ადრე iGaming-ის პარტნიორული მარკეტინგი განიხილებოდა როგორც დამატებითი შემოსავლის წყარო, მაგრამ 2025 წელს ის გახდა ზრდის ძირითადი ძრავი მსოფლიოს წამყვანი მარკეტერებისთვის. რადგანაც ბაზრები გადადის მობილურ ფსონებსა და კრიპტოვალუტით გადახდებზე, ხოლო რეგიონის სარეკლამო კანონმდებლობა მკაცრდება, სიახლეებთან ადაპტირების უნარი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება. თანამედროვე ბაზარი მოითხოვს მეტს, ვიდრე უბრალოდ დაწკაპუნებებს; მოგებას იღებს ის, ვინც სრულყოფილად ფლობს მიზნობრივ აუდიტორიასთან ურთიერთობის, გაყიდვების ძაბრების მართვისა და მაღალი კონვერსიის მქონე კონტენტთან მუშაობის უნარებს. პარტნიორული მარკეტინგის ამ სწრაფად განვითარებად სამყაროში წარმატება დამოკიდებულია მონაცემებზე, ადგილობრივი ბაზრის ცოდნასა და მასშტაბირების ინსტრუმენტებზე. ეს გზამკვლევი გაგაცნობთ არხებს, მეთოდებსა და იდეებს, რომელთა დახმარებითაც ამ წელს ყველაზე მომგებიანი კამპანიების მართვა გახდა შესაძლებელი.
რა არის iGaming-ის პარტნიორული მარკეტინგი და როგორ მუშაობს ის?
აზარტული ონლაინთამაშების ოპერატორები იშვიათად ეყრდნობიან მხოლოდ ტრადიციულ რეკლამებს; ისინი მიმართავენ მასშტაბირებად, ხარჯთეფექტიან რეკლამირებას პარტნიორული თანამშრომლობის მეშვეობით. iGaming-ის სფეროში ეს შედეგზე ორიენტირებული მიდგომა გულისხმობს, რომ მესამე მხარის მარკეტერები იზიდავენ ახალ მოთამაშეებს მიზნობრივი სტრატეგიებით, როგორებიცაა SEO, ელფოსტის კამპანიები ან ფასიანი მედიასაშუალებები. როდესაც მოზიდული მომხმარებელი რეგისტრირდება ან ავსებს ბალანსს, პარტნიორი გამოიმუშავებს საკომისიოს. ეს მეთოდი გახდა iGaming-ის პარტნიორული მარკეტინგის ძირითადი სტრატეგია, რადგან ის ამცირებს საწყის ხარჯებს და მაქსიმალურად ზრდის შემოსავალს, ფაქტობრივი კონვერსიების საფუძველზე.
ოპერატორები პარტნიორებს სთავაზობენ ანაზღაურების მოდელებს, როგორებიცაა CPA (ფიქსირებული თითო მომხმარებელზე), RevShare (მოთამაშის წაგებული თანხის პროცენტი) ან ჰიბრიდული ვარიანტები, რომელთაგან თითოეული მორგებულია შედეგებსა და რისკისადმი მიდრეკილებაზე. შედეგების კონტროლი მიმდინარეობს უნიკალური პარტნიორული ბმულებითა და რეალურ დროში მომუშავე ანალიტიკის პლატფორმებით, რომლებიც დროთა განმავლობაში აფასებს მოთამაშის ღირებულებასა და შენარჩუნების მაჩვენებელს.
iGaming-ის პარტნიორული მარკეტინგის უპირატესობები და ნაკლოვანებები
მომხმარებლების მოზიდვის კუთხით iGaming-ის სფეროში შედეგზე ორიენტირებული მარკეტინგი დომინირებს, რაც განპირობებულია მისი მასშტაბირებადობითა და ტრაფიკსა და შემოსავალს შორის პირდაპირი კავშირით. როგორც პარტნიორული მარკეტინგის ძირითადი მოდელი, ის გთავაზობთ დიდ შემოსავალს, თუმცა გააჩნია გარკვეული რისკებიც.
უპირატესობები
ამ სფეროში მარკეტინგის ჯაჭვის თითქმის ყველა ელემენტის გაზომვაა შესაძლებელი და დაკავშირებულია ეფექტურობასთან, რაც შემოსავლის გენერირების უნიკალურ კონტროლს უზრუნველყოფს:
განმეორებითი შემოსავალი RevShare-ის მეშვეობით
ბევრ პროგრამაში პარტნიორები მოთამაშის წაგებიდან იღებენ მუდმივ წილს, როგორც წესი, 25–40%-ს. 6 თვის განმავლობაში თუნდაც მხოლოდ 10 აქტიური მოთამაშის შენარჩუნების შემთხვევაში, პარტნიორმა შეიძლება გამოიმუშაოს 5000$-ზე მეტი ოდენობის ჯამური ანაზღაურება, ყოველგვარი სარეკლამო ხარჯის გარეშე. რაც უფრო ხანგრძლივად იქნება შესძლებელი მოთამაშის შენარჩუნება, მით უფრო პროგნოზირებადი ხდება შემოსავალი.
მაღალი ანაზღაურების პოტენციალი CPA მოდელებით
სპორტულ ფსონებსა და კაზინოებში ერთმა FTD-მ (პირველმა დეპოზიტმა) მარკეტერს შეიძლება მოუტანს60 $-დან 250$-მდე ოდენობის თანხა, გეოგრაფიული რეგიონისა და პლატფორმის მიხედვით. მაგალითად, ინდოეთის ან ბრაზილიის მომხმარებლები გამოიმუშავებენ დაბალ CPA-ს, მაშინ, როცა შვედეთის ან გერმანიის მომხმარებლები იღებენ ბევრად მეტ მაჩვენებელს. ეს მასშტაბირებას მეტად მომგებიანს ხდის, როდესაც ის შეთავსებულია დაბალი CPC-ის (თითო დაწკაპუნების ღირებულების) მქონე ტრეფიკის წყაროსთან.
გლობალურ ბაზარზე წვდომა პირველი დღიდან
iGaming არის მსოფლიო მასშტაბის სექტორი, რომელიც რეგულირდება 150-ზე მეტ ქვეყანაში და ნახევრად რეგულირდება კიდევ ათეულობით ქვეყანაში. მარკეტერს, რომელიც სახლიდან მუშაობს, ერთი პარტნიორული პროგრამის ანგარიშითა და დაფით შეუძლია ერთ დღეს მიზანში ამოიღოს ჩილეს სპორტული ფსონების მომხმარებლები, ხოლო მეორე დღეს — სამხრეთ აფრიკის კაზინოს ტრაფიკი.
ტრაფიკის მრავალმხრივი წყაროები კონვერსიის შესაძლებლობით
დღესდღეობით წარმატებით გამოიყენება ნატიური რეკლამები, ინფლუენსერები, SEO, Telegram-ის ბოტები და გაყიდვების WhatsApp-ის საფუძველზე შემუშავებული ძაბრები. მაგალითად, ზოგიერთ კამპანიაში, რომელიც push ტრაფიკს იყენებს, CTR 0.5%-ზე ნაკლებია, მაგრამ კონვერსიის მაჩვენებელი 4%-ზე მეტია, სამიზნე გვერდის წინასწარი ოპტიმიზაციის წყალობით. ეს მრავალფეროვნება იძლევა ექსპერიმენტების შესაძლებლობას და ამცირებს არხებზე დამოკიდებულებას.
დაბალი ტექნიკური და იურიდიული შეზღუდვები საწყისი ეტაპებისთვის
Forex-ის ან ზრდასრულთა სექტორებისგან განსხვავებით, iGaming-ის უმეტეს პლატფორმას აქვს მზა სარეკლამო მასალები, დეტალური ადაპტაციის პროცედურა დამწყებთათვის და მკაფიო პირობები. დამწყებთათვის ეს ამცირებს გუმანით მოქმედების აუცილებლობას. პროფესიონალი მარკეტერებისთვის კი ზოგავს დროს შესაბამისობის უზრუნველყოფასა და კონტენტის წარმოებაზე.
ნაკლი
მიუხედავად მაღალი შემოსავლის პოტენციალისა, iGaming-ის პარტნიორობას გააჩნია რისკები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს გრძელვადიანი შედეგების მიღებას:
მარეგულირებელი და გეოგრაფიულ რეგიონებთან დაკავშირებული შეზღდვები
ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ნიდერლანდები, იტალია და ესპანეთი, მკაცრად აკონტროლებს სარეკლამო პოლიტიკას. ნორმატიულ მოთხოვნებთან შესაბამისობისას დაშვებულმა მცირე შეცდომამაც კი შეიძლება გამოიწვიოს შავ სიაში შეტანა. Google და Meta ხშირად ავტომატურად ბლოკავს ანგარიშებს, რომლებიც მონიშნულია აზარტული თამაშების წესების დარღვევების გამო, მაშინაც კი, თუ რეკლამა უწყინარი ჩანს.
გადახდების დაყოვნება და შეზღუდული ანგარიშგება
ბევრი პროგრამა მუშაობს გადახდის 30-დღიანი ან 45-დღიანი ვადის პირობებზე. ასეთი დაყოვნებები აფერხებს ხელახლა ინვესტირების ციკლებს, განსაკუთრებით ფასიანი ტრაფიკის კამპანიებში. აზე შემოწმების შეფერხებები ასევე აყოვნებს კონვერსიის განახლებებს, რის გამოც მარკეტერებს ეზღუდებად რეალურ დროში მკაფიო ხედვის შესაძლებლობა.
არასტაბილური საკომისიო პირობები
ზოგი ახალი ან საშუალო დონის ოპერატორი გაუფრთხილებლად ცვლის ანაზღაურების სქემებს. ხშირია RevShare-ის შემცირება წინასწარი გაფრთხილების გარეშე ან CPA კრიტერიუმების გამკაცრება რეგისტრაციის შემდეგ. ასეთი გაუფრთხილებელი ცვლილებები პირდაპირ აისახება შემოსავლებზე.
iGaming-ის საუკეთესო პარტნიორული პროგრამები 2025 წელს: 1xBet Partners-ის მიმოხილვა
ფსონების ინდუსტრიაში მონეტიზაციის მრავალფეროვან შესაძლებლობებს შორის 1xBet-ის პარტნიორული როგრამა გლობალური მასშტაბით გამოირჩევა პარტნიორობის თავისი ხელსაყრელი პირობებითა და სანდო ინფრასტრუქტურით. ეს არის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და მომგებიანი პლატფორმა, რომელიც მოიცავს 100000-ზე მეტ პარტნიორს, 3 მილიონზე მეტ მოთამაშეს, გადახდის 250-ზე მეტ მეთოდსა და 69 ენის მხარდაჭერას.
მისი ლოგიკა აგებულია შედეგზე ორიენტირებულ მიდგომაზე; არ აქვს მნიშვნელობა, ტრაფიკს SEO-ს, ფარული რეკლამების, Telegram-ისა თუ მობილური აპების მეშვეობით წარმართავთ — სისტემა აანაზღაურებს შედეგს და არა ძალისხმევას. კონვერსიის მაჩვენებლები ხშირად აღემატება სექტორის საშუალო დონეს, რის გამოც 1xBet იზიდავს როგორც ახალ მარკეტერებს, ისე ტრაფიკის გამოცდილ მომწოდებლებს მთელი მსოფლიოდან.
მოდით, განვიხილოთ, რა ხდის 1xBet-ის პარტნიორულ პროგრამას ასეთ კონკურენტუნარიანს:
ფუნქცია | დეტალები |
საკომისიოს მოდელი | RevShare — 40%-მდე, CPA, ჰიბრიდული და ქვეპარტნიორული შემოსავალი |
კონვერსიის მაჩვენებელი | ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელი ინდუსტრიაში, რეგისტრაციიდან დეპოზიტამდე პერიოდში |
მინიმალური თანხის გატანა | მხოლოდ 30$, ყოველკვირეული გადახდები |
ტრაფიკის დაშვებული წყაროები | ყველა ტიპი, გარდა მოტივირებული/თაღლითური ტრაფიკისა; SEO, ფასიანი რეკლამები, სოციალური მედია და ა.შ. |
მრავალენოვანი მხარდაჭერა | 69 ენა + რეგიონზე მორგებული სარეკლამო მასალები |
გადახდის მეთოდები | 250-ზე მეტი მეთოდი, მათ შორის, კრიპტოვალუტა, Skrill, Neteller, WebMoney, საბანკო გადარიცხვა |
კონტროლი | სტატისტიკა რეალურ დროში, API-სა და S2S-ის ინტეგრაციით |
მობილური/სააგენტო ქსელი | მოიცავს MobCash ქვეაგენტის მოდელს, მობილურზე ორიენტირებული რეგიონებისთვის |
როდესაც გაეცნობით ყველა უპირატესობას, პარტნიორობის პროგრამაში გაწევრიანება მარტივი გახდება:
- შედით 1xbetpartners.com-ზე და დააჭირეთ ღილაკს„შემოგვიერთდით ახლავე“;
- შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა, აირჩიეთ თქვენი ტრაფიკის ტიპი და ანაზღაურების მოდელი;
- დაელოდეთ ანგარიშის დამტკიცებას (ჩვეულებრივ, 24 საათის განმავლობაში);
- მიიღეთ წვდომა პერსონალურ დაფაზე, საკონტროლო ინსტრუმენტებსა და სარეკლამო მასალებზე;
- დაიწყეთ ტრაფიკის გაგზავნა და რეალურ დროში აკონტროლეთ შედეგები;
- ყოველკვირეული ანაზღაურება, როცა თქვენი შემოსავალი 30$-ს გადააჭარბებს.
ყველასთვის, ვინც ცდილობს iGaming-ის ტრაფიკის მონეტიზაციას საერთაშორისო მასშტაბით, ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იყოს პარტნიორული მარკეტინგი ერთდროულად მომგებიანიცა და მასშტაბირებადიც.
ტრაფიკის საუკეთესო წყაროები iGaming-ის პარტნიორებისთვის
წარმატება iGaming-ის პარტნიორულ მარკეტინგში იწყება იმით, რომ ზუსტად იცით, საიდან მოდის მომგებიანი ტრაფიკი. თითოეული წყარო განსხვავებულად მუშაობს რეგიონის, რეკლამის ფორმატისა და მომხმარებლის განზრახვის მიხედვით. ქვემოთ მოცემულია არხები, რომლებიდანაც წამყვანი კამპანიები იღებს რეალურ, კონვერტირებად დაწკაპუნებებს.
SEO და კონტენტზე ორიენტირებული ტრაფიკი
თუ გსურთ გრძელვადიანი შემოსავლის მიღება და სტაბილური მომხმარებლების მოზიდვა, SEO კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი მეთოდია iGaming-ის პარტნიორულ სივრცეში. ბევრი წამყვანი მარკეტერი ქმნის ნიშური კონტენტის ცენტრებს მოთხოვნადი საკვანძო ფრაზებით, როგორებიცაა „ფსონების აპები ბანგლადეშში“ ან „კაზინო KYC ბონუსის გარეშე დიდ ბრიტანეთში“. ეს საიტები იღებს ორგანულ ტრაფიკს Google-დან, ყოველ დაწკაპუნებაზე, თანხის გადახდის გარეშე.
- ადგილობრივ ენებზე ოპტიმიზირებული გვერდები უკეთ კონვერტირდება — მაგალითად, კონტენტი ჰინდისა და პორტუგალიურ ენებზე, ინდოეთისა და ბრაზილიის მობილური ტრაფიკისთვის;
- SEO-დან კონვერსიის მაჩვენებელმა შეიძლება მიაღწიოს 6-9%-ს, რეალურ დროში განახლებული კოეფიციენტების ვიჯეტების ან ექსკლუზიური პრომოკოდების ბლოკების გამოყენებით;
- კონტენტი თვეების განმავლობაში ინარჩუნებს მაღალ რეიტინგს, რაც მას ეკონომიურად ეფექტურს ხდის, განსაკუთრებით ფსონების მუდმივად აქტუალური გზამკვლევებისა და სტრატეგიული სტატიებისთვის.
მიუხედავად შედარებით ნელი შედეგებისა, SEO კვლავ საუკეთესო წყაროა სტაბილური, მომხმარებლის მაღალი აქტიურობის მქონე ტრაფიკისთვის, რომელიც არაა დამოკიდებული რეკლამის ნებართვებზე ან სატენდერო კონკურენციაზე.
ნატიური რეკლამები
ნატიური რეკლამები აღიქმება როგორც კონტენტი და არა როგორც რეკლამა, რაც მათ ეფექტურსა და მრავალი პლატფორმისთვის შესაბამისს ხდის. ისინი იდეალურია გულგრილი აუდიტორიის დაინტერესებისთვის, განსაკუთრებით სპორტული ფსონების კამპანიებში, ტურნირების ან სეზონური პიკები დროს.
- პლატფორმები, როგორებიცაა RichAds და Taboola, საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ მასშტაბური ტრაფიკი მე-2 დონის გეოგრაფიულ რეგიონებში (ფილიპინები, ნიგერია, კოლუმბია) 0.10$-ზე ნაკლები CPC-ით;
- დინამიკური გეოტეგებით (მაგ., „დადეთ ფსონი თქვენს ეროვნულ გუნდზე დღეს, 🇲🇾-ში!“) სათაურების A/B ტესტირებას შეუძლია CTR-ის 30%-მდე გაზრდა;
- ტრაფიკის უმეტესი ნაწილი მიმართულია სარეკლამო სტატიებზე და არა პირდაპირ შეთავაზებებზე; ეს ზრდის ნდობასა და კონვერსიამდე ჩართულობას.
ძლიერი წინასწარი სამიზნე გვერდებისა და სარეკლამო მასალების მქონე პარტნიორული გუნდებისთვის ნატიური რეკლამები აუდიტორიის ბევრი შეზღუდვის გარეშე მოზიდვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას იძლევა.
Push-შეტყობინებები
ხშირად არასაკმარისად დაფასებული push-შეტყობინებები მოცულობაზე ორიენტირებული სტრატეგიაა, რომელიც კარგად კონვერტირდება გაყიდვების დროში მგრძნობიარე ან მოვლენებზე ორიენტირებულ ძაბრებში. ის განსაკუთრებით ეფექტურია iGaming-ის პარტნიორული პროგრამების ჩემპიონატებზე, პლეიოფებზე ან კრივის ღონისძიებებზე რეკლამირებისას.
- გლობალური push-კამპანიების მაჩვენებლები ხშირად აღწევს 0.3-0.7%-მდე CTR-ს, ხოლო კონვერსიის მაჩვენებელი ადის 5%-მდე, თუ წინასწარი სამიზნე გვერდები ოპტიმიზირებულია;
- იდეალურია პოტენციური მომხმარებლების ხელახლა მოსაზიდად; მაგალითად, 48-საათიანი უმოქმედობის შემდეგ ბალანსის შევსებისთვის ბონუსის მიღების შესახებ შეხსენების გააქტიურებისთვის;
- კარგად მუშაობს აგრესიულ პრომოაქციებთან: „შეიტანეთ ბალანსზე 10$ და მიიღეთ 100$ დღეს საღამოს, რეალ მადრიდზე ფსონის დასადებად!“.
ეს განსაკუთრებით სასარგებლოა, როდესაც ის დიდ სპორტულ განრიგებთან ან დეპოზიტის მოკლევადიან ბონუსციკლებთანაა შერწყმული.
ინფლუენსერი და სოციალური ტრაფიკი
სოციალური ქსელები და მიკროინფლუენსერები ამჟამად ბევრ სარეკლამო ქსელს სჯობს, განსაკუთრებით ისეთ გეოგრაფიულ რეგიონებში, რომლებშიც აზარტული თამაშების რეკლამირების ნებართვები შეზღუდულია. იქნება ეს Telegram დსთ-ში თუ YouTube Shorts ლათინურ ამერიკაში, სოციალური გავლენის კონვერტირება შესაძლებელია.
- საშუალო დონის Telegram არხი ბრაზილიაში იღებს 500-1200 დაწკაპუნებას დღეში, კაზინოს მოკლე მიმოხილვების მეშვეობით;
- TikTok-სა და Instagram Reels-ზე ინფლუენსერები ყურადღების სწრაფად მისაპყრობად მომგებიანად იყენებენ მოგებების ეკრანის ჩანაწერებს, ფსონებთან დკავშირებულ რჩევებსა და თხრობას;
- ეს მიდგომა ხარჯთეფექტურია — ბევრი მუშაობს CPA-ზე ან ჰიბრიდულ შემოსავალზე და პირდაპირ თანამშრომლობს პარტნიორული მარკეტინგის გუნდთან.
ეს მეთოდი კარგად მუშაობს ნდობის სწრაფად მოსაპოვებლად და გავლენას ახდენს არა მხოლოდ ლოგიკაზე, არამედ ემოციებზე დაფუძნებულ კონვერსიაზეც.
პირდაპირი შესყიდვები და საშუამავლო ტრაფიკი
ყველაზე ძველი, კლასიკური ხრიკი, რომელიც დღემდე მუშაობს. პარტნიორული მარკეტინგის ზოგიერთი სპეციალისტი ახლა პირდაპირ ქირაობს სარეკლამო ადგილებს სპორტული ფსონების მიმოხილვის პორტალებზე ან ნიშური ფსონების ბლოგებზე.
- მაღალი ტრაფიკის ადგილები შეიძლება თვეში 500$ ღირდეს, მაგრამ კვირაში 30000-ზე მეტ ჩვენებას უზრუნველყოფს;
- წინასწარ შერჩეული აუდიტორია = უკეთესი კონვერსიას, განსაკუთრებით მაშინ, როცა რეკლამა განთავსებულია ბონუსშეთავაზებების გვერდით;
- ეს მეთოდი ხშირად შერწყმულია გრძელვადიან RevShare გარიგებებთან, რომლებიც დროთა განმავლობაში იზრდება.
მაღალი მოცულობის გაყიდვების მქონე გამომცემლებისა და სუპერპარტნიორებისთვის ეს მიდგომა უზრუნველყოფს გაყიდვების ძაბრის ყველაზე დიდ კონტროლსა და სტაბილურობას.
პარტნიორული მარკეტინგის პრაქტიკაში დადასტურებული სტრატეგიები, რომლებიც 2025 წელს მუშაობს
თუნდაც ძლიერი შეთავაზებებისა და სტაბილური ტრაფიკის პირობებში, კონვერსიები iGaming-ის პარტნიორულ მარკეტინგში დამოკიდებულია სიზუსტეზე და არა იღბალზე. წამყვანი მარკეტერები ქმნიან გაყიდვების სტრუქტურირებულ ძაბრებს, განუწყვეტლივ ტესტავენ და აკონტროლებენ ყოველ დაწკაპუნებას. ქვემოთ მოცემულია პრაქტიკაში დადასტურებული სტრატეგიები, რომლებიც სტაბილურად უზრუნველყოფს ROI-ს სპორტული ფსონებისა და კაზინოს კამპანიებში:
გაყიდვების ძაბრის ოპტიმიზაცია
წარმატებული პარტნიორული მარკეტინგი იწყება გაყიდვების შეუფერხებელი ძაბრის შექმნით. ყველაზე ეფექტური კომპანიები ტრაფიკს პირდაპირ ბრენდზე არ მიმართავს; მომხმარებლების გასაფილტრად და მათი ინტერესის გასაზრდელად ისინი იყენებს წინასწარ სამიზნე გვერდებს, დინამიკურ სამიზნე გვერდებსა და ლოკალიზებულ კონტენტს.
- პრელენდინგები 45%-მდე ამცირებენ უარყოფის მაჩვენებელს, განსაკუთრებით მეორე კატეგორიის რეგიონებში, სადაც უფრო ნელი კავშირი იწვევს მომხმარებლების გადინებას;
- შედეგად, გეოგრაფიულად მიზნობრივი CTA-ები, თუკი ისინი მორგებულია რეგიონალურ ჩვევებზე (კენიაში მობილური ფულის ან არგენტინაში კრიპტოვალუტის შეთავაზება), დეპოზიტების განაკვეთებს 20-30%-ით ზრდის; მაგალითად;
- ტრაფიკი მოწყობილობების მიხედვით გაყავით: მობილური მოწყობილობების მომხმარებლები მინიმალისტურ, შეკუმშული რესურსების მქონე გვერდებზე გადაამისამართეთ, ხოლო დესკტოპის მომხმარებლები — უფრო ვრცელ მიმოხილვებზე ან ბონუსების შედარებებზე.
ძაბრის დროის მცირე ცვლილებებმაც კი (მაგალითად, გადამისამართებების შეფერხებამ მანამ, სანამ მომხმარებლის მიერ გვერდზე გადაადგილების მაჩვენებელი 50%-ს არ მიაღწევს) შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს ჩართულობა.
A/B ტესტირება და სარეკლამო მასალების ბრუნვა
1%-იან და 4%-იან CTR-ს შორის სხვაობა ხშირად ტესტირებაზეა დამოკიდებული. იქნება ეს რეკლამის სათაურები თუ მოქმედებისკენ მოწოდების ღილაკების ფერები, უწყვეტი ტესტირება არის ის, რაც განასხვავებს წარმატებულ კამპანიებს სტატიკური კამპანიებისგან.
- პარტნიორული მარკეტინგის საუკეთესო გუნდები ერთ გეოგრაფიულ რეგიონში ერთდროულად 4–6 სარეკლამო მასალას უშვებენ და ყოველდღიურად აჩერებენ დაბალ CTR მაჩვენებლებს;
- სასწრაფო შეთავაზებების დამატება („შეთავაზება იწურება 12 საათში“) FTD მაჩვენებლებს მინიმუმ 15%-ით ზრდის push ტრაფიკში;
- ღონისძიებების ლოკალიზებული სურათებით (მაგ., IPL ლოგო კრიკეტის სეზონის დროს) ესკიზების ჩანაცვლება ხშირად ზრდის დაწკაპუნებების რაოდენობას, ასლის შეცვლის გარეშე.
სარეკლამო მასალების ყოველკვირეული განახლების ციკლები აღკვეთს ბანერების უგილებელყოფის შემთხვევებს და ხელს უწყობს კამპანიების გრძელვადიან არსებობას ნატიურ ან push-ქსელებში.
აუდიტორიაზე ხელახლა გასვლა და მომხმარებელთა ხელახლა მოზიდვა
მომხმარებელთა მხოლოდ 8–12% კონვერტირდება პირველ დაწკაპუნებაზე; დანარჩენებს სჭირდებათ ხელახალი მოზიდვა. აუდიტორიაზე ხელახლა გასვლა მნიშვნელოვანია ROI-ის საერთო ზრდისთვის, მაგრამ, ეს მეთოდი არასაკმარისად გამოიყენება iGaming-ის პარტნიორულ მარკეტინგში, მისი ტექნიკური მოთხოვნების გამო.
- Facebook CAPI და Google Tag Manager ურუნველყოფს ქუქი-ფაილების გარეშე აუდიტორიაზე ხელახლა გასვლასა და ვიზიტის ხანგრძლივობის ან გვერდის დათვალიერების დონის დაყენებას;
- აუდიტორიაზე ხელახლა გასვლის რეკლამები, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობს „დეპოზიტზე ბონუსების მიღების კიდევ ერთ შანსს“, ორჯერ მეტად კონვერტირდება, ვიდრე თავდაპირველი შეთავაზებები;
- გამოიყენეთ ელფოსტის განმეორებითი შეტყობინებები, WhatsApp-ის ბოტები ან Telegram-ის თანმიმდევრული ძაბრები, არააქტიური მომხმარებლების 48–72 საათის განმავლობაში ხელახლა დასაინტერესებლად.
ეს მიდგომა განსაკუთრებით ეფექტურია სპორტულ ფსონებში, როდესაც მომავალი ღონისძიებები ბუნებრივ მიზეზს იძლევა არააქტიური მომხმარებლების ხელახლა მოზიდვისთვის.
მიზნობრივი გვერდის პერსონალიზაცია
iGaming-ის აუდიტორია არაერთგვაროვანია. ვიენტნამელ მომხმარებელთა ბალანსის შევსების ჩვევები მკვეთრად განსხვავდება გერმანელი მომხმარებლების ჩვევებისგან. პერსონალიზაცია პირდაპირ ზრდის შემოსავალს, სწორი შეტყობინების სწორ მომხმარებელზე მორგებით.
- კონტენტის ჭკვიანი ბლოკები სათაურებს არგებს მდებარეობის მიხედვით: „დადეთ ფსონი ბუნდესლიგაზე, ბერლინში“ ან „დადე ფსონი A-სერიაზე, მილანში“;
- მომხმარებლის IP მისამართისთვის შესაბამისი გადახდის ხატულები (მაგ., M-Pesa, Paytm ან Klarna) ზრდის ნდობას დეპოზიტის გვერდებზე;
- მრავალენოვანი მხარდაჭერა საშუალოდ 22–25%-ით ზრდის რეგისტრაციის მაჩვენებელს.
უკეთესი პერსონალიზაცია = მეტ დეპოზიტს = RevShare-ის უკეთეს შედეგებს, განსაკუთრებით იქ, სადაც iGaming-ის პარტნიორები იღებენ ანაზღაურებას მომხმარებლის ღირებულების საფუძველზე, გრძელვადიან პერსპექტივაში.
სიღრმისეული კონტროლი და ატრიბუცია
ზრდა, სანდო მონაცემების გარეშე, მხოლოდ ვარაუდია. მაღალი კონვერსიის მარკეტერები იყენებენ სიღმისეულ კონტროლს, რათა ზუსტად დაინახონ შეხების რომელი წერტილები იწვევს კონვერსიებს და რომელი წურავს ბიუჯეტს.
- S2S უკუგამოხმაურება და ატრიბუციის მრავალსაფეხურიანი მოდელები აჩვენებს, რა ეტაპზე ტოვებენ მომხმარებლები ძაბრს — წინასწარ სამიზნე გვერდზე, ფორმის შევსებისასა, თუ KYC პროცესის ეტაპზე;
- ანალოგიურად, Hotjar-ის მსგავსი სითბური რუკები ხელს უწყობს პრობლემური ზონების (მაგ., თუ მომხმარებლები გადახდის ეტაპზე უარს ამბობენ ფორმების შევსებაზე) იზოლირებას;
- Voluum, Binom და RedTrack რჩება საუკეთესო ინსტრუმენტებად კამპანიების სიღრმისეულ ანალიზისთვის.
რაც უფრო ჭკვიანურად მუშაობს თქვენი საკონტროლო სისტემა, მით უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება შეგიძლიათ და მით უფრო სწრაფად გაიზრდება მოგება პარტნიორული მარკეტინგის არხებზე.
iGaming-ის პარტნიორული მარკეტინგის მომავალი ტენდენციები
2025 წელს პარტნიორების მუშაობის სტილი უკვე მკვეთრად განსხვავდება წინა წლების სტილისგან. შესაბამისობის მოთხოვნების ზეწოლის, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებისა და მობილურ მოწყობილობებზე ორიენტირებული მომხმარებლის ქცევის გამო ინდუსტრია სწრაფ ცვლილებებს განიცდის. წარმოგიდგენთ ექვს ტენდენციას, რომლებიც უკვე ცვლის ტრაფიკის მოპოვების, ოპტიმიზაციისა და მონეტიზაციის ხერხებს:
კრიპტოვალუტა, როგორც გადახდის ნაგულისხმევი მეთოდი
2025 წლის დასაწყისში 400 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაიწყო კრიპტოვალუტის გამოყენება და პარტნიორული მარკეტინგის პლატფორმებმაც მიიღეს სათანადო ზომები. ბევრ რეგიონში BTC, USDT და ETH ამჟამად გადახდის ძირითადი ვარიანტებია, რომლებმაც ჩაანაცვლა ისეთი მოძველებული დამკვიდრებული სისტემები, როგორებიცაა საბანკო გადარიცხვა ან ელექტრონული საფულეები. ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ნიგერია და ვენესუელა, კრიპტოვალუტით ანაზღაურება აღარაა ბონუსი – ეს აუცილებლობაა. პარტნიორულმა პროგრამებმა, რომლებიც Binance Pay-ს ან TronLink-ს იყენებს, 2024 წელს 28%-ით გაზარდა პარტნიორების შენარჩუნების მაჩვენებელი, ტრანზაქციის დაბალი საფასურებისა და სწრაფი გადარიცხვების წყალობით.
სარეკლამო მასალების ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მართული ტესტირება ხელით ჩატარებულ მეთოდებს აჯობებს
ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები, როგორებიცაა Braxy და AdCreative.ai, უკვე ცვლის მექანიკურ გაყოფილ ტესტირებას, რეალურ დროში შედეგებზე ორიენტირებული ვარიანტებით. კამპანიებისთვის ნატიური ან push-რეკლამისთვის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულმა სარეკლამო მასალებმა, სტატიკურ ვერსიებთან შედარებით, კონვერსიის მაჩვენებელი 34%-ით გაზარდა. გარდა ამისა, ისინი ბანერებში ახლა დინამიურად ათავსებენ ადგილობრივ ღონისძიებებს (მაგალითად, „დადეთ ფსონი თქვენს IPL, გუნდზე დღეს საღამოს!“). პერსონალიზაციის ეს დონე, თავის მხრივ, განსაკუთრებით ეფექტურია პარტნიორული მარკეტინგის მაღალბიუჯეტიან პროგრამებში, რომლებშიც დაწკაპუნების ფასები მაღალია და გაყიდვების ძაბრის ეფექტურობა მნიშვნელოვანია.
ზოგიერთ გეოგრაფიულ რეგიონში ინფლუენსერები სარეკლამო ქსელებს აჯობებენ
ლათინურ ამერიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ინფლუენსერებთან პირდაპირი გარიგებები უკვე ანაცვლებს Facebook-ზე რეკლამის განთავსებას. მაგალითად, Telegram არხს ბრაზილიაში შეუძლია დღეში 5000-ზე მეტი დაწკაპუნების მოზიდვა, მოკლე ვიდეოშეთავაზებებით ან ფსონების კუპონებით. მხოლოდ პლატფორმებზე დაყრდნობის ნაცვლად, კონტენტის ეს შემქმნელები ხშირად შემოსავლის განაწილების გარიგებებზე, პარტნიორული სამუშაო დაფების მიღმა, მუშაობენ და რეკლამის განმთავსებლებს ერთგულ მომხმარებლებსა და ფასიან პლატფორმებთან შედარებით უკეთეს CTR მაჩვენებლებს სთავაზობენ. სპორტულ ფსონებში ამგვარი ემოციური ჩართულობა ხშირად აჭარბებს სტრუქტურირებულ მედიგაყიდვებს.
მიკროლიცენზირება კამპანიებს რეგიონების მიხედვით დაყოფს
აზარტული თამაშების რეკლამებისთვის ბევრი რეგიონი დღეს უკვე სახელმწიფო ლიცენზიას მოითხოვს. ინდოეთში მხოლოდ რამდენიმე შტატშია ნებადართული ფსონების დადების რეკლამირება. ონტარიოს შტატში სავალდებულოა ცალკეული რეკლამების გამჟღავნება, ხოლო შვედეთმა მთლიანად აკრძალა აზარტული თამაშების ინფლუენსერები. iGaming-ის პარტნიორული მარკეტინგის პროფესიონალებისთვის ეს ნიშნავს, რომ კამპანიები გეოგრაფიული რეგიონების მიხედვით უნდა იყოს დაჯგუფებული, სარეკლამო მასალები — წინასწარ დამტკიცებული, ხოლო შესაბამისობა უნდა გაკონტროლდეს ისეთი ინსტრუმენტებით, როგორებიცაა Compliable ან CheckMyAds.
აპლიკაციების მეშვეობით პროდუქტის პოპულარიზაცია წამყვანი მეთოდი იქნება მობილურ მოწყობილობებზე ორიენტირებულ ბაზრებზე
ბანგლადეშში, ინდონეზიასა და ეგვიპტეში ტრაფიკის 75%-ზე მეტი უკვე მხოლოდ მობილური მომხმარებლებისგან მოდის. APK-ზე დაფუძნებული ინტეგრაცია, Telegram-ის მიერ გამოწვეული ჩამოტვირთვები და წინასწარი სამიზნე გვერდების მორგებული პროგრამები ვებფორმებს კონვერსიით 30-40%-ით აჭარბებს. ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის, როგორებიცაა IPL ან ევროპის საკვალიფიკაციო მატჩები, პარტნიორული მარკეტინგის ბევრი გუნდი ამჟამად ლოკალიზებულ Android ძაბრებს იყენებს რაც განპირობებულია იმ ნდობით, რომელიც ჯერ კიდევ აქვთ მობილურ აპლიკაციებს ამ რეგიონებში.
კუთვნილი არხები ჩაანაცვლებს მესამე მხარის მეშვეობით აუდიტორიაზე გასვლის გზებს
iOS-ზე ქუქი-ფაილების კონტროლის ფუნქციის შეფერხებისა და Chrome-ზე მესამე მხარის მონაცემების თანდათანობით გაუქმების გამო გონიერი პარტნიორები ხელახლა ქმნიან ელფოსტისა და WhatsApp-ის სიებს. ფსონებთან დაკავშირებული ელფოსტის გახსნის მაჩვენებელი ამჟამად დაახლოებით 22–25%-ია, ხოლო Telegram-ის ძაბრები 72 საათის განმავლობაში პასიური პოტენციური მომხმარებლების მაქსიმუმ 12%-ს აკონვერტირებს. ისეთი ინსტრუმენტებით, როგორებიცაა SendPulse და ManyChat, შესაძლებელია მომხმარებლის ქცევაზე (რომელიც განპირობებულია კოეფიციენტების ან ბალანსის შევსების მოთხოვნების ცვლილებით) დაფუძნებული შეტყობინებების გაგზავნა.