პარტნიორული მარკეტინგი აღარაა მხოლოდ ბლოგერებისთვის ან SEO-ს მოყვარულებისთვის, Z თაობისთვის ის გახდა ონლაინ შემოსავლის მიღების ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი და შემოქმედებითი გზა. დაბალი შესვლის ბარიერებით, შემოქმედებითი თავისუფლებითა და მასშტაბირებადი შემოსავლის პოტენციალით პარტნიორული მარკეტინგი იდეალურად ერგება Z თაობის ციფრული ცხოვრების წესს. არ აქვს მნიშვნელობა, პოსტებს აქვეყნებთ TikTok-ზე, ჯგუფებს ქმნით Telegram-ში, თუ დროდადრო აზიარებთ ბმულებს ჯგუფურ ჩატებში, ასეთი შესაძლებლობა უკვე არსებობს. უბრალოდ უნდა ისწავლოთ მისი სწორად გამოყენება და გათავისება.
Z თაობის ონლაინქცევა
დავიწყოთ იმით, თუ სად ატარებს სინამდვილეში დროს Z თაობა ონლაინსივრცეში. ის არა მხოლოდ ათვალიერებს, არამედ ქმნის, ცვლიან, აზიარებს სხვადასხვა პროდუქტს და გავლენას ახდენს სხვებზე. ამ თაობისთვის სმარტფონი, YouTube, Instagram და ახლა უკვე TikTok, მშობლიური ინსტრუმენტებია. მისთვის ციფრული ინსტრუმენტების თავისუფლად ფლობა თანდაყოლილი უნარია.
მის ქცევაში შეიმჩნევა ზოგიერთი შაბლონი:
- 1. Z თაობა ტრადიციულ რეკლამას არ ენდობა. ის ენდობა კონტენტის შემქმნელებს, რომლებთანაც ურთიერთობა აქვს.
- 2. ის უპირატესობას ანიჭებს ვიდეოებს, მოკლე ფორმატის ვიდეოებსა და ინტერაქტიულ კონტენტს.
- 3. ის უფრო მეტადაა ჩართული პირად არხებში, როგორებიცაა: Telegram, Discord, ჯგუფური ჩატები.
- 4. მისი ყურადღების ხანგრძლივობა ხანმოკლეა, მაგრამ თუ რამე დააინტერესებს, ჩაუღრმავდება.
რას ნიშნავს ეს პარტნიორული მარკეტერებისთვის? თქვენ ვერ დაეყრდნობით გრძელ ბლოგპოსტებს ან ბანერულ რეკლამებს. უნდა აღმოჩნდეთ იქ, სადაც Z თაობა იკრიბება და გულწრფელად ესაუბროთ მათ თავიანთ ენაზე.
რატომ იზიდავს პარტნიორული მარკეტინგი Z თაობის კონტენტის შემქმნელებს
არსებობს მიზეზი, რომლის გამოც პარტნიორული მარკეტინგი ბუნებრივად აღიქმება Z თაობისთვის, რადგან ის მის რიტმს შეესაბამება.
- 1. ის დაბალი რისკის შემცველია. არ გჭირდებათ პროდუქტი, საწყობი ან საწყისი კაპიტალი.
- 2. ის შესრულებაზეა დამოკიდებული. გადახდებს იღებთ მაშინ, როდესაც თქვენი კონტენტი მუშაობს.
- 3. ის აჯილდოებს შემოქმედებითობას. ჭკვიანური, გასართობი ან შემეცნებითი კონტენტი უკეთესად კონვერტირდება, ვიდრე გაყიდვების სპამური ხრიკები.
- 4. ის მოქნილია. შეგიძლიათ პარტნიორული ბმულები პირად ბრენდთან, მიმებთან ნიშურ კონტენტთან ერთად გაუშვათ, ყოველგვარი ურთიერთწინააღმდეგიბის გარეშე.
ხოლო კონტენტის იმ შემქმნელებისთვის, რომლებსაც არ სურთ ბრენდებთან ან ალგორითმების ღმერთებთან გარიგება, პარტნიორული მარკეტინგი მათთვის საკუთარი პირობებით შემოსავლის მიღების პირდაპირი გზაა.
თუ გავითვალისწინებთ Z თაობის მუშაობის პრინციპებს, მოქნილ, ციფრულ და დამოუკიდებელ პარტნიორულ მარკეტინგს აქვს აზრი.
პარტნიორული ნიშები Z თაობისთვის
Z თაობის კულტურას ყველა ნიშა არ შეესაბამება. თუმცა, ზოგიერთი სფერო სრულიად ბუნებრივია მათთვის:
- მოდა და სილამაზე. TikTok-ის მიმოხილვები, კანის მოვლის პროცედურები, ტანსაცმლის გარჩევები.
- თამაშები. სტრიმერებიდან დაწყებული, Discord-ის მოდერატორებით დამთავრებული, სათამაშო საზოგადოება ბუნებრივად მონეტიზდება პარტნიორული ბმულების მეშვეობით.
- გამარტივებული ფინანსები. ბიუჯეტის დაგეგმვის რჩევები, ეკონომიის ხრიკები, კრიპტოვალუტის განმარტებები.
- ტექნოლოგიები და გაჯეტები. მიმოხილვები, პარამეტრების დაყენებები, Amazon-ის აღმოჩენები, მიკროინსტრუმენტები.
- სიჯანსაღე და ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჟურნალები, დანამატები, მედიტაციის აპები.
- ონლაინთამაშების ნიშა. განსაკუთრებით Telegram ჯგუფებში, რომლებიც ფოკუსირებულია ფსონებთან დაკავშირებულ რჩევებზე, სპორტულ კომენტარებზე ან კაზინოს მიმოხილვებზე, ასაკობრივი შეზღუდვის შესაბამისი კონფიგურაციით.
რა მუშაობს უკეთესად? ნიშები, რომლებშიც Z თაობა უკვე ხარჯავს დროსა და ფულს და რომლებშიც ისინი ერთმანეთში საუბრობენ იმაზე, თუ რა არის კარგი, რის შეძენა ღირს და რა არის თაღლითობა.
Z თაობის წარმომადგენლების პარტნიორების სახით მოზიდვის სტრატეგიები
მოდით, ტაქტიკებზე ვისაუბროთ, რადგან ძველი მეთოდები აქ არ მუშაობს.
- 1. ყველაზე ეფექტურია მოკლემეტრაჟიანი ვიდეო
განიხილეთ TikTok, Instagram Reels, YouTube Shorts. კონტენტი უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი, დინამიკური და 45 წამზე ნაკლები ხანგრძლივობის. თუ შეგიძლიათ თქვენი პარტნიორული პროდუქტი სასაცილო, გონივრულ ან ესთეტიკურ მომენტად აქციოთ — გააკეთეთ ეს. - 2. იყავით გამჭვირვალე
Z თაობა აფასებს გულწრფეელობას. შეგიძლიათ თქვათ: „ეს ბმული მეხმარება“ ან „ეს იმდენად სასარგებლო აღმოჩნდა, რომ უნდა გამეზიარებინა“. თუ ამ თაობის წარმომადგენლები გენდობიან, დააწკაპუნებენ ბმულზე. - 3. გამოიყენეთ Telegram და Discord
რეალური კონვერსიები სრულდება პირად, მიუკერძოებელ არხებში. მოდის შეთავაზებების, თამაშების შეჯამებების ან ფსონების დადებასთან დაკავშირებული რჩევების გასაზიარებლად Z თაობის ბევრი წარმომადგენელი Telegram-ში ქმნის სპეციალურ ჯგუფებს, რომლებშიც, ბუნებრივად ათავსებს პარტნიორულ ბმულებს. - 4. იფიქრეთ სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებაზე და არა გაყიდვებზე
„აი, როგორ გამოვიმუშავე 200$ ამ აპის მეშვეობით“ ბევრად უფრო მომგებიანია, ვიდრე „დააწკაპუნეთ აქ ახლავე!“ თუ თქვენი კონტენტი ასწავლის, შთააგონებს ან პრობლემის გადაჭრაში ეხმარება აუდიტორიას, ამას დაწკაპუნებებიც მოჰყვება. - 5. გამოიყენეთ მიკრონიშები
Z თაობას არ სურს მასობრივი შეტყობინებების მიღება. მათ აქტუალურობა სჭირდებათ. თუ საშინელებათა ჟანრის ინდი-თამაშები, ვინტაჟური სპორტული ფეხსაცმელი ან დღიურის წარმოება გაინტერესებთ, ამ საქმეს მიჰყევით. ეს კონკრეტული კონტენტი ნდობას ამყარებს — ნდობა კი პარტნიორული შემოსავლის წყაროა. - 6. შექმენით ბრენდის გათვალისწინებით
არაა აუცილებელი, რომ „ბრენდი“ იყოთ, მაგრამ თუ გსურთ ფულის სტაბილურად გამომუშავება, უნდა გქონდეთ თემატიკა. ქაოტური ენერგიაც კი შეიძლება სტრატეგიული იყოს, თუ გააზრებულად განსაზღვრავთ, სად გამოაქვეყნებთ პოსტებს და როგორ მოიზიდავთ ტრაფიკს. - 7. ცადეთ სხვადასხვა პლატფორმა
TikTok-მა შეიძლება თქვენი აუდიტორია გაზარდოს, მაგრამ Telegram-მა შეიძლება კონვერსიები მოგიტანოთ. გააერთიანეთ რამდენიმე არხი, აკონტროლეთ, რომელი ბმულები იმუშავებს საუკეთესოდ და შესაბამისად დაახარჯეთ მათ ძალისხმევა.
Telegram მხოლოდ შეტყობინებებისთვის არაა განკუთვნილი — ეს ფულის გამომუშავების წყაროა
სასაცილოა, რამდენი ადამიანი განიხილავს Telegram-ს, როგორც შეტყობინებების კიდევ ერთ აპს. Z თაობისთვის ის სულ სხვა რამაას. ეს არის ადგილი, სადაც საზოგადოებები იქმნება. სადაც ნდობა ყალიბდება. რას ნიშნავს ეს პარტნიორული მარკეტერებისთვის? ეს არის ადგილი, სადაც ფული მშვიდად, სტაბილურად და წარმატების ვირუსულად გავრცელებით მოპოვების გარეშე გამომუშავდება.
თქვენ ხსნით Telegram-ს და ხედავთ ფსონებთან დაკავშირებული რჩევების 3200-გამომწერიან არხს. ის არაა უნაკლო. აქ შეხვდებით მიმებს, ეკრანის ბუნდოვან ანაბეჭდებს, ზოგჯერ კი ბეჭდვით შეცდომებს. მაგრამ იგრძნობა, რომ ის რეალურია. იგრძნობა, რომ ის ადგილობრივია. თქვენ გჯერათ, რომ ადამიანი, რომელიც მას მართავს, რეალურად უყურებს მატჩებს. ამიტომ, როდესაც არხის მმართველი ბმულს ბუნებრივად, თავსმოხვეული ტექსტის გარეშე აზიარებს და ამბობს: „ცადეთ, გასულ კვირას ბონუსი მივიღე“, ადამიანები აწკაპუნებენ მასზე.
აი, ამაშია ძალა. Telegram ხმაურს ახშობს. ეს არ ნიშნავს ალგორითმთან ბრძოლას ყოველი პოსტის გამოქვეყნებისას. საქმე ჰეშტეგებს ან ჩართულობის მაჩვენებლებს არ ეხება. გარდა ამისა, თქვენ და თქვენი ხალხი ხართ ისინი, ვისაც მიჰყავს ციფრული საუბარი, რომელიც მარკეტინგს არ ჰგავს, მაგრამ, სინამდვილეში ესეც მარკეტინგია. ზოგიერთი არხი რთავს აზარტული თამაშების სრულ ტრანსლაციას, გზავნის ხმოვან შეტყობინებებს მატჩების დროს, მართავს გამოკითხვებსა და მინიშეჯიბრებებს. ზოგი კი შედარებით თავშეკავებულია: გზავნის უბრალო, ყოველდღიური ბმულებს, ზოგჯერ ციტატას ან ხმოვან ჩანაწერს. ორივე მეთოდი მუშაობს, თუ იცნობთ თქვენს აუდიტორიას.
და რომელია საუკეთესო? არავინ მალავს ინფორმაციას. ვერიფიკაცია არ გჭირდებათ. რეკლამების ყიდვა არ გჭირდებათ. თუ თქვენს პოსტებს ათი ადამიანი წაიკითხავს და ორი მათგანი თქვენს პარტნიორულ ბმულზე დააწკაპუნებს, ეს უკვე წინსვლაა. ეს უკვე შესაძლებლობაა. Z თაობა ამას ინტუიციურად ხვდება. ის ყალბ გამომწერებს არ დასდევს. ის რეალური ყურადღების მცირე კერებს ქმნის და შემდეგ ამ ყველაფერს შემოსავალად გარდაქმნის. ის ჩუმია, გონივრულია და უკეთესად მუშაობს, ვიდრე დღესდღეობით არსებული, დახვეწილი ინფლუენსერების ნახევრის სტრატეგიები.
Telegram არ წარმოადგენს პარტნიორული მარკეტინგის მომავალს. Z თაობისთვის ეს უკვე აწმყოა — და ეს მხოლოდ დასაწყისია.
პარტნიორული მარკეტინგის მასშტაბირება Z თაობის კონტენტის შემქმნელთათვის: რა მოხდება შემდეგ
როგორც კი Z თაობის პარტნიორები პირველ საკომისიოებს (თუნდაც 30$-ის ოდენობით) მიიღებენ, მათი აზროვნება იცვლება. ეს აღარაა მხოლოდ ფულის გამომუშავების დამატებითი წყარო. ის ხდება მასშტაბირებადი სისტემა. როგორ ზრდიან ისინი მას?
- 1. ხელახლა ჩადეთ შემოსავალი ინვესტიციაში
კვირაში 100$-ით შესაძლებელია ვიზუალური მასალის გაუმჯობესების, კონტენტის უკეთესი ხმის ან მიზნობრივი ფასიანი სარეკლამო რგოლის დაფინანსება. Z თაობის კონტენტის შემქმნელები, რომლებიც პარტნიორულ მარკეტინგს სტარტაპად განიხილავენ და არა ერთჯერად გამარჯვებად, 5-ჯერ უფრო სწრაფად იზრდებიან. - 2. თანამშრომლობა კონტენტის სხვა მიკროშემქმნელებთან
პარტნიორული ბმულები შეიძლება უფრო ეფექტურები იყოს, როდესაც კონტენტის შემქმნელები ურთიერთრეკლამირებას ეწევიან. იქნება ეს Telegram-ის რეკლამები, Instagram-ის კოლაბორაციები, თუ თუნდაც „დუეტი“ TikTok-ები, Z თაობა ქსელურ კავშირებზეა ორიენტირებული. თუ ორი კონტენტის შემქმნელი მსგავს ნიშებს იზიარებს (ვთქვათ, ფსონებთან დაკავშირებულ რჩევებსა და ფეხბურთის კომენტირებას), მათი აუდიტორია ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს და ბმულები ახალ მაყურებლებს იზიდავს. - 3. გახდით მრავალენოვანი
Z თაობა გლობალურადაა დაკავშირებული. თუ ორენოვანი ან მრავალენოვანი ხართ, შეგიძლიათ სწრაფად გააორმაგოთ თქვენი აუდიტორია. კონტენტის ბევრი შემქმნელი ამჟამად კონტენტის ერთ ვერსიას ინგლისურ ენაზე აქვეყნებს, მეორეს კი – ფრანგულ, ესპანურ ან არაბულ ენებზე. Telegram-ის ზოგიერთი ადმინისტრატორი რამდენიმე ენაზე დუბლირებულ ჯგუფებსაც კი მართავს — თითოეულისთვის ლოკალიზებული პარტნიორული ბმულებით. - 4. შექმენით მარადმწვანე კონტენტი
TikTok-ების პოპულარობა სწრაფად კლებულობს. მაგრამ ისეთ კონტენტს, როგორიცაა „ფსონების 3 საუკეთესო აპი, რომლებმაც გადამიხადა 2025 წელს“ ან „როგორ გამოვიმუშავე 500$ Telegram-ით“, შეუძლია ტრაფიკის გენერირება თვეების განმავლობაში, ან თუნდაც უფრო დიდხანს, თუ ის სწორად იქნება ოპტიმიზებული. Z თაობა აცნობიერებს, რომ ყველა ზრდა ვირუსული არ უნდა იყოს. ზოგიერთი ზრდა უბრალოდ მუდმივი უნდა იყოს. - 5. აწარმოეთ მოლაპარაკებები ინდივიდუალურ გარიგებებზე
პარტნიორული პლატფორმები ხისტი არაა. თუ რეალურ ტრაფიკს აგზავნით, ნუ შეგეშინდებათ თქვენს მენეჯერთან პირადი შეტყობინების გაგზავნა და სთხოვეთ:
- შემოსავლის უფრო მაღალი წილი.
- მორგებული პრომოკოდები.
- ადრეული წვდომა ბონუსებზე
- რეგიონის სპეციფიკური მიზნობრივი გვერდები.
Z თაობასთან მომუშავე პლატფორმები ამას ხვდება და სწრაფად რეაგირებს. მათ იციან, რომ Z თაობის წარმომადგენლები მოქნილები, კრეატიულები და თავიანთ აუდიტორიასთან მჭიდროდ დაკავშირებულნი არიან.
მაშ, რეალურად როგორ ახერხებს Z თაობა პარტნიორული შემოსავალის მასშტაბირებას?
ყველაფერი იცვლება, როგორც კი თქვენს ანგარიშზე პირველი 20$ ჩაირიცხება. უეცრად, ეს უკვე არა„ბიოში ჩაგდებული რაღაც ბმული“, არამედ დასტურია იმისა, რომ ეს ყველაფერი მუშაობს.
Z თაობის წარმატებულ პარტნიორებს გამოარჩევს არა ხელსაწყოები ან ხრიკები, არამედ ის, თუ როგორ ეპყრობიან ისინი პირველ პაწაწინა გამარჯვებებს. ისინი აორმაგებენ ძალისხმევას. ისინი ძალიან ბევრს აღარ ფიქრობენ. გარდა ამისა, ისინი მეტ პოსტს აქვეყნებენ. ამასთან, ისინი ატარებენ ექსპერიმენტებს. ისინი წყვეტენ სრულყოფილებაზე ფიქრს და იწყებენ აწმყოში ყოფნას. Telegram ჯგუფებში ნახავთ, რომ ვიღაც შემთხვევით ამბობს: „გასულ კვირას მხოლოდ ორი პრომოაქციით 70$ გამოვიმუშავე“, დანარჩენები კი იტყვიან: „მოიცადე, როგორ?“. ასე იბადება იმპულსი.
ზოგიერთი ბოლომდე მიდის, აუმჯობესებს კონტენტს მოკლემეტრაჟიანი ვიდეოების რედაქტირებით და უფრო ხარისხიან ვიდეოებს იღებს ტელეფონით. სხვები რეალური საზოგადოებების შექმნას იწყებენ: ნიშურ Telegram არხებს, მჭიდროდ დაკავშირებული Discord ჯგუფებს ან კერძო ჩატებს, რომლებშიც განწყობა უფრო ასეთია „ჰეი, აქ რაღაც მაგარია“, ვიდრე „დააწკაპუნეთ ჩემს ბმულზე“.
ისინი იწყებენ იმის გაცნობიერებას, თუ რაზე რეაგირებს მათი აუდიტორია. ისინი წყვეტენ სხვა ადამიანების ქმედებების კოპირებას და უბრალოდ თავიანთ ვერსიას, თავიანთ ხმას, თავიანთ არხს ქმნიან. და რაც მთავარია? ისინი აგრძელებენ გამოჩენას. თუნდაც პოსტი წარუმატებელი იყოს. მაშინაც კი, თუ ამ კვირაში არავინ დააწკაპუნებს ბმულზე. რადგან იციან, რომ შემდეგი კვირა შეიძლება უფრო წარმატებული აღმოჩნდეს. პარტნიორული მარკეტინგი Z თაობისთვის არ არის გაყიდვების ძაბრი, ფორმულა ან კურსი. ეს რიტმია. ეს არის გამოცდა, გაზიარება, ხუმრობა, დაკავშირება, ხელახლა მცდელობა. და სწორედ ამიტომ მუშაობს ის შედეგიანად.
რატომ არ სჭირდება Z თაობას ტრადიციული კარიერა ონლაინ შემოსავლისთვის
Z თაობის წარმომადგენლების უმეტესობისთვის „ნორმალური სამსახურის“ იდეა მიზნად არ აღიქმება. ისინი ამას როგორც ხაფანგს აღიქვავენ. 9-დან 5-მდე მუშაობა, ფიქსირებული გრაფიკი, მრავალდონიანი მენეჯმენტი – უაზრობაა, როდესაც გაიზარდე იმის ყურებით, თუ როგორ შოულობენ ფულს შენი ასაკის კონტენტის შემქმნელები ტელეფონითა და Wi-Fi კავშირის მეშვეობით.
პარტნიორული მარკეტინგი იდეალურად ჯდება ამ აზროვნებაში. არა იმიტომ, რომ ეს „ადვილი ფულია“, არამედ იმიტომ, რომ ის საშუალებას გაძლევთ, შექმნათ რამე ნებართვის თხოვნის გარეშე. არაა საჭირო ეხვეწოთ ბრენდებს, რომ შეგამჩნიონ. მილიონი გამომწერი არ გჭირდებათ. არ გჭირდებათ დიდ ქალაქში საცხოვრებლად გადასვლა ან იდეალური რეზიუმე. გჭირდებათ ხმა, ცოტაოდენი სტაბილურობა და გამბედაობა, რომ სცადოთ.
განსხვავება იმაში ისაა, რომ Z თაობა არ განაცალკევებს „რეალურ სამუშაოსა“ და „ონლაინსაქმიანობას“. მისთვის Telegram-ზე პარტნიორული ბმულების მეშვეობით შაბათ-კვირას 300$-ის გამომუშავება ისეთივე ან უფრო მეტად ღირებულია, როგორც მაღაზიათა რომელიმე ქსელის ცვლაში მუშაობა. და ეს ასეც უნდა იყოს. თქვენ კვლავ აგვარებთ პრობლემებს. თქვენ კვლავ ინარჩუნებთ ნდობას. თქვენ ამას უბრალოდ ციფრულ სივრცეში აკეთებთ, რაც თქვენთვის ნამდვილად მომგებიანია. ადამიანების უმეტესობა წლებს ხარჯავს ხარისხის, სტაჟირების ან დაწინაურების ნებართვის მისაღებად. მაგრამ Z თაობა გაიზარდა „რეკლამის გამოტოვების“ ღილაკზე დაწკაპუნებით. ის არ იცდის. ის ქმნის.