულებით“ სწრაფი შედეგები იდება. ინფლუენსერული მარკეტინგი რეგიონში უზარმარია და შემოსავლის გაორმაგების მიზნით კონტენტის ბევრი შემქნელი დასპონსორებულ პოსტებს პარტნიორულ ბმულებთან აერთიანებს.

გასათვალისწინებელია ის, რომ საუდის აუდიტორია ადგილობრივი შემქმნელების კონტენტს ენდობა, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ის არაბულ ენაზეა შექმნილი. შედეგად, არაბულ ენაზე შექმნილი ბლოგები, YouTube არხები და მიკროინფლუენსერები, კონვერსიის თვალსაზრისით, საერთაშორისო კონტენტზე უკეთეს შედეგს იძლევა.

პარტნიორული მარკეტინგით დაკავება ბანგლადეშში ლეგალური და წარმატებულია

რომ შევაჯამოთ: დიახ, პარტნიორული მარკეტინგი ლეგალურია ბანგლადეშში და არსებობს უამრავი პლატფორმა, რომელიც წვდომას სთავაზობს და მიესალმება კიდეც ბანგლადეშელ პარტნიორებს. არ აქვს მნიშვნელობა, Daraz-ის მსგავსი ადგილობრივი სერვისების რეკლამირება გსურთ თუ 1xBet-ის ან Amazon-ის მსგავსი საერთაშორისო პლატფორმების, ლეგალურად შეგიძლიათ თანხის გამომუშავება, თუ დაიცავთ პროგრამის წესებს და, საჭიროების შემთხვევაში, გადაიხდით გადასახადებს.

ბანგლადეშიდან პარტნიორული მარკეტინგით შეგიძლიათ დაკავდეთ როგორც ნახევარ, ისე სრულ განაკვეთზე. ის იდეალურია სტუდენტებისთვის, ფრილანსერებისთვის, ბლოგერებისთვის, YouTube კონტენტის შემქმნელებისა და ყველასთვის, ვისაც სურს ციფრული კარიერის აწყობა. გაწევრიანებსთვის დაბალი ბარიერითა და მაღალი მასშტაბურობით პარტნიორული მარკეტინგი 2025 წელს ონლაინსივრცეში ფულის გამომუშავების ყველაზე გონივრული ხერხია.