პარტნიორული მარკეტინგი ინდოეთში სწრაფად ვითარდება. ბევრი ადამიანი ახლა ონლაინსივრცეში პროდუქტების ან სერვისების ბმულების გაზიარებით გამოიმუშავებს ფულს. ამისთვის არ გჭირდებათ პროდუქტის ფლობა. უბრალოდ არეკლამებთ მას და გამოიმუშავებთ თანხას, როდესაც ვინმე გააფორმებს შენაძენს ან დარეგისტრირდება.

ინდოეთი ქვეყანაა, რომელიც მობილურ მოწყობილობას ანიჭებს უპირატესობას. 85%-ზე მეტი ადამიანი ვებსაიტებს ტელეფონიდან ათვალიერებს. ეს საქმეს უმარტივებს იმ შემქმნელებს, რომლებიც სამუშაო პლატფორმად WhatsApp-ს, YouTube-ს, Instagram-სა და ბლოგს იყენებს.

ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა Amazon, Flipkart, Binance და 1xBet ახლა მომხმარებლებს სთავაზობენ ძლიერ პარტნიორულ პროგრამებს ინდოეთში. ამ პლატფორმებზე მხარდაჭერილია ინდური ტრაფიკი, გადახდა რუპიებში და შემოთავაზებულია მაღალი საკომისიო. ამ სტატიაში გაეცნობით ხუთი ძირითადი მიმართულების საუკეთესო პარტნიორულ პროგრამებს ინდოეთში.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ინდურ პარტნიორულ პროგრამაში

ყველა პარტნიორული პროგრამა ერთნაირი არაა. ზოგი მეტს იხდის. ზოგი უფრო მარტივია გამოსაყენებლად. თუ გსურთ, რო შეუერთდეთ მაღალანაზღაურებიან პარტნიორულ პროგრამებს ინდოეთში, შეიტყვეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება.

პირველ რიგში, შეამოწმეთ გადახდის მეთოდი. ბევრი ინდოელი მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს UPI-ს, Paytm-ს ან პირდაპირ საბანკო გადარიცხვას. კარგი პროგრამა გადახდებს ინდურ რუპიებში უნდა გთავაზობდეთ. უმჯობესია, თუ დაშვებულია მცირე ოდენობის, მაგალითად, 500₹-დან 2000₹ თანხის გატანა.

მეორეც, დააზუსტეთ საკომისიოს განაკვეთი. ზოგიერთი პროგრამა თითოეული გაყიდვაში იხდის ფიქსირებულ საკომისიოს, მაგალითად, 100₹-დან 3000₹-მდე თანხას. სხვები წილს გვთავაზობთ მომხმარებლის მიერ დახარჯული თანხიდან, მაგალითად 5%-დან 40%-მდე საკომისიოს. უფრო მომგებიანია ისეთი პროგრამები, რომლებიც მაღალფასიან პროდუქტებს ან განმეორებით შეკვეთებს სთავაზობს მომხმარებლებს.

მნიშვნელოვანია ენის მხარდაჭერაც. ინდოეთში ბევრი მყიდველი საუბრობს შემდეგ ენებზე:

  • ჰინდი, 
  • ტამილური, 
  • ტელუგუ, 
  • ან ბენგალური. 

თუ პროგრამას აქვს ადგილობრივ ენებზე ლოკალიზებული სამიზნე გვერდები ან სამუშაო დაფები, ეს მეტის გამომუშავებაში დაგეხმარებათ.

შეამიწმეთ ქუქი-ფაილების მოქმედების ხანგრძლივობა. ეს არის ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ბმული აკონტროლებს მომხმარებელს. კარგი პროგრამა 7-დან 30 დღემდე ხანგრძლივობას გთავაზობთ. რაც ნიშნავს იმას, შემოსავალს გამოიმუშავებთ მაშინაც კი, თუ მომხმარებელი მოგვიანებით დაბრუნდება პლატფორმაზე და გააფორმებს შენაძენს. ყურადღება მიაქციეთ ბრენდის ტიპსაც. ინდოელი მომხმარებლები ენდობიან ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა:

  • Amazon, 
  • Flipkart, 
  • Zoho, 
  • ან CoinDCX. 

სანდო ბრენდები უკეთესად აკონვერტირებენ მომხმარებლებს და გეხმარებიან გრძელვადიანი შემოსავლის უზრუნველყოფაში.

დაბოლოს, დარწმუნდით, რომ პროგრამა მუშაობს მობილურ მოწყობილობაზე. ინდოეთში ტრაფიკის უმეტესობა მობილურიდან მოდის. სამუშაო დაფა, ბმულები და რეკლამები სწრაფად უნდა იტვირთებოდეს ტელეფონზე. თუ პროგრამა კარგად იხდის, მხარს უჭერს ტრაფიკს ინდოეთში და გეხმარებათ განვითარებაში — ის თქვენს დროდ ღირს.

საუკეთესო პარტნიორული პროგრამები ინდოეთში

ინდოეთს ათასობით პარტნიორული პროგრამააა ხელმისაწვდომი. მაგრამ მხოლოდ რამდენიმესთვის ღირს თქვენი დროის დათმობა. საუკეთესო პროგრამები გვთავაზობთ მაღალ ანაზღაურებას, სწრაფ მხარდაჭერასა და მარტივ ხელსაწყოებს. ბევრი პროგრამა ერთი შეხედვით კარგად გამოიყურება, მაგრამ სათანადოდ ვერ აკონვერტირებს მომხმარებლებს ან გადახდებს 30-45 დღეზე მეტხანს აგვიანებს. ზოგიერთი წამყვანი პროგრამა თითოეულ გაყიდვაში გთავაზობთ 3000₹-მდე საკომისიოს ან შემოსავლის 40%-იან წილს. სწორედ ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი სწორი ნიშისა და პლატფორმის არჩევა.

ამ გზამკვლევში ყურადღებას გავამახვილებთ ხუთ ძირითად ნიშაზე, რომლებიც საუკეთესოდ მუშაობს ინდოელი შემქმნელებისთვის:

  • iGaming;
  • განათლება;
  • ელექტრონული კომერცია;
  • ტექნოლოგიები;
  • კრიპტოვალუტა.

ყველა ამ პროგრამაში მხარდაჭერილია ინდური ტრაფიკი, ხოლო გადახდები სრულდება ინდურ რუპიებში ან კრიპტოვალუტაში. 

iGaming-ის პარტნიორული პროგრამები ინდური ტრაფიკისთვის

iGaming სწრაფად ვითარდება ინდოეთში. ხალხს მოსწონს ფსონები კრიკეტზე, ფენტეზი ლიგები და კაზინოს თამაშები. ბევრი პარტნიორი სტაბილურ გამომუშავებას სანდო სათამაშო პლატფორმების რეკლამირებით იღებს.

1xBet სპორტული ფსონების წამყვანი პლატფორმაა ინდოეთში. მოზიდული მოთამაშეებისთვის პარტნიორები გამოიმუშავებენ შემოსავლის მაქსიმუმ 40%-იან წილს. მაგალითად, თუ მოთამაშე წააგებს 10000₹-ს, თქვენ შესაძლოა გამოიმუშაოთ 4000₹. ასევე ხელმისაწვდომია 3000₹+ CPA შემოთავაზება თითოეულ მომხმარებელზე, რომელიც დარეგისტრირდება და გააფორმებს შენაძენს. პროგრამას აქვს 60-ზე მეტი ქვეყნის მხარდაჭერა და ჰყავს 100000-ზე მეტი აქტიური პარტნიორი.

გადახდები იგზავნება ყოველკვირეულად, თანხის გატანის მინიმალური ოდენობა კი შეადგენს დაახლოებით 2500₹-ს. თანხის გატანა შეგიძლიათ UPI-ს, საბანკო გადარიცხვის, Skrill-ის ან კრიპტოვალუტის მეშვეობით. სამუშაო დაფა ხელმისაწვდომია როგორც ჰინდიზე, ისე ინგლისურ ენაზე და რეალურ დროში აჩვენებს სტატისტიკას. ეს მას საუკეთესოს ხდის ფეხბურთის გვერდებისთვის, ფსონებთან დაკავშირებული ბლოგებისა და Telegram საზოგადოებებისთვის.

1xCasino 1xBet-ის მხოლოდ კაზინოს სექციაა. ის გთავაზობთ მაქსიმუმ 40%-იან RevShare-ს — გამომუშავებაზე არაა დაწესებული ლიმიტი. აქ ბევრი პარტნიორი არეკლამებს სლოტებს, ქრაშ თამაშებსა და ლაივ დილერებს. ახალი პარტნიორები პირველი 3 თვის განმავლობაში გამომუშავებას იწყებენ 40%-იანი RevShare-ით, შემდეგ კი იღებენ შემოსავლის 25-30%-იან წილს. ეს უზრუნველყოფს მაღალ საწყის გამომუშავებასა და ხანგრძლივ სტაბილურობას.

პროგრამაში ჩაშენებულია მობულურზე მორგებული, ლოკალიზებული ხელსაწყოები, რომლებიც შესაბამისია ჰინდიზე რეკლამირებისთვისაც. სარეკლამო მასალები მოიცავს ბანერებსა და პერსონალიზებულ სამიზნე გვერდებს. გადახდები სრულდება ყოველკვირეულად და თანხის გატანის მინიმალური ოდენობაა 2500₹. გადახდის მიღება შეგიძლიათ INR-ში, USDT-ში ან საბანკო გადარიცხვით.

საგანმანათლებლო პარტნიორული პროგრამები ინდოეთში

ინდოეთს განათლების ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი აქვს მსოფლიოში. სტუდენტები და დასაქმებული სპეციალისტები ყოველდღიურად იღებენ ცოდნას ონლაინსივრცეში. ამ სფეროში პარტნიორული პროგამები პარტნიორებს სტაბილურ შემოსავალსა და სანდო ბრენდებს სთავაზობს. აქ შეგიძლიათ დაარეკლამოთ ონლაინკურსები, მოსამზადებელი ტესტები ან უნარების განმავითარებელი ხელსაწყოები. ეს ყველაფერი კარგად მუშაობს ბლოგებზე, YouTube არხებსა თუ Telegram-ის სასწავლო ჯგუფებში. აი, ორი ძლიერი პარტნიორული პროგრამა ინდურ საგანმანათლებლო სივრცეში.

Unacademy ინდოეთის ერთ-ერთი ფართო საგანმანათლებლო პლატფორმაა. მასზე ხელმისაწვდომია Live გაკვეთილები და ვიდეოკურსები, რომლებიც განკუთვნილია ისეთი გამოცდებისთვის, როგორებიცაა: UPSC, SSC, NEET და JEE. როგორც პარტნიორი, თითოეულ შეკვეთაზე გამოიმუშავებთ 10%-დან 20%-მდე საკომისიოს. თუ მომხმარებელი შეიძენს 6000-ის ღირებულების გამოწერას, თქვენ გამოიმუშავებთ 600₹-დან 1200₹-მდე თანხას. Unacademy გაწვდით პერსონალიზებულ ბმულებს, ბანერებსა და სპეციალურ ვაუჩერებს. მათი რეკლამირება შეგიძლიათ ჰინდიზე, ტამილურ, ტელუგს ან სხვა ენებზე. გადახდები ყოველთვიურია, თანხის მიღება შეგიძლიათ როგორც საბანკო გადარიცხვის, ისე UPI-ს მეშვეობით. თანხის გატანის მინიმალური ზღვარი ჩვეულებრივ 1000₹-ა. თუ თქვენი აუდიტორია სტუდენტების ან გამოცდების ჩამბარებლებისგან შედგება, Unacademy-ს პროგრამა გონივრული არჩევანია.

Coursera კურსების გლობალური ონლაინპლატფორმაა ინდური ფასებითა და ინდოელი პარტნიორებით. ის მომხმარებელს სთავაზობს მოკლევადიან კურსებს ბიზნესში, ტექნოლოგიებსა და ენობრივ უნარებში. პარტნიორებს შეუძლიათ მაქსიმუმ 45%-იანი საკომისიოს გამომუშავება. თუ მომხმარებელი შეიძენს 4000₹-ის ღირებულების კურსს, თქვენმა გამომუშავებამ შესაძლოა მიაღწიოს 1800₹-ს. ზოგიერთი პროგრამა ბონუსებს იხდის დიდი ტრაფიკისთვისაც. Coursera გაწვდით საკონტროლო ბმულებს, ბანერებსა და სეზონურ შეთავაზებებს. მისი სამუშაო დაფის გამოყენება მარტივია და მხარდაჭერის მიღება ელფოსტის მეშვეობითაა შესაძლებელი. გადახდები სრულდება ყოველთვიურად, Payoneer-ით ან საბანკო გადარიცხვით, ხოლო თანხის გატანის მინიმალური ოდენობა შეადგენს 2,500₹-ს. ეს პროგრამა კარგად მუშაობს კარიერული ბლოგერებისთვის, ინფლუენსერებისა და სამუშაო უნარების მასწავლებლებისთვის.

ელექტრონული კომერციის პარტნიორული პროგრამები ინდოეთში

ინდოეთის ონლაინსაყიდლების ბაზარი ყოველწლიურად ფართოვდება. მილიონობით ადამიანი პროდუქტებს აპლიკაციებისა და ვებსაიტების მეშვეობით ყიდულობს. პარტნიორულ მარკეტერებს ფულის გამომუშავება ასეთი პროდუქტების სპეციალური ბმულების დარეკლამებით შეუძლიათ. მოდით, მიმოვიხილოთ ამ სფეროს ორი პროგრამა.

Amazon India ონლაინსაყიდლების სანდო ბრენდია. მის პარტნიორულ პროგრამაში გადახდა დამოკიდებულია პროდუქტის კატეგორიაზე. აი, მნიშვნელოვანი დეტალები:

  • საკომისიო: 1%-დან 10%-მდე.
  • მაგალითი: თუ მომხმარებელი შეიძენს 10000₹-ის ღირებულების ტექნიკას, შესაძლოა გამოიმუშაოთ 500₹-დან 1000₹-მდე ოდენობის თანხა.
  • ქუქი-ფაილების მოქმედების ხანგრძლივობა: 24 საათი.
  • ხელსაწყოები: ბანერები, პროდუქტის ბმულები, საკონტროლო სამუშაო დაფა.
  • გადახდა: ყოველთვიური, NEFT-ის ან Amazon Gift Card-ის მეშვეობით.
  • თანხის გატანის მინიმალური ოდენობა: 1000₹.

ეს პროგრამა იდეალურია მიმოხილვების საიტებისთვის, ტექნოლოგიის ბლოგერებისა და YouTube შემქნმელებისთვი.

ინდოეთის ელექტრონული კომერციის სფეროში მორიგი წამყვანი საიტია Flipkart. ის სახელგანთქმულია ტელეფონებით, მოდის პროდუქტებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით. ეს პარტნიორული პროგრამა იხდის 5%-დან 18%-მდე საკომისიოს, რაც დამოკიდებულია პროდუქტზე. თუ მომხმარებელი შეიძენს 8000₹-ის ღირებულების ტანსაცმელს, თქვენ შესაძლოა გამოიმუშაოთ 400₹-დან 1400₹-მდე ოდენობის თანხა. Flipkart გაწვდით ხელსაწყოებს, ბანერებს, ვიჯეტებსა და ყოველდღიური შეთავაზებების არხებს.

ქუქი-ფაილების მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 24 საათს და საკონტროლო სისტემა კარგად მუშაობს მობილურ მოწყობილობაზე. გადახდები იგზავნება ყოველთვიურად, საბანკო გადარიცხვის მეშვეობით, ხოლო თანხის გატანის მინიმალური ოდენობა შეადგენს 1000₹-ს. ეს პროგრამა იდეალურია ფასების შედარებაზე ორიენტირებული ბლოგებისთვის, მოდის გვერდებისა და სოციალური ქსელების ინფლუენსერებისთვის.

ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის პარტნიორული პროგრამა

Hostinger ვებჰოსტინგის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. მის პარტნიორულ პროგრამაში გაყიდვის საკომისიო მაქსიმუმ 60%-ს შეადგენს. თუ მომხმარებელი შეიძენს ჰოსტინგის 2500₹-ის ღირებულების გეგმას, გამომუშავებამ შესაძლოა მიაღწიოს 1500₹-ს. ქუქი-ფაილების მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 30 დღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკომისიოს იმ შემთხვევაშიც მიიღებთ, თუ მომხმარებელი მოგვიანებით გააფორმებს შენაძენს. პროგრამაში წვდომა გექნებათ რეალურ დროში ანგარიშგებაზე, ბანერებსა და სხვადასხვა ბმულზე. გადახდები იგზავნება ყოველთვიურად, თანხის გატანის მინიმალური ოდენობა კი შეადგენს 3000₹-ს. გადახდა სრულდება როგორც პირდაბირი საბანკო გადარიცხვით, ისე PayPal-ით. ეს პროგრამა იდეალურია ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ბლოგებისა და ვებსაიტებისთვის.

Zoho პროგრამული უზრუნველყოფის სანდო ინდური ბრენდია. მასზე ხელმისაწვდომია, CRM, HR, საბუღალტრო და სხვა ხელსაწყოები. როგორც პარტნიორი, გამოიმუშავებთ 15%-იან განმეორებით საკომისიოს. მაგალითად, თუ კომპანია შეიძენს გამოწერას და ყოველთვიურად გადაიხდის 5000₹-ს, თქვენ ყოველთვიურად გამოიმუშავებთ 750₹-ს, სანამ ის არ გააუქმებს გამოწერას. Zoho გაწვდით ბანერებს, რეფერალურ ბმულსა და ანგარიშებს, რათა აკონტროლოთ თქვენი შემოსავალი. გადახდები იგზავნება ყოველთვიურად და თანხის გატანის მინიმალური ოდენობაა 2500₹. გადახდა შეგიძლია მიიღოთ როგორც საბანკო გადარიცხვის, ისე PayPal-ის მეშვეობით. ეს პროგრამა იდეალურია B2B ბლოგერებისთვის, პროგრამული უზრუნველყოფის მასწავლებლების ან LinkedIn-ის შემქმნელებისთვის.

კრიპტოვალუტის ქვეყანაში პოპულარული პარტნიორული პროგრამები 

კრიპტოვალუტის გამოყენების მაჩვენებელი, განსაკუთრებით ახალგაზრდა ინვესტორებში, სწრაფად იზრდება ინდოეთში. ბევრი ადამიანი სავაჭრო რჩევებს იღებს Telegram-იდან, YouTube-იდან და ფინანსური ბლოგებიდან. კრიპტოვალუტის სანდო პლატფორმების რეკლამირებით პარტნიორებს კარგი თანხის გამომუშავება შეუძლიათ.

Binance კრიპტოვალუტის გაცვლის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმაა. მისი პარტნიორული პროგრამა ხელმისაწვდომია ინდოელი მომხმარებლებისთვის და იხდის მაქსიმუმ 50%-იან სავაჭრო საკომისიოს იმ გადახდებიდან, რომლებსაც თქვენი მომხმარებლები აგენერირებენ. მაგალითად, თუ მომხმარებელი ივაჭრებს და საკომისიოს სახით გადაიხდის 1000₹-ს, თქვენ შეგიძლიათ გამოიმუშაოთ 500₹. გარდა ამისა, სხვა პარტნიორების მოზიდვაში შეგიძლიათ გამოიმუშაოთ დამატებით 10%-იანი საკომისიო. სამუშაო დაფას აქვს INR-ს მხარდაჭერა და აჩვენებს სტატისტიკას რელურ დროში. გადახდები მომენტალურად სრულდება კრიპტოვალუტაში და არაა დაწესებული თანხის გატანის მინიმალური ზღვარი. ეს პროგრამა იდეალურია Telegram არხებისა და YouTube შემქმნელებისთვის, რომლებიც ფოკუსირებულები არიან ვაჭრობისა და კრიპტოვალუტის სიახლეებზე.

CoinDCX კრიპტოვალუტის გაცვლის წამყვანი ინდური პლატფორმაა. მასზე ხელმისაწვდომია დეპოზიტები INR-ში და ის კარგად მუშაობს როგორც UPI-სთან, ისე საბანკო ანგარიშებთან. როგორც პარტნიორს, შეგიძლიათ გამოიმუშაოთ 100₹-დან 500₹-მდე ოდენობის თანხა თითოეული ვერიფიცირებული მომხმარებლისთვის, რომელიც დარეგისტრირდება და ივაჭრებს. ეს პროგრამა იდეალურია ინდური აუდიტორიისთვის, რადგან მასზე მხარდაჭერილია გადახდის ადგილობრივი მეთოდები და სწრაფი KYC. მისი სამუშაო დაფა მარტივად გამოსაყენებელია, ხოლო გადახდები იზგავნება ყოველთვიურად. ანაზღაურების მიღება შეგიძლიათ საბანკო გადარიცხვის ან კრიპტოვალუტის მეშვეობით, თანხის გატანის მინიმალური ზღვარი კი დაბალია. CoinDCX კარგად მუშაობს ფინანსებზე ორიენტირებული ბლოგერებისთვის, Twitter შემქმნელებისა და სტუდენტი ინვესტორებისთვის.

რჩევები ინდურ პარტნიორულ მარკეტინგში წარმატების მისაღწევად

თუ სწორ ნაბიჯებს გადადგამთ, ინდურ პარტნიორულ ბაზარზე გაყიდვები კარგ შედეგებს მოგიტანთ. აი, რამდენიმე საუკეთესო რჩევა თქვენი სწრაფი კარიერული ზრდისა და ფულის სწრაფად გამომუშავებისთვის:

  • გამოიყენეთ მომიჯნავე ენები. ჰინდი, ტამილური, ბენგალური და სხვა ადგილობრივი ენები დაგეხმარებათ აუდიტორიასთან უკეთ დაკავშირებაში.
  • ყურადღება გაამახვილეთ კონტენტზე, რომელიც უპირატესობას მობილურ მოწყობილობას ანიჭებს. ინდოეთში ბევრი ადამიანი პროდუქტს ტელეფონში ეძებს და ყიდულობს. დარწმუნდით, რომ ბმულები, ვიდეოები და გვერდები კარგად მუშაობს მობილურ მოწყობილობაზე.
  • აირჩიეთ გეგმები, რომლებშიც მხარდაჭერილია INR. თანხის მიღება უფრო მარტივია UPI-ს, Paytm-ის ან პირდაპირი საბანკო გადარიცხვის მეშვეობით.
  • რეკლამირება გაუწიეთ სანდო ბრენდებს. მომხმარებელთა ნდობის მოსაპოვებლად დაიწყეთ ისეთი სახელგანთქმული ბრენდებით, როგორებიცაა Amazon, Flipkart, Unacademy ან Binance.
  • გამოიყენეთ მცირე ფორმატის კონტენტი. გრძელ ვიდეოებთან ან პოსტებთან შედარებით, YouTube Shorts, Instagram Reels და WhatsApp-ის სტატუსები უფრო მეტ ნახვასა და სწრაფ დაწკაპუნებებს იღებს.
  • იმოქმედეთ რეგულარულად. რაც უფრო მეტს იშრომებთ, დროთა განმავლობაში მით მეტ ხილვადობასა და ფულს გამოიმუშავებთ
  • აკონტროლეთ შედეგები. გამოიყენეთ სამუშაო დაფები და ბმულები, რათა გაიგოთ, რა უფრო მუშაობს და აკეთოთ ის, რასაც შედეგი მოაქვს!

დაიწყეთ მარტივი ნაბიჯებით, არ დაკარგოთ ფოკუსი და შეინარჩუნეთ მოთმინება. ინდოეთში მცირე საკომისიოც კი შეიძლება გადაიზარდოს დიდ შემოსავალში. თუ თითოეულ გაყიდვიდან გამოიმუშავებთ მხოლოდ 100-ს და ყოველდღიურად გაყიდით 5 პროდუქტსა თუ მომსახურებას, ეს ყოველთვიურად 15000₹-ს მოგიტანთ. ბევრი წარმატებული პარტნიორი მხოლოდ სანდო ბრენდების რეკლამირებისთვის თვეში 50000₹-დან 1000000₹-ას გამოიმუშავებს. სწორი გეგმისა და მუშაობის პრინციპების მეშვეობით პარტნიორული მარკეტინგი შესაძლოა თქვენთვის თანხის გამომუშავების ძირითად წყაროდ იქცეს.