პარტნიორულ მარკეტინგში ბევრი ადამიანი განიცდის წარუმატებლობას და ვერ აცნობიერებს ამის მიზეზს. ხშირად წარუმატებლობის მიზეზი არა ერთი დიდი, არამედ მცირე, ფარული შეცდომების ერთობლიობაა. ეს „ფარული საფრთხეები“ ამცირებს თქვენს ტრაფიკს, პოტენციურ კლიენტზე გასვლის შანსებსა და შემოსავალს. ის ნელ-ნელა ასუსტებს თქვენს შესაძლებლობეს, მაშინ, როცა, ერთი შეხედვით, ყველაფერი თითქოს წესრიგშია.

შეიძლება სწორ ნაბიჯებს დგამდეთ: აქვეყნებდეთ კონტენტს, მართავდეთ ტრაფიკს და აზიარებდეთ ბმულებს. მაგრამ თუკი თქვენი სტრატეგიის თუნდაც ერთი ნაწილი სუსტია, თქვენი შედეგები შესაძლოა სწრაფად გაუარესდეს. რაც ყველაზე უარესია, შესაძლოა განაგრძოთ იგივე შეცდომების დაშვება და გეგონოთ, რომ სისტემა არ მუშაობს.

შეცდომა #1 – ტრაფიკის მოზიდვა გეგმის გარეშე

თქვენი მიზანი არაა ტრაფიკის მოზიდვა. მნიშვნელოვანია სწორი ტრაფიკის მოზიდვა. თუ უბრალოდ შემთხვევით მომხმარებლებს მოიზიდავთ, მათი უმეტესობა არ დაინტერესდება თქვენი შეთავაებებით. შესაძლოა დახარჯოთ ფული და დრო, მაგრამ ვერ მიიღოთ ვერანაირი შედეგი. თითქოს ყველაფერს სწორად აკეთებთ, მაგრამ არაფერი გამოგდით. ამ პრობლემის გადასაჭრელად, უპირველეს ყოვლისა, განსაზღვრეთ თქვენი აუდიტორია. შეისწავლეთ მათი ასაკი, ინტერესები და საჭიროებები.

შეარჩიეთ ტრაფიკის ისეთი წყაროები, რომლებიც თქვენს პროდუქტს შეესაბამება. გამოიყენეთ რეკლამები, ბლოგები ან სოციალური ქსელები, რომლებიც თქვენი აუდიტორიისთვისაა შესაფერისი. ფოკუსირდით არა უბრალოდ რიცხვებზე, არამედ ხარისხზეც. მყიდველთა მცირე ჯგუფი იმაზე უკეთესია, ვიდრე ათასობით დაწკაპუნება, რომლებიც არასდროს კონვერტირდება.

შეცდომა #2 – კონტენტის შექმნა უბრალოდ პოსტის გამოსაქვეყნებლად

ზოგიერთ პარტნიორს ჰგონია, რომ აქტიურობა, ბლოგზე პოსტების ან ვიდეოების გამოქვეყნება საკმარისია კარგი შედეგების მისაღებად. კონტენტი, რომელსაც სინამდვილეში ნულოვანი ღირებულება გააჩნია, ბიზნესს არ ეხმარება საძიებო სისტემებში გამოჩენაში ან გაყიდვებში. ეს მარტივი არაა. საძიებო სისტემები დღეს მკაცრ ყურადღებას ამახვილებს ხარისხზე და იგივეს თქმა შეიძლება თქვენს მკითხველზეც. 

დაბალხარისხიანი კონტენტი აზიანებს ნდობასაც. თუ არ არსებობს პრობლემა, რომლის გადაჭრის გზების ძიებაშიც მკითხველი აწკაპუნებს სტატიაზე, რომელიც მას სწრაფი გამოსავლის პოვნას ჰპირდება, მაგრამ არ აძლევს ღირებულ ინფორმაციას და აკარგვინებს დროს, მკითხველი აღარსოდეს დაგიბრუნდებათ. ამას აგვირგვინებს ისიც, რომ შესაძლოა მათ სამომავლოდ შეხვდეთ თქვენი კონტენტი, მაგრამ ავტომატურად გამოტოვონ ის. ეს იმას ნიშნავს, რომ დაკარგავთ მკითხველებს. 

გააზიარეთ ისეთი ცოდნა ან შექმენით ისეთი კონტენტი, რომელიც რეალური პრობლემების გადაჭრაზეა ორიენტირებული. შექმენით მიზანზე ორიენტირებული პოსტები. ეს შეიძლება იყოს პროდუქტით სარგებლობის ინსტრუქცია, სერვისების შედარება ან ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა. დარწმუნდით, რომ მკითხველებს აქვთ დარჩენისა და უკან დაბრუნების მიზეზი.

შეცდომა #3 – დაბალხარისხიანი ტრაფიკის არჩევა

იაფი ტრაფიკის ყიდვა თავდაპირველად შესაძლოა გონივრულ ნაბიჯად მოგეჩვენოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა არეკლამებთ მაღალი კონვერტაციის მქონე შეთავაზებებს ფსონების ბაზარზე. მაგრამ, თუ ტრაფიკი სავსეა ბოტებით, ყალბი დაწკაპუნებებით ან დაუინტერესებელი მომხმარებლებით, უბრალოდ ფულს ფლანგავთ. ასეთი მომხმარებლები არ დარეგისტრირდებიან, არ განათავსებენ ფსონებს და არ დარჩებიან საიტზე. სინამდვილეში, შეიძლება გქონდეთ ათასობით მონახულება, მაგრამ ნული დეპოზიტი, რაც პარტნიორული პროგრამების უმეტესობისთვის საგანგაშო სიგნალია.

  • დაბალხარისხიანი მომხმარებლები მხოლოდ წარუმატებელ კონვერტირებას არ ნიშნავს. ამან შეიძლება გაგიფუჭოთ სახელი, შეამციროს თქვენი საშემოსავლო განაკვეთი ან გაგაძევოთ ფსონების დიდი პარტნიორული საიტებიდან.
  • ზოგიერთ საიტს, განსაკუთრებით რეგულირებულ ბაზრებზე, მკაცრი წესები აქვს კარგ ტრაფიკთან დაკავშირებით.

ყოველივე ზემოხსენებულის თავიდან ასაცილებლად შეარჩიეთ რეკლამების სანდო ქსელები ან მიზნობრივი საზოგადოებები. ფოკუსირდით ქვეყნებსა და არხებზე, რომლებიც შეესაბამება ფსონების თქვენს ნიშას.

შეცდომა #4 – CPA პარტნიორული პროგრამების უგულებელყოფა

ბევრი დამწყები ფოკუსირებულია მხოლოს შემოსავლის განაწილებაზე, რადგან მომხმარებლის მიერ დახარჯული თანხიდან წილის მიღება მარტივი ჩანს. მაგრამ ისინი ხშირად უგულებელყოფენ CPA პარტნიორულ პროგრამებს, რომლებიც ერთჯერადად გაცილებით მეტს იხდის. CPA-ს საშუალებით ყოველი კვალიფიციური მოქმედებისთვის (მაგალითად, დარეგისტრირებისთვის ან დეპოზიტის შეტანისთვის) იღებთ ფიქსირებულ გადასახადს.

თუ რეკლამირებას უწევთ ფსონების ან კაზინოს პლატფორმებს, CPA გარიგებები შესაძლოა თქვენთვის დიდ გარღვევად იქცეს. თანხის გამოსამუშავებლად არ დაგჭირდებათ კვირების განმავლობაში ლოდინი. ერთმა კონვერსიამ შესაძლოა 20$, 50$ ან უფრო მეტი თანხაც კი მოგიტანოთ. მაგრამ მოძველებული მოდელების ერთგულებით ბევრი პარტნიორი ხელიდან უშვებს ამ შესაძლებლობას.

ნუ იჩქარებთ, შეადარეთ ერთმანეთს მოდელები და აირჩიეთ ის, რომელიც თქვენს ტრაფიკს ყველაზე კარგად შეესაბამება. თუ თქვენი კონტენტი იზიდავს ახალ, მოტივირებულ მომხმარებლებს, CPA ამად ნამდვილად ღირს. საუკეთესო შემოთავაზებებს შეგიძლიათ გაეცნოთ CPA პარტნიორული პროგრამების ამ გზამკვლევში.

შეცდომა #5 – ცუდი მიზნობრივი გვერდები, რომლებიც მოხმარებლებს გაკარგვინებთ

ყველაფერი სწორად გააკეთეთ – განათავსეთ პოსტი, შექმენით რეკლამები და დააგენერირეთ ტრაფიკი. თუმცა, როცა მომხმარებლები გადადიან მიზნობრივ გვერდზე, ისინი მომენტალურად ტოვებენ მას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მოსაწყენი, არაორგანიზებული ან ნელი გვერდი. 

კომუნიკაცია თქვენს მიზნობრივ გვერდზე იმართება. ეს მომხმარებლებისთვის გადამწყვეტი წერტილია. მოქმედებისთვის დაბალი მოტივაცია უდრის ნულოვან დაწკაპუნებებს. თუ ნდობა დაბალია, განსაკუთრებით როცა საიტი მოძველებულად გამოიყურება და ნელა მუშაობს, მომხმარებლები არ დაინტერესდებიან.

დაიწყეთ კარგი ფოტოების, მოქმედებისკენ მომწოდებელი ძლიერი ფრაზებისა და მოკლე სათაურების გამოყენება. დარწმუნდით, რომ ყველა გვერდი ან ნაწილი სწრაფად იტვირთება და მიმართულია ერთი მიზნისკენ. გამოცადეთ და გამორიცხეთ სხვადასხვა სტილი, სანამ არ იპოვით თქვენთვის საუკეთესო ვარიანტს.

შეცდომა #6 – საძიებო არბიტრაჟის არასაკმარისად ცოდნა

საძიებო არბიტრაჟი ამაღელვებლად ჟღერს – იყიდეთ იაფი დაწკაპუნებები და გამოიმუშავეთ მეტი, როცა მომხმარებლები კონვერტირდებიან. ეს კარგად მუშაობს ზოგიერთი პარტნიორისთვის, განსაკუთრებით მაღალანაზღაურებიან ნიშებში, როგორიცაა ფსონები. მაგრამ რეალური სტრატეგიის გარეშე ამან შეიძლება სწრაფად გახარჯოს თქვენი ბიუჯეტი.

ბევრი გამყიდველი ისე ერთვება ვაჭრობაში, რომ არც ეცნობა წესებს. ისინი წარმუმატებლად არჩევენ სიტყვებს, იყენებენ სუსტ გვერდებს ან მომხმარებლებს გადაამისამართებენ დაბალშემოსავლიან შეთავაზებებზე. შედეგი? უამრავი ხარჯი და არანაირი მოგება.

თუ გსურთ ამ მეთოდის გამოცდა, პირველ რიგში, გაეცანით საძიებო არბიტრაჟის ამ გზამკვლევს. მასში განმარტებულია, როგორ მუშაობს ეს მოდელი 2025 წელს, რა რისკები უნდა აირიდოთ თავიდან და როგორ დაიწყოთ უსაფრთხოდ. არბიტრაჟმა შეიძლება იმუშაოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრული წარმოდგენა გაქვთ ზოგად სურათზე.

შეცდომა #7 – გაყიდვების ნაცვლად მოწონებებზე ფოკუსირება

მარტივია აღფრთოვანდე, როცა შენი პოსტი მოწონებებს, კომენტარებს ან გაზიარებებს აგროვებს. მაგრამ პარტნიორულ მარკეტინგში ეს მაჩვენებლები ყოველთვის არ ნიშნავს წარმატებას. შესაძლოა თქვენი პოსტი ვირუსულად გავრცელდეს, მაგრამ თუ თქვენს ბმულზე არავინ დააწკაპუნებს, არავინ შეიტანს დეპოზიტს – თანხას ვერ გამოიმუშავებთ.

ეს შეცდომა სოციალური მედიის კამპანიებშია გავრცელებული. ადამიანები ფუკუსირდებიან ჩართულობაზე და არა კონვერსიებზე. ვიზუალური მეტრიკები კარგია, მაგრამ ისინი არ ფარავს თქვენს ხარჯებს.

აკონტროლეთ სწორი მონაცემები: 

  • დაწკაპუნებები, 
  • დარეგისტრირებები, 
  • დეპოზიტები, 
  • და გადახდები. 

გამოიყენეთ საკონტროლო ხელსაწყოები, რომ თვალყური ადევნოთ ყოველი მომხმარებლის ქცევას. მიხვდებით, რა მუშაობს და რას არ აქვს აზრი. ფოკუსირდით შედეგებზე და არა რეაქციებზე.

შეცდომა #8 – არაფერს აახლებთ, არაფერს ცდით, არ იზრდებით

ზოგიერთი პარტნიორი იმედოვნებს, რომ მისი კამპანიები ისევე განაგრძობს მუშაობას, როგორც აქამდე, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. ინდუსტრია გამუდმებით ვითარდება და იცვლება. გასული თვის ეფექტური სტრატეგიები შესაძლოა განსხვავდებოდეს დღევანდელი სტრატეგიებისგან. მომხმარებელთა აქტიურობა იცვლება. იცვლება შეთავაზებებიც. ვითარდება შედეგებიც.

თუ თქვენს კამპანიებში არ შეიტანთ სიახლეებს ან არ გამოცდით სხვა მეთოდებს, მიიღებთ გაუარესებულ შედეგებს. ფული დაგეხარჯებათ უაზრო რეკლამებში, რომლებშიც ადამიანებს ინტერესი აქვთ დაკარგული. ტრაფიკს დახარჯავთ გვერდებში, რომლებიც აღარ კონვერტირდება.

გამოცადეთ სატესტო ფსონები, ღილაკები, შეთავაზებები და ახალი წყაროები ან მიზნობრივი გვერდები. ნუ შეწყვეტთ თქვენი ცოდნის მიღებული მეტრიკების საფუძველზე გაზრდას. მნიშვნელოვანი მიღწევები შესაძლოა მცირე ცვლილებების დამსახურება იყოს.

შეცდომა #9 – კონკურენტებისთვის მიბაძვა გეგმის გარეშე

ჭკვიანურია ნახოთ, რას აკეთებენ სხვები. კონკურენტებზე დაკვირვება შესაძლოა ახალი იდეების გაჩენასა და ბაზრის ათვისებაში დაგეხმაროთ. მაგრამ სხვების გეგმების მიბაძვა არ მოგიტანთ წარმატებას! ის, რაც ერთი პარტნიორისთვის მუშაობს, შესაძლოა არ მუშაობდეს მეორესთვის: მათი აუდიტორია, საუბრის სტილი, შეთავაზებები და სახსრები შესაძლოა მკვეთრად განსხვავდებოდეს თქვენისგან.

თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ მათ ფარულ მიზნებზეც. შესაძლოა ისინი სარისკო სტრადეგიას ცდიან. შესაძლოა ფასიან ტრაფიკს მართავენ, უზარმაზარი ბიუჯეტით. ან იქნებ რაღაცას არასწორად აკეთებენ და თქვენც იმეორებთ მათ წარუმატებელ მეთოდს. კონტექსტის გარეშე რისკავთ მათი შეცდომების გამეორებას, მათგან ახლის სწავლის ნაცვლად.

აი, რა უნდა გააკეთოთ სანაცვლოდ:

  • დააკვირდით, მაგრამ არ დააკოპიროთ.
  • ისესხეთ იდეები, მაგრამ მოარგეთ ისინი თქვენს სტილსა და მომხმარებლებს.
  • ფოკუსირდით თქვენი აუდიტორიის რეალურ საჭიროებებზე და არა თქვენი კონკურენტის დიზაინსა თუ ფერთა სქემაზე.
  • გამოცადეთ ყველაფერი. 

თქვენი კონტენტი თქვენთვის სახასიათო უნდა იყოს და არ უნდა ბაძავდეს სხვას. თქვენი მიზნობრივი გვერდი უნდა ასახავდეს თქვენს შეთავაზებას და არა ზოგად შაბლონს. ყველაზე წარმატებული პარტნიორები თავიანთი სტრატეგიებით ქმნიან ღირებულებას. ისწავლეთ, გამოცადეთ და გაიზარდეთ – უბრალოდ ნუ მიბაძავთ სხვებს. გამორჩეულობა ზრდის ნდობას. ნდობა კი ზრდის კონვერსიებს.

შეცდომა #10 – მომხმარებლებთან კავშირის არარსებობა

პარტნიორული მარკეტინგი არ ნიშნავს უბრალოდ დაწკაპუნებებს – ის ნდობაზეა აგებული. თუ მომხმარებლებს არ აქვთ თქვენი ნდობა, ისინი არ გაითვალისწინებენ თქვენს რჩევებს, არ დააწკაპუნებენ თქვენს ბმულზე და არ შეიტანენ დეპოზიტს. ბევრი პარტნიორი ტოვებს ამ ნაწილს. ისინი ფოკუსირებულები არიან ტრაფიკზე და უგულებელყოფენ ურთიერთობების დამყარებას.

აი, როგორ გამოიყურება ძლიერი კავშირი:

  • მომხმარებლებს აძლევთ გულწრფელ რეკომენდაციებს, არა უბრალოდ რეკლამებს.
  • უპასუხებთ კომენტარებს ან ელფოსტებს.
  • ადგენთ ელფოსტის მისამართების სიას და აგზავნით სასარგებლო სიახლეებს.
  • თქვენი კონტენტი ადამიანურად ჟღერს და არა ისე, როგორც რობოტით შექმნილი.

ნდობის გარეშე მომხმარებლებმა შესაძლოა ერთხელ დააწკაპუნონ ბმულზე და გაუჩინარდნენ. ნდობის წყალობით კი ისინი ბრუნდებიან და ხელახლა კონვერტირდებიან. დაიწყეთ ნამდვილი, თუნდაც პატარა საზოგადოების შექმნით.

შეცდომა #11 – ხელსაწყოებს, ნიშებსა და ტაქტიკებს შორის მუდმივად გადართვა

როცა ვერ ხედავთ სწრაფ შედეგებს, ყველაფრის შეცვლის სურვილი გიჩნდებათ. ცდით ახალ შეთავაზებას. ცვლით ნიშას. იყენებთ სხვა ხელსაწყოს. მაგრამ ხშირი ცვლილებები ნიშნავს იმას, რომ არასდროს ქმნით რაიმე სტაბილურს.

პარტნიორულ სფეროში წარმატების მიღწევას დრო სჭირდება. ახალ სისტემაზე გადასვლამდე უნდა გამოცადოთ, შეისწავლოთ და გაზარდოთ ერთი სისტემა.

ერიდეთ შემდეგ ჩვევებს:

  • 5 ნიშის გამოცდა ერთ თვეში.
  • შედეგების მიღებამდე პლატფორმების შეცვლა.
  • ყოველი ახალი ხელსაწყოს გამოყენება, რომელიმე მათგანის კარგად ათვისების გარეშე.

სანაცვლოდ, შეარჩიეთ ერთი მიმართულება და ნუ გადაუხვევთ მას გარკვეული დროის განმავლობაში. ფოკუსირებას მოაქვს შედეგი. გაფანტული ძალისხმევა არაფერს მოგიტანთ.

შეჯამება – გამოასწორეთ ეს შეცდომები და დააკვირდით თქვენი შემოსავლის ზრდას

პარტნიორულ მარკეტინგში ბევრი შეცდომა ფარულია. მათი შემჩნევა რთულია. სწორედ ამიტომ კარგავს ბევრი პარტნიორი ფულს მიზეზის ცოდნის გარეშე.

აი, რის გაკეთება შეგიძლიათ დღეს:

  • აკონტროლეთ სწორი მონაცემები.
  • გააუმჯობესეთ ტრაფიკის ხარისხი.
  • გამოიყენეთ უკეთესი მიზნობრივი გვერდები.
  • შეისწავლეთ CPA პარტნიორული პროგრამები.
  • გამოცადეთ ყველაფერი და ენდეთ პროცესს.

თუ ამ ფარული საფრთხეებიდან თუნდაც რამდენიმეს აღმოფხვრით, შეამჩნევთ უკეთეს მაჩვენებლებს, უკეთეს მომხმარებლებსა და უკეთეს გადახდებს. პარტნიორული მარკეტინგი აჯილდოებს მათ, ვისაც შეუძლია სწავლა, ვითარებაზე მორგება და ფოკუსირების შენარჩუნება.