პარტნიორული მარკეტინგი გთავაზობთ ინტერნეტში ფულის გამომუშავების მარტივ გზას — თქვენი ორიდუქტის შექმნა ან ტრანზაქციების მართვა არაა აუცილებელი. უბრალოდ არეკლამებთ სპეციალურ ბმულს და გამოიმუშავებთ თანხას, როდესაც ვინმე გააფორმებს შენაძენს ან დარეგისტრირდება.

ბევრი დამწყები ინდოეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში უკვე გამოიმუშავებს ფულს პარტნიორული პროგრამებით. პარტნიორული მარკეტინგის დაწყება შეგიძლიათ სმარტფონით, სოციალური მედიის გვერდით ან მცირე ბლოგით. მარამ ზოგიერთ ქსელში გაწევრიანება რთულია ან ზოგიერთი პროგრამა გადახდების დამუშავებას დიდ დროს ანდომებს. ზოგიერთი მათგანი დამაბნეველია, ზოგი კი მხოლოდ დიდ ინფლუენსერებთან თანამშრომლობს.

ამ სტატიაში გაეცნობით საუკეთესო პარტნიორულ პროგრამებს დამწყებთათვის. მასში მიმოვიხილავთ მატივ ქსელებს, რომლებიც კარგად იხდის და მუშაობს სხვადასხვა ნიშაში, როგორიცაა აზარტული თამაშები, განათლება, ელექტრონული კომერცია, პროგრამული უზრუნველყოფა, კრიპტოვალუტა და ჯანმრთელობა. შეიტყობთ, როგორ შეარჩიოთ თქვენთვის შესაბამისი პროგრამა, თქვენი კონტენტის, აუდიტორიისა და მიზნების გათვალისწინებით.

რა ხდის პარტნიორულ პროგრამას დამწყებთათვის შესაბამისს

თუ ახალი ხართ პარტნიორული მარკეტინგის პროგრამაში, პირველი დიდი ნაბიჯი სწორი ქსელის შერჩევაა. ბევრი ადამიანი ირჩევს არასწორ ნიშას, ვერ იღებს შედეგებს და ძალიან მალე ნებდება. 

პარტნიორული მარკეტინგის საუკეთესო პროგრამებზე გამარტივებულია დარეგისტრირების პროცესი, სწრაფად მიმდინარეობს დადასტურება და მომენტალურად გენიჭებათ წვდომა ბმულებზე. პარტნიორული მარკეტინგის დასაწყებად არ უნდა გჭირდებოდეთ ვებსაიტი ან დიდი აუდიტორია. ბევრ კარგ ქსელში დღეს რეკლამირება საკმარისია მხოლოდ Telegram არხების, Instagram გვერდების ან YouTube Shorts-ების მეშვეობით.

  • მოსახერხებელია თანხის გადატანის დაბალი ზღვარიც. მოიძიეთ ისეთი ქსელები, რომლებზეც თანხის გატანის მინიმალური ოდენობა 10$-დან 30$-მდე შეადგენს. თანხის მიღებას ამარტივებს გადახდის ისეთი სწრაფი მეთოდები, როგორებიცაა PayPal, Payoneer ან კრიპტოვალუტა.
  • მნიშვნელოვანია საკომისოს მაჩვენებელიც. ზოგი ქსელი თითოეულ გაყიდვაში 5$-დან 30$-მდე ფიქსირებულ საკომისიოს იხდის, ზოგი კი მომხმარრებლის მიერ დახარჯული თანხის 10%-დან 40%-მდე წილს გთავაზობთ. თუ რეკლამირებას გაუწევთ ციფრულ ხელსაწყოებს, კურსებს ან ფსონების აპებს, ნაკლები გაყიდვით მეტის გამომუშავებას შეძლებთ.
  • ყურადღება მიაქციეთ პლატფორმის ხელსაწყოებსაც. კარგი პარტნიორული პროგრამა მოგაწვდით ბანერებს, საკონტროლო ბმულებსა და მარტივ სამუშაო დაფას. ზოგიერთი პლატფორმა გიჩვენებთ იმასაც, თუ რომელი ბმულები იღებს ყველაზე მეტ დაწკაპუნებასა თუ გაყიდვას.

დაბოლოს, შეამოწმეთ რამდენად სანდოა ბრენდი. დამწყები პარტნიორები კარგ შედეგებს იღებენ, როდესაც არეკლამებენ ისეთ კომპანიებს, რომლებსაც ადამიანები უკვე იცნობენ. ასეთი ბრენდებია Amazon, Canva ან Binance. ნდობა გეხმარებათ დაწკაპუნებების მიღებაში, დაწკაპუნებებს კი მოაქვს ფული. უმარტივესი პარტნიორული პროგრამები გეხმარებათ მცირე ნაბიჯების გადადგმასა და დროთა განმავლობაში ზრდაში — მაშინაც კი, როცა აქამდე არ გქონიათ არანაირი გამოცდილება.

ჩვენი რეკომენდაციები

თუ ახლა იწყებთ ამ სფეროში მუშაობას, მნიშვნელოვანია პარტნიორული პროგრამის სწორად შერჩევა. თქვენ გჭირდებათ ისეთი პროგრამა, რომელში გაწევრიანებაც მარტივია, რომელიც კარგ საკომისიოს იხდის და არ საჭიროებს დიდ ვებსაიტს ან აუდიტორიას. სასიხარულო ინფორმაცია? არსებობს უამრავი ქსელი, რომელიც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ჩვენ შევარჩიეთ სხვადასხვა ინდუსტრიის 7 საუკეთესო პარტნიორული პროგრამა  დამწყებთათვის. ზოგიერთი მათგანი ფოკუსირებულია IGaming პარტნიორულ პროგრამებზე, ზოგი — განათლებაზე, მოდაზე, პროგრამულ უზრუნველყოფაზე, ფინანსებზე ან ჯანმრთელობაზე. ყველა მათგანი:

  • იღებს დამწყებებს, რომლებსაც არ აქვთ არანაირი გამოცდილება.
  • იხდის სწრაფად — ძირითადად ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად.
  • გთავაზობთ სასარგებლო ხელსაწყოებს, როგორებიცაა ბანერენი და საკონტროლო ბმულები.
  • კარგად მუშაობს მობილურ მოწყობილობებსა და სოციალურ პლატფორმებზე.
  • აწესებს თანხის გატანის დაბალ ზღვარს, რომელიც შეადგენს 10$-დან 30$-მდე თანხას.

გაიგებთ, რა თანხის გამომუშავება შეგიძლიათ, როგორ გაწევრიანდეთ პროგრამაში და რომელი პროგრამა მუშაობს ყველაზე კარგად თითოეულ ქსელში.

1xBet-ის პარტნიორული პროგრამა

ეს ქსელი ერთ-ერთი მარტივი გზაა CPA პროგრამებს შორის აზარტული თამაშების ნიშაში მუშაობის დასაწყებად. არ გჭირდებათ ვებსაიტი ან დიდი აუდიტორია. ბევრი დამწყები პროდუქტებს არეკლამებს Telegram-ის, WhatsApp-ის ან YouTube Shorts-ის მეშვეობით.

თანხის გამომუშავება შესაძლებელია ორი გზით: შემოსავლის მაქსიმუმ 40%-იანი წილი ან 30$-და 50$-მდე თანხა თითოეული მოთამაშისთვის. რაც უფრო მეტ ადამიანს მოიზიდავთ, მით უფრო მაღალი იქნება შემოსავალი. ეს პროგრამა კარგია სპორტული, აზარტული თამაშების ან ონლაინგართობის პროდუქტებისთვის.

მისი სამუშაო დაფა მარტივად გამოსაყენებელია და აქვს ბევრი ენის მხარდაჭერა. წვდომას იღებთ რეალურ დროში სტატისტიკაზე, ბანერებსა და პრომოკოდებზე. გადახდები სრულდება ყოველკვირეულად და თანხის გატანის მინიმალური ოდენობა სულ რაღაც 30$-ია. თანხის გატანა შეგიძლიათ როგორც საბანკო გადარიცხვის, ისე კრიპტოვალუტის ან ელექტრონული საფულის მეშვეობით.

თუ გსურთ სწრაფი შედეგებისა და მაღალი გადახდების მიღება, ეს პროგრამა კარგი არჩევანია დამწყებთათვის, რომლებმაც იციან, როგორ მოიზიდონ მობილურის მომხმარებლები.

Meesho-ს პარტნიორული პროგრამა 

ეს პროგრამა იდეალურია პარტნიორული პროგრამაში ისეთ დამწყებთათვის, რომლებსაც აინტერესებთ ელექტრონული კომერციის სფერო. მისი გამოყენება მარტივია და არ საჭიროებს ვებსაიტს ან ბლოგს. პროდუქტების ბმულების გაზიარება უშუალოდ WhatsApp-ის, Facebook-ის ან Instagram-ის მეშვეობით შეგიძლიათ.

თითო გაყიდვიდან გამოიმუშავებთ 1$-დან 6$-მდე ფიქსირებულ საკომისიოს, რომელიც დამოკიდებულია პროდუქტის სახეობაზე. პროდუქტების უმეტესობა დაბალფასიანია, შესაბამისად, ისინი სწრაფად იყიდება. ეს ამარტივებს ყოველდღიურ კონვერსიებს, თუნდაც მცირე აუდიტორიის ფონზე.

აპში ერთი დაჭერით შეგიძლიათ ბმულის გენერირება. შეკვეთებისა და საკომისიოების გადამოწმება რეალურ დროშია შესაძლებელი. გადახდები სრულდება ყოველკვირეულად და თანხის გატანას შეძლებთ, როგორც კი დააგროვებთ მინიმუმ 10$-ს. ეს აპი შესანიშნავია, თუ დაკავებული ხართ სოციალური მედიით და გსურთ მეგობრებისა და გამომწერებისთვის შეთავაზებების გაზიარებით თანხის გამომუშავება.

Coursera

ეს ქსელი კარგი არჩევანია იმ დამწყებთათვის, რომლებიც არეკლამებენ განათლებას. ის კარგად მუშაობს, თუ თქვენი აუდიტორია სტუდენტების ან სამსახურის მაძიებლებისგან შედგება. აქ შეგიძლიათ გააზიაროთ მოკლე კურსების, სეტრიფიკატებისა და კარიერული პროგრამების ბმულები.

  • როგორც პარტნიორს, თითოეული ფასიანი კურსის გაყიდვისთვის შეგიძლიათ გამოიმუშაოთ მაქსიმუმ 45%-იანი საკომისიო. 
  • თუ ვინმე შეიძენს 50$-ის ღირებულების კურსს, შეგიძლიათ გამოიმშაოთ მაქსიმუმ 22,50$. 
  • ზოგიერთი შეთავაზება მოიცავს ბონუსებს რამდენიმე რეგისტრაციისთვის.

არაა აუცილებელი, იყოთ მასწავლებელი ან ექსპერტი. კურსების რეკლამირება შეგიძლიათ ბლოგის, Instagram გვერდის ან YouTube არხის მეშვეობით. Coursera გაწვდით ბანერებს, საკონტროლო ბმულებსა და ყოველთვიურ პრომოაქციებს.

გადახდები სრულდება თვეში ერთხელ და თანხის მიღება შეგიძლიათ PayPal-ის ან საბანკო გადარიცხვის მეშვეობით. თანხის გატანის მინიმალური ზღვარი დაახლოებით 50$-ა, რომლის გამომუშავებაც სულ რამდენიმე გაყიდვითაა შესაძლებელი. თუ თქვენი გამომწერები დაინტერესებულები არიან ცოდნის მღებითა და კარიერული ზრდით, ეს საუკეთესო ადგილია პირველი ნაბიჯების გადასადგმელად.

Canva

ეს ქსელი იდეალურია დამწყებთათვის, რომლებიც ქმნიან ონლაინკონტენტს. Canva დიზაინის პოპულარული ხელსაწყოა, რომელსაც მილიონობით ადამიანი იყენებს. მისი რეკლამირება მარტივია, რადგან ბევრი ადამიანი უკვე იცნობს და ენდობა ამ ბრენდს.

Canva Pro-ს ფასიან ანგარიშზე დარეგისტრირებული თითოეული მომხმარებლისთვის შეგიძლიათ გამოიმუშაოთ მაქსიმუმ 36$. თითოეული გაყიდვიდან გამომუშავებული თანხა საშუალოდ დაახლოებით 10-20$-ს შეადგენს. პლატფორმის უფასო ვერსიის მომხმარებლებიც კი შეიძლება გადავიდნენ მის ფასიან ვერსიაზე, რაც თქვენთვის ზრდის თანხის გამომუშავების შესაძლებლობას.

მისი რეკლამირებისთვის არ გჭირდებათ დიზაინის უნარების ფლობა. უბრალოდ გააზიარეთ თქვენი ბმული ბლოგის, ვიდეოსახელმძღვანელოს ან სოციალური მედიის პოსტის მეშვეობით. Canva გაწვდით ბანერებს, მზა ბმულებსა და ტრაფიკის კონვერტირების რჩევებს.

გადახდები სრულდება ყოველკვირეულად, PayPal-ის მეშვეობით და თანხის გატანის მინიმალური ოდენობა სულ რაღაც 50$-ია. მისი სამუშაო დაფა მარტივად გამოსაყენებელია და შესანიშნავია თქვენი პროგრესის გასაკონტროლებლად. თუ თქვენი აუდიტორია შედგება სტუდენტებისგან, შემქმნელებისგან ან მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისგან, ეს პროგრამა საუკეთესო არჩევანია დამწყებთათვის.

Amazon Associates 

ეს პარტნიორული მარკეტინგის დამწყებთათვისა ყველაზე შესაფერისი პროგრამაა მსოფლიოში. Amazon სანდო გლობალური ბრენდია და ამ პლატფორმაზე ადამიანები ყოველდღიურად აფორმებენ შენაძენს. აქ რეკლამირება შეგიძლიათ გაუწიოთ თითქმის ყველაფერს — ტექნიკას, წიგნებს, ტანსაცმელს, საოჯახო პროდუქტებს.

  • პროდუქტის კატეგორიის მიხედვით შეგიძლიათ გამოიმუშაო 1%-დან 10%-მდე საკომისიო. 
  • მაგალითად, თუ მომხმარებელი თქვენი ბმულით შეიძენს 100$-ის ღირებულების პროდუქტს, თქვენ შესაძლოა გამოიმუშაოთ 1$-დან 10$-მდე საკომისიო. 
  • ვინაიდან ფასები ქვეყნების მიხედვით იცვლება, პატარა პროდუქტსაც კი შეუძლია რეგულარული შემოსავლის უზრუნველყოფა.

პროდუქტების რეკლამირება შეგიძლიათ ბლოგებზე, სოციალურ მედიაში ან YouTube-ზე. Amazon გაწვდით ბანერებს, მოკლე ბმულებსა და თქვენი დაწკაპუნებებისა თუ გაყიდვების საკონტროლო ხელსაწყოებს. ქუქი-ფაილების მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 24-საათს, შესაბამისად, თანხას მაინც გამოიმუშავებთ, თუ მომხმარებელი იმავე დღეს, მოგვიანებით გააფორმებს შენაძენს.

გადახდები სრულდება ყოველთვიურად და შეგიძლიათ აირჩიოთ თანხის PayPal-ის, საბანკო გადარიცხვის ან ვაუჩერის მეშვეობით მიღება (ვარიანტები იცვლება რეგიონების მიხედვით). თანხის გატანის მინიმალური ზღვარი ჩვეულებრივ შეადგენს 10$-დან 15$-ს.

Binance 

ეს პროგრამა იდეალურია დამწყებთათვის, რომლებსაც სურთ კრიპტოვალუტის სფეროში შებიჯება. Binance კრიპტოვალუტის გაცვლის მსოფლიოში უდიდესი პლატფორმაა, რომელსაც 100-ზე მეტი ქვეყნის მომხმარებელი ენდობა. მასზე მხარდაჭერილია ბევრი ენა და ხელმისაწვდომია მარტივად გამოსაყენებელი სამუშაო დაფა.

როგორც პარტნიორს, შეგიძლიათ თქვენ მიერ მოზიდული მომხმარებლების სავაჭრო საკომისიოდან 50%-ის გამომუშავება. 

  • მაგალითად, თუ მომხმარებელი ივაჭრებს და საკომისიოს სახით გადაიხდის 100$-ს, თქვენ შეგიძლიათ გამოიმუშაოთ 50$. 
  • ზოგიერთი პარტნიორი გამოიმუშავებს ქვერეფერალებიდანაც — ადამიანებიდან, რომლებიც ქსელში გაწევრიანებისთვის მოიწვიეს.

დასაწყებად არ გჭირდებათ კრიპტოვალუტის პრინციპების ღრმად ცოდნა. ბევრი დამწყები Binance-ს რეკლამირებას უწევს Telegram-ის, YouTube Shorts-ისა და კრიპტოვალუტის ბლოგების მეშვეობით. Binance გაწვდით ბანერებს, რეფერალურ ბმულება და გამომუშავების რეალურ დროში სტატისტიკას.

გადახდები მომენტალურად სრულდება კრიპტოვალუტაში და არაა დაწესებული თანხის გატანის მინიმალური ზღვარი. თანხა შეგიძლიათ გაიტანოთ Binance-ს საფულეზე, შემდეგ კი დააკონვერტიროთ ის ნებისმიერ კრიპტომონეტაში ან ფიატში. თუ თქვენი აუდიტორია დაინტერესებულია Bitcoin-ით, ვაჭრობით ან პასიური შემოსავლით, ეს პროგრამა საუკეთესო ვარიანტია პარტნიორის კარიერის დასაწყებად.

HealthKart-ის პარტნიორული პროგრამა

ეს ქსელი კარგი არჩევანია დამწყებთათვის, რომლებიც ინტერესდებიან ფიტნესისა და სიჯანსაღის სფეროთი. HealthKart ყიდის პროტეინის ფხვნილებს, ვიტამინებს, სავარჯიშო და ჯანმრთელობის სხვა პროდუქტებს. საიტი პოპულარობით სარგებლობს სპორტსმენებში, სპორტდარბაზის მომხმარებლებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებს შორის.

  • როგორც თანაშემწე, თითოეული გაყიდვიდან გამოიმუშავებთ 10%-დან 15%-მდე საკომისიოს.
  • მაგალითად, თუ ადამიანი შეიძენს 100$-ის ღირებულების ვიტამინებს, თქვენ შეგიძლიათ გამოუმუშაოთ 10$-დან 15$-მდე თანხა.
  • რაც უფრო მეტს გადაიხდის თქვენი აუდიტორია, მით უფრო მაღალი იქნება თქვენი შემოსავალი, თანაც, ჯანმრთელობის პროდუქტებს მომხმარებლები ხშირად განმეორებით ყიდულობენ.

ბმულების რეკლამირება შეგიძლიათ YouTube მიმოხილვების, Instagram გვერდების ან WhatsApp ჯგუფების მეშვეობით. HealthKart გაწვდით ბანერებს, საკონტროლო ბმულებსა და ანგარიშებს, რათა აკონტროლოთ თქვენი გაყიდვები.

გადახდები სრულდება ყოველთვიურად და შეგიძლიათ მათი მღება შეგიძლიათ როგორც PayPal-ის, ისე საბანკო გადარიცხვის მეშვეობით. თანხის გატანის მინიმალური ზღვარი ჩვეულებრივ შეადგენს დაახლოებით 25$-დან 30$-მდე თანხას, რომლის მიღწევაც მარტივია ფიტნესშემქმნელებისთვის.

როგორ შეარჩიოთ სწორი პროგრამა როგორც დამწყებმა

აირჩიეთ ქსელი, რომელიც შეესაბამება თქვენს კონტენტსა და აუდიტორიას. თუ თქვენს გამომწერებს აინტერესებს ფიტნესი, დაარეკლამეთ ჯანმრთელობის პროდუქტები. თუ მათ უყვართ აზარტული თამაშები, შეარჩიეთ ფსონების ან თამაშების პლატფორმა.

  • ყურადღება მოაქციეთ თანხის გატანის დაბალ ზღვარს (10$-დან 30$-მდე).
  • მოიძიეთ გადახდის მარტივი ვარიანტები, როგორებიცაა PayPal, კრიპტოვალუტა ან საბანკო გადარიცხვა. სწრაფი გადახდების მქონე პროგრამები მოტივაციას გმატებთ.
  • აირჩიეთ CPA (ფიქსირებული გადახდა) ან RevShare მოდელი(ხანგრძლივი შემოსავალი). სწრაფი ჯილდოების მისაღებად დამწყები პარტნიორები დასაწყისისთვის ხშირად CPA-ს ანიჭებენ უპირატესობას.

თუ არ გაქვთ საიტი, ცადეთ პარტნიორული მარკეტინგის ისეთი პროგრამები, რომლებიც კარგად მუშაობს Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან YouTube Shorts-ზე. დაწკაპუნებებისა და გამომუშავების გასაზრდელად აირჩიეთ ცნობილი ბრენდები. დღეში თუნდაც 3$ ან 5$-იც კი შეიძლება გადაიქცეს თვეში 100$-ად! შეინარჩუნეთ მოთმინება და არ შეწყვიტოთ სწავლა.