პარტნიორული მარკეტინგი სწრაფად ვითარდება არაბულ სამყაროში. ბევრი ადამიანი ახლა პროდუქტების ან სერვისების ბმულების გაზიარებით გამოიმუშავებს ფულს. ამისთვის არ გჭირდებათ პროდუქტის ფლობა. თქვენ უბრალოდ ეხმარების სხვებს პროდუქტების ყიდვაში და გამოიმუშავებთ თანხას, როდესაც ისინი აფორმებენ შენაძენს.

ამ ტენდენციის წამყვანი ქვეყნებია:

  • ეგვიპტე, 
  • საუდის არაბეთი, 
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები, 
  • და მაროკო. 

ბევრი კომპანია მომხმარებლებს უკვე სთავაზობს პარტნიორულ პროგრამებს არაბული ენის მხარდაჭერით. ამ პროგრამებში გადახდები სრულდება როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ვალუტაში. ბევრ მათგანზე შემოთავაზებულია სამუშაო დაფა არაბულ ენაზე, სწრაფი გადახდები და სანდო ბრენდები.

ამ სტატიაში გაეცნობით საუკეთესო პროგრამებს სამ ძირითად მიმართულებაში: iGaming-ში, ელექტრონულ კომერციასა და კრიპტოვალუტაში. სტატიაში ასევე ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ხდის პროგრამას არაბული ბაზრებისთვის შესაბამისს და რაა ნებადართული (ჰალალი) ან აკრძალული (ჰარამი).

რა ხდის პარტნიორულ პროგრამას არაბული ბაზრისთვის შესაბამისს

არაბულ ბაზარზე წარმატების მისაღწევად პარტნიორული პროგრამა უნდა მოერგოს ადგილობრივ კულტურასა და საჭიროებებს. საუბარია არა მხოლოდ მაღალ გადახდებზე, არამედ ენაზე, გადახდის ვარიანტებსა ადამიანების მიერ ინტერნეტის გამოყენებაზე.

უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ენა. კარგ პროგრამას უნდა ჰქონდეს არაბული ენის მხარდაჭერა. მსოფლიოს გარშემო დაახლოებით 420 მილიონი ადამიანი საუბრობს არაბულად. ბევრ მომხმარებელს მოსწონს საიტები, ელფოსტები და სამუშაო დაფები, რომლებიც მათ ენაზეა ხელმისაწვდომი. თუ პლატფორმა მხოლოდ ინგლისურს იყენებს, მან შესაძლოა დაკარგოს ნდობა.

მეორეც, გადამწყვეტია გადახდის მეთოდი. ადამიანები ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ეგვიპტე და მაროკო, ყოველთვის არ იყენებენ PayPal-ს. ბევრი უპირატესობას ანიჭებს Payoneer-ს, საბანკო გადახდებს ან თუნდაც STC Pay-ს. კარგი პარტნიორული პროგრამა მომხმარებლებს უნდა სთავაზობდეს გადახდის ადგილობრივ მეთოდებს. სწრაფი და მარტივი გადახდები ზრდის მოხმარებელთა ერთგულებას. პროგრამები, რომლებშიც ყოველკვირეული ან ყოველთვიური გადახდები 30$-დან იწყება, მარტივია დამწყებთათვის. შესაბამისად, მეტი მომხმარებელი ცდილობს, რომ შეუერთდეს პარტნიორულ პროგრამას.

მესამე, მობილური ყველაფერია. შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის (MENA) რეგიონში ინტერნეტტრაფიკის 75%-ზე მეტი მობილურ ტელეფონებზე მოდის. აპები კარგად უნდა მუშაობდეს პატარა ეკრანებზე. რეკლამის სამიზნე გვერდები და სამუშაო დაფები ტელეფონზე მორგებული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებლები არ რჩებიან პლატფორმაზე.

მეოთხე, ნდობა და კულტურა მნიშვნელოვანია. ბევრ არაბულ ქვეყანაში რელიგიური ღირებულებები განსაზღვრავს, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები ონლაინსამუშაოს. პროგრამებში არ უნდა იყოს ზრდასრულთათვის განკუთვნილი, ალკოჰოლთან დaკავშირებული ან საეჭვო შეთავაზებები. საუკეთესოდ მუშაობს მკაფიო, ჰალალზე მორგებული შეთავაზებები. მაგალითად, ელექტრონული კომერციის ან საგანმანათლებლო პროგრამები საუდის არაბეთში უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე აზარტული თამაშები.

მეხუთე, ინფლუენსერების გავლენა დიდია. საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბევრი მყიდველი ენდობა:

  • YouTube შემქმნელებს, 
  • TikTok შემქნელებს, 
  • და Instagram შემქმნელებს. 

პროგრამები, რომლებზეც რეკლამირება ნებადართულია არა მხოლოდ ვებსაიტზე, არამედ სოციალურ ქსელებზეც — ბევრად ეფექტურია. ზოგიერთი შემქმნელი პარტნიორული ბმულების მეშვეობით თვეში 500$-ზე მეტს გამოიმუშავებს.

დაბოლოს, მხარდაჭერა ბევრ რამეს ცვლის. არაბულ ენაზე მოსაუბრე პარტნიორული მენეჯერები ახალ მომხმარებლებს პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარებიან. პროგრამები, რომლებზეც ხელმისაწვდომია ტრენინგები, WhatsApp მხარდაჭერა და Live ჩატით მხარდაჭერა, უფრო მაღალი აქტიურობით გამოირჩევა.

მოკლედ, არაბული ბაზრებისთვის საუკეთესოა ისეთი პროგრამები, რომლებიც:

  • მხარს უჭერს არაბულ ენას,
  • გამოირჩევა სწრაფი გადახდებით და მხარს უჭერს ადგილობრივ მეთოდებს,
  • კარგად მუშაობს მობილურ მოწყობილობაზე,
  • მორგებულია კულტურაზე,
  • და ზრდაში ეხმარება პარტნიორებს.

საუკეთესო არაბული პარტნიორული პროგრამები 

ბევრი პარტნიორული პროგრამა ახლა არაბ მომხმარებლებზეა ორიენტირებული. ასეთ პროგრამებს აქვს ადგილობრივი ენების მხარდაჭერა, მომხმარებლებს სთავაზობს სამართლიან გადახდებს და კარგად მუშაობს მობილურ მოწყობილობაზე. 2025 წლის საუკეთესო პროგრამები გვხვდება სამ ძირითად მიმართულებაში: iGaming-ში, ელექტრონული კომერციასა და კრიპტოვალუტაში. თითოეული მათგანი მოიცავს ძლიერ ბრენდებს, რომლებიც სანდოობითაა სახელგანთქმული.

iGaming პროგრამები – მიმართულება, რომელშიც არაბი პარტნიორები დიდ მოგებას გამოიმუშავებენ

iGaming ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ნიშაა არაბულ რეგიონში. ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ეგვიპტე, მაროკო, ლიბანი, ბევრი მომხმარებელი სარგებლობს სპორტული ფსონებითა და კაზინოს თამაშებით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ ქვეყანაში შეზღუდულია სარეკლამო კამპანიები, ზოგიერთ მათგანში ნებადართულია გლობალურ პლატფორმებზე თავისუფლად მუშაობა.

არაბულად მოსაუბრე პარტნიორები ბმულების გასაზიარებლად იყენებენ Telegram-ს, YouTube Shorts-ს, Instagram-სა და მობილურ ბლოგებს. ამ ნიშაში მომუშავე პროგრამები პარტნიორებს სთავაზობს მაღალ საკომისიოს, სწრაფ გადახდებსა და სრულ მხარდაჭერას არაბულ ენაზე. 

1xBet-ის პარტნიორული პროგრამა

1xBet მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი iGaming პლატფორმაა. მისი პარტნიორული პროგრამები ძალიან პოპულარულია ეგვიპტესა და მაროკოში. მოზიდული მოთამაშეებისთვის პარტნიორები გამოიმუშავებენ შემოსავლის მაქსიმუმ 40%-იან წილს. მაგალითად, თუ მომხმარებელი დაკარგავს 160$-ს, მხოლოდ ამ ადამიანისგან შესაძლოა გამოიმუშაოთ დაახლოებით 64$.

პროგრამაში ხელმისაწვდომია გადახდის CPA და ჰიბრიდული მოდელები. CPA გარიგებით შესაძლოა გამოიმუშაოთ 100$ თითოეულ ახალ მომხმარებელზე, რომელიც დარეგისტრირდება და შეიტანს დეპოზიტს. პროგრამა მოქმედებს 60-ზე მეტ ქვეყანაში და ჰყავს 100000-ზე მეტი პარტნიორი.

გადახდები იგზავნება ყოველკვირეულად, თანხის გატანის მინიმალური ოდენობა კი შეადგენს დაახლოებით 30$-ს. თანხის გატანა შეგიძლიათ საბანკო გადარიცხვით, კრიპტოვალუტით, Skrill-ით ან Neteller-ით. სამუშაო დაფა სრულადაა ხელმისაწვდიმი არაბულ ენაზე და აჩვენებს სტატისტიკას რელურ დროში. ეს პროგრამა საუკეთესოდ მუშაობს საფეხბურთო გვერდებისთვის, კაზინოს ბლოგებისა და Telegram-ს ფსონებზე ორიენტირებული ჯგუფებისთვის.

1xCasino-ს პარტნიორული პროგრამა

1xCasino 1xBet-ის მხოლოდ კაზინოს ვერსიაა. ისიც შემოსავლის განაწილების 40%-ს გთავაზობთ, მაგრამ ფოკუსირებულია მხოლოდ სლოტებზე, სამაგიდო თამაშებსა და Live დილერებზე. ეს პროგრამა იდეალურია ისეთი კონტენტისთვის, რომელიც ფოკუსირებულია ქრაშ-თამაშებზე, სლოტებში მოგებებსა თუ კაზინოს ბონუსებზე.

ბევრი არაბი შემქმნელი მას TikTok-სა და Telegram-ზე უწევს რეკლამირებას, განსაკუთრებით მოკლე ვიდეოებით, რომლებშიც ნაჩვენებია დიდი მოგებები. სამიზნე გვერდები, ბანერები და სარეკლამო ხელსაწყოები არაბულ ენაზეა ხელმისაწვდომი. ეს პროგრამა საუკეთესოდ მუშაობს იმ ქვეყნებში, რომლებშიც დაშვებულია კაზინოს რეკლამირება.

BizBet-ის პარტნიორული პროგრამა

BizBet კაზინოს სწრაფად მზარდი პლატფორმაა, რომელიც ფოკუსირებულია ქრაშ-თამაშებზე, სლოტებსა და ჯეკპოტზე. პარტნიორული პროგრამა იხდის 35%-დან 50%-მდე RevShare-ს, იმის მიხედვით, თუ რამდენ ტრაფიკს მოიზიდავთ. ზოგიერთი შეთავაზება ასევე მოიცავს CPA მოდელებს, რომლებიც თითოეულ მოთამაშეზე 6$-დან 90%-მდე იხდის.

პლატფორმა გთავაზობთ მობილურ მოწყობილობაზე ოპტიმიზებულ ხელსაწყოებს, არაბულ სარეკლამო მასალებსა და მოკლე ვიდეორეკლამებს. ბევრი პარტნიორი ამ პროგრამას Telegram-ის ბოტებთან, YouTube Shorts-თან ან TikTok-ის ვიდეორგოლებთან ერთად იყენებს. BizBet მხარს უჭერს ყოველკვირეულ გადახდებს, თანხის გატანის მინიმალური ოდენობა კი შეადგენს დაახლოებით 30$-ს.

თუ თქვენს აუდიტორიას მოსწონს მობილური თამაშები, ვიზუალური კონტენტი და არაბულ ბაზარზე მორგებული ფსონები, BizBet ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია 2025 წლის პარტნიორულ პროგრამებში.

ელექტრონული კომერციის პროგრამები – არაბული აუდიტორიის ონლაინმომსახურება

არაბულ მიწებზე სწრაფად იზრდება ონლაინსაყიდლების მიმართულება. ეგიპტეში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და მაროკოში ადამიანები ახლა ონლაინსივრცეში იმაზე მეტად ყიდულობენ პროდუქტებს, ვიდრე აქამდე. ასეთი ზრდა დიდ შესაძლებლობებს უქმნის პარტნიორებს.

მყიდველთა უმეტესობა იყენებს ტელეფონებს და უპირატესობას ანიჭებს ვებსაიტებს, რომლებსაც აქვს არაბული ენის მხარდაჭერა. ბევრი მათგანი ირჩევს ადგილზე გადახდას, შესაბამისად, ელექტრონული კომერციის პროგრამებმა უნდა გაითვალისწინოს ეს ადგილობრივი მახასიათებელიც. ამ სფეროში დიდ როლს თამაშობს სოციალური მედიაც. TikTok, Instagram და YouTube ძირითადი პლატფორმებია არაბულ ენაზე მოსაუბრე შემქმნელებისთვის.

ArabClicks პარტნიორული ქსელი

ArabClicks შუა აღმოსავლეთში ერთ-ერთი წამყვანი პარტნიორული პლატფორმაა. ის გაკავშირებთ ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Noon, 6thStreet, Namshi, GAP და Mumzworld. მაღაზიისა და პროდუქტის მიხედვით შეგიძლიათ გამოიმუშაოთ 5%-20% საკომისიო.

მაგალითად, თუ მომხმარებელი შეიძენს 65$-ის ღირებულების მოდის პროდუქტებს, თქვენ შესაძლოა გამოიმუშაოთ 3,25$-დან 13$-მდე საკომისიო. წვდომა გექნებათ არაბულ ბანერებზე, პროდუქტის არხებსა და პრომოაქციის ხელსაწყოებზე. სამუშაო დაფაც ხელმისაწვდომია არაბულ ენაზე და აჩვენებს სტატისტიკას რელურ დროში.

Admitad MENA

Admitad გლობალური პარტნიორული ქსელია, რომელიც არაბულ ბაზრებზე ფართოვდება. ერთი ანგარიშიდან შეგიძლიათ დაარეკლამოთ Amazon, Samsung, Noon, AliExpress, Jumia, Carrefour და ბევრი სხვა პლატფორმა.

საკომისიოები განსხვავდება. ფიზიკური პროდუქტებისთვის ის დაახლოებით 5%-დან 15%-მდეა. ზოგიერთი ციფრული მომსახურება თუ ვაუჩერი თითო შეკვეთისთვის 6$-დან 20$-მდე ფიქსირებულ თანხას იხდის. Admitad-ის სამუშაო დაფის გარკვეულ ნაწილებში მხარდაჭერილია არაბული ენა და მასზე ხელმისაწვდომია ბევრი ადგილობრივი თუ გლობალური ბრენდი.

პლატფორმაზე წვდომა გექნებათ საკონტროლო ხელსაწყოებზე, ღრმა ბმულებსა და ფასდაკლების ვაუჩერებზე. გადახდები სრულდება ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად. მინიმალური გასატანი თანხა შეადგენს 30$-ს და მისი გატანა შეგიძლიათ საბანკო გადარიცხვით, კრიპტოვალუტით, Skrill-ით ან Neteller-ით. 

Amazon.eg და Amazon.sa Associates

ეგვიპტესა და საუდის არაბეთში მუშაობს Amazon-ის ადგილობრივი ვერსიები. პარტნიორულ პროგრამაში გაწევრიანების პროცესი მარტივია და მომხმარებლებში ნდობით სარგებლობს. შეგიძლიათ გამოიმუშაოთ მაქსიმუმ 10%-იანი საკომისიო, რაც დამოკიდებულია პროდუქტის კატეგორიაზე. მაგალითად, თუ მომხმარებელი შეიძენს 160$-ის ღირებულების ელექტრონულ მოწყობილობებს, თქვენ შესაძლოა გამოიმუშაოთ 8$-დან 16$-მდე საკომისიო.

Cookie ფაილების მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 24-საათს, შესაბამისად, თანხას მაინც გამოიმუშავებთ, თუ მომხმარებელი იმავე დღეს, მოგვიანებით გააფორმებს შენაძენს. Amazon გაწვდით ბანერებს, პროდუქტების ბმულებსა და თქვენი გაყიდვების საკონტროლო ხელსაწყოებს.

პროგრამა გადახდებს გზავნის ყოველთვიურად, თანხის გატანის მინიმალური ოდენობა კი შეადგენს დაახლოებით 50$-ს. გადახდები სრულდება საბანკო გადარიცხვით.

კრიპტოვალუტის პროგრამები – არაბულ ტექნოლოგიურ ტალღასთან შეერთება

კრიპტოვალუტა სწრაფად ვითარდება არაბულ სამყაროში. ეგვიპტის, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ახალგაზრდობის უმეტესობა ახლა კრიპოვალურის აპებსა და ბირჟებს იყენებს. ისინი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ რჩევებს YouTube-იდან Telegram-იდან an͏d TikTok-იდან იღებენ.

ონლაინინტერესი მაღალია ისეთ ქვეყნებშიც, რომლებშიც მოქმედებს კრიპტოვალუტის რეგულაციები. ეს პარტნიორებს აძლევს შესაძლებლობას, რომ სანდო პლატფორმების რეკლამირებით გამოიმუშაონ რეალური ფული. 

Binance-ის პარტნიორული პროგრამა

Binance კრიპტოვალუტის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმაა. მისი პარტნიორული პროგრამა იხდის მაქსიმუმ 50%-იან სავაჭრო საკომისიოს. თუ მომხმარებელი ივაჭრებს და საკომისიოს სახით გადაიხდის 100$-ს, თქვენ შეგიძლიათ გამოიმუშაოთ 50$.

გარდა ამისა, სხვა პარტნიორების მოზიდვაში შეგიძლიათ გამოიმუშაოთ დამატებით 10%-იანი საკომისიო. პროგრამის სამუშაო დაფა ლოკალიზებულია არაბულ ენაზე და რეალურ დროში გიჩვენებთ თქვენს ყველა დაწკაპუნებასა და გამომუშავებას.

Binance გიხდით უშუალოდ თქვენს საფულეზე და არ აქვს თანხის გატანის მინიმალური ზღვარი. თანხას კრიპტოვალუტაში მიიღებთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ეს პროგრამა იდეალურია კრიპტოვალუტის ინფლუენსერებისთვის, მოვაჭრეებისა და მასწავლებლებისთვის.

MEXC-ს პარტნიორული პროგრამა

MEXC კრიპტოვალუტის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ გადახდებს გთავაზობთ. თქვენი მომხმარებლების სავაჭრო საკომისიოდან შეგიძლიათ გამოიმუშაოთ 40%-70%. თუ მომხმარებელი საკომისიოებში ჯამურად გადაიხდის 200$-ს, თქვენი წილი შესაძლოა შეადგენდეს 80$-დან 140$-მდე თანხას.

გარდა ამისა, MEXC აჯილდოებს საუკეთესო პარტნიორებს და გაძლევთ მეორე დონის რეფერალებიდან საკომისიოების გამომუშავების შესაძლებლობას. პლატფორმაზე წვდომა გექნებათ საკონტროლო ბმულებზე, არაბულ ბანერებსა და რეალურ დროში ანგარიშგებაზე. გადახები სრულდება ყოველდღიურად, კრიპტოვალუტაში. თანხის გატანაზე დაწესებული არაა მინიმალური ზღვარი.

ეს საუკეთესო ვარიანტია შემქმნელებისთვის, რომლებიც აზიარებენ კრიპტოვალუტის მიმოხილვებს, სიახლეებსა თუ ვაჭრობის რჩევებს.

Bit2Me-ს პარტნიორული პროგრამა

Bit2Me კრიპტოვალუტის მარტივი პლატფორმაა, რომელიც შემქნილია დამწყებთათვის. თითოეული ახალი მომხმარებლისთვის, რომელიც დარეგისტრირდება და შეიძენს კრიპტოვალუტას, გამოიმუშავებთ ფიქსირებულ თანხად 5$-დან 10 $-ის ფარგლებში. ეს საუკეთესო არჩევანია, თუ თქვენი კონტენტი ფოკუსირებულია კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ცოდნის გაზიარებაზე.

პლატფორმას აქვს არაბულ ენაზე ლოკალიზებული სამიზნე გვერდები და მკაფო, მარტივი სამუშაო დაფა. გადახდები სრულდება ყოველდღიურად, კრიპტოვალუტაში. თანხის გატანა შეგიძლიათ ბალანსზე თუნდაც10$-ის არსებობის შემთხვევაში.

Bit2Me იდეალური ვარიანტია, თუ თქვენი აუდიტორია გამოუცდელია კრიპტოვალუტაში და სურს ამ სფეროში კარიერის მარტივად დაწყება.

პარტნიორული მარკეტინგი ჰალალია თუ ჰარამი?

არაბულ სამყაროში ბევრი ადამიანი სვამს ამ შეკითხვას პარტნიორულ პროგრამაში გაწევრიანებამდე. პასუხი ყოველთვვის მარტივი არაა. ეს დამოკიდებულია იმაზე, რის დარეკლამებას ცდილობთ და როგორ აკეთებთ ამას. პარტნიორული გაყიდვები მისაღებია, თუ პროდუქტი ან მომსახურება ნებადართულია ისლამში. მაგალითად, თუ რეკლამირებას უწევთ წიგნებს, ტანსაცმელს, საგანმანათლებლო პროგრამას ან ტექნოლოგიას, ჩვეულებრივ, ეს ჰალალია. თქვენ ადამიანებს ეხმარებით სასარგებლო ნივთების პოვნაში, რითაც გამოიმუშავებთ თანხას.

მაგრამ პარტნიორული მარკეტინგი შესაძლოა ჰარამი იყოს, თუ პროდუქტი არაა ნებადართული. ალკოჰოლის, აზარტული თამაშების, ზრდასრულთა კონტენტის ან საპროცენტო სესხების რეკლამირება არაა ჰალალი. მაშინაც კი, თუ გადახდა მაღალია, ეს ეწინააღმდეგება ისლამურ ღირებულებებს.

მნიშვნელოვანია რეკლამირების პრინციპიც. თუ ცრუობთ, შეცდომაში შეგყავთ მომხმარებელი ან ცრუ ფასდაკლებებს სთავაზობთ მას, ეს არაკეთილსინდისიერი საქმიანობაა. ისლამი გვასწავლის, რომ ვაჭრობა იყოს კეთილსინდისიერი და სამართლიანი.

ზოგიერთი სწავლული ამბობს, რომ ჰარამია რეკლამირება ისეთი პროდუქტისა, რომელსაც თავად არ გამოიყენებთ. ზოგი კი ამბობს, რომ ჰალალია, თუ შემოსავალს ადამიანებისთვის სასარგებლო პროდუქტების პოვნაში დახმარებით იღებთ.

თავის დაზღვევის მიზნით:

  • აირჩიეთ ჰალალი პროდუქტები ან სერვისები.
  • თავი არიდეთ ყველაფერს, რაც აშკარას დაუშვებელია.
  • რეკლამირებისას შეინარჩუნეთ კეთილსინდისიერება და გამოიყენეთ პატიოსანი მეთოდები.

თუ დარწმუნებული არ ხართ, სწორად იქცევით თუ არა, გაესაუბრეთ ისლამის ნდობით აღჭურვილ სწავლულს ან იმამს. ბევრი პარტნიორული პროგრამა ახლა ჰალალ ბაზრებზეა ორიენტირებული, შესაბამისად, მაინც გაქვთ თანხის გამომუშავების შესანიშნავი შესაძლებლობები.