პარტნიორული მარკეტინგი მუდმივად იცვლება. ის, რაც გასულ თვეს მუშაობდა, შესაძლოა ახლა აღარ მუშაობდეს. 2025 წლის ივლისში სწრაფად იძენს პოპულარობას ახალი პროგრამები. ზოგიერთი მათგანი გთავაზობთ მაღალ გადახდებს. ზოგან დაბალია კონკურენცია. ბევრი ნერგავს ახალ ხელსაწყოებს ან გადის ახალ ბაზრებზე. სწორედ ამიტომ, პარტნიორები მუდმივად ადევნებენ თვალს ახალ ტენდენციებს.

ამ გზამკვლევში გაეცნობით დღეისთვის პოპულარულ პროგრამებს iGaming-ის, ფინანსების, ხელოვნური ინტელექტის, მოგზაურობისა და სხვა სფეროებში. თითოეული მათგანი ნახსენებია არა იმიტომ, რომ უბრალოდ პოპულარულია, არამედ იმიტომ, რომ მუშაობს. არ აქვს მნიშვნელობა, ახლა იწყებთ თუ უკვე გამოიმუშავებთ ფულს, ეს პოპულარული პარტნიორული პროგრამები ზრდაში დაგეხმარებათ. მოდით, გავიგოთ, რატომ ეთმობა მათ ამხელა ყურადღება.

რა ხდის პარტნიორულ პროგრამას „პოპულარულს“

პარტნიორული მარკეტინგის პოპულარული პროგრამა უბრალოდ სახელგანთქმული არაა. მისი პოპულარობა განპირობებულია სწორი დროით, ხელსაწყოებითა და საბაზრო ინტერესით. აი, რას ექცევა ყურადღება:

  • მაღალი აქტიურობა სოციალურ ქსელებში. თუ კონტენტის შემქმნელი რაიმე პროგრამაზე საუბრობს, მის შესახებ ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება. LTK-მ და ShopMy-მ სწრაფად მოიკიდა ფეხი ბაზარზე, რადგან ისინი კონტენტის შემქმნელებმა გახადეს პოპულარული.
  • მკაფიო და სამართლიანი გადახდები. პარტნიორები ეძებენ პროგრამებს, რომლებშიც ხელმისაწვდომია შედეგების ზუსტი კონტროლი, სწრაფი გადახდები და გამჭვირვალე წესები. კარგი პროგრამები თავს არიდებს ბუნდოვან პირობებს.
  • ახალი ნიშები ან ტექნოლოგიები. როდესაც ფინანსურ ტექნოლოგიებში ახალი ხლსაწყოები ან ხელოვნური ინტელექტი მკვიდრდება, პროგრამის შეთავაზებები ხშირად სწრაფად იზრდება. მაგალითად, ამჟამად პროგრამები იზრდება no-KYC ფინანსური ტექნოლოგიების ან ხელოვნური ინტელექტის ავტომატიზაციის სფეროებში.
  • შემქმნელისა და მოვაჭრის ძლიერი შესაბამისობა. პროგრამები, რომლებიც კარგად შეეფერება შემქმნელის აუდიტორიას, უკეთ კონვერტირდება. სწორედ ამიტომ 2025 წელს TikTok Shop-ის პარტნიორები ლიდერობენ.
  • კარგი მხარდაჭერა და რესურსები. პროგრამები, რომლებიც ხარისხიანი სარეკლამო მასალებით, Live ჩატებითა და დარეგისტრირების მარტივი პროცესით გამოირჩევა, მეტ ყურადღებას იპყრობს. პარტნიორები უფრო ხანგრძლივად აგრძელებენ თანამშრომლობას.
  • დროის სეზონური ან ადგილობრივი მახასიათებლების მიხედვით შერჩევა. ზოგიერთი ბაზარი ინტერესს აღვივებს — მაგალითად, კრიპტოვალუტის რბოლა ან სპორტული სეზონი ზრდის მოთხოვნას ფსონების შეთავაზებებზე, როგორებიცა აქვს, მაგალითად, 1xBet-ს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაზე სახელგანთქმული პარნიორული პროგრამა პოპულარული ხდება მაშინ, როცა ის საუკეთესოდ შეესაბამება დროს, ტექნოლოგიებსა და შემქმნელებს. ის ყოველთვის არაა მაღალანაზღაურებიანი პროგრამა. ის საუკეთესოდ აკმაყოფილებს მოთხოვნებს — ნდობას, სწორ დროსა და საჭირო ხელსაწყოებს.

საუკეთესო პოპულარული პარტნიორული პროგრამები

2025 წლის ივლისში პარტნიორული პროგრამის ბევრი ქსელი სწრაფად იზრდება. მაგრამ მათგან მხოლოდ რამდენიმე გამოირჩევა მსოფლიოს მასშტაბით. ეს შვიდი პროგრამა გთავაზობთ მაღალ გადახდებს, ფართო დაფარვასა და პარტნიორებისთვის ნამდვილ ღირებულებას. თითოეული მათგანი მიეკუთვნება სხვადასხვა ნიშას — სპორტული ფსონებით დაწყებული, ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებითა და ონლაინგანათლებით დამთავრებული. მათ ერთმანეთთან მაღალი ეფექტურობა აკავშირებს. მათ აქვთ კონვერსიის მაღალი მაჩვენებელი, სამართლიანი გადახდები და ახალ-ახალი შეთავაზებები.

ეს პროგრამები მხოლოდ პოპულარული არაა. ისინი სასარგებლოცაა. არ აქვს მნიშვნელობა, რეკლამირებას YouTube-ზე ეწევით, ბლოგზე თუ სოციალურ მედიაში, აუცილებლად იპოვით თქვენთვის შესაფერის პროგრამას.

1xBet-ის პარტნიორული პროგრამა

2025 წლის ივლისში 1xBet-ის პარტნიორული პროგრამა ბევრ რეგიონშია პოპულარული. თითოეული მოზიდული მოთამაშისთვის პროგრამა გთავაზობთ შემოსავლის მუდმივ, მაქსიმუმ 40%-იან წილს.

ეს ნიშნავს იმას, რომ თანხის გამომუშავებას განაგრძობთ მანამ, სანამ თქვენი მოთამაშე არ შეწყვეტს თამაშს. სწრაფი, ერთჯერადი გადახდებისთვის ხელმისაწვდომია CPA ვარიანტიც. შეგიძლიათ აირჩიოთ ის მოდელი, რომელიც თქვენს ტრაფიკს შეესაბამება. პროგრამა მხარს უჭერს 50-ზე მეტ ენას და ფუქნციონირებს 100-ზე მეტ ქვეყანაში. ის განსაკუთრებულად ძლიერია შემდეგ ქვეყნებში:

  • ინდოეთი, 
  • ბრაზილია, 
  • კენია, 
  • და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია.

წვდომა გექნებათ პარტნიორული მარკეტინგის პროგრამის უფასო ხელსაწყოებზე: ბანერებზე, ვიჯეტებსა და რეალურ დროში სტატისტიკაზე. ხელმისაწვდომია პერსონალური მხარდაჭერა და ყოველკვირეული გადახდებიც, რომელთა გატანის მინიმალური ოდენობაც მხოლოდ 30$-ია. თუ რეკლამირებას უწევთ ფსონებს, კაზინოს ან ქრაშ თამაშებს — ეს შემოთავაზება ნამდვილად ღირს დაფიქრებად. სწორედ ამიტომაა 1xBet ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პოპულარული პარტნიორული პროგრამაა.

Shopiverse-ის პარტნიორული პროგრამა — ფართო ელექტრონული კომერცია, ყველაფერი ერთ ჭკვიან ბმულში

Shopiverse-ის პარტნიორული პროგრამა სწრაფად იძენს პოპულარობას 2025 წლის ივლისში. ეს ელექტრონული კომერციის პროგრამაა, რომელიც ერთ სივრცეში 1000-ზე მეტ ონლაინმაღაზიას აერთიანებს.

  • არ გჭირდებათ კონკრეტული ბრენდის არჩევა. 
  • ერთი პარტნიორული ბმული მოიცავს ყველაფერს. 
  • თუ მომხმარებელი შენაძენს გააფორმებს ნებისმიერ დაკავშირებულ მაღაზიაში, თქვენ გამოიმუშავებთ საკომისიოს.

ეს მოდელი იდეალურია ინფლუენსერებისთვის, ვაუჩერის საიტებისთვისა და ცხოვრების სტილზე ორიენტირებული ბლოგერებისთვის. ის კარგად მუშაობს ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა Instagram, TikTok და YouTube Shorts.

რა ხდის მას პოპულარულს? სიმარტივე. Shopiverse იყენებს კონტროლის ჭკვიან სისტემას, რეალურ დროში სტატისტიკას და მხარს უჭერს გლობალურ ტრაფიკს. გადახდები დამოკიდებულია მაღაზიაზე, მაგრამ საკომისიომ შესაძლოა მიაღწიოს 15%-ს.

თუ რეკლამირებას უწევთ მოდის პროდუქტებს, გაჯეტებს ან საჩუქრებს — პარტნიორული მარკეტინგის ეს ქსელი გთავაზობთ ფართო აუდიტორიის დაფარვას მცირე ძალისხმევის სანაცვლოდ.

Cryptoflow — სწრაფად მზარდი პარტნიორული პროგრამა კრიპტოვალუტის სფეროში

Cryptoflow ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პარტნიორული პროგრამაა კრიპტოვალუტის სფეროში. ის გთავაზობთ გადახდის როგორც CPA, ისე RevShare მოდელს, ასე რომ, შეგიძლიათ თანხის როგორც ერთჯერადად, ისე დროთა განმავლობაში გამომუშავება.

თითოეული კვალიფიცირებული მომხმარებლისთვის მიიღებთ 600$-მდე საკომისოს ან შემოსავლის 30%-იან მუდმივ წილს. არჩევანი თქვენზეა.

რა ხდის ამ პროგრამას განსაკუთრებულს? Cryptoflow-ზე ხელმისაწვდომია საფულეები KYC-ს გარეშე და სწრაფი რეგისტრაცია, ხოლო ახალ მომხმარებლებს ის მომენტალურ ბონუსებს სთავაზობს. სწორედ ამიტომ კონვერტირების მისი მაჩვენებელი მაღალია ლათინურ ამერიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ევროპის გარკვეულ ნაწილებში. ის ასევე გაწვდით დახვეწილ სამიზნე გვერდებს, ინდივიდუალურ საკონტროლო ბმულებსა და Telegram-ზე მორგებულ კონტენტს. კრიპტოვალუტა კვლავ პოპულარულია და მომხმარებლებს სჭირდებათ სწრაფი, მარტივი ხელსაწყოები. 

DigiLearn Academy — მაღალი კონვერტაციის მქონე პროგრამა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში

DigiLearn Academy საგანმანათლებლო სფეროში სწრაფად მზარდი პროგრამაა. ის გთავაზობთ კურსებს კოდირების, დიზაინის, ხელოვნური ინტელექტის, მარკეტინგისა და სხვა მრავალი მიმართულებით.

თითოეული გაყიდვიდან პარტნიორებს შეუძლიათ მაქსიმუმ 40%-იანი საკომისიოს გამომუშავება. კურსების უმეტესობის ღირებულება მერყეობს 100$-დან 500$-მდე, რაც მაღალ გადახდებს ნიშნავს. რა ხდის მას პოპულარულს? ადამიანებს სჭირდებათ ხელმისაწვდომი, უნარებზე ორიენტირებული განათლების მიღება. DigiLearn-ის პლატფორმა მორგებულია მობილურ მოწყობილობაზე, მისი გამოყენება მარტივია და მას ენდობიან სტუდენტები 30-ზე მეტი ქვეყნიდან.

პროგრამა წვდომას გაძლევთ პრომოკოდებზე, ბანერებსა და ქუქი ფაილების მოქმედების 60-დღიან ფანჯარაზე. ეს პარტნიორებს აძლევს გაყიდვის წარმატებით დახურვის შესაძლებლობას. ეს შეთავაზება კარგად მუშაობს ბლოგპოსტებისთვის, YouTube ინსტრუქციების ან კარიერასთან დაკავშირებულ რჩევებზე ორიენტირებული გვერდებისთვის. თუ თქვენს აუდიტორიას სურს ისწავლოს, როგორ განვითარდეს, DigiLearn 2025 წლის საუკეთესო არჩევანია.

Instantly.ai — ჭკვიანური SaaS ინსტრუმენტი ცივი ელფოსტების პროფესიონალთათვის

Instantly.ai პოპულარული SaaS პარტნიორული პროგრამაა მაკრეტერებისთვის. ის მომხმარებლებს აგზავნინებს ჭკვიან ცივ ელფოსტებს, რომლებიც ხვდება „შემოსულების“ საქაღალდეში და არა „სპამებში“. თითოეული გადამხდელი მომხმარებლისთვის პარტნიორები ყოველთვიურად გამოიმუშავებენ 30%-იან განმეორებით საკომისიოს. ეს ნიშნავს სტაბილურ, ხანგრძლივ შემოსავალს.

ხელსაწყოს გამოყენება მარტივია. ის უკავშირდება Gmail-ს, Outlook-სა და სხვა სერვისებს. ბევრი ფრილანსერი და სააგენტო მას კლიენტების სწრაფად მოსაძიებლად იყენებს. პოტენციური მომხმარებლების ცივი გზით მოზიდვა დაბრუნდა. სტარტაპები და ინდივიდუალური მეწარმეები ზრდისთვის დაბალფასიან საშუალებებს ეძებენ. ამაში მათ Instantly ეხმარება.

ის იდეალურია კონტენტის შემქმნელებისთვის, რომლებიც ორიენტირებულები არიან B2B, ფრილანსერობისა და ციფრული მარკეტინგის სფეროზე. ერთმა კარგმა ვიდეომ ან ბლოგპოსტმა შესაძლოა თვეების განმავლობაში მოგიტანოთ პასიური შემოსავალი.

Stack AI — B2B ავტომატიზება და განმეორებითი საკომისიოები

Stack AI სწრაფად ხდება B2B-სა და ხელოვნური ინტელექტის ნიშაზე ორიენტორებული პარტნიორების საუკეთესო არჩევანი. ის მცირე კომპანიებსა და ჯგუფებს უმარტივებს სამუშაო პროცესს, მაგალითად, ეხმარება ელფოსტების დაწერაში, პოტენციური მომხმარებლების შეფასებასა და ჭკვიანი მანქანების მეშვეობით კონტეტის შექმნაში.

მას განსაკუთრებულს ხდის სიმარტივისა და სიძლიერის ნაზავი. ის მუშაობს ისეთ ხელსაწყოებთან, როგორებიცაა:

  • Slack, 
  • Notion, 
  • და CRM-ები. 

მომხმარებლებს რამდენიმე წუთში შეუძლიათ სამუშაო პროცესების შედგენა, რაც არ საჭიროებს კოდირებას.

თითოეული მოზიდული მომხმარებლისთვის პარტნიორები გამოიმუშავებენ 20%-იან განმეორებით საკომისიოს. B2B SaaS სფეროში კი პარტნიორები თვეების ან წლების განმავლობაში განაგრძობენ ასეთი პროგრამებით სარგებლობას.

პროგრამაში გაწევრიანება მარტივია. ის წვდომას გაძლევთ ინდივიდუალურ სამუშაო დაფაზე, ყოველთვიურ გადახდებსა და სასარგებლო სარეკლამო მასალებზე. ბევრი პარტნიორი მას საინფირმაციო ელფოსტების, LinkedIn-ის ან B2B ბლოგების მეშვეობით უწევს რეკლამირებას. ხელოვნური ინტელექტის ავტომატიზება უბრალოდ ტენდენტცია არაა — ის ბიზნესებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტი ხდება. 

FlyCheap Partners — ფრენის შეთავაზებები, რომლებიც მართლა კონვერტირდება

FlyCheap Partners ამ თვეში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ეს არაა მხოლოდ იმის დამსახურება, რომ ადამიანები ისევ გეგმავენ მოგზურობას. ეს პარტნიორული პროგრამა მომხმარებლებს რეალურ დროში აკავშირებს ისეთ შეთავაზებებთან, რომლებიც ვრცელდება:

  • ფრენებზე, 
  • სასტუმროებზე, 
  • და დასასვენებელ პაკეტებზე.

რა გამოარჩევს მას? ეს მეტასაძიებო სისტემაა და არა ჯავშნების საიტი. რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები მრავალი წყაროს შეთავაზებებს ადარებენ ერთმანეთს, პარტნიორები კი საკომისიოს გამოიმუშავებენ არა მხოლოს შენაძენებისთვის, არამედ დაწკაპუნებებისთვისაც. ეს ამცირებს სირთულეებს და ზრდის კონვერსიებს.

  • საკომისიოები განსხვავდება, მაგრამ საშუალოდ თითო მომხმარებელზე შესაძლებელია 0.20$-1.50$-ის გამომუშავება, ხოლო ცხელ სეზონზე დამატებითი საკომისიოს მიღება. 
  • სასტუმროების რეკომენდაციებიდან დამატებითი შემოსავლის საკომისიო შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს.

FlyCheap-ზე მხარდაჭერილია ღრმა ბმულები, მრავალენოვანი სამიზნე გვერდები და ბოლო წუთის შეთავაზების ვიჯეტებიც. მარტივია მისი ინტეგრირება სამოგზაურო ბლოგებში, შეთავაზებების არხებსა თუ Instagram ისტორიებში. 

შეცდომები, რომლებიც უნდა აიცილოთ თავიდან, როცა პარტნიორული მარკეტინგის ტენდენციებს მისდევთ

ტენდენციებზე აყოლას შეუძლია თქვენი გამომუშავების გაზრდა, მაგრამ ამას შესაძლოა ჰქონდეს უკუეფექტიც, თუ სიფრთხილეს არ გამოიჩენთ. ბევრი პარტნიორი დროსა და ფულს ხარჯავს იმაში, რომ ბრმად მისდევს ტენდენციას და არ ფიქრობს ხანგრძლივ პერსპქტივაში. 

1. პროგრამების მხოლოდ პოპულარობისთვის შერჩევა

პროგრამამ შესაძლოა მოიცვას მთელი სოციალური მედია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის თქვენს აუდიტორიას შეესაბამება. ნუ გაუწევთ რეკლამირებას რაიმეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამას სხვებიც აკეთებენ. გამოცადეთ ის. შეამოწმეთ სამიზნე გვერდი, გადახდის პირობები და ქუქის მოქმედების ფანჯარა. დარწმუნდით, რომ ის შეესაბამება თქვენს პლატფორმასა და მომხმარებლებს.

2. მცირე დეტალების იგნორირება

ზოგიერთ პოპულარულ პროგრამას აქვს ბინდოვანი წესები ან ახასიათებს საკომისიოს მოულოდნელი ცვლილება. ყოველთვის წაიკითხეთ პირობები. შეამოწმეთ, გადახდას ყოველთვიურად მიიღებთ თუ — კვარტალურად. ყურადღება მიაქციეთ თანხის გატანის მინიმალურ ოდენობასა და ბუნდოვან პირობებს.

3. ზეტმეტად ხშირად გადართვა

ერთი ტენდენციიდან მეორეზე გადახტომამ შესაძლოა შეარყიოს თქვენდამი ნდობა. თუ თქვენი აუდიტორია მიხვდება, რომ ყოველკვირეულად ახალ პროდუქტს სთავაზობთ მას, ის აღარ მოგისმენთ. განაგრძეთ კეთება იმისა, რაც კონვერტირდება და გაამყარეთ ნდობა სანდო ხელსაწყოებისა თუ პლატფორმების გარშემო.

4. თქვენთვის შესაბამისი კონტენტის მივიწყება

ხელოვნური ინტელექტის SaaS ხელსაწყოს მოდის ბლოგზე რეკლამირება არ იმუშავებს, რამდენაც მიმზიდველიც არ უნდა იყოს შეთავაზება. თქვენი კონტენტი და აუდიტორია უნდა შეესაბამებოდეს პროდუქტს. შესაბამისობა პოპულარობაზე ბევრად მნიშვნელოვანია.

5. ყველგან ერთისა და იმავე სტრატეგიის გამოყენება

პოპულარულ პროგრამებს ხშირად ახალი მიდგომა სჭირდება. TikTok-ზე მორგებულმა პროდუქტმა შესაძლოა ვერ გაამართლოს Google Ads-ზე. iGaming-ის შეთავაზებამ, რომელიც Telegram-ზე მუშაობს, შესაძლოა მომხმარებელი ვერ დააკონვერტიროს SEO-ს გამოყენებით. შეცვალეთ ტაქტიკა, რომ მოერგოთ ტენდენციას.

6. ცუდი მხარდაჭერა და რესურსები

ბევრი სწრაფად მზარდი პროგრამა პარტნიორებს ცუდ მხარდაჭერას სთავაზობს. თუ არ გექნებათ მხარდაჭერის მიღების ან სარეკლამო მასალების განახლების შესაძლებლობა, გაგიჭირდებათ წარმატების მიღწევა. მოიძიეთ ისეთი პროგრამები, რომლებსაც ჰყავთ პარტნიორული მენეჯერები, აქვთ სასარგებლო ხელსაწყოები და მკაფიო სამუშაო დაფები.

7. მხოლოდ CPA მეთოდზე დაყრდნობა

CPA მიმზიდველი ჩანს — მომენტალური გადახდა ყოველგვარი ლოდინის გარეშე. მაგრამ თუ პარტნიორული მარკეტინგის ქსელი სუსტია მომხმარებლების შენარჩუნებაში, თქვენ გამოიმუშავებთ მხოლოდ ერთხელ და დაკარგავთ შემდგომში გამომუშავების შესაძლებლობას. RevShare-ის ჰიბრიდული მოდელი შესაძლოა უფრო ხანგრძლივ ღირებულებას განიჭებდეთ.