iGaming-ის პარტნიორული მარკეტინგის სწორი პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევა დღეს აღარ არის არჩევითი — ეს აუცილებლობაა ბრენდებისთვის, რომლებიც გადატვირთულ და სწრაფად ცვალებად სათამაშო ინდუსტრიაში საქმიანობენ. ძლიერი კონკურენციისა და მკაცრი რეგულაციების პირობებში iGaming-ის წარმატებული პარტნიორული მარკეტინგი მოითხოვს პროგრამებს, რომლებიც აკონტროლებს ყველა ქმედებას, მართავს საკომისიოების კომპლექსურ მოდელებს და რეალურ დროში უზრუნველყოფს ანალიტიკას, რაც გეხმარებათ უფრო გონივრული გადაწყვეტილებებისა და მაღალი შემოსავალების მიღებაში.

პარტნიორული მარკეტინგის პროგრამული უზრუნველყოფის მნიშვნელობა iGaming-ის ინდუსტრიაში

აზარტული ონლაინთამაშების სექტორში ციფრული პარტნიორების მართვა მხოლოდ ცხრილებსა და მარტივ ტრეკერებს არ მოიცავს. პარტნიორული პროგრამული უზრუნველყოფა შემუშავებულია არა მხოლოდ დაწკაპუნებებისა და რეგისტრაციების, არამედ კაზინოებისა და სპორტული ფსონების მომხმარებელთა ქცევის, პირველი დეპოზიტების, ბალანსის შევსებების, თამაშების მოცულობებისა და მოთამაშის ღირებულების კონტროლისთვის. უმაღლესი დონის სისტემები რეალურ დროში 50-ზე მეტი მოთამაშის ქმედებას აკონტროლებს — რეგისტრაციით დაწყებული, ბონუსის განაღდებით დამთავრებული.

iGaming-ის რეგულირებულ ბიზნესში შესაბამისობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კონვერსია. ეფექტური ხელსაწყოები მხარს უჭერს შეზღუდვებს გეოგრაფიულ რეგიონებში, მრავალვალუტიან გადახდებსა და მრავალდონიან საკომისიოებს, რაც აუცილებელია ისეთი ბაზრებისთვის, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და შვედეთი. უნივერსალური სისტემებისგან განსხვავებით, ეს პლატფორმები მორგებულია სათამაშო რეგულაციებზე, მოქნილ გადახდებსა და თაღლითობის გამოვლენაზე, ისეთი ფუნქციებით, როგორებიცაა გადახდების დაბრუნების შეტყობინება და ანომალური ტრაფიკის მონიტორინგი.

სასარგებლო ფუნქციები iGaming-ის პარტნიორული პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევისას

iGaming-ში სწორი ინსტრუმენტის შერჩევა ნიშნავს კონტროლს, სისწრაფესა და ზუსტ მონაცემებს. სულ რამდენიმე პლატფორმა აკმაყოფილებს მოთხოვნებს iGaming-ის პარტნიორული მარკეტინგის თანამედროვე პლატფორმისთვის, რომელიც შემუშავებულია მაღალი მოცულობის ოპერაციებისთვის. ქვემოთ მიმოხილულია ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლები:

რეალურ დროში კონტროლი და მონაცემთა გამჭვირვალობა

ანგარიშგების დაგვიანება ხარჯებთანაა დაკავშირებული. iGaming ინდუსტრიაში რეალურ დროში კონტროლი აუცილებელია ტრაფიკის ტენდენციებზე სწრაფად რეაგირებისთვის, ბიუჯეტის ფუჭი ხარჯვის თავიდან ასაცილებლად და გადახდებთან დაკავშირებული პრობლემების ოპერატიულად გადასაჭრელად. ეს უზრუნველყოფს, რომ გუნდები გადაწყვეტილებებს იღებენ არა მოძველებულ ანგარიშებზე, არამედ მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით.

მოძებნეთ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც გთავაზობთ:

  • რეალურ დროში განახლებად დაფებს, რომლებზეც ასახულია FTD, შემოსავლები და მოთამაშეთა გადინების მაჩვენებლები;
  • ბრენდის, გეოგრაფიული რეგიონის ან ტრაფიკის წყაროს მიხედვით მორგებულ ფილტრებს;
  • კონვერსიის დროის მაჩვენებლით მონიშნულ მარშრუტებს.

ეს მყისიერ ინფორმაციას აწვდის მენეჯერებს არაეფექტური კამპანიების შესახებ, ბიუჯეტის გაფლანგვის თავიდან ასაცილებლად. რეალურ დროში კორექტირება ამცირებს გადახდის შეცდომებს და აუმჯობესებს პარტნიორული მარკეტინგის არხებში ინვესტიციის დაბრუნებას (ROI).

თაღლითობისგან დაცვის ჩაშენებული სისტემა

ტრაფიკის ხარისხი არასტაბილურია. სულ უფრო მზარდ პრობლემას წარმოადგენს თაღლითობა, მათ შორის, თვითრეფერალები, მრავალია ანგარიშის ფლობა და ყალბი რეგისტრაციები. მოწინავე პარტნიორული სისტემები იყენებს IP დუბლირების შემოწმებას, საეჭვო დაწკაპუნებების სიჩქარის კონტროლსა და კონვერსიის დადასტურებას, რათა გამოავლინოს და დაბლოკოს არასაიმედო ან თაღლითური ტრაფიკი.

პირველ რიგში, ყურადღება უნდა გამახვილდეს თაღლითობასთან ბრძოლის ძირითად ინსტრუმენტებზე:

  • S2S-ის შემდგომი დადასტურება (დეპოზიტზე დაფუძნებული ქმედებების დადასტურება);
  • IP მისამართებისა და მოწყობილობის იდენტიფიკაცია;
  • ბოტის აღმოჩენა და VPN-ის ამოცნობა.

ისეთ რეგულირებულ ბაზრებზე, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, სადაც პოტენციური მომხმარებლების შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდებამ შესაძლოა ჯარიმები გამოიწვიოს, შემოსავლებისა და რეპუტაციის დასაცავად ოპერატორები ამ დონის დაცვას ენდობიან. წარმადობაზე ორიენტირებულ სისტემებში თაღლითობის ფილტრები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა მარკეტინგის ეფექტურობაზე ორიენტირებულ, მასშტაბურ კამპანიებში შენარჩუნებული იყოს ნდობა.

ინდივიდუალური საკომისიოების მოდელები

არ არსებობს ორი პარტნიორი კონვერსიის იდენტური მაჩვენებლებით. ერთმა შეიძლება მაღალი დეპოზიტის მქონე მოთამაშეები ფასიანი ტრაფიკის საშუალებით მიიზიდოს, მეორემ კი – Twitch-ის ან Telegram-ის მეშვეობით. iGaming-ის საუკეთესო პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას გაძლევთ შექმნათ:

  • CPA, RevShare, ან ჰიბრიდული გეგმები;
  • მოცულობით მრავალდონიანი სტრუქტურები ან გეოგრაფიული რეგიონი;
  • საკომისიოს დროში შეზღუდული წანამატები.

მოქნილი წესები ზრდის პარტნიორების კმაყოფილებას და საშუალებას გაძლევთ, უკეთესად აკონტროლოთ შეძენის ხარჯები სხვადასხვა აუდიტორიასა და რეგიონებში.

CRM სინქრონიზაცია და კამპანიის მიკუთვნება

შედეგი ბალანსის შევსებით არ მთავრდება. ხელსაწყოებს, რომლებიც პარტნიორულ კამპანიებს თქვენს CRM-თან აკავშირებს, შეუძლი აკონტროლოს მოთამაშის ღირებულება, მომხმარებლების გადინების მაჩვენებელი და გაყიდვების დამატებითი შესაძლებლობები.

ინტეგრაციის სასარგებლო ფუნქციები მოიცავს:

  • კამპანიებში მოთამაშეების ავტომატურ მონიშვნას;
  • ქცევით გამოწვეულ მოქმედებებს (მაგ., ბონუსები ანგარიშზე მესამედ შესვლისას);
  • პოტენციური მომხმარებლის სასიცოცხლო ციკლის ანგარიშგება.

ეს პარტნიორული პროგრამის მენეჯერებს ეხმარება მოთამაშის არა მხოლოდ სწრაფი მოგების, არამედ გრძელვადიანი ღირებულების ოპტიმიზაციაში.

მრავალენოვანი და მრავალვალუტიანი მხარდაჭერა

გლობალური ოპერაციები ლოკალიზებულ მხარდაჭერას მოითხოვს. პარტნიორული მარკეტინგის მოწინავე პროგრამულ უზრუნველყოფას გააჩნია:

  • 15-ზე მეტი ენა და 25-ზე მეტი ვალუტა;
  • ვალუტის კონვერტაცია რეალური გაცვლითი კურსებით;
  • კონკრეტული ქვეყნის სპეციფიკური საგადასახადო მოთხოვნების (მაგ., დღგს, საქონლისა და მომსახურების გადასახადის)დაცვა.

ეს მნიშვნელოვანია ბრენდებისთვის, რომლებიც ორიენტირებულია ლათინური ამერიკის, აზიის ან დსთ-ს რეგიონებზე, სადაც პარტნიორული გამოცდილება გავლენას ახდენს რეგისტრაციის მაჩვენებლებზე. ლოკალიზებული ინტერფეისი ზრდის არაინგლისურენოვან რეგიონებში მომხმარებლის შენარჩუნების შანსს.

მასშტაბირება და მომსახურების ხარისხი

პლატფორმა უნდა გაფართოვდეს თქვენს პარტნიორთა ბაზასთან ერთად. ზოგიერთი ოპერატორი 10000-ზე მეტ აქტიურ პარტნიორს (მიკროკონტენტის შემქმნელებით დაწყებული, მედიაჯგუფებით დამთავრებული) მართავს. ისეთი სისტემები, როგორებიცაა Scaleo და Cellxpert, მხარს უჭერს:

  • შეუზრუდავი რაოდენობის ანგარიშებსა და ტრაფიკის დაჯგუფებას;
  • მრავალბრენდიანი კამპანიის მართვას;
  • შეუფერხებელი მუშაობის გარანტიებს (99.9%).

მაღალი მოცულობის პროგრამებში მომსახურების შეფერხებები მნიშვნელოვან დანაკარგს იწვევს. კამპანიის უკეთესი შედეგიანობისა და უწყვეტი მუშაობის გზით ეფექტური სისტემები ამცირებს პარტნიორების გადინებას და ზრდის სათამაშო პარტნიორების მოგებას.

პარტნიორული მარკეტინგის პროგრამული უზრუნველყოფის ტიპები iGaming ინდუსტრიაში

iGaming-ის პარტნიორული პროგრამები მნიშვნელოვნად განსხვავდება სტრუქტურით, აუდიტორიითა და ტექნოლოგიური საჭიროებებით. სწორედ ამიტომ, არ არსებობს ყველასთვის შესაფერისი, უნივერსალური გადაწყვეტა. ხელსაწყოების უმეტესობა იყოფა სამ ძირითად კატეგორიად და თითოეულს აქვს თავისი უპირატესობები, რომლებიც დამოკიდებულია მუშაობის პარამეტრებზე. ამ კატეგორიების გააზრება ოპერატორებს ეხმარება iGaming-ის პროგრამული უზრუნველყოფის  სწორად არჩევაში, ზრდის ეტაპის, შესაბამისობის საჭიროებებისა და პარტნიორების რაოდენობის მიხედვით.

დამოუკიდებელი პარტნიორული პლატფორმები

დამოუკიდებელი პლატფორმები წარმოადგენენ მესამე მხარის სისტემებს, რომლებიც შემუშავებულია კაზინოს ან სპორტული ტოტალიზატორის ოპერატორებისგან დამოუკიდებლად. ჩაშენებული ან არაბრენდირებული ხელსაწყოებისგან განსხვავებით, ისინი არაა მიბმული ერთ სათამაშო ბრენდზე ან პროვაიდერის ეკოსისტემაზე. ეს მათ იდეალურს ხდის იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც პარტნიორულ მარკეტინგში ეძებს მასშტაბირებას, კამპანიის ინდივიდუალურ კონტროლსა და მრავალბრენდიან მართვას.

ეს ხელსაწყოები ხშირად გამოიყენება საშუალო და დიდი ზომის ოპერაციებში, რომლებიც საჭიროა მრავალი მიმართულების (მაგალითად, კაზინოს, სპორტული ტოტალიზატორის, ელექტრონული სპორტისა და ფენტეზის) ერთიან სისტემაში მართვა. დამოუკიდებელი სისტემები გამოირჩევა API-ს მოქნილობით, დამოუკიდებელი ჰოსტინგითა და გაფართოებული ანალიტიკური შრეებით.

დამოუკიდებელი პლატფორმების ძირითადი უპირატესობები:

  • სრული კონტროლი ანგარიშგების მაჩვენებლებსა და მონაცემთა სტრუქტურაზე;
  • ნებისმიერ კაზინოსთან ან CRM სისტემასთან თავისუფალი დაკავშირება;
  • ბრენდინგის მოქნილობა და ბრენდირების შესაძლებლობები;
  • სხვადასხვა სისტემებიდან მრავალი პროგრამის ჰოსტინგის შესაძლებლობა.

აქ მოყვანილია სამი წამყვანი მაგალითი, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ამ დარგში:

Scaleo

Scaleo არის პარტნიორული მარკეტინგის მაღალხარისხიანი პლატფორმა, რომელიც ცნობილია რეალურ დროში ანგარიშგებით, მორგებადი დაფებითა და თაღლითობისამოცნობის ინტეგრირებული სისტემით. ის პოპულარულია ევროპელ ოპერატორებს შორის და მხარს უჭერს რთულ საკომისიო წესებსა და მრავალდონიან პარტნიორულ სტრუქტურებს.

ძირითადი შესაძლებლობები მოიცავს:

  • კონვერსიის კონტროლს მოწყობილობისა და ბრაუზერის დონეზე;
  • Smartlink ტექნოლოგიას, დინამიკურ შეთავაზებაზე მიმართული კამპანიებისთვის;
  • მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციასთან (GDPR) თავსებად მონაცემთა დამუშავებას;
  • 30-ზე მეტი ენის ვარიანტსა და მრავალი ტიპის ვალუტის მხარდაჭერას.

Scaleo-ს ხშირად ირჩევენ ოპერატორები, რომლებიც ბრენდებს უშვებენ სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში, როგორებიცაა ლათინური ამერიკა, ინდოეთი და სკანდინავია, სადაც ლოკალიზაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

Post Affiliate Pro

Post Affiliate Pro დიდი ხნის პლატფორმაა, რომელსაც სათამაშო ოპერატორები და სხვა დარგები იყენებენ. ის მხარს უჭერს ინდივიდუალური საკომისიოს წესებს, ქუქი-ფაილების მოქმედების ხანგრძლივობასა და რეფერალურ სტრუქტურებს. მისი მოდულური ინტერფეისი ინტეგრირდება CRM-თან, ელფოსტასა და გადახდის ინსტრუმენტებთან.

ძირითადი მახასიათებლები:

  • განმეორებითი საკომისიოები და წახალისება შედეგიანობის საფუძველზე;
  • კამპანიების დაჯგუფება ტრაფიკის წყაროს ან სარეკლამო შეთავაზების მიხედვით;
  • კონტროლის მრავალი მეთოდი, მათ შორის, ფლეშ ქუქი-ფაილები და IP მონიტორინგი.

მისი სანდოობისა და მომხმარებელთა მხარდაჭერის რეპუტაცია მას პარტნიორების გრძელვადიან შენარჩუნებაზე ორიენტირებული პროგრამებისთვის საუკეთესო არჩევნად აქცევს.

Everflow

Everflow საკუთარ თავს არა ტრადიციულ პარტნიორულ პროგრამულ უზრუნველყოფად, არამედ ახალი თაობის, შედეგებზე ორიენტირებულ პლატფორმად წარმოაჩენს. ის გთავაზობთ ძლიერ ანალიტიკას, მიზნობრივი აუდიტორიის დეტალურ მართვასა და ავტომატიზირებულ სამუშაო პროცესებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ექსკლუზიურად iGaming-ისთვის არ არის განკუთვნილი, ის სულ უფრო ხშირად გამოიყენება iGaming-ის პარტნიორული მარკეტინგის პლატფორმის კონფიგურაციებში, რომლებიც ეყრდნობა ინფლუენსერულ კამპანიებს, ფასიან ტრაფიკს და მომხმარებლის მოზიდვის მრავალარხიან სტრატეგიებს.

მნიშვნელოვანი მახასიათებლები:

  • „დაწკაპუნებიდან კონვერსიამდე“ ჩაშენებული ძაბრის ვიზუალიზაცია;
  • ინტეგრაცია ფასიან მედიაპლატფორმებთან (Google, Facebook);
  • რეკომენდაციები ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით;
  • დაწკაპუნების დონზე ჩადენილი თაღლითობის ანალიზი რეალურ დროში.

Everflow-ს ხშირად იყენებენ ოპერატორები, რომლებიც დიდწილად არიან დამოკიდებულნი ინფლუენსერების, ფასიანი ტრაფიკის არბიტრაჟისა და მედიაშესყიდვების (განსაკუთრებით პირველი დონის ბაზრებზე, სადაც მოგების მარჟა უფრო დაბალია) საფუძველზე მართულ პარტნიორულ მარკეტინგზე.

კაზინოს/სპორტული ტოტალიზატორის პროვაიდერების მიერ ჩაშენებული ხელსაწყოები

ყველა ოპერატორს არ სჭირდება ტექნოლოგიური სტეკის ნულიდან აშენება. ბრენდებისთვის, რომლებიც იყენებს ბრენდირებულ ან მზა პლატფორმებს, პარტნიორული მარკეტინგის  კაზინოს ან სპორტული ტოტალიზატორის პროვაიდერის მიერ ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფა ამარტივებს კამპანიის გაშვებასა და ინტეგრაციას. ეს ხელსაწყოები უშუალოდ სერვერშია ჩაშენებული და კამპანიის მესამე მხარის ლიცენზიების გარეშე კონტროლის, საკომისიოს პარამეტრებისა და ანგარიშგებაზე მყისიერ წვდომას გთავაზობთ.

დამოუკიდებელი პლატფორმებისგან განსხვავებით, ჩაშენებული სისტემები უპირატესობას ანიჭებს არა სრულ პერსონალიზაციას, არამედ შიდა თანმიმდევრულობასა და სწრაფ ინტეგრაციას. მცირე გუნდებისთვის ან მათთვის, ვინც ბაზარზე სწრაფ რეალიზაციას ანიჭებს პრიორიტეტს, კონტროლისა და ავტომატიზაციის ეს ბალანსი ხშირად უფრო ეფექტურია.

Affilka SoftSwiss-ისგან

Affilka შექმნილია iGaming ბიზნესის ოპერატორებისთვის, SoftSwiss-ის პლატფორმის გამოყენებით. ის პარტნიორულ პროგრამებს ერთი ადმინისტრაციული პანელის ქვეშ აერთიანებს და მხარს უჭერს მრავალბრენდიან მართვას, რაც იძლევა ერთი ინტერფეისიდან რამდენიმე კაზინოს ან ფსონების ბრენდის მუშაობის საშუალებას. გადახდის მისი ინტეგრირებული მოდული გამორიცხავს გარე ბილინგის საჭიროებას; ყველა გადახდას ერთი კონტრაქტი ამუშავებს.

ძირითადი შესაძლებლობები მოიცავს:

  • მოქნილი საკომისიოს კონსტრუქტორს, წესებზე დაფუძნებული დეტალიზებული მოდელებისთვის (RevShare, Hybrid, CPA);
  • სერვერიდან სერვერზე უკუგადაცემას, რეალურ დროში კონვერსიის კონტროლისთვის;
  • მონაცემთა ყოველ 15 წუთში განახლების სიხშირეს, რაც თითქმის მყისიერ ანგარიშგებას უზრუნველყოფს;
  • პარტნიორის მიერ პარტნიორული კომპანიის მიზნობრივი გვერდის პერსონალიზაციასა და მედიაკონტენტის მინიჭებას.

პროგრამული უზრუნველყოფა სრულად შეესაბამება ISO 27001 სტანდარტს, რაც აუცილებელია რეგულირებულ იურისდიქციებში მომუშავე ოპერატორებისთვის. ზოგიერთი გარე ინსტრუმენტისგან განსხვავებით, Affilka, რომელიც შექმნილია პარტნიორული მარკეტინგის ოპერაციების გასამარტივებლად, არ გთავაზობთ დანამატების სრულ ბაზრებს, თუმცა მისი უსაფრთხოების სტანდარტები და გამარტივებული სტრუქტურა კარგად ერგება მზარდ ბრენდებს, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებს შიდა კონტროლსა და სწრაფ მასშტაბირებას.

PartnerMatrix EveryMatrix-ისგან

PartnerMatrix iGaming-ის პარტნიორული მარკეტინგის პროგრამული უზრუნველყოფაა, რომელიც ფართოდ გამოიყენება ინდუსტრიაში და ინტეგრირებულია EveryMatrix-ის პაკეტში. მისი ორმაგი ინტერფეისი – ერთი ოპერატორებისთვის, მეორე პარტნიორებისთვის – მხარს უჭერს შეთავაზების სწრაფ დაყენებასა და მკაფიო კომუნიკაციას, გარე ხელსაწყოების გარეშე.

ძირითადი მახასიათებლები:

  • ყოველდღიური, 24-საათიანი მხარდაჭერა და ხარვეზებისაღმოფხვრის სპეციალური ციკლები;
  • კამპანიის დაჯგუფება გეოგრაფიული რეგიონის, მოწყობილობისა და ბრენდის მიხედვით;
  • პარტნიორების მრავალდონიანი მართვა, მათ შორის, ქვეპარტნიორების ანგარიშგება;
  • კონტენტის მიზნობრივ გვერდებსა და კრეატიულ ელემენტებზე მორგებული ბლოკები.

2015 წლიდან PartnerMatrix გაფართოვდა და, მსოფლიოს მასშტაბით, 100-ზე მეტ ბრენდს უჭერს მხარს. მას იყენებენ როგორც ნიშური ოპერატორები, ისე პირველი დონის კომპანიები. მოწინავე მარკეტინგული ავტომატიზაციისა და მომხმარებლის დაჯგუფების წყალობით ის იდეალურია პარტნიორული მარკეტინგის გუნდებისთვის, რომლებიც ორიენტირებულები არიან შედეგებზე და ეძებენ აუდიტორიაზე გასვლის უფრო გონივრულ სტრატეგიებს, კოდირებაზე დამოკიდებულების გარეშე.

BetConstruct-ის პარტნიორული სისტემა

BetConstruct-ის ჩაშენებული პარტნიორული პროგრამული უზრუნველყოფა ფუკუსირებულია მოხერხებულობაზე და აღჭურვილიაახალი დიზაინის დაფით, რომელიც მორგებულია როგორც დესკტოპის, ის მობილურ ზე. ოპერატორები პირდაპირ ეთერში, ვიზუალური ანალიტიკის მხარდაჭერით მართავენ ბონუსებს, კამპანიებსა და მომხმარებელთა ნაკადებს.

ძირითადი მახასიათებლები:

  • მრავალვალუტიანი და მრავალდონიანი საკომისიოების ლოგიკა;
  • S2S კონტროლი, მოვლენებზე დაფუძნებული ზუსტი ანგარიშგებისთვის;
  • პერსონალისა და პარტნიორის დონეებისთვის ნებართვების მინიჭების ინდივიდუალური კონტროლი;
  • ხელით გადახდის ვარიანტები და JSON/XML ბანერული არხები.

ის გამოირჩევა UX დიზაინით. დასარეგულირებელი ვიზუალური რეჟიმებითა და მთლიანი შემოსავალის, გადასახადებისა და ადმინისტრაციული ხარჯების მაჩვენებლებზე მყისიერი წვდომით ის მხარს უჭერს გუნდებს, რომლებსაც სჭირდებათ როგორც ოპერაციული სიცხადე, ისე დეტალური სარეკლამო ინფორმაცია.

პარტნიორული ქსელები iGaming შეთავაზებებით

პარტნიორული ქსელები ონლაინთამაშების ბრენდებს შემსყიდველი პარტნიორების ფართო სპექტრთან აკავშირებს. ერთი ბრენდის სისტემებისგან განსხვავებით, ისინი მოიცავს ტრაფიკს, შეთავაზებებსა და გადახდებს მრავალ სეგმენტში, სლოტებითა და სპორტული ტოტალიზატორებით დაწყებული, პოკერითა და ფენტეზი სპორტით დამთავრებული. iGaming ბიზნესისთვის ისინი მასშტაბირებას, სიჩქარესა და დამკვიდრებულ სარეკლამო არხებზე წვდომას სთავაზობს.

პარტნიორული მარკეტინგის პლატფორმის ღირებულებას აქ წარმოადგენს ჯგუფთაშორისი პარტნიორობა, რეგიონითან შესაბამისობა და ტრაფიკის მრავალფეროვანი წყაროების მართვა, ანგარიშგებისა და ფინანსური ამოცანების ავტომატიზაციის პარალელურად. ქვემოთ მოცემულია პარტნიორული მარკეტინგის პროგრამული უზრუნველყოფის სამი დადასტურებული მაგალითი, რომლებიც შექმნილია iGaming ინდუსტრიის გლობალური ზრდის მხარდასაჭერად:

Cellxpert

Cellxpert ფუნქციონირებს როგორც ცენტრალიზებული პარტნიორული პროგრამული უზრუნველყოფა, რაც iGaming-ის რეკლამის განმთავსებლებს სრულ კონტროლს აძლევს რეგისტრაციაზე, კონტროლზე, შესაბამისობასა და პარტნიორულ გადახდებზე. ის დეტალური დაჯგუფების საშუალებას იძლევა, რაც ოპერატორებს აძლევს საშუალებას, სამიზნე აუდიტორია დააჯგუფონ ქცევის, გეოგრაფიული რეგიონის ან შედეგების მიხედვით. „იცნობდე შენს მომხმარებელს“ (KYC) ინტეგრირებული პოლიტიკა და მარეგულირებელი ხელსაწყოები ამარტივებს პარტნიორების სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად შემოწმებას.

ძირითადი მახასიათებლები მოიცავს:

  • რებრენდინგს საფირმო პორტალების მეშვვეობით;
  • GDPR-თან თავსებადი დოკუმენტების შენახვასა და გადახდის ჟურნალებს;
  • მოქნილ CPL, CPA, RevShare და ჰიბრიდულ საკომისიო კონფიგურაციებს;
  • CRM სისტემებიდან რეალურ დროში API-სთან დაკავშირებულ ანგარიშგებას;
  • HTML5 სარეკლამო ინსტრუმენტებს დინამიკური, კრეატიული კონტენტის მოწოდებისთვის.

პარტნიორულ მარკეტინგში მისი ძირითადი ღირებულება გამჭვირვალობაა; ყველა მოვლენა, კონვერსია და გადახდის ეტაპი ზუსტად აღირიცხება. ეს აუმჯობესებს იROI-ს კონტროლს მოწყობილობის, წყაროსა და კამპანიის მიხედვით, რაც გუნდებს უფრო მკაფიო წარმოდგენას უქმნის კლიენტების მოზიდვის ეფექტურობაზე.

Income Access

Income Access, რომლის მფლობელიც Paysafe-ა, iGaming-ის სანდო პარტნიორული პროგრამული უზრუნველყოფაა, რომელიც ემსახურება ლატარიას, სპორტს, ბინგოსა და სხვა მიმართულებებს. ის, საკუთარი ქსელური ინფრასტრუქტურის მეშვეობით, მხარს უჭერს პარტნიორული კომპანიების სრულ სასიცოცხლო ციკლს, დაქირავებიდან და ინტეგრაციიდან დაწყებული, კონტროლითა და შეკვეთების შესრულებით დამთავრებული.

ძირითადი მაჩვენებლები:

  • მრავალარხიანი კონტროლი (ვებგვერდები, სოციალური ქსელები, აპი);
  • ინდივიდუალური ინტეგრაცია ახალი პარტნიორული პროგრამებისთვის;
  • მხარს უჭერს CPA, CPI, CPL და RevShare გეგმებს;
  • ჩაშენებული სარეკლამო სერვერი გეოგრაფიული რეგიონებზე/მოწყობილობებზე ორიენტირებით;
  • სიღრმისეული დაჯგუფებატრაფიკისა და კონვერსიის ანალიზისთვის.

პარტნიორული მარკეტინგის მისი მხარდაჭერა, რომელსაც კაზინოს წამყვანი ოპერატორები ირჩევენ, სცდება ინსტრუმენტებს და მომხმარებლებს სთავაზობს ადამიანურ ხელმძღვანელობას კონტენტის, პროგრამის განვითარებისა და სტრატეგიული პარტნიორების მოზიდვის მიმართულებით. მისი ფართო გეოგრაფიული მასშტაბი და მრავალვერტიკალური დიზაინი ოპერატორებს ეხმარება ტრაფიკისა და შემოსავლების წყაროების გაფართოებაში.

MyAffiliates

MyAffiliates, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 70-ზე მეტი სათამაშო ბრენდი იყენებს, პარტნიორული მარკეტინგის მოქნილი პლატფორმაა, რომელიც შექმნილია მასშტაბირებაზე ორიენტირებული ოპერატორებისთვის. ის პარტნიორის დონეზე სიღრმისეულ პერსონალიზაციას (გეგმის დიზაინით დაწყებული, ინტეგრაციითა და კონტროლით დამთავრებული) გთავაზობთ.

პლატფორმის შესაძლებლობები მოიცავს:

  • მორგებულ პარტნიორულ ტეგებსა და საკომისიოს მრავალდონიან მოდელებს;
  • ელფოსტის ავტომატიზაციისა და პარტნიორის ვერიფიკაციის ინსტრუმენტებს;
  • ხელით/ავტომატურ დამტკიცებას შესაბამისობის შემოწმებით;
  • რეალურ დროში მონიტორინგის დაფებს, ცალკეული პარტნიორების შესახებ ინდივიდუალური ინფორმაციის მისაღებად;
  • მრავალბრენდიან და მრავალვალუტიან ფუნქციონალს.

გამოყენების ფიქსირებული შემთხვევების გარშემო აგებული სისტემებისგან განსხვავებით, MyAffiliates უზრუნველყოფს პარტნიორულ პროგრამული უზრუნველყოფის მოქნილ სტრუქტურას, რომელიც ბიზნესის ზრდასთან ერთად ვითარდება. ტრაფიკის შერეული წყაროების, ინფლუენსერებს, SEO-სა და PPC-ის მმართველ ოპერატორებს ის სთავაზობს მოქნილ არქიტექტურას, რომელიც შეესაბამება კამპანიის ცვალებად საჭიროებებსა და მარეგულირებელ მოთხოვნებს.

როგორ ავირჩიოთ სწორი პროგრამული უზრუნველყოფა თქვენი iGaming ბიზნესისთვის

ოპერატორის საჭიროებები განსხვავებულია და არასწორმა პროგრამულმა უზრუნველყოფამ შეიძლება შეზღუდოს ზრდა ან გამოიწვიოს რესურსების გაფლანგვა. პლატფორმის მახასიათებლები შეუსაბამეთ თქვენი ბიზნესის განვითარების ეტაპს, გუნდის ზომასა და გეგმებს. გამოიყენეთ ეს საკონტროლო სია, რათა დაადგინოთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი iGaming-ის პარტნიორული მარკეტინგის პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში:

ბიზნესის ზომა და პარტნიორის მოცულობა

აქტიური პარტნიორების რაოდენობა პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენი პლატფორმის საჭიროებებზე. მცირე ბრენდებს შეუძლიათ უფრო მარტივი ხელსაწყოებით იმუშაონ, ხოლო ოპერატორებს, რომლებიც 500-ზე მეტ პარტნიორს ან რამდენიმე ბრენდს მართავენ, სჭირდებათ სისტემები, რომლებიც მხარს უჭერს მრავალბრენდიან კონტროლს, მასობრივი კამპანიის ინსტრუმენტებსა და ავტომატიზირებულ ლოგიკას.

პერსონალიზაცია თუ სიჩქარე

ზოგიერთ ბიზნესს ღრმა კონტროლი სჭირდება: მოქნილი საკომისიოს სტრუქტურები, ბრენდირებული პორტალები, მორგებული პოსტბექები. სხვებისთვის მნიშვნელოვანია მარტივი კონფიგურაცია. ჩაშენებული ფუნქციები იდეალურია შეზღუდული ტექნიკური შესაძლებლობების მქონე გუნდებისთვის, ხოლო დამოუკიდებელი ხელსაწყოები უკეთ მუშაობს შიდა დეველოპერებისთვის ან პარტნიორული მარკეტინგის მოწინავე კამპანიებისთვის.

გეოგრაფიული რეგიონები და მარეგულირებელი სფერო

თუ თქვენ აქტიურად მოქმედებთ რეგულირებულ ბაზრებზე (მაგ., გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ონტარიო), დაგჭირდებათ პროგრამული უზრუნველყოფა GDPR-ის, KYC-ის ვერიფიკაციის, საგადასახადო წესებისა და აქტივობების ანგარიშგების ჩაშენებული ხელსაწყოებით. გეოგრაფიულ რეგიონებზე მორგებული პარამეტრები ასევე მნიშვნელოვანია შეთავაზებების ქვეყნის ან რეგიონის მიხედვით პერსონალიზაციისას, განსაკუთრებით, პარტნიორულ მარკეტინგულ კამპანიებში, რომლებშიც სამართლებრივი სტანდარტები მნიშვნელოვნად განსხვავდება.

ანგარიშგება და მონაცემთა ხელმისაწვდომობა

რეალურ დროში სტატისტიკა აუცილებელია შესრულებაზე ორიენტირებული გუნდებისთვის. მოძებნეთ პლატფორმები, რომლებიც პარტნიორის მონაცემებს სულ მცირე რამდენიმე წუთში ერთხელ აახლებს და ტრაფიკის წყაროს, კამპანიისა და მოწყობილობის მიხედვით დაჯგუფების საშუალებას იძლევა. ეს უზრუნველყოფს ბიუჯეტის უკეთეს კონტროლსა და ცუდ შედეგებზე სწრაფ რეაგირებას.

ზრდისა და ინტეგრაციის შესაძლებლობა

ბრენდებმა, რომლებიც გრძელვადიან მასშტაბირებას გეგმავენ, პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ REST API წვდომის, CRM სინქრონიზაციისა და სერვერიდან სერვერზე კონტროლის მხარდაჭერის მქონე ინსტრუმენტებს. ეს ინტეგრაციები ამცირებს ხელით მუშაობას და იძლევა გადახდების, კომუნიკაციებისა და თაღლითობის შეტყობინებების ავტომატიზაციის საშუალებას.

ტექნიკური მხარდაჭერა და საზოგადოება

სანდო პარტნიორული მარკეტინგი დროულ მხარდაჭერას საჭიროებს. აირჩიეთ პროვაიდერები, რომლებიც გთავაზობენ ყოველდღიურ, 24-საათიან live ჩატს, ინტეგრაციის სპეციალისტებსა და ცვლილებების გამჭვირვალე ჟურნალებს. მომხმარებელთა ძლიერი საზოგადოება და მუდმივად განახლებული სამოქმედო გეგმა გრძელვადიანი საიმედოობის მკაფიო მაჩვენებლებია.

მონეტიზაციის მოდელები და პარტნიორის ტიპები

დარწმუნდით, რომ პლატფორმა მხარს უჭერს თქვენი პარტნიორების სრულ სპექტრსა (ინფლუენსერებიდან დაწყებული, SEO სააგენტოებით დამთავრებული) და გადახდის ისეთ სქემებს, როგორებიცაა RevShare, CPA ან ჰიბრიდული სისტემები. თითოეული მოდელი განსხვავებულ ლოგიკას მოითხოვს და თქვენი პროგრამული უზრუნველყოფა მათ ინდივიდუალურად შემუშავების გარეშე უნდა მართავდეს.