1b-aff-admin, Author at 1xBet Affiliates - Page 2 of 8

ჩატბოტები და მომხმარებელთა მხარდაჭერა პარტნიორულ მარკეტინგში

პარტნიორულ მარკეტინგში ჩატბოიტები ძალიან სასარგებლოა: სერვისების ტრანსფორმირებისთვის, პასუხების ავტომატიზებისა და პარტნიორულ პროგრამაში მოხმარებელთა მხარდაჭერის გაუმჯობესებისთვის.

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტები პარტნიორული პროგრამების მხარდაჭერის სისტემას

თანამედროვე ჩატბოტები პარტნიორულ მარკეტინგში თანდათანობით ცვლის პარტნიორებსა და პროგრამებს შორის ურთიერთობას. სწრაფი პასუხების, განმეორებითი დავალებების ავტომატიზებისა და უახლეს ინფორმაციაზე წვდომის წყალობით ისინი მნიშვნელოვნად ზრდის პარტნიორულ მარკეტინგში მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისს, ამცირებს ხარჯებსა და მოლოდინის დროს.

პარტნიორის ტრადიციული მხარდაჭერა 

ხელოვნური ინტელექტის და ინტეგრირებული ჩატბოტების გამოჩენამდე ინდუსტრიაში არსებული პროგრამების უმეტესობა ეყრდნობოდა მხარდაჭერის ტრადიციულ არხებს. პარტნიორულ მარკეტინგში მომხმარებელთა მხარდაჭერა აგებული იყო ელფოსტებზე, ვებსაიტებზე უკუკავშირის ფორმებზე ან სატელეფონო ზარებზე. ამას ჰქონდა თავისი უპირატესობა — რეალურ დროში კომუნიკაცია, მოქნილობა არასტანდარტული სიტუაციების აღმოფხვრისას. მაგრამ, არსებობდა მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებიც: პასუხების მოლოდინის ხანგრძლივი დრო, გადატვირთული მენეჯერები და კრიტიკული საკითხების გადაჭრისას დროული რეაგირების ნაკლებობა.

პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი იყო კამპანიის განახლებებთან, ტრაფიკის სტატისტიკათან ან გადახდების პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმაციის სწრაფად მიღება. მხარდაჭერის ტრადიციულ მოდელებში ეს იშვათობა იყო. პარტნიორულ მენეჯერებს ხშირად ჰქონდათ პარტნიორების ვრცელი ბაზა და ყოველთვის ვერ ახერხებდნენ სწრაფად რეაგირებას. ეს ქმნიდა დაძაბულობას და ზოგჯერ არყევდა ბრენდისადმი ნდობას.

ბევრი დამწყები, რომლებიც უბრალოდ სწორი პარტნიორული პროგრამის შერჩევას ცდილობდნენ, მოტივაციას კარგავდნენ არასათანადო მხარდაჭრის გამო. თუ ისინი პასუხებს არ იღებდნენ თანამშრომლობის პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, მათ მარტივად შეეძლოთ სხვა პროექტებზე გადართვა. ამავდროულად, დიდი კომპანიები ინვესტიციებს დებდნენ მხარდაჭერის სერვისებში, მაგრამ იქაც კი დატვირთულ რეჟიმში მიმდინარეობდა მუშაობა.

შესაბამისად, ტრადიციული მეთოდები შეზღუდული იყო: ისინი მუშაობდა, მაგრამ ვერ უწყობდა ფეხს თანამედროვე ციფრულ მარკეტინგს. დროთა განმავლობაში სწორედ ამ ნიშაში დაინერგა ზემოაღნიშნული პრობლემების გადაწყვეტის თანამედროვე საშუალება — ხელოვნური ინტელექტის ავტომატიზებული ჩატბოტები პარტნიორული პროგრამების მომხმარებელთა მხარდაჭერისთვის, რამაც შეცვალა თამაშის წესები.

პარტნიორულ პროგრამებში ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტების აღმასვლა 

ბოლო წლებში ნათლადაა შესამჩნევი, რომ ავტომატიზება თანდათანობით ანაცვლებს კომუნიკაციის ტრადიციულ არხებს. ეს განსაკუთრებით შეინიშნება პარტნიორულ მარკეტინგში, სადაც პასუხის სისწრაფე და სიზუსტე გადამწყვეტია. დღეს ჩატბოტები პარტნიორულ მარკეტინგში არა მხოლოდ უპასუხებს პარტნიორის შეკითხვებს, არამედ ხდება პარტნიორული შესყიდვებისა და მომხმარებელთა შენარჩუნების სტრატეგიების შემადგენელი ნაწილი.

წარსულში პარტნიორული მარკეტინგის მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისი ეფუძნებოდა მენეჯერებს, რომლებიც მექანიკურად ამოწმებდნენ მოთხოვნებს, უპასუხებდნენ ელფოსტებს და მომხმარებლებს აწვდიდნენ ინსტრუქციებს. დღეს, პარტნიორული პროგრამების მომხმარებელთა მხარდაჭერისთვის ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტების დანერგვის წყალობით, ყველაფერი იქცა ყოველდღიურ, 24-საათიან პროცესად, რომელიც მინიმალურად საჭიროებს ადამიანის ჩარევას. ჩატბოტს შეუძლია ინფორმაციის მოწოდება საკომისიო განაკვეთების, გადახდის პირობების, პროგრამის წესების შესახებ. ამასთან, ის ავტომატურად აგენერირებს პარტნიორული კამპანიების ბმულებს.

ასეთი საშუალების პოპულარობა იმითაც აიხსნება, რომ ის ამცირებს კომპანიების ხარჯებსაც. მხარდაჭერის დიდი გუნდის ნაცვლად საკმარისია ინტეგრირებული ხელსაწყო, რომელიც მხარს უჭერს ათასობით პარალელურ დიალოგს. გარდა ამისა, ეს ჩატბოტები იხვეწება მონაცემების საფუძველზე: თითოეული ახალი ურთიერთქმედება აუმჯობესებს მათ პასუხებს, ხდის მათ უფრო ზუსტსა და სწრაფს.

სხვა მნიშვნელოვანი ასპექტია ნდობა. პარტნიორებს მოსწონთ, როცა თავიანთ შეკითხვებზე სწრაფად იღებენ პასუხს და არა რამდენიმე დღეში. ავტომატიზებული ასისტენტები მომენტალურად სცემს მათ პასუხებს, ხოლო რთულ შემთხვევებს მენეჯერებთან ამისამართებს. ამგვარად კომპანიები აერთიანებენ ალგორითმის ეფექტურობასა და პერსონალიზებულ მხარდაჭერას რეალურ დროში.

ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპის გათვალისწინებით, შესაძლებელია იმის წინასწარმეტყველება, რომ მომდევნო წლებში ჩატბოტები პარტნიორული პროგრამების სტანდარტულ ხელსაწყოდ გადაიქცევა, პროგრამის მასშტაბების მიუხედავად. ჩატბოტებმა უკვე დაამტკიცა, რომ მათი მეშვეობით შესაძლებელია პარტნიორულ მარკეტინგში მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისის აღქმის შეცვლა, მისი გათანამედროვება, დაჩქარება და მაქსიმალურად ადაპტირება.

პარტნიორულ პროგრამებში მომხმარებელთა მხარდაჭერისთვის ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტების უპირატესობა 

სამყაროში, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების სიჩქარე განსაზღვრავს ბიზნესის კონკურენტუნარიანობას, ჩატბოტების როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება. პარტნიორულ მარკეტინგში მომხმარებელთა მხარდაჭერის შემთხვევაში ავტომატიზებული საშუალებები არა მხოლოდ ამცირებს მენეჯერთა სამუშაო დატვირთვას, არამედ პარტნიორთა მომსახურება სრულიად სხვა დონეზე აჰყავს.

პირველი უპირატესობა ცხადია: მომენტალური პასუხი. მაშინ, როცა პარტნიორებს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე ლოდინი სჭირდებოდათ მენეჯერისგან თავიანთ მოთხოვნაზე პასუხის მისაღებად, დღეს პარტნიორული მარკეტინგის ჩატბოტები წამებში ამუშავებს მოთხოვნებს. ეს ზრდის ნდობას და ამცირებს უმნიშვნელო შეფერხებების გამო დაინტერესებული პარტნიორების დაკარგვის რისკს.

მეორე მნიშვნელოვანი უპირატესობაა ყოველდღიური, 24-საათიანი ხელმისაწვდომობა. პარტნიორული პროგრამის პარტნიორები შესაძლოა სხვადასხვა სასაათო სარტყელში იმყოფებოდნენ და ასეთი შემთხვევებისთვის ჩატბოტები იდეალური საშუალებაა. ისინი მომხმარებელს აწვდის ზოგად ინსტრუქციებს, აცნობს გადახდის სისტემის მუშაობის პრინციპებს, მომხმარებლებს ახსენებს ბონუსის პირობებს და ეხმარება მათ ნავიგაციაში, თუნდაც ღამის საათებში ან უქმე დღეებში.

ხაზგასასმელია რესურსების შენახვის ასპექტიც. პარტნიორული მარკეტინგის მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისებში ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტების გამოყენება კომპანიებს აძლევს მხარდაჭერის გუნდის თანამშრომლებში ხარჯების დაზოგვისა და აღნიშნული თანხების მარკეტინგის დახვეწაში ან საკომისიო მოდელის გაუმჯობესებაში დაბანდების შესაძლებლობას. ამასთან, კომუნიკაციის ხარისხი არ ფუჭდება, პირიქით — იზრდება.

მორიგი უპირატესობაა პერსონალიზების შესაძლებლობა. დაგროვილი მონაცემების წყალობით ჩატბოტებს შეუძლიათ კონკრეტული მომხმარებლის საჭიროებებზე მორგება: ისინი „იმახსოვრებენ“ წინა მოთხოვნებს, გაძლევთ სათანადო რჩევას და სწრაფად გაწვდით საჭირო ინფორმაციას. ეს, სრულად ავტომატიზებულ გარემოშიც კი, ქმნის ინდივიდუალური მიდგომის შთაბჭდილებას.

როგორ დანერგოთ ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტები პარტნიორულ პროგრამებში 

პარტნიორული მარკეტინგის მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისებში ჩატბოტების დანერგვა დღეს არა მხოლოდ უბრალოდ ტენტენცია, არამედ პარტნიორული ეკოსისტემის განვითარების ლოგიკური ეტაპია. მაგრამ მნიშვნელოვანია იმის გაზრება, რომ საუბარია არა უკვე მზა კოდის სწრაფად დაყენებაზე, არამედ სისტემატურ მიდგომაზე, რომელიც მოიცავს სამიზნე აუდიტორიასთან ადაპტირებას, ანალიტიკური ხელსაწყოების ინტეგრირებასა და კომპანიის ბისნესმოდელის პრინციპებთან შესაბამისობას.

პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოთ მომხმარებელების საჭიროებები. თუ პარტნიორთა უმეტესობის შეკითხვები ეხება გადახდის პირობებს, ბონუსებს ან ტექნიკურ პრობლემებს, ჩატბოტებში უკვე ჩაშენებული უნდა იყოს ამ კონკრეტულ შეკითხვებზე მზა პასუხების ბლოკები. ეს ამყარებს ნდობას და ამცირებს განმეორებით შეკითხვების რაოდენობას. ეს არა მხოლოდ ზოგავს დროს, არამედ ზრდის პარტნიორულ მარკეტინგში მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისის ეფექტურობას.

შემდეგ ეტაპს წარმოადგენს CRM და კონვერსიების კონტროლის სისტემასთან ინტეგრირება. ასეთი საშუალებები ჩატბოტს აძლევს არა მხოლოდ ზოგადი რჩევების მიცემის, არამედ ინდივიდუალური მონაცემების გაანალიზების საშუალებასაც. მაგალითად, იმის განსაზღვრას, გააქტიურდა თუ არა პარტნიორული ბმული, რა ოდენობის საკომისიო დაგროვდა ან გადახდის რომელი მეთოდია ხელმისაწვდომი პარტნიორისთვის. ეს სრულად ეფექტურს ხდის პერსონალიზებულ სერვისს.

არანაკლებად მნიშვნელოვანია უწყვეტი სწავლა. პარტნიორული ინტელექტის ალგორითმმა კომპანიის მონაცემთა ბაზიდან, მარკეტინგული მასალებიდან და პროგრამის განახლებული წესებიდან უნდა „აითვისოს“ ახალი ცოდნა. ზოგიერთი პლატფორმა, როგორიცაა Chatbase, აჩვენებს, რომ უწყვეტი სწავლა ჩატბოტს ცოცხალი მენეჯერების დონეზე მუშაობის საშუალებას აძლევს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ავტომატიზებასა და ადამიანურ ფაქტორს შორის ბალანსის დაცვა. ჩატბოტს ეფექტურად შეუძლია სტანდარტული მოთხოვნების დამუშავება, მაგრამ რთულ შემთხვევებში უმჯობესია საკითხის პარტნიორული მარკეტინგის ცოცხალ წარმომადგენელთან გადამისამართება. ეს სქემა ქმნის მოქნილ და, ამავდროულად, სანდო საკომუნიკაციო არხს.

შესაბამისად, ჩატბოტების სწორად დანერგვა არა უბრალოდ ტექნიკური საშუალება, არამედ სტრატეგიაა, რომელიც პარტნიორულ მარკეტინგში ჩატბოტს ეხმარება ნდობის გაუმჯობესებაში, მომენტალური უკუკავშირის გაზიარებასა და პარტნიორული ქსელის სტაბილური ზრდის მხარდაჭერაში.

პოპულარული პარტნიორული პროგრამები 2025 წლის ივლისისთვის

პარტნიორული მარკეტინგი მუდმივად იცვლება. ის, რაც გასულ თვეს მუშაობდა, შესაძლოა ახლა აღარ მუშაობდეს. 2025 წლის ივლისში სწრაფად იძენს პოპულარობას ახალი პროგრამები. ზოგიერთი მათგანი გთავაზობთ მაღალ გადახდებს. ზოგან დაბალია კონკურენცია. ბევრი ნერგავს ახალ ხელსაწყოებს ან გადის ახალ ბაზრებზე. სწორედ ამიტომ, პარტნიორები მუდმივად ადევნებენ თვალს ახალ ტენდენციებს.

ამ გზამკვლევში გაეცნობით დღეისთვის პოპულარულ პროგრამებს iGaming-ის, ფინანსების, ხელოვნური ინტელექტის, მოგზაურობისა და სხვა სფეროებში. თითოეული მათგანი ნახსენებია არა იმიტომ, რომ უბრალოდ პოპულარულია, არამედ იმიტომ, რომ მუშაობს. არ აქვს მნიშვნელობა, ახლა იწყებთ თუ უკვე გამოიმუშავებთ ფულს, ეს პოპულარული პარტნიორული პროგრამები ზრდაში დაგეხმარებათ. მოდით, გავიგოთ, რატომ ეთმობა მათ ამხელა ყურადღება.

რა ხდის პარტნიორულ პროგრამას „პოპულარულს“

პარტნიორული მარკეტინგის პოპულარული პროგრამა უბრალოდ სახელგანთქმული არაა. მისი პოპულარობა განპირობებულია სწორი დროით, ხელსაწყოებითა და საბაზრო ინტერესით. აი, რას ექცევა ყურადღება:

  • მაღალი აქტიურობა სოციალურ ქსელებში. თუ კონტენტის შემქმნელი რაიმე პროგრამაზე საუბრობს, მის შესახებ ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება. LTK-მ და ShopMy-მ სწრაფად მოიკიდა ფეხი ბაზარზე, რადგან ისინი კონტენტის შემქმნელებმა გახადეს პოპულარული.
  • მკაფიო და სამართლიანი გადახდები. პარტნიორები ეძებენ პროგრამებს, რომლებშიც ხელმისაწვდომია შედეგების ზუსტი კონტროლი, სწრაფი გადახდები და გამჭვირვალე წესები. კარგი პროგრამები თავს არიდებს ბუნდოვან პირობებს.
  • ახალი ნიშები ან ტექნოლოგიები. როდესაც ფინანსურ ტექნოლოგიებში ახალი ხლსაწყოები ან ხელოვნური ინტელექტი მკვიდრდება, პროგრამის შეთავაზებები ხშირად სწრაფად იზრდება. მაგალითად, ამჟამად პროგრამები იზრდება no-KYC ფინანსური ტექნოლოგიების ან ხელოვნური ინტელექტის ავტომატიზაციის სფეროებში.
  • შემქმნელისა და მოვაჭრის ძლიერი შესაბამისობა. პროგრამები, რომლებიც კარგად შეეფერება შემქმნელის აუდიტორიას, უკეთ კონვერტირდება. სწორედ ამიტომ 2025 წელს TikTok Shop-ის პარტნიორები ლიდერობენ.
  • კარგი მხარდაჭერა და რესურსები. პროგრამები, რომლებიც ხარისხიანი სარეკლამო მასალებით, Live ჩატებითა და დარეგისტრირების მარტივი პროცესით გამოირჩევა, მეტ ყურადღებას იპყრობს. პარტნიორები უფრო ხანგრძლივად აგრძელებენ თანამშრომლობას.
  • დროის სეზონური ან ადგილობრივი მახასიათებლების მიხედვით შერჩევა. ზოგიერთი ბაზარი ინტერესს აღვივებს — მაგალითად, კრიპტოვალუტის რბოლა ან სპორტული სეზონი ზრდის მოთხოვნას ფსონების შეთავაზებებზე, როგორებიცა აქვს, მაგალითად, 1xBet-ს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაზე სახელგანთქმული პარნიორული პროგრამა პოპულარული ხდება მაშინ, როცა ის საუკეთესოდ შეესაბამება დროს, ტექნოლოგიებსა და შემქმნელებს. ის ყოველთვის არაა მაღალანაზღაურებიანი პროგრამა. ის საუკეთესოდ აკმაყოფილებს მოთხოვნებს — ნდობას, სწორ დროსა და საჭირო ხელსაწყოებს.

საუკეთესო პოპულარული პარტნიორული პროგრამები

2025 წლის ივლისში პარტნიორული პროგრამის ბევრი ქსელი სწრაფად იზრდება. მაგრამ მათგან მხოლოდ რამდენიმე გამოირჩევა მსოფლიოს მასშტაბით. ეს შვიდი პროგრამა გთავაზობთ მაღალ გადახდებს, ფართო დაფარვასა და პარტნიორებისთვის ნამდვილ ღირებულებას. თითოეული მათგანი მიეკუთვნება სხვადასხვა ნიშას — სპორტული ფსონებით დაწყებული, ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებითა და ონლაინგანათლებით დამთავრებული. მათ ერთმანეთთან მაღალი ეფექტურობა აკავშირებს. მათ აქვთ კონვერსიის მაღალი მაჩვენებელი, სამართლიანი გადახდები და ახალ-ახალი შეთავაზებები.

ეს პროგრამები მხოლოდ პოპულარული არაა. ისინი სასარგებლოცაა. არ აქვს მნიშვნელობა, რეკლამირებას YouTube-ზე ეწევით, ბლოგზე თუ სოციალურ მედიაში, აუცილებლად იპოვით თქვენთვის შესაფერის პროგრამას.

1xBet-ის პარტნიორული პროგრამა

2025 წლის ივლისში 1xBet-ის პარტნიორული პროგრამა ბევრ რეგიონშია პოპულარული. თითოეული მოზიდული მოთამაშისთვის პროგრამა გთავაზობთ შემოსავლის მუდმივ, მაქსიმუმ 40%-იან წილს.

ეს ნიშნავს იმას, რომ თანხის გამომუშავებას განაგრძობთ მანამ, სანამ თქვენი მოთამაშე არ შეწყვეტს თამაშს. სწრაფი, ერთჯერადი გადახდებისთვის ხელმისაწვდომია CPA ვარიანტიც. შეგიძლიათ აირჩიოთ ის მოდელი, რომელიც თქვენს ტრაფიკს შეესაბამება. პროგრამა მხარს უჭერს 50-ზე მეტ ენას და ფუქნციონირებს 100-ზე მეტ ქვეყანაში. ის განსაკუთრებულად ძლიერია შემდეგ ქვეყნებში:

  • ინდოეთი, 
  • ბრაზილია, 
  • კენია, 
  • და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია.

წვდომა გექნებათ პარტნიორული მარკეტინგის პროგრამის უფასო ხელსაწყოებზე: ბანერებზე, ვიჯეტებსა და რეალურ დროში სტატისტიკაზე. ხელმისაწვდომია პერსონალური მხარდაჭერა და ყოველკვირეული გადახდებიც, რომელთა გატანის მინიმალური ოდენობაც მხოლოდ 30$-ია. თუ რეკლამირებას უწევთ ფსონებს, კაზინოს ან ქრაშ თამაშებს — ეს შემოთავაზება ნამდვილად ღირს დაფიქრებად. სწორედ ამიტომაა 1xBet ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პოპულარული პარტნიორული პროგრამაა.

Shopiverse-ის პარტნიორული პროგრამა — ფართო ელექტრონული კომერცია, ყველაფერი ერთ ჭკვიან ბმულში

Shopiverse-ის პარტნიორული პროგრამა სწრაფად იძენს პოპულარობას 2025 წლის ივლისში. ეს ელექტრონული კომერციის პროგრამაა, რომელიც ერთ სივრცეში 1000-ზე მეტ ონლაინმაღაზიას აერთიანებს.

  • არ გჭირდებათ კონკრეტული ბრენდის არჩევა. 
  • ერთი პარტნიორული ბმული მოიცავს ყველაფერს. 
  • თუ მომხმარებელი შენაძენს გააფორმებს ნებისმიერ დაკავშირებულ მაღაზიაში, თქვენ გამოიმუშავებთ საკომისიოს.

ეს მოდელი იდეალურია ინფლუენსერებისთვის, ვაუჩერის საიტებისთვისა და ცხოვრების სტილზე ორიენტირებული ბლოგერებისთვის. ის კარგად მუშაობს ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა Instagram, TikTok და YouTube Shorts.

რა ხდის მას პოპულარულს? სიმარტივე. Shopiverse იყენებს კონტროლის ჭკვიან სისტემას, რეალურ დროში სტატისტიკას და მხარს უჭერს გლობალურ ტრაფიკს. გადახდები დამოკიდებულია მაღაზიაზე, მაგრამ საკომისიომ შესაძლოა მიაღწიოს 15%-ს.

თუ რეკლამირებას უწევთ მოდის პროდუქტებს, გაჯეტებს ან საჩუქრებს — პარტნიორული მარკეტინგის ეს ქსელი გთავაზობთ ფართო აუდიტორიის დაფარვას მცირე ძალისხმევის სანაცვლოდ.

Cryptoflow — სწრაფად მზარდი პარტნიორული პროგრამა კრიპტოვალუტის სფეროში

Cryptoflow ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პარტნიორული პროგრამაა კრიპტოვალუტის სფეროში. ის გთავაზობთ გადახდის როგორც CPA, ისე RevShare მოდელს, ასე რომ, შეგიძლიათ თანხის როგორც ერთჯერადად, ისე დროთა განმავლობაში გამომუშავება.

თითოეული კვალიფიცირებული მომხმარებლისთვის მიიღებთ 600$-მდე საკომისოს ან შემოსავლის 30%-იან მუდმივ წილს. არჩევანი თქვენზეა.

რა ხდის ამ პროგრამას განსაკუთრებულს? Cryptoflow-ზე ხელმისაწვდომია საფულეები KYC-ს გარეშე და სწრაფი რეგისტრაცია, ხოლო ახალ მომხმარებლებს ის მომენტალურ ბონუსებს სთავაზობს. სწორედ ამიტომ კონვერტირების მისი მაჩვენებელი მაღალია ლათინურ ამერიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ევროპის გარკვეულ ნაწილებში. ის ასევე გაწვდით დახვეწილ სამიზნე გვერდებს, ინდივიდუალურ საკონტროლო ბმულებსა და Telegram-ზე მორგებულ კონტენტს. კრიპტოვალუტა კვლავ პოპულარულია და მომხმარებლებს სჭირდებათ სწრაფი, მარტივი ხელსაწყოები. 

DigiLearn Academy — მაღალი კონვერტაციის მქონე პროგრამა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში

DigiLearn Academy საგანმანათლებლო სფეროში სწრაფად მზარდი პროგრამაა. ის გთავაზობთ კურსებს კოდირების, დიზაინის, ხელოვნური ინტელექტის, მარკეტინგისა და სხვა მრავალი მიმართულებით.

თითოეული გაყიდვიდან პარტნიორებს შეუძლიათ მაქსიმუმ 40%-იანი საკომისიოს გამომუშავება. კურსების უმეტესობის ღირებულება მერყეობს 100$-დან 500$-მდე, რაც მაღალ გადახდებს ნიშნავს. რა ხდის მას პოპულარულს? ადამიანებს სჭირდებათ ხელმისაწვდომი, უნარებზე ორიენტირებული განათლების მიღება. DigiLearn-ის პლატფორმა მორგებულია მობილურ მოწყობილობაზე, მისი გამოყენება მარტივია და მას ენდობიან სტუდენტები 30-ზე მეტი ქვეყნიდან.

პროგრამა წვდომას გაძლევთ პრომოკოდებზე, ბანერებსა და ქუქი ფაილების მოქმედების 60-დღიან ფანჯარაზე. ეს პარტნიორებს აძლევს გაყიდვის წარმატებით დახურვის შესაძლებლობას. ეს შეთავაზება კარგად მუშაობს ბლოგპოსტებისთვის, YouTube ინსტრუქციების ან კარიერასთან დაკავშირებულ რჩევებზე ორიენტირებული გვერდებისთვის. თუ თქვენს აუდიტორიას სურს ისწავლოს, როგორ განვითარდეს, DigiLearn 2025 წლის საუკეთესო არჩევანია.

Instantly.ai — ჭკვიანური SaaS ინსტრუმენტი ცივი ელფოსტების პროფესიონალთათვის

Instantly.ai პოპულარული SaaS პარტნიორული პროგრამაა მაკრეტერებისთვის. ის მომხმარებლებს აგზავნინებს ჭკვიან ცივ ელფოსტებს, რომლებიც ხვდება „შემოსულების“ საქაღალდეში და არა „სპამებში“. თითოეული გადამხდელი მომხმარებლისთვის პარტნიორები ყოველთვიურად გამოიმუშავებენ 30%-იან განმეორებით საკომისიოს. ეს ნიშნავს სტაბილურ, ხანგრძლივ შემოსავალს.

ხელსაწყოს გამოყენება მარტივია. ის უკავშირდება Gmail-ს, Outlook-სა და სხვა სერვისებს. ბევრი ფრილანსერი და სააგენტო მას კლიენტების სწრაფად მოსაძიებლად იყენებს. პოტენციური მომხმარებლების ცივი გზით მოზიდვა დაბრუნდა. სტარტაპები და ინდივიდუალური მეწარმეები ზრდისთვის დაბალფასიან საშუალებებს ეძებენ. ამაში მათ Instantly ეხმარება.

ის იდეალურია კონტენტის შემქმნელებისთვის, რომლებიც ორიენტირებულები არიან B2B, ფრილანსერობისა და ციფრული მარკეტინგის სფეროზე. ერთმა კარგმა ვიდეომ ან ბლოგპოსტმა შესაძლოა თვეების განმავლობაში მოგიტანოთ პასიური შემოსავალი.

Stack AI — B2B ავტომატიზება და განმეორებითი საკომისიოები

Stack AI სწრაფად ხდება B2B-სა და ხელოვნური ინტელექტის ნიშაზე ორიენტორებული პარტნიორების საუკეთესო არჩევანი. ის მცირე კომპანიებსა და ჯგუფებს უმარტივებს სამუშაო პროცესს, მაგალითად, ეხმარება ელფოსტების დაწერაში, პოტენციური მომხმარებლების შეფასებასა და ჭკვიანი მანქანების მეშვეობით კონტეტის შექმნაში.

მას განსაკუთრებულს ხდის სიმარტივისა და სიძლიერის ნაზავი. ის მუშაობს ისეთ ხელსაწყოებთან, როგორებიცაა:

  • Slack, 
  • Notion, 
  • და CRM-ები. 

მომხმარებლებს რამდენიმე წუთში შეუძლიათ სამუშაო პროცესების შედგენა, რაც არ საჭიროებს კოდირებას.

თითოეული მოზიდული მომხმარებლისთვის პარტნიორები გამოიმუშავებენ 20%-იან განმეორებით საკომისიოს. B2B SaaS სფეროში კი პარტნიორები თვეების ან წლების განმავლობაში განაგრძობენ ასეთი პროგრამებით სარგებლობას.

პროგრამაში გაწევრიანება მარტივია. ის წვდომას გაძლევთ ინდივიდუალურ სამუშაო დაფაზე, ყოველთვიურ გადახდებსა და სასარგებლო სარეკლამო მასალებზე. ბევრი პარტნიორი მას საინფირმაციო ელფოსტების, LinkedIn-ის ან B2B ბლოგების მეშვეობით უწევს რეკლამირებას. ხელოვნური ინტელექტის ავტომატიზება უბრალოდ ტენდენტცია არაა — ის ბიზნესებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტი ხდება. 

FlyCheap Partners — ფრენის შეთავაზებები, რომლებიც მართლა კონვერტირდება

FlyCheap Partners ამ თვეში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ეს არაა მხოლოდ იმის დამსახურება, რომ ადამიანები ისევ გეგმავენ მოგზურობას. ეს პარტნიორული პროგრამა მომხმარებლებს რეალურ დროში აკავშირებს ისეთ შეთავაზებებთან, რომლებიც ვრცელდება:

  • ფრენებზე, 
  • სასტუმროებზე, 
  • და დასასვენებელ პაკეტებზე.

რა გამოარჩევს მას? ეს მეტასაძიებო სისტემაა და არა ჯავშნების საიტი. რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები მრავალი წყაროს შეთავაზებებს ადარებენ ერთმანეთს, პარტნიორები კი საკომისიოს გამოიმუშავებენ არა მხოლოს შენაძენებისთვის, არამედ დაწკაპუნებებისთვისაც. ეს ამცირებს სირთულეებს და ზრდის კონვერსიებს.

  • საკომისიოები განსხვავდება, მაგრამ საშუალოდ თითო მომხმარებელზე შესაძლებელია 0.20$-1.50$-ის გამომუშავება, ხოლო ცხელ სეზონზე დამატებითი საკომისიოს მიღება. 
  • სასტუმროების რეკომენდაციებიდან დამატებითი შემოსავლის საკომისიო შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს.

FlyCheap-ზე მხარდაჭერილია ღრმა ბმულები, მრავალენოვანი სამიზნე გვერდები და ბოლო წუთის შეთავაზების ვიჯეტებიც. მარტივია მისი ინტეგრირება სამოგზაურო ბლოგებში, შეთავაზებების არხებსა თუ Instagram ისტორიებში. 

შეცდომები, რომლებიც უნდა აიცილოთ თავიდან, როცა პარტნიორული მარკეტინგის ტენდენციებს მისდევთ

ტენდენციებზე აყოლას შეუძლია თქვენი გამომუშავების გაზრდა, მაგრამ ამას შესაძლოა ჰქონდეს უკუეფექტიც, თუ სიფრთხილეს არ გამოიჩენთ. ბევრი პარტნიორი დროსა და ფულს ხარჯავს იმაში, რომ ბრმად მისდევს ტენდენციას და არ ფიქრობს ხანგრძლივ პერსპქტივაში. 

1. პროგრამების მხოლოდ პოპულარობისთვის შერჩევა

პროგრამამ შესაძლოა მოიცვას მთელი სოციალური მედია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის თქვენს აუდიტორიას შეესაბამება. ნუ გაუწევთ რეკლამირებას რაიმეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამას სხვებიც აკეთებენ. გამოცადეთ ის. შეამოწმეთ სამიზნე გვერდი, გადახდის პირობები და ქუქის მოქმედების ფანჯარა. დარწმუნდით, რომ ის შეესაბამება თქვენს პლატფორმასა და მომხმარებლებს.

2. მცირე დეტალების იგნორირება

ზოგიერთ პოპულარულ პროგრამას აქვს ბინდოვანი წესები ან ახასიათებს საკომისიოს მოულოდნელი ცვლილება. ყოველთვის წაიკითხეთ პირობები. შეამოწმეთ, გადახდას ყოველთვიურად მიიღებთ თუ — კვარტალურად. ყურადღება მიაქციეთ თანხის გატანის მინიმალურ ოდენობასა და ბუნდოვან პირობებს.

3. ზეტმეტად ხშირად გადართვა

ერთი ტენდენციიდან მეორეზე გადახტომამ შესაძლოა შეარყიოს თქვენდამი ნდობა. თუ თქვენი აუდიტორია მიხვდება, რომ ყოველკვირეულად ახალ პროდუქტს სთავაზობთ მას, ის აღარ მოგისმენთ. განაგრძეთ კეთება იმისა, რაც კონვერტირდება და გაამყარეთ ნდობა სანდო ხელსაწყოებისა თუ პლატფორმების გარშემო.

4. თქვენთვის შესაბამისი კონტენტის მივიწყება

ხელოვნური ინტელექტის SaaS ხელსაწყოს მოდის ბლოგზე რეკლამირება არ იმუშავებს, რამდენაც მიმზიდველიც არ უნდა იყოს შეთავაზება. თქვენი კონტენტი და აუდიტორია უნდა შეესაბამებოდეს პროდუქტს. შესაბამისობა პოპულარობაზე ბევრად მნიშვნელოვანია.

5. ყველგან ერთისა და იმავე სტრატეგიის გამოყენება

პოპულარულ პროგრამებს ხშირად ახალი მიდგომა სჭირდება. TikTok-ზე მორგებულმა პროდუქტმა შესაძლოა ვერ გაამართლოს Google Ads-ზე. iGaming-ის შეთავაზებამ, რომელიც Telegram-ზე მუშაობს, შესაძლოა მომხმარებელი ვერ დააკონვერტიროს SEO-ს გამოყენებით. შეცვალეთ ტაქტიკა, რომ მოერგოთ ტენდენციას.

6. ცუდი მხარდაჭერა და რესურსები

ბევრი სწრაფად მზარდი პროგრამა პარტნიორებს ცუდ მხარდაჭერას სთავაზობს. თუ არ გექნებათ მხარდაჭერის მიღების ან სარეკლამო მასალების განახლების შესაძლებლობა, გაგიჭირდებათ წარმატების მიღწევა. მოიძიეთ ისეთი პროგრამები, რომლებსაც ჰყავთ პარტნიორული მენეჯერები, აქვთ სასარგებლო ხელსაწყოები და მკაფიო სამუშაო დაფები.

7. მხოლოდ CPA მეთოდზე დაყრდნობა

CPA მიმზიდველი ჩანს — მომენტალური გადახდა ყოველგვარი ლოდინის გარეშე. მაგრამ თუ პარტნიორული მარკეტინგის ქსელი სუსტია მომხმარებლების შენარჩუნებაში, თქვენ გამოიმუშავებთ მხოლოდ ერთხელ და დაკარგავთ შემდგომში გამომუშავების შესაძლებლობას. RevShare-ის ჰიბრიდული მოდელი შესაძლოა უფრო ხანგრძლივ ღირებულებას განიჭებდეთ.

დამწყებთათვის საუკეთესო პარტნიორული პროგრამების მიმოხილვა

პარტნიორული მარკეტინგი გთავაზობთ ინტერნეტში ფულის გამომუშავების მარტივ გზას — თქვენი ორიდუქტის შექმნა ან ტრანზაქციების მართვა არაა აუცილებელი. უბრალოდ არეკლამებთ სპეციალურ ბმულს და გამოიმუშავებთ თანხას, როდესაც ვინმე გააფორმებს შენაძენს ან დარეგისტრირდება.

ბევრი დამწყები ინდოეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში უკვე გამოიმუშავებს ფულს პარტნიორული პროგრამებით. პარტნიორული მარკეტინგის დაწყება შეგიძლიათ სმარტფონით, სოციალური მედიის გვერდით ან მცირე ბლოგით. მარამ ზოგიერთ ქსელში გაწევრიანება რთულია ან ზოგიერთი პროგრამა გადახდების დამუშავებას დიდ დროს ანდომებს. ზოგიერთი მათგანი დამაბნეველია, ზოგი კი მხოლოდ დიდ ინფლუენსერებთან თანამშრომლობს.

ამ სტატიაში გაეცნობით საუკეთესო პარტნიორულ პროგრამებს დამწყებთათვის. მასში მიმოვიხილავთ მატივ ქსელებს, რომლებიც კარგად იხდის და მუშაობს სხვადასხვა ნიშაში, როგორიცაა აზარტული თამაშები, განათლება, ელექტრონული კომერცია, პროგრამული უზრუნველყოფა, კრიპტოვალუტა და ჯანმრთელობა. შეიტყობთ, როგორ შეარჩიოთ თქვენთვის შესაბამისი პროგრამა, თქვენი კონტენტის, აუდიტორიისა და მიზნების გათვალისწინებით.

რა ხდის პარტნიორულ პროგრამას დამწყებთათვის შესაბამისს

თუ ახალი ხართ პარტნიორული მარკეტინგის პროგრამაში, პირველი დიდი ნაბიჯი სწორი ქსელის შერჩევაა. ბევრი ადამიანი ირჩევს არასწორ ნიშას, ვერ იღებს შედეგებს და ძალიან მალე ნებდება. 

პარტნიორული მარკეტინგის საუკეთესო პროგრამებზე გამარტივებულია დარეგისტრირების პროცესი, სწრაფად მიმდინარეობს დადასტურება და მომენტალურად გენიჭებათ წვდომა ბმულებზე. პარტნიორული მარკეტინგის დასაწყებად არ უნდა გჭირდებოდეთ ვებსაიტი ან დიდი აუდიტორია. ბევრ კარგ ქსელში დღეს რეკლამირება საკმარისია მხოლოდ Telegram არხების, Instagram გვერდების ან YouTube Shorts-ების მეშვეობით.

  • მოსახერხებელია თანხის გადატანის დაბალი ზღვარიც. მოიძიეთ ისეთი ქსელები, რომლებზეც თანხის გატანის მინიმალური ოდენობა 10$-დან 30$-მდე შეადგენს. თანხის მიღებას ამარტივებს გადახდის ისეთი სწრაფი მეთოდები, როგორებიცაა PayPal, Payoneer ან კრიპტოვალუტა.
  • მნიშვნელოვანია საკომისოს მაჩვენებელიც. ზოგი ქსელი თითოეულ გაყიდვაში 5$-დან 30$-მდე ფიქსირებულ საკომისიოს იხდის, ზოგი კი მომხმარრებლის მიერ დახარჯული თანხის 10%-დან 40%-მდე წილს გთავაზობთ. თუ რეკლამირებას გაუწევთ ციფრულ ხელსაწყოებს, კურსებს ან ფსონების აპებს, ნაკლები გაყიდვით მეტის გამომუშავებას შეძლებთ.
  • ყურადღება მიაქციეთ პლატფორმის ხელსაწყოებსაც. კარგი პარტნიორული პროგრამა მოგაწვდით ბანერებს, საკონტროლო ბმულებსა და მარტივ სამუშაო დაფას. ზოგიერთი პლატფორმა გიჩვენებთ იმასაც, თუ რომელი ბმულები იღებს ყველაზე მეტ დაწკაპუნებასა თუ გაყიდვას.

დაბოლოს, შეამოწმეთ რამდენად სანდოა ბრენდი. დამწყები პარტნიორები კარგ შედეგებს იღებენ, როდესაც არეკლამებენ ისეთ კომპანიებს, რომლებსაც ადამიანები უკვე იცნობენ. ასეთი ბრენდებია Amazon, Canva ან Binance. ნდობა გეხმარებათ დაწკაპუნებების მიღებაში, დაწკაპუნებებს კი მოაქვს ფული. უმარტივესი პარტნიორული პროგრამები გეხმარებათ მცირე ნაბიჯების გადადგმასა და დროთა განმავლობაში ზრდაში — მაშინაც კი, როცა აქამდე არ გქონიათ არანაირი გამოცდილება.

ჩვენი რეკომენდაციები

თუ ახლა იწყებთ ამ სფეროში მუშაობას, მნიშვნელოვანია პარტნიორული პროგრამის სწორად შერჩევა. თქვენ გჭირდებათ ისეთი პროგრამა, რომელში გაწევრიანებაც მარტივია, რომელიც კარგ საკომისიოს იხდის და არ საჭიროებს დიდ ვებსაიტს ან აუდიტორიას. სასიხარულო ინფორმაცია? არსებობს უამრავი ქსელი, რომელიც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ჩვენ შევარჩიეთ სხვადასხვა ინდუსტრიის 7 საუკეთესო პარტნიორული პროგრამა  დამწყებთათვის. ზოგიერთი მათგანი ფოკუსირებულია IGaming პარტნიორულ პროგრამებზე, ზოგი — განათლებაზე, მოდაზე, პროგრამულ უზრუნველყოფაზე, ფინანსებზე ან ჯანმრთელობაზე. ყველა მათგანი:

  • იღებს დამწყებებს, რომლებსაც არ აქვთ არანაირი გამოცდილება.
  • იხდის სწრაფად — ძირითადად ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად.
  • გთავაზობთ სასარგებლო ხელსაწყოებს, როგორებიცაა ბანერენი და საკონტროლო ბმულები.
  • კარგად მუშაობს მობილურ მოწყობილობებსა და სოციალურ პლატფორმებზე.
  • აწესებს თანხის გატანის დაბალ ზღვარს, რომელიც შეადგენს 10$-დან 30$-მდე თანხას.

გაიგებთ, რა თანხის გამომუშავება შეგიძლიათ, როგორ გაწევრიანდეთ პროგრამაში და რომელი პროგრამა მუშაობს ყველაზე კარგად თითოეულ ქსელში.

1xBet-ის პარტნიორული პროგრამა

ეს ქსელი ერთ-ერთი მარტივი გზაა CPA პროგრამებს შორის აზარტული თამაშების ნიშაში მუშაობის დასაწყებად. არ გჭირდებათ ვებსაიტი ან დიდი აუდიტორია. ბევრი დამწყები პროდუქტებს არეკლამებს Telegram-ის, WhatsApp-ის ან YouTube Shorts-ის მეშვეობით.

თანხის გამომუშავება შესაძლებელია ორი გზით: შემოსავლის მაქსიმუმ 40%-იანი წილი ან 30$-და 50$-მდე თანხა თითოეული მოთამაშისთვის. რაც უფრო მეტ ადამიანს მოიზიდავთ, მით უფრო მაღალი იქნება შემოსავალი. ეს პროგრამა კარგია სპორტული, აზარტული თამაშების ან ონლაინგართობის პროდუქტებისთვის.

მისი სამუშაო დაფა მარტივად გამოსაყენებელია და აქვს ბევრი ენის მხარდაჭერა. წვდომას იღებთ რეალურ დროში სტატისტიკაზე, ბანერებსა და პრომოკოდებზე. გადახდები სრულდება ყოველკვირეულად და თანხის გატანის მინიმალური ოდენობა სულ რაღაც 30$-ია. თანხის გატანა შეგიძლიათ როგორც საბანკო გადარიცხვის, ისე კრიპტოვალუტის ან ელექტრონული საფულის მეშვეობით.

თუ გსურთ სწრაფი შედეგებისა და მაღალი გადახდების მიღება, ეს პროგრამა კარგი არჩევანია დამწყებთათვის, რომლებმაც იციან, როგორ მოიზიდონ მობილურის მომხმარებლები.

Meesho-ს პარტნიორული პროგრამა 

ეს პროგრამა იდეალურია პარტნიორული პროგრამაში ისეთ დამწყებთათვის, რომლებსაც აინტერესებთ ელექტრონული კომერციის სფერო. მისი გამოყენება მარტივია და არ საჭიროებს ვებსაიტს ან ბლოგს. პროდუქტების ბმულების გაზიარება უშუალოდ WhatsApp-ის, Facebook-ის ან Instagram-ის მეშვეობით შეგიძლიათ.

თითო გაყიდვიდან გამოიმუშავებთ 1$-დან 6$-მდე ფიქსირებულ საკომისიოს, რომელიც დამოკიდებულია პროდუქტის სახეობაზე. პროდუქტების უმეტესობა დაბალფასიანია, შესაბამისად, ისინი სწრაფად იყიდება. ეს ამარტივებს ყოველდღიურ კონვერსიებს, თუნდაც მცირე აუდიტორიის ფონზე.

აპში ერთი დაჭერით შეგიძლიათ ბმულის გენერირება. შეკვეთებისა და საკომისიოების გადამოწმება რეალურ დროშია შესაძლებელი. გადახდები სრულდება ყოველკვირეულად და თანხის გატანას შეძლებთ, როგორც კი დააგროვებთ მინიმუმ 10$-ს. ეს აპი შესანიშნავია, თუ დაკავებული ხართ სოციალური მედიით და გსურთ მეგობრებისა და გამომწერებისთვის შეთავაზებების გაზიარებით თანხის გამომუშავება.

Coursera

ეს ქსელი კარგი არჩევანია იმ დამწყებთათვის, რომლებიც არეკლამებენ განათლებას. ის კარგად მუშაობს, თუ თქვენი აუდიტორია სტუდენტების ან სამსახურის მაძიებლებისგან შედგება. აქ შეგიძლიათ გააზიაროთ მოკლე კურსების, სეტრიფიკატებისა და კარიერული პროგრამების ბმულები.

  • როგორც პარტნიორს, თითოეული ფასიანი კურსის გაყიდვისთვის შეგიძლიათ გამოიმუშაოთ მაქსიმუმ 45%-იანი საკომისიო. 
  • თუ ვინმე შეიძენს 50$-ის ღირებულების კურსს, შეგიძლიათ გამოიმშაოთ მაქსიმუმ 22,50$. 
  • ზოგიერთი შეთავაზება მოიცავს ბონუსებს რამდენიმე რეგისტრაციისთვის.

არაა აუცილებელი, იყოთ მასწავლებელი ან ექსპერტი. კურსების რეკლამირება შეგიძლიათ ბლოგის, Instagram გვერდის ან YouTube არხის მეშვეობით. Coursera გაწვდით ბანერებს, საკონტროლო ბმულებსა და ყოველთვიურ პრომოაქციებს.

გადახდები სრულდება თვეში ერთხელ და თანხის მიღება შეგიძლიათ PayPal-ის ან საბანკო გადარიცხვის მეშვეობით. თანხის გატანის მინიმალური ზღვარი დაახლოებით 50$-ა, რომლის გამომუშავებაც სულ რამდენიმე გაყიდვითაა შესაძლებელი. თუ თქვენი გამომწერები დაინტერესებულები არიან ცოდნის მღებითა და კარიერული ზრდით, ეს საუკეთესო ადგილია პირველი ნაბიჯების გადასადგმელად.

Canva

ეს ქსელი იდეალურია დამწყებთათვის, რომლებიც ქმნიან ონლაინკონტენტს. Canva დიზაინის პოპულარული ხელსაწყოა, რომელსაც მილიონობით ადამიანი იყენებს. მისი რეკლამირება მარტივია, რადგან ბევრი ადამიანი უკვე იცნობს და ენდობა ამ ბრენდს.

Canva Pro-ს ფასიან ანგარიშზე დარეგისტრირებული თითოეული მომხმარებლისთვის შეგიძლიათ გამოიმუშაოთ მაქსიმუმ 36$. თითოეული გაყიდვიდან გამომუშავებული თანხა საშუალოდ დაახლოებით 10-20$-ს შეადგენს. პლატფორმის უფასო ვერსიის მომხმარებლებიც კი შეიძლება გადავიდნენ მის ფასიან ვერსიაზე, რაც თქვენთვის ზრდის თანხის გამომუშავების შესაძლებლობას.

მისი რეკლამირებისთვის არ გჭირდებათ დიზაინის უნარების ფლობა. უბრალოდ გააზიარეთ თქვენი ბმული ბლოგის, ვიდეოსახელმძღვანელოს ან სოციალური მედიის პოსტის მეშვეობით. Canva გაწვდით ბანერებს, მზა ბმულებსა და ტრაფიკის კონვერტირების რჩევებს.

გადახდები სრულდება ყოველკვირეულად, PayPal-ის მეშვეობით და თანხის გატანის მინიმალური ოდენობა სულ რაღაც 50$-ია. მისი სამუშაო დაფა მარტივად გამოსაყენებელია და შესანიშნავია თქვენი პროგრესის გასაკონტროლებლად. თუ თქვენი აუდიტორია შედგება სტუდენტებისგან, შემქმნელებისგან ან მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისგან, ეს პროგრამა საუკეთესო არჩევანია დამწყებთათვის.

Amazon Associates 

ეს პარტნიორული მარკეტინგის დამწყებთათვისა ყველაზე შესაფერისი პროგრამაა მსოფლიოში. Amazon სანდო გლობალური ბრენდია და ამ პლატფორმაზე ადამიანები ყოველდღიურად აფორმებენ შენაძენს. აქ რეკლამირება შეგიძლიათ გაუწიოთ თითქმის ყველაფერს — ტექნიკას, წიგნებს, ტანსაცმელს, საოჯახო პროდუქტებს.

  • პროდუქტის კატეგორიის მიხედვით შეგიძლიათ გამოიმუშაო 1%-დან 10%-მდე საკომისიო. 
  • მაგალითად, თუ მომხმარებელი თქვენი ბმულით შეიძენს 100$-ის ღირებულების პროდუქტს, თქვენ შესაძლოა გამოიმუშაოთ 1$-დან 10$-მდე საკომისიო. 
  • ვინაიდან ფასები ქვეყნების მიხედვით იცვლება, პატარა პროდუქტსაც კი შეუძლია რეგულარული შემოსავლის უზრუნველყოფა.

პროდუქტების რეკლამირება შეგიძლიათ ბლოგებზე, სოციალურ მედიაში ან YouTube-ზე. Amazon გაწვდით ბანერებს, მოკლე ბმულებსა და თქვენი დაწკაპუნებებისა თუ გაყიდვების საკონტროლო ხელსაწყოებს. ქუქი-ფაილების მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 24-საათს, შესაბამისად, თანხას მაინც გამოიმუშავებთ, თუ მომხმარებელი იმავე დღეს, მოგვიანებით გააფორმებს შენაძენს.

გადახდები სრულდება ყოველთვიურად და შეგიძლიათ აირჩიოთ თანხის PayPal-ის, საბანკო გადარიცხვის ან ვაუჩერის მეშვეობით მიღება (ვარიანტები იცვლება რეგიონების მიხედვით). თანხის გატანის მინიმალური ზღვარი ჩვეულებრივ შეადგენს 10$-დან 15$-ს.

Binance 

ეს პროგრამა იდეალურია დამწყებთათვის, რომლებსაც სურთ კრიპტოვალუტის სფეროში შებიჯება. Binance კრიპტოვალუტის გაცვლის მსოფლიოში უდიდესი პლატფორმაა, რომელსაც 100-ზე მეტი ქვეყნის მომხმარებელი ენდობა. მასზე მხარდაჭერილია ბევრი ენა და ხელმისაწვდომია მარტივად გამოსაყენებელი სამუშაო დაფა.

როგორც პარტნიორს, შეგიძლიათ თქვენ მიერ მოზიდული მომხმარებლების სავაჭრო საკომისიოდან 50%-ის გამომუშავება. 

  • მაგალითად, თუ მომხმარებელი ივაჭრებს და საკომისიოს სახით გადაიხდის 100$-ს, თქვენ შეგიძლიათ გამოიმუშაოთ 50$. 
  • ზოგიერთი პარტნიორი გამოიმუშავებს ქვერეფერალებიდანაც — ადამიანებიდან, რომლებიც ქსელში გაწევრიანებისთვის მოიწვიეს.

დასაწყებად არ გჭირდებათ კრიპტოვალუტის პრინციპების ღრმად ცოდნა. ბევრი დამწყები Binance-ს რეკლამირებას უწევს Telegram-ის, YouTube Shorts-ისა და კრიპტოვალუტის ბლოგების მეშვეობით. Binance გაწვდით ბანერებს, რეფერალურ ბმულება და გამომუშავების რეალურ დროში სტატისტიკას.

გადახდები მომენტალურად სრულდება კრიპტოვალუტაში და არაა დაწესებული თანხის გატანის მინიმალური ზღვარი. თანხა შეგიძლიათ გაიტანოთ Binance-ს საფულეზე, შემდეგ კი დააკონვერტიროთ ის ნებისმიერ კრიპტომონეტაში ან ფიატში. თუ თქვენი აუდიტორია დაინტერესებულია Bitcoin-ით, ვაჭრობით ან პასიური შემოსავლით, ეს პროგრამა საუკეთესო ვარიანტია პარტნიორის კარიერის დასაწყებად.

HealthKart-ის პარტნიორული პროგრამა

ეს ქსელი კარგი არჩევანია დამწყებთათვის, რომლებიც ინტერესდებიან ფიტნესისა და სიჯანსაღის სფეროთი. HealthKart ყიდის პროტეინის ფხვნილებს, ვიტამინებს, სავარჯიშო და ჯანმრთელობის სხვა პროდუქტებს. საიტი პოპულარობით სარგებლობს სპორტსმენებში, სპორტდარბაზის მომხმარებლებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებს შორის.

  • როგორც თანაშემწე, თითოეული გაყიდვიდან გამოიმუშავებთ 10%-დან 15%-მდე საკომისიოს.
  • მაგალითად, თუ ადამიანი შეიძენს 100$-ის ღირებულების ვიტამინებს, თქვენ შეგიძლიათ გამოუმუშაოთ 10$-დან 15$-მდე თანხა.
  • რაც უფრო მეტს გადაიხდის თქვენი აუდიტორია, მით უფრო მაღალი იქნება თქვენი შემოსავალი, თანაც, ჯანმრთელობის პროდუქტებს მომხმარებლები ხშირად განმეორებით ყიდულობენ.

ბმულების რეკლამირება შეგიძლიათ YouTube მიმოხილვების, Instagram გვერდების ან WhatsApp ჯგუფების მეშვეობით. HealthKart გაწვდით ბანერებს, საკონტროლო ბმულებსა და ანგარიშებს, რათა აკონტროლოთ თქვენი გაყიდვები.

გადახდები სრულდება ყოველთვიურად და შეგიძლიათ მათი მღება შეგიძლიათ როგორც PayPal-ის, ისე საბანკო გადარიცხვის მეშვეობით. თანხის გატანის მინიმალური ზღვარი ჩვეულებრივ შეადგენს დაახლოებით 25$-დან 30$-მდე თანხას, რომლის მიღწევაც მარტივია ფიტნესშემქმნელებისთვის.

როგორ შეარჩიოთ სწორი პროგრამა როგორც დამწყებმა

აირჩიეთ ქსელი, რომელიც შეესაბამება თქვენს კონტენტსა და აუდიტორიას. თუ თქვენს გამომწერებს აინტერესებს ფიტნესი, დაარეკლამეთ ჯანმრთელობის პროდუქტები. თუ მათ უყვართ აზარტული თამაშები, შეარჩიეთ ფსონების ან თამაშების პლატფორმა.

  • ყურადღება მოაქციეთ თანხის გატანის დაბალ ზღვარს (10$-დან 30$-მდე).
  • მოიძიეთ გადახდის მარტივი ვარიანტები, როგორებიცაა PayPal, კრიპტოვალუტა ან საბანკო გადარიცხვა. სწრაფი გადახდების მქონე პროგრამები მოტივაციას გმატებთ.
  • აირჩიეთ CPA (ფიქსირებული გადახდა) ან RevShare მოდელი(ხანგრძლივი შემოსავალი). სწრაფი ჯილდოების მისაღებად დამწყები პარტნიორები დასაწყისისთვის ხშირად CPA-ს ანიჭებენ უპირატესობას.

თუ არ გაქვთ საიტი, ცადეთ პარტნიორული მარკეტინგის ისეთი პროგრამები, რომლებიც კარგად მუშაობს Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან YouTube Shorts-ზე. დაწკაპუნებებისა და გამომუშავების გასაზრდელად აირჩიეთ ცნობილი ბრენდები. დღეში თუნდაც 3$ ან 5$-იც კი შეიძლება გადაიქცეს თვეში 100$-ად! შეინარჩუნეთ მოთმინება და არ შეწყვიტოთ სწავლა.

საუკეთესო ინდური პარტნიორული პროგრამების მიმოხილვა

პარტნიორული მარკეტინგი ინდოეთში სწრაფად ვითარდება. ბევრი ადამიანი ახლა ონლაინსივრცეში პროდუქტების ან სერვისების ბმულების გაზიარებით გამოიმუშავებს ფულს. ამისთვის არ გჭირდებათ პროდუქტის ფლობა. უბრალოდ არეკლამებთ მას და გამოიმუშავებთ თანხას, როდესაც ვინმე გააფორმებს შენაძენს ან დარეგისტრირდება.

ინდოეთი ქვეყანაა, რომელიც მობილურ მოწყობილობას ანიჭებს უპირატესობას. 85%-ზე მეტი ადამიანი ვებსაიტებს ტელეფონიდან ათვალიერებს. ეს საქმეს უმარტივებს იმ შემქმნელებს, რომლებიც სამუშაო პლატფორმად WhatsApp-ს, YouTube-ს, Instagram-სა და ბლოგს იყენებს.

ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა Amazon, Flipkart, Binance და 1xBet ახლა მომხმარებლებს სთავაზობენ ძლიერ პარტნიორულ პროგრამებს ინდოეთში. ამ პლატფორმებზე მხარდაჭერილია ინდური ტრაფიკი, გადახდა რუპიებში და შემოთავაზებულია მაღალი საკომისიო. ამ სტატიაში გაეცნობით ხუთი ძირითადი მიმართულების საუკეთესო პარტნიორულ პროგრამებს ინდოეთში.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ინდურ პარტნიორულ პროგრამაში

ყველა პარტნიორული პროგრამა ერთნაირი არაა. ზოგი მეტს იხდის. ზოგი უფრო მარტივია გამოსაყენებლად. თუ გსურთ, რო შეუერთდეთ მაღალანაზღაურებიან პარტნიორულ პროგრამებს ინდოეთში, შეიტყვეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება.

პირველ რიგში, შეამოწმეთ გადახდის მეთოდი. ბევრი ინდოელი მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს UPI-ს, Paytm-ს ან პირდაპირ საბანკო გადარიცხვას. კარგი პროგრამა გადახდებს ინდურ რუპიებში უნდა გთავაზობდეთ. უმჯობესია, თუ დაშვებულია მცირე ოდენობის, მაგალითად, 500₹-დან 2000₹ თანხის გატანა.

მეორეც, დააზუსტეთ საკომისიოს განაკვეთი. ზოგიერთი პროგრამა თითოეული გაყიდვაში იხდის ფიქსირებულ საკომისიოს, მაგალითად, 100₹-დან 3000₹-მდე თანხას. სხვები წილს გვთავაზობთ მომხმარებლის მიერ დახარჯული თანხიდან, მაგალითად 5%-დან 40%-მდე საკომისიოს. უფრო მომგებიანია ისეთი პროგრამები, რომლებიც მაღალფასიან პროდუქტებს ან განმეორებით შეკვეთებს სთავაზობს მომხმარებლებს.

მნიშვნელოვანია ენის მხარდაჭერაც. ინდოეთში ბევრი მყიდველი საუბრობს შემდეგ ენებზე:

  • ჰინდი, 
  • ტამილური, 
  • ტელუგუ, 
  • ან ბენგალური. 

თუ პროგრამას აქვს ადგილობრივ ენებზე ლოკალიზებული სამიზნე გვერდები ან სამუშაო დაფები, ეს მეტის გამომუშავებაში დაგეხმარებათ.

შეამიწმეთ ქუქი-ფაილების მოქმედების ხანგრძლივობა. ეს არის ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ბმული აკონტროლებს მომხმარებელს. კარგი პროგრამა 7-დან 30 დღემდე ხანგრძლივობას გთავაზობთ. რაც ნიშნავს იმას, შემოსავალს გამოიმუშავებთ მაშინაც კი, თუ მომხმარებელი მოგვიანებით დაბრუნდება პლატფორმაზე და გააფორმებს შენაძენს. ყურადღება მიაქციეთ ბრენდის ტიპსაც. ინდოელი მომხმარებლები ენდობიან ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა:

  • Amazon, 
  • Flipkart, 
  • Zoho, 
  • ან CoinDCX. 

სანდო ბრენდები უკეთესად აკონვერტირებენ მომხმარებლებს და გეხმარებიან გრძელვადიანი შემოსავლის უზრუნველყოფაში.

დაბოლოს, დარწმუნდით, რომ პროგრამა მუშაობს მობილურ მოწყობილობაზე. ინდოეთში ტრაფიკის უმეტესობა მობილურიდან მოდის. სამუშაო დაფა, ბმულები და რეკლამები სწრაფად უნდა იტვირთებოდეს ტელეფონზე. თუ პროგრამა კარგად იხდის, მხარს უჭერს ტრაფიკს ინდოეთში და გეხმარებათ განვითარებაში — ის თქვენს დროდ ღირს.

საუკეთესო პარტნიორული პროგრამები ინდოეთში

ინდოეთს ათასობით პარტნიორული პროგრამააა ხელმისაწვდომი. მაგრამ მხოლოდ რამდენიმესთვის ღირს თქვენი დროის დათმობა. საუკეთესო პროგრამები გვთავაზობთ მაღალ ანაზღაურებას, სწრაფ მხარდაჭერასა და მარტივ ხელსაწყოებს. ბევრი პროგრამა ერთი შეხედვით კარგად გამოიყურება, მაგრამ სათანადოდ ვერ აკონვერტირებს მომხმარებლებს ან გადახდებს 30-45 დღეზე მეტხანს აგვიანებს. ზოგიერთი წამყვანი პროგრამა თითოეულ გაყიდვაში გთავაზობთ 3000₹-მდე საკომისიოს ან შემოსავლის 40%-იან წილს. სწორედ ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი სწორი ნიშისა და პლატფორმის არჩევა.

ამ გზამკვლევში ყურადღებას გავამახვილებთ ხუთ ძირითად ნიშაზე, რომლებიც საუკეთესოდ მუშაობს ინდოელი შემქმნელებისთვის:

  • iGaming;
  • განათლება;
  • ელექტრონული კომერცია;
  • ტექნოლოგიები;
  • კრიპტოვალუტა.

ყველა ამ პროგრამაში მხარდაჭერილია ინდური ტრაფიკი, ხოლო გადახდები სრულდება ინდურ რუპიებში ან კრიპტოვალუტაში. 

iGaming-ის პარტნიორული პროგრამები ინდური ტრაფიკისთვის

iGaming სწრაფად ვითარდება ინდოეთში. ხალხს მოსწონს ფსონები კრიკეტზე, ფენტეზი ლიგები და კაზინოს თამაშები. ბევრი პარტნიორი სტაბილურ გამომუშავებას სანდო სათამაშო პლატფორმების რეკლამირებით იღებს.

1xBet სპორტული ფსონების წამყვანი პლატფორმაა ინდოეთში. მოზიდული მოთამაშეებისთვის პარტნიორები გამოიმუშავებენ შემოსავლის მაქსიმუმ 40%-იან წილს. მაგალითად, თუ მოთამაშე წააგებს 10000₹-ს, თქვენ შესაძლოა გამოიმუშაოთ 4000₹. ასევე ხელმისაწვდომია 3000₹+ CPA შემოთავაზება თითოეულ მომხმარებელზე, რომელიც დარეგისტრირდება და გააფორმებს შენაძენს. პროგრამას აქვს 60-ზე მეტი ქვეყნის მხარდაჭერა და ჰყავს 100000-ზე მეტი აქტიური პარტნიორი.

გადახდები იგზავნება ყოველკვირეულად, თანხის გატანის მინიმალური ოდენობა კი შეადგენს დაახლოებით 2500₹-ს. თანხის გატანა შეგიძლიათ UPI-ს, საბანკო გადარიცხვის, Skrill-ის ან კრიპტოვალუტის მეშვეობით. სამუშაო დაფა ხელმისაწვდომია როგორც ჰინდიზე, ისე ინგლისურ ენაზე და რეალურ დროში აჩვენებს სტატისტიკას. ეს მას საუკეთესოს ხდის ფეხბურთის გვერდებისთვის, ფსონებთან დაკავშირებული ბლოგებისა და Telegram საზოგადოებებისთვის.

1xCasino 1xBet-ის მხოლოდ კაზინოს სექციაა. ის გთავაზობთ მაქსიმუმ 40%-იან RevShare-ს — გამომუშავებაზე არაა დაწესებული ლიმიტი. აქ ბევრი პარტნიორი არეკლამებს სლოტებს, ქრაშ თამაშებსა და ლაივ დილერებს. ახალი პარტნიორები პირველი 3 თვის განმავლობაში გამომუშავებას იწყებენ 40%-იანი RevShare-ით, შემდეგ კი იღებენ შემოსავლის 25-30%-იან წილს. ეს უზრუნველყოფს მაღალ საწყის გამომუშავებასა და ხანგრძლივ სტაბილურობას.

პროგრამაში ჩაშენებულია მობულურზე მორგებული, ლოკალიზებული ხელსაწყოები, რომლებიც შესაბამისია ჰინდიზე რეკლამირებისთვისაც. სარეკლამო მასალები მოიცავს ბანერებსა და პერსონალიზებულ სამიზნე გვერდებს. გადახდები სრულდება ყოველკვირეულად და თანხის გატანის მინიმალური ოდენობაა 2500₹. გადახდის მიღება შეგიძლიათ INR-ში, USDT-ში ან საბანკო გადარიცხვით.

საგანმანათლებლო პარტნიორული პროგრამები ინდოეთში

ინდოეთს განათლების ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი აქვს მსოფლიოში. სტუდენტები და დასაქმებული სპეციალისტები ყოველდღიურად იღებენ ცოდნას ონლაინსივრცეში. ამ სფეროში პარტნიორული პროგამები პარტნიორებს სტაბილურ შემოსავალსა და სანდო ბრენდებს სთავაზობს. აქ შეგიძლიათ დაარეკლამოთ ონლაინკურსები, მოსამზადებელი ტესტები ან უნარების განმავითარებელი ხელსაწყოები. ეს ყველაფერი კარგად მუშაობს ბლოგებზე, YouTube არხებსა თუ Telegram-ის სასწავლო ჯგუფებში. აი, ორი ძლიერი პარტნიორული პროგრამა ინდურ საგანმანათლებლო სივრცეში.

Unacademy ინდოეთის ერთ-ერთი ფართო საგანმანათლებლო პლატფორმაა. მასზე ხელმისაწვდომია Live გაკვეთილები და ვიდეოკურსები, რომლებიც განკუთვნილია ისეთი გამოცდებისთვის, როგორებიცაა: UPSC, SSC, NEET და JEE. როგორც პარტნიორი, თითოეულ შეკვეთაზე გამოიმუშავებთ 10%-დან 20%-მდე საკომისიოს. თუ მომხმარებელი შეიძენს 6000-ის ღირებულების გამოწერას, თქვენ გამოიმუშავებთ 600₹-დან 1200₹-მდე თანხას. Unacademy გაწვდით პერსონალიზებულ ბმულებს, ბანერებსა და სპეციალურ ვაუჩერებს. მათი რეკლამირება შეგიძლიათ ჰინდიზე, ტამილურ, ტელუგს ან სხვა ენებზე. გადახდები ყოველთვიურია, თანხის მიღება შეგიძლიათ როგორც საბანკო გადარიცხვის, ისე UPI-ს მეშვეობით. თანხის გატანის მინიმალური ზღვარი ჩვეულებრივ 1000₹-ა. თუ თქვენი აუდიტორია სტუდენტების ან გამოცდების ჩამბარებლებისგან შედგება, Unacademy-ს პროგრამა გონივრული არჩევანია.

Coursera კურსების გლობალური ონლაინპლატფორმაა ინდური ფასებითა და ინდოელი პარტნიორებით. ის მომხმარებელს სთავაზობს მოკლევადიან კურსებს ბიზნესში, ტექნოლოგიებსა და ენობრივ უნარებში. პარტნიორებს შეუძლიათ მაქსიმუმ 45%-იანი საკომისიოს გამომუშავება. თუ მომხმარებელი შეიძენს 4000₹-ის ღირებულების კურსს, თქვენმა გამომუშავებამ შესაძლოა მიაღწიოს 1800₹-ს. ზოგიერთი პროგრამა ბონუსებს იხდის დიდი ტრაფიკისთვისაც. Coursera გაწვდით საკონტროლო ბმულებს, ბანერებსა და სეზონურ შეთავაზებებს. მისი სამუშაო დაფის გამოყენება მარტივია და მხარდაჭერის მიღება ელფოსტის მეშვეობითაა შესაძლებელი. გადახდები სრულდება ყოველთვიურად, Payoneer-ით ან საბანკო გადარიცხვით, ხოლო თანხის გატანის მინიმალური ოდენობა შეადგენს 2,500₹-ს. ეს პროგრამა კარგად მუშაობს კარიერული ბლოგერებისთვის, ინფლუენსერებისა და სამუშაო უნარების მასწავლებლებისთვის.

ელექტრონული კომერციის პარტნიორული პროგრამები ინდოეთში

ინდოეთის ონლაინსაყიდლების ბაზარი ყოველწლიურად ფართოვდება. მილიონობით ადამიანი პროდუქტებს აპლიკაციებისა და ვებსაიტების მეშვეობით ყიდულობს. პარტნიორულ მარკეტერებს ფულის გამომუშავება ასეთი პროდუქტების სპეციალური ბმულების დარეკლამებით შეუძლიათ. მოდით, მიმოვიხილოთ ამ სფეროს ორი პროგრამა.

Amazon India ონლაინსაყიდლების სანდო ბრენდია. მის პარტნიორულ პროგრამაში გადახდა დამოკიდებულია პროდუქტის კატეგორიაზე. აი, მნიშვნელოვანი დეტალები:

  • საკომისიო: 1%-დან 10%-მდე.
  • მაგალითი: თუ მომხმარებელი შეიძენს 10000₹-ის ღირებულების ტექნიკას, შესაძლოა გამოიმუშაოთ 500₹-დან 1000₹-მდე ოდენობის თანხა.
  • ქუქი-ფაილების მოქმედების ხანგრძლივობა: 24 საათი.
  • ხელსაწყოები: ბანერები, პროდუქტის ბმულები, საკონტროლო სამუშაო დაფა.
  • გადახდა: ყოველთვიური, NEFT-ის ან Amazon Gift Card-ის მეშვეობით.
  • თანხის გატანის მინიმალური ოდენობა: 1000₹.

ეს პროგრამა იდეალურია მიმოხილვების საიტებისთვის, ტექნოლოგიის ბლოგერებისა და YouTube შემქნმელებისთვი.

ინდოეთის ელექტრონული კომერციის სფეროში მორიგი წამყვანი საიტია Flipkart. ის სახელგანთქმულია ტელეფონებით, მოდის პროდუქტებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით. ეს პარტნიორული პროგრამა იხდის 5%-დან 18%-მდე საკომისიოს, რაც დამოკიდებულია პროდუქტზე. თუ მომხმარებელი შეიძენს 8000₹-ის ღირებულების ტანსაცმელს, თქვენ შესაძლოა გამოიმუშაოთ 400₹-დან 1400₹-მდე ოდენობის თანხა. Flipkart გაწვდით ხელსაწყოებს, ბანერებს, ვიჯეტებსა და ყოველდღიური შეთავაზებების არხებს.

ქუქი-ფაილების მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 24 საათს და საკონტროლო სისტემა კარგად მუშაობს მობილურ მოწყობილობაზე. გადახდები იგზავნება ყოველთვიურად, საბანკო გადარიცხვის მეშვეობით, ხოლო თანხის გატანის მინიმალური ოდენობა შეადგენს 1000₹-ს. ეს პროგრამა იდეალურია ფასების შედარებაზე ორიენტირებული ბლოგებისთვის, მოდის გვერდებისა და სოციალური ქსელების ინფლუენსერებისთვის.

ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის პარტნიორული პროგრამა

Hostinger ვებჰოსტინგის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. მის პარტნიორულ პროგრამაში გაყიდვის საკომისიო მაქსიმუმ 60%-ს შეადგენს. თუ მომხმარებელი შეიძენს ჰოსტინგის 2500₹-ის ღირებულების გეგმას, გამომუშავებამ შესაძლოა მიაღწიოს 1500₹-ს. ქუქი-ფაილების მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 30 დღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკომისიოს იმ შემთხვევაშიც მიიღებთ, თუ მომხმარებელი მოგვიანებით გააფორმებს შენაძენს. პროგრამაში წვდომა გექნებათ რეალურ დროში ანგარიშგებაზე, ბანერებსა და სხვადასხვა ბმულზე. გადახდები იგზავნება ყოველთვიურად, თანხის გატანის მინიმალური ოდენობა კი შეადგენს 3000₹-ს. გადახდა სრულდება როგორც პირდაბირი საბანკო გადარიცხვით, ისე PayPal-ით. ეს პროგრამა იდეალურია ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ბლოგებისა და ვებსაიტებისთვის.

Zoho პროგრამული უზრუნველყოფის სანდო ინდური ბრენდია. მასზე ხელმისაწვდომია, CRM, HR, საბუღალტრო და სხვა ხელსაწყოები. როგორც პარტნიორი, გამოიმუშავებთ 15%-იან განმეორებით საკომისიოს. მაგალითად, თუ კომპანია შეიძენს გამოწერას და ყოველთვიურად გადაიხდის 5000₹-ს, თქვენ ყოველთვიურად გამოიმუშავებთ 750₹-ს, სანამ ის არ გააუქმებს გამოწერას. Zoho გაწვდით ბანერებს, რეფერალურ ბმულსა და ანგარიშებს, რათა აკონტროლოთ თქვენი შემოსავალი. გადახდები იგზავნება ყოველთვიურად და თანხის გატანის მინიმალური ოდენობაა 2500₹. გადახდა შეგიძლია მიიღოთ როგორც საბანკო გადარიცხვის, ისე PayPal-ის მეშვეობით. ეს პროგრამა იდეალურია B2B ბლოგერებისთვის, პროგრამული უზრუნველყოფის მასწავლებლების ან LinkedIn-ის შემქმნელებისთვის.

კრიპტოვალუტის ქვეყანაში პოპულარული პარტნიორული პროგრამები 

კრიპტოვალუტის გამოყენების მაჩვენებელი, განსაკუთრებით ახალგაზრდა ინვესტორებში, სწრაფად იზრდება ინდოეთში. ბევრი ადამიანი სავაჭრო რჩევებს იღებს Telegram-იდან, YouTube-იდან და ფინანსური ბლოგებიდან. კრიპტოვალუტის სანდო პლატფორმების რეკლამირებით პარტნიორებს კარგი თანხის გამომუშავება შეუძლიათ.

Binance კრიპტოვალუტის გაცვლის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმაა. მისი პარტნიორული პროგრამა ხელმისაწვდომია ინდოელი მომხმარებლებისთვის და იხდის მაქსიმუმ 50%-იან სავაჭრო საკომისიოს იმ გადახდებიდან, რომლებსაც თქვენი მომხმარებლები აგენერირებენ. მაგალითად, თუ მომხმარებელი ივაჭრებს და საკომისიოს სახით გადაიხდის 1000₹-ს, თქვენ შეგიძლიათ გამოიმუშაოთ 500₹. გარდა ამისა, სხვა პარტნიორების მოზიდვაში შეგიძლიათ გამოიმუშაოთ დამატებით 10%-იანი საკომისიო. სამუშაო დაფას აქვს INR-ს მხარდაჭერა და აჩვენებს სტატისტიკას რელურ დროში. გადახდები მომენტალურად სრულდება კრიპტოვალუტაში და არაა დაწესებული თანხის გატანის მინიმალური ზღვარი. ეს პროგრამა იდეალურია Telegram არხებისა და YouTube შემქმნელებისთვის, რომლებიც ფოკუსირებულები არიან ვაჭრობისა და კრიპტოვალუტის სიახლეებზე.

CoinDCX კრიპტოვალუტის გაცვლის წამყვანი ინდური პლატფორმაა. მასზე ხელმისაწვდომია დეპოზიტები INR-ში და ის კარგად მუშაობს როგორც UPI-სთან, ისე საბანკო ანგარიშებთან. როგორც პარტნიორს, შეგიძლიათ გამოიმუშაოთ 100₹-დან 500₹-მდე ოდენობის თანხა თითოეული ვერიფიცირებული მომხმარებლისთვის, რომელიც დარეგისტრირდება და ივაჭრებს. ეს პროგრამა იდეალურია ინდური აუდიტორიისთვის, რადგან მასზე მხარდაჭერილია გადახდის ადგილობრივი მეთოდები და სწრაფი KYC. მისი სამუშაო დაფა მარტივად გამოსაყენებელია, ხოლო გადახდები იზგავნება ყოველთვიურად. ანაზღაურების მიღება შეგიძლიათ საბანკო გადარიცხვის ან კრიპტოვალუტის მეშვეობით, თანხის გატანის მინიმალური ზღვარი კი დაბალია. CoinDCX კარგად მუშაობს ფინანსებზე ორიენტირებული ბლოგერებისთვის, Twitter შემქმნელებისა და სტუდენტი ინვესტორებისთვის.

რჩევები ინდურ პარტნიორულ მარკეტინგში წარმატების მისაღწევად

თუ სწორ ნაბიჯებს გადადგამთ, ინდურ პარტნიორულ ბაზარზე გაყიდვები კარგ შედეგებს მოგიტანთ. აი, რამდენიმე საუკეთესო რჩევა თქვენი სწრაფი კარიერული ზრდისა და ფულის სწრაფად გამომუშავებისთვის:

  • გამოიყენეთ მომიჯნავე ენები. ჰინდი, ტამილური, ბენგალური და სხვა ადგილობრივი ენები დაგეხმარებათ აუდიტორიასთან უკეთ დაკავშირებაში.
  • ყურადღება გაამახვილეთ კონტენტზე, რომელიც უპირატესობას მობილურ მოწყობილობას ანიჭებს. ინდოეთში ბევრი ადამიანი პროდუქტს ტელეფონში ეძებს და ყიდულობს. დარწმუნდით, რომ ბმულები, ვიდეოები და გვერდები კარგად მუშაობს მობილურ მოწყობილობაზე.
  • აირჩიეთ გეგმები, რომლებშიც მხარდაჭერილია INR. თანხის მიღება უფრო მარტივია UPI-ს, Paytm-ის ან პირდაპირი საბანკო გადარიცხვის მეშვეობით.
  • რეკლამირება გაუწიეთ სანდო ბრენდებს. მომხმარებელთა ნდობის მოსაპოვებლად დაიწყეთ ისეთი სახელგანთქმული ბრენდებით, როგორებიცაა Amazon, Flipkart, Unacademy ან Binance.
  • გამოიყენეთ მცირე ფორმატის კონტენტი. გრძელ ვიდეოებთან ან პოსტებთან შედარებით, YouTube Shorts, Instagram Reels და WhatsApp-ის სტატუსები უფრო მეტ ნახვასა და სწრაფ დაწკაპუნებებს იღებს.
  • იმოქმედეთ რეგულარულად. რაც უფრო მეტს იშრომებთ, დროთა განმავლობაში მით მეტ ხილვადობასა და ფულს გამოიმუშავებთ
  • აკონტროლეთ შედეგები. გამოიყენეთ სამუშაო დაფები და ბმულები, რათა გაიგოთ, რა უფრო მუშაობს და აკეთოთ ის, რასაც შედეგი მოაქვს!

დაიწყეთ მარტივი ნაბიჯებით, არ დაკარგოთ ფოკუსი და შეინარჩუნეთ მოთმინება. ინდოეთში მცირე საკომისიოც კი შეიძლება გადაიზარდოს დიდ შემოსავალში. თუ თითოეულ გაყიდვიდან გამოიმუშავებთ მხოლოდ 100-ს და ყოველდღიურად გაყიდით 5 პროდუქტსა თუ მომსახურებას, ეს ყოველთვიურად 15000₹-ს მოგიტანთ. ბევრი წარმატებული პარტნიორი მხოლოდ სანდო ბრენდების რეკლამირებისთვის თვეში 50000₹-დან 1000000₹-ას გამოიმუშავებს. სწორი გეგმისა და მუშაობის პრინციპების მეშვეობით პარტნიორული მარკეტინგი შესაძლოა თქვენთვის თანხის გამომუშავების ძირითად წყაროდ იქცეს.

საუკეთესო არაბული პარტნიორული პროგრამების მიმოხილვა

პარტნიორული მარკეტინგი სწრაფად ვითარდება არაბულ სამყაროში. ბევრი ადამიანი ახლა პროდუქტების ან სერვისების ბმულების გაზიარებით გამოიმუშავებს ფულს. ამისთვის არ გჭირდებათ პროდუქტის ფლობა. თქვენ უბრალოდ ეხმარების სხვებს პროდუქტების ყიდვაში და გამოიმუშავებთ თანხას, როდესაც ისინი აფორმებენ შენაძენს.

ამ ტენდენციის წამყვანი ქვეყნებია:

  • ეგვიპტე, 
  • საუდის არაბეთი, 
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები, 
  • და მაროკო. 

ბევრი კომპანია მომხმარებლებს უკვე სთავაზობს პარტნიორულ პროგრამებს არაბული ენის მხარდაჭერით. ამ პროგრამებში გადახდები სრულდება როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ვალუტაში. ბევრ მათგანზე შემოთავაზებულია სამუშაო დაფა არაბულ ენაზე, სწრაფი გადახდები და სანდო ბრენდები.

ამ სტატიაში გაეცნობით საუკეთესო პროგრამებს სამ ძირითად მიმართულებაში: iGaming-ში, ელექტრონულ კომერციასა და კრიპტოვალუტაში. სტატიაში ასევე ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ხდის პროგრამას არაბული ბაზრებისთვის შესაბამისს და რაა ნებადართული (ჰალალი) ან აკრძალული (ჰარამი).

რა ხდის პარტნიორულ პროგრამას არაბული ბაზრისთვის შესაბამისს

არაბულ ბაზარზე წარმატების მისაღწევად პარტნიორული პროგრამა უნდა მოერგოს ადგილობრივ კულტურასა და საჭიროებებს. საუბარია არა მხოლოდ მაღალ გადახდებზე, არამედ ენაზე, გადახდის ვარიანტებსა ადამიანების მიერ ინტერნეტის გამოყენებაზე.

უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ენა. კარგ პროგრამას უნდა ჰქონდეს არაბული ენის მხარდაჭერა. მსოფლიოს გარშემო დაახლოებით 420 მილიონი ადამიანი საუბრობს არაბულად. ბევრ მომხმარებელს მოსწონს საიტები, ელფოსტები და სამუშაო დაფები, რომლებიც მათ ენაზეა ხელმისაწვდომი. თუ პლატფორმა მხოლოდ ინგლისურს იყენებს, მან შესაძლოა დაკარგოს ნდობა.

მეორეც, გადამწყვეტია გადახდის მეთოდი. ადამიანები ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ეგვიპტე და მაროკო, ყოველთვის არ იყენებენ PayPal-ს. ბევრი უპირატესობას ანიჭებს Payoneer-ს, საბანკო გადახდებს ან თუნდაც STC Pay-ს. კარგი პარტნიორული პროგრამა მომხმარებლებს უნდა სთავაზობდეს გადახდის ადგილობრივ მეთოდებს. სწრაფი და მარტივი გადახდები ზრდის მოხმარებელთა ერთგულებას. პროგრამები, რომლებშიც ყოველკვირეული ან ყოველთვიური გადახდები 30$-დან იწყება, მარტივია დამწყებთათვის. შესაბამისად, მეტი მომხმარებელი ცდილობს, რომ შეუერთდეს პარტნიორულ პროგრამას.

მესამე, მობილური ყველაფერია. შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის (MENA) რეგიონში ინტერნეტტრაფიკის 75%-ზე მეტი მობილურ ტელეფონებზე მოდის. აპები კარგად უნდა მუშაობდეს პატარა ეკრანებზე. რეკლამის სამიზნე გვერდები და სამუშაო დაფები ტელეფონზე მორგებული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებლები არ რჩებიან პლატფორმაზე.

მეოთხე, ნდობა და კულტურა მნიშვნელოვანია. ბევრ არაბულ ქვეყანაში რელიგიური ღირებულებები განსაზღვრავს, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები ონლაინსამუშაოს. პროგრამებში არ უნდა იყოს ზრდასრულთათვის განკუთვნილი, ალკოჰოლთან დaკავშირებული ან საეჭვო შეთავაზებები. საუკეთესოდ მუშაობს მკაფიო, ჰალალზე მორგებული შეთავაზებები. მაგალითად, ელექტრონული კომერციის ან საგანმანათლებლო პროგრამები საუდის არაბეთში უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე აზარტული თამაშები.

მეხუთე, ინფლუენსერების გავლენა დიდია. საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბევრი მყიდველი ენდობა:

  • YouTube შემქმნელებს, 
  • TikTok შემქნელებს, 
  • და Instagram შემქმნელებს. 

პროგრამები, რომლებზეც რეკლამირება ნებადართულია არა მხოლოდ ვებსაიტზე, არამედ სოციალურ ქსელებზეც — ბევრად ეფექტურია. ზოგიერთი შემქმნელი პარტნიორული ბმულების მეშვეობით თვეში 500$-ზე მეტს გამოიმუშავებს.

დაბოლოს, მხარდაჭერა ბევრ რამეს ცვლის. არაბულ ენაზე მოსაუბრე პარტნიორული მენეჯერები ახალ მომხმარებლებს პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარებიან. პროგრამები, რომლებზეც ხელმისაწვდომია ტრენინგები, WhatsApp მხარდაჭერა და Live ჩატით მხარდაჭერა, უფრო მაღალი აქტიურობით გამოირჩევა.

მოკლედ, არაბული ბაზრებისთვის საუკეთესოა ისეთი პროგრამები, რომლებიც:

  • მხარს უჭერს არაბულ ენას,
  • გამოირჩევა სწრაფი გადახდებით და მხარს უჭერს ადგილობრივ მეთოდებს,
  • კარგად მუშაობს მობილურ მოწყობილობაზე,
  • მორგებულია კულტურაზე,
  • და ზრდაში ეხმარება პარტნიორებს.

საუკეთესო არაბული პარტნიორული პროგრამები 

ბევრი პარტნიორული პროგრამა ახლა არაბ მომხმარებლებზეა ორიენტირებული. ასეთ პროგრამებს აქვს ადგილობრივი ენების მხარდაჭერა, მომხმარებლებს სთავაზობს სამართლიან გადახდებს და კარგად მუშაობს მობილურ მოწყობილობაზე. 2025 წლის საუკეთესო პროგრამები გვხვდება სამ ძირითად მიმართულებაში: iGaming-ში, ელექტრონული კომერციასა და კრიპტოვალუტაში. თითოეული მათგანი მოიცავს ძლიერ ბრენდებს, რომლებიც სანდოობითაა სახელგანთქმული.

iGaming პროგრამები – მიმართულება, რომელშიც არაბი პარტნიორები დიდ მოგებას გამოიმუშავებენ

iGaming ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ნიშაა არაბულ რეგიონში. ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ეგვიპტე, მაროკო, ლიბანი, ბევრი მომხმარებელი სარგებლობს სპორტული ფსონებითა და კაზინოს თამაშებით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ ქვეყანაში შეზღუდულია სარეკლამო კამპანიები, ზოგიერთ მათგანში ნებადართულია გლობალურ პლატფორმებზე თავისუფლად მუშაობა.

არაბულად მოსაუბრე პარტნიორები ბმულების გასაზიარებლად იყენებენ Telegram-ს, YouTube Shorts-ს, Instagram-სა და მობილურ ბლოგებს. ამ ნიშაში მომუშავე პროგრამები პარტნიორებს სთავაზობს მაღალ საკომისიოს, სწრაფ გადახდებსა და სრულ მხარდაჭერას არაბულ ენაზე. 

1xBet-ის პარტნიორული პროგრამა

1xBet მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი iGaming პლატფორმაა. მისი პარტნიორული პროგრამები ძალიან პოპულარულია ეგვიპტესა და მაროკოში. მოზიდული მოთამაშეებისთვის პარტნიორები გამოიმუშავებენ შემოსავლის მაქსიმუმ 40%-იან წილს. მაგალითად, თუ მომხმარებელი დაკარგავს 160$-ს, მხოლოდ ამ ადამიანისგან შესაძლოა გამოიმუშაოთ დაახლოებით 64$.

პროგრამაში ხელმისაწვდომია გადახდის CPA და ჰიბრიდული მოდელები. CPA გარიგებით შესაძლოა გამოიმუშაოთ 100$ თითოეულ ახალ მომხმარებელზე, რომელიც დარეგისტრირდება და შეიტანს დეპოზიტს. პროგრამა მოქმედებს 60-ზე მეტ ქვეყანაში და ჰყავს 100000-ზე მეტი პარტნიორი.

გადახდები იგზავნება ყოველკვირეულად, თანხის გატანის მინიმალური ოდენობა კი შეადგენს დაახლოებით 30$-ს. თანხის გატანა შეგიძლიათ საბანკო გადარიცხვით, კრიპტოვალუტით, Skrill-ით ან Neteller-ით. სამუშაო დაფა სრულადაა ხელმისაწვდიმი არაბულ ენაზე და აჩვენებს სტატისტიკას რელურ დროში. ეს პროგრამა საუკეთესოდ მუშაობს საფეხბურთო გვერდებისთვის, კაზინოს ბლოგებისა და Telegram-ს ფსონებზე ორიენტირებული ჯგუფებისთვის.

1xCasino-ს პარტნიორული პროგრამა

1xCasino 1xBet-ის მხოლოდ კაზინოს ვერსიაა. ისიც შემოსავლის განაწილების 40%-ს გთავაზობთ, მაგრამ ფოკუსირებულია მხოლოდ სლოტებზე, სამაგიდო თამაშებსა და Live დილერებზე. ეს პროგრამა იდეალურია ისეთი კონტენტისთვის, რომელიც ფოკუსირებულია ქრაშ-თამაშებზე, სლოტებში მოგებებსა თუ კაზინოს ბონუსებზე.

ბევრი არაბი შემქმნელი მას TikTok-სა და Telegram-ზე უწევს რეკლამირებას, განსაკუთრებით მოკლე ვიდეოებით, რომლებშიც ნაჩვენებია დიდი მოგებები. სამიზნე გვერდები, ბანერები და სარეკლამო ხელსაწყოები არაბულ ენაზეა ხელმისაწვდომი. ეს პროგრამა საუკეთესოდ მუშაობს იმ ქვეყნებში, რომლებშიც დაშვებულია კაზინოს რეკლამირება.

BizBet-ის პარტნიორული პროგრამა

BizBet კაზინოს სწრაფად მზარდი პლატფორმაა, რომელიც ფოკუსირებულია ქრაშ-თამაშებზე, სლოტებსა და ჯეკპოტზე. პარტნიორული პროგრამა იხდის 35%-დან 50%-მდე RevShare-ს, იმის მიხედვით, თუ რამდენ ტრაფიკს მოიზიდავთ. ზოგიერთი შეთავაზება ასევე მოიცავს CPA მოდელებს, რომლებიც თითოეულ მოთამაშეზე 6$-დან 90%-მდე იხდის.

პლატფორმა გთავაზობთ მობილურ მოწყობილობაზე ოპტიმიზებულ ხელსაწყოებს, არაბულ სარეკლამო მასალებსა და მოკლე ვიდეორეკლამებს. ბევრი პარტნიორი ამ პროგრამას Telegram-ის ბოტებთან, YouTube Shorts-თან ან TikTok-ის ვიდეორგოლებთან ერთად იყენებს. BizBet მხარს უჭერს ყოველკვირეულ გადახდებს, თანხის გატანის მინიმალური ოდენობა კი შეადგენს დაახლოებით 30$-ს.

თუ თქვენს აუდიტორიას მოსწონს მობილური თამაშები, ვიზუალური კონტენტი და არაბულ ბაზარზე მორგებული ფსონები, BizBet ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია 2025 წლის პარტნიორულ პროგრამებში.

ელექტრონული კომერციის პროგრამები – არაბული აუდიტორიის ონლაინმომსახურება

არაბულ მიწებზე სწრაფად იზრდება ონლაინსაყიდლების მიმართულება. ეგიპტეში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და მაროკოში ადამიანები ახლა ონლაინსივრცეში იმაზე მეტად ყიდულობენ პროდუქტებს, ვიდრე აქამდე. ასეთი ზრდა დიდ შესაძლებლობებს უქმნის პარტნიორებს.

მყიდველთა უმეტესობა იყენებს ტელეფონებს და უპირატესობას ანიჭებს ვებსაიტებს, რომლებსაც აქვს არაბული ენის მხარდაჭერა. ბევრი მათგანი ირჩევს ადგილზე გადახდას, შესაბამისად, ელექტრონული კომერციის პროგრამებმა უნდა გაითვალისწინოს ეს ადგილობრივი მახასიათებელიც. ამ სფეროში დიდ როლს თამაშობს სოციალური მედიაც. TikTok, Instagram და YouTube ძირითადი პლატფორმებია არაბულ ენაზე მოსაუბრე შემქმნელებისთვის.

ArabClicks პარტნიორული ქსელი

ArabClicks შუა აღმოსავლეთში ერთ-ერთი წამყვანი პარტნიორული პლატფორმაა. ის გაკავშირებთ ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Noon, 6thStreet, Namshi, GAP და Mumzworld. მაღაზიისა და პროდუქტის მიხედვით შეგიძლიათ გამოიმუშაოთ 5%-20% საკომისიო.

მაგალითად, თუ მომხმარებელი შეიძენს 65$-ის ღირებულების მოდის პროდუქტებს, თქვენ შესაძლოა გამოიმუშაოთ 3,25$-დან 13$-მდე საკომისიო. წვდომა გექნებათ არაბულ ბანერებზე, პროდუქტის არხებსა და პრომოაქციის ხელსაწყოებზე. სამუშაო დაფაც ხელმისაწვდომია არაბულ ენაზე და აჩვენებს სტატისტიკას რელურ დროში.

Admitad MENA

Admitad გლობალური პარტნიორული ქსელია, რომელიც არაბულ ბაზრებზე ფართოვდება. ერთი ანგარიშიდან შეგიძლიათ დაარეკლამოთ Amazon, Samsung, Noon, AliExpress, Jumia, Carrefour და ბევრი სხვა პლატფორმა.

საკომისიოები განსხვავდება. ფიზიკური პროდუქტებისთვის ის დაახლოებით 5%-დან 15%-მდეა. ზოგიერთი ციფრული მომსახურება თუ ვაუჩერი თითო შეკვეთისთვის 6$-დან 20$-მდე ფიქსირებულ თანხას იხდის. Admitad-ის სამუშაო დაფის გარკვეულ ნაწილებში მხარდაჭერილია არაბული ენა და მასზე ხელმისაწვდომია ბევრი ადგილობრივი თუ გლობალური ბრენდი.

პლატფორმაზე წვდომა გექნებათ საკონტროლო ხელსაწყოებზე, ღრმა ბმულებსა და ფასდაკლების ვაუჩერებზე. გადახდები სრულდება ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად. მინიმალური გასატანი თანხა შეადგენს 30$-ს და მისი გატანა შეგიძლიათ საბანკო გადარიცხვით, კრიპტოვალუტით, Skrill-ით ან Neteller-ით. 

Amazon.eg და Amazon.sa Associates

ეგვიპტესა და საუდის არაბეთში მუშაობს Amazon-ის ადგილობრივი ვერსიები. პარტნიორულ პროგრამაში გაწევრიანების პროცესი მარტივია და მომხმარებლებში ნდობით სარგებლობს. შეგიძლიათ გამოიმუშაოთ მაქსიმუმ 10%-იანი საკომისიო, რაც დამოკიდებულია პროდუქტის კატეგორიაზე. მაგალითად, თუ მომხმარებელი შეიძენს 160$-ის ღირებულების ელექტრონულ მოწყობილობებს, თქვენ შესაძლოა გამოიმუშაოთ 8$-დან 16$-მდე საკომისიო.

Cookie ფაილების მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 24-საათს, შესაბამისად, თანხას მაინც გამოიმუშავებთ, თუ მომხმარებელი იმავე დღეს, მოგვიანებით გააფორმებს შენაძენს. Amazon გაწვდით ბანერებს, პროდუქტების ბმულებსა და თქვენი გაყიდვების საკონტროლო ხელსაწყოებს.

პროგრამა გადახდებს გზავნის ყოველთვიურად, თანხის გატანის მინიმალური ოდენობა კი შეადგენს დაახლოებით 50$-ს. გადახდები სრულდება საბანკო გადარიცხვით.

კრიპტოვალუტის პროგრამები – არაბულ ტექნოლოგიურ ტალღასთან შეერთება

კრიპტოვალუტა სწრაფად ვითარდება არაბულ სამყაროში. ეგვიპტის, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ახალგაზრდობის უმეტესობა ახლა კრიპოვალურის აპებსა და ბირჟებს იყენებს. ისინი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ რჩევებს YouTube-იდან Telegram-იდან an͏d TikTok-იდან იღებენ.

ონლაინინტერესი მაღალია ისეთ ქვეყნებშიც, რომლებშიც მოქმედებს კრიპტოვალუტის რეგულაციები. ეს პარტნიორებს აძლევს შესაძლებლობას, რომ სანდო პლატფორმების რეკლამირებით გამოიმუშაონ რეალური ფული. 

Binance-ის პარტნიორული პროგრამა

Binance კრიპტოვალუტის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმაა. მისი პარტნიორული პროგრამა იხდის მაქსიმუმ 50%-იან სავაჭრო საკომისიოს. თუ მომხმარებელი ივაჭრებს და საკომისიოს სახით გადაიხდის 100$-ს, თქვენ შეგიძლიათ გამოიმუშაოთ 50$.

გარდა ამისა, სხვა პარტნიორების მოზიდვაში შეგიძლიათ გამოიმუშაოთ დამატებით 10%-იანი საკომისიო. პროგრამის სამუშაო დაფა ლოკალიზებულია არაბულ ენაზე და რეალურ დროში გიჩვენებთ თქვენს ყველა დაწკაპუნებასა და გამომუშავებას.

Binance გიხდით უშუალოდ თქვენს საფულეზე და არ აქვს თანხის გატანის მინიმალური ზღვარი. თანხას კრიპტოვალუტაში მიიღებთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ეს პროგრამა იდეალურია კრიპტოვალუტის ინფლუენსერებისთვის, მოვაჭრეებისა და მასწავლებლებისთვის.

MEXC-ს პარტნიორული პროგრამა

MEXC კრიპტოვალუტის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ გადახდებს გთავაზობთ. თქვენი მომხმარებლების სავაჭრო საკომისიოდან შეგიძლიათ გამოიმუშაოთ 40%-70%. თუ მომხმარებელი საკომისიოებში ჯამურად გადაიხდის 200$-ს, თქვენი წილი შესაძლოა შეადგენდეს 80$-დან 140$-მდე თანხას.

გარდა ამისა, MEXC აჯილდოებს საუკეთესო პარტნიორებს და გაძლევთ მეორე დონის რეფერალებიდან საკომისიოების გამომუშავების შესაძლებლობას. პლატფორმაზე წვდომა გექნებათ საკონტროლო ბმულებზე, არაბულ ბანერებსა და რეალურ დროში ანგარიშგებაზე. გადახები სრულდება ყოველდღიურად, კრიპტოვალუტაში. თანხის გატანაზე დაწესებული არაა მინიმალური ზღვარი.

ეს საუკეთესო ვარიანტია შემქმნელებისთვის, რომლებიც აზიარებენ კრიპტოვალუტის მიმოხილვებს, სიახლეებსა თუ ვაჭრობის რჩევებს.

Bit2Me-ს პარტნიორული პროგრამა

Bit2Me კრიპტოვალუტის მარტივი პლატფორმაა, რომელიც შემქნილია დამწყებთათვის. თითოეული ახალი მომხმარებლისთვის, რომელიც დარეგისტრირდება და შეიძენს კრიპტოვალუტას, გამოიმუშავებთ ფიქსირებულ თანხად 5$-დან 10 $-ის ფარგლებში. ეს საუკეთესო არჩევანია, თუ თქვენი კონტენტი ფოკუსირებულია კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ცოდნის გაზიარებაზე.

პლატფორმას აქვს არაბულ ენაზე ლოკალიზებული სამიზნე გვერდები და მკაფო, მარტივი სამუშაო დაფა. გადახდები სრულდება ყოველდღიურად, კრიპტოვალუტაში. თანხის გატანა შეგიძლიათ ბალანსზე თუნდაც10$-ის არსებობის შემთხვევაში.

Bit2Me იდეალური ვარიანტია, თუ თქვენი აუდიტორია გამოუცდელია კრიპტოვალუტაში და სურს ამ სფეროში კარიერის მარტივად დაწყება.

პარტნიორული მარკეტინგი ჰალალია თუ ჰარამი?

არაბულ სამყაროში ბევრი ადამიანი სვამს ამ შეკითხვას პარტნიორულ პროგრამაში გაწევრიანებამდე. პასუხი ყოველთვვის მარტივი არაა. ეს დამოკიდებულია იმაზე, რის დარეკლამებას ცდილობთ და როგორ აკეთებთ ამას. პარტნიორული გაყიდვები მისაღებია, თუ პროდუქტი ან მომსახურება ნებადართულია ისლამში. მაგალითად, თუ რეკლამირებას უწევთ წიგნებს, ტანსაცმელს, საგანმანათლებლო პროგრამას ან ტექნოლოგიას, ჩვეულებრივ, ეს ჰალალია. თქვენ ადამიანებს ეხმარებით სასარგებლო ნივთების პოვნაში, რითაც გამოიმუშავებთ თანხას.

მაგრამ პარტნიორული მარკეტინგი შესაძლოა ჰარამი იყოს, თუ პროდუქტი არაა ნებადართული. ალკოჰოლის, აზარტული თამაშების, ზრდასრულთა კონტენტის ან საპროცენტო სესხების რეკლამირება არაა ჰალალი. მაშინაც კი, თუ გადახდა მაღალია, ეს ეწინააღმდეგება ისლამურ ღირებულებებს.

მნიშვნელოვანია რეკლამირების პრინციპიც. თუ ცრუობთ, შეცდომაში შეგყავთ მომხმარებელი ან ცრუ ფასდაკლებებს სთავაზობთ მას, ეს არაკეთილსინდისიერი საქმიანობაა. ისლამი გვასწავლის, რომ ვაჭრობა იყოს კეთილსინდისიერი და სამართლიანი.

ზოგიერთი სწავლული ამბობს, რომ ჰარამია რეკლამირება ისეთი პროდუქტისა, რომელსაც თავად არ გამოიყენებთ. ზოგი კი ამბობს, რომ ჰალალია, თუ შემოსავალს ადამიანებისთვის სასარგებლო პროდუქტების პოვნაში დახმარებით იღებთ.

თავის დაზღვევის მიზნით:

  • აირჩიეთ ჰალალი პროდუქტები ან სერვისები.
  • თავი არიდეთ ყველაფერს, რაც აშკარას დაუშვებელია.
  • რეკლამირებისას შეინარჩუნეთ კეთილსინდისიერება და გამოიყენეთ პატიოსანი მეთოდები.

თუ დარწმუნებული არ ხართ, სწორად იქცევით თუ არა, გაესაუბრეთ ისლამის ნდობით აღჭურვილ სწავლულს ან იმამს. ბევრი პარტნიორული პროგრამა ახლა ჰალალ ბაზრებზეა ორიენტირებული, შესაბამისად, მაინც გაქვთ თანხის გამომუშავების შესანიშნავი შესაძლებლობები.

ეგვიპტის 10 საუკეთესო პარტნიორული პროგრამის მიმოხილვა

პარტნიორული მარკეტინგი ეგვიპტეში სწრაფად ვითარდება. სულ უფრო მეტ ადამიანს სურს ფულის ონლაინსივრცეში გამომუშავება. ამ სტატიაში გაეცნობით 10 საუკეთესო პარტნიორულ პროგრამას ეგვიპტური ბაზრისთვის. განვიხილოთ, რას გვთავაზობს თითოეული მათგანი. ასევე გაჩვენებთ, რამდენის გამომუშავებას და რა სახის პროდუქტების ან მომსახურებების რეკლამირებას შეძლებთ. მოდით, დავიწყოთ ეგვიპტის პარტნიორული მარკეტინგის მოკლე მიმოხილვით.

ხელმისაწვდომია თუ არა პარტნიორული მარკეტინგი ეგვიპტეში?

დიახ, პარტნიორული მარკეტინგი გავრცელებულია ეგვიპტეში. ეგვიპტეში ბევრი ადამიანი იყენებს ამ მეთოდს შემოსავლის მისაღებად. ეს სიმართლეა და პარტნიორული მარკეტინგი სწრაფად ვითარდება ეგვიპტეში.

ახლა უკვე მეტი პარტნიორია ჩართული სხვადასხვა ბიზნესში, მათ შორის, ადგილობრივ მაღაზიებსა და საერთაშორისო ონლაინმაღაზიებში. ეგვიპტელი ბლოგერები და YouTube შემქმნელები აქტიურად ცდილობენ პარტნიორულ პროგრამებში გაწევრიანებას. გადახდები სრულდება შემდეგი მეთოდებით:

  • Payoneer-ის ანგარიშებით, 
  • საბანკო გადარიცხვებით, 
  • ან კრიპტოვალუტაში. 

ეს ვარიანტები უსაფრთხო და ხელმისაწვდომია ეგვიპტეში. მობილური მოწყობილობების მომხმარებელთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია. ადამიანები მობილური ტელეფონების მეშვეობით, ინტერნეტით ყიდულობენ პროდუქტებს. ეს მიუთითებს მაღალ მობილურ ტრაფიკზე, რაც პარტნიორულ მარკეტინგს შემოსავლის ხელმისაწვდომ წყაროდ აქცევს.

რა არის განსაკუთრებული პარტნიორულ მარკეტინგში? ის ყველასთვის ხელმისაწვდომია და ხარჯი პრაქტიკულად ნულოვანია. საჭიროა მხოლოდ ვებსაიტი, სოციალური მედიის ანგარიში, WhatsApp ან ნებისმიერი სხვა პლატფორმა. გააზიარეთ ბმული და მიიღეთ შემოსავალი შესყიდვებიდან. ასე რომ, დიახ, პარტნიორული მარკეტინგი ყველასთვის ხელმისაწვდომია ეგვიპტეში.

1. 1xBet-ის პარტნიორული პროგრამა

1xBet პოპულარული სპორტული ფსონებისა და კაზინოს საიტია. მისი პარტნიორული პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესოა ეგვიპტეში. შეგიძლიათ გამოიმუშავოთ შემოსავლის 40%-მდე წილი, იმას რაც ნიშნავს, რომ თუ მოთამაშე წააგებს 2500 EGP-ს, თქვენ შეიძლება მიიღოთ 1000 EGP. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ CPA მოდელი, რომელშიც თითოეული ახალი დარეგისტირებული მოთამაშის მიერ შეტანილი დეპოზიტისთვის მიიღებთ მაქსიმუმ 3100 EGP-ს.

პროგრამა მოქმედებს 60-ზე მეტ ქვეყანაში და 100000-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს მთელ მსოფლიოში. თანხის გატანა სწრაფად და ყოველკვირეულადაა შესაძლებელი. ანაზღაურება შეგიძლიათ მიიღოთ საბანკო გადარიცხვით, Skrill-ით, Neteller-ით ან კრიპტოვალუტით. თანხის გატანის მინიმალური ზღვარი დაახლოებით 930 EGP-ა, რაც დაბალი და მარტივად გამოსამუშავებელი თანხაა. თუ თქვენს გამომწერებს მოსწონთ სპორტი ან კაზინოს თამაშები, 1xBet ერთ-ერთი საუკეთესო ხერხია ფულის ონლაინსივრცეში გამომუშავების დასაწყებად.

2. Hostinger-ის პარტნიორული პროგრამა

Hostinger ცნობილია, როგორც ვებჰოსტინგის პროვაიდერი. მისი პარტნიორული პროგრამა კარგად ერგება ეგვიპტელ ტექნობლოგერებსა და კონტენტის შემქმნელებს. თითოეულ გაყიდვაზე შეგიძლიათ მიიღოთ მინიმუმ 40% საკომისიო. მაგალითად, თუ მყიდველი ყიდულობს 1000 EGP ღირებულების ჰოსტინგს, თქვენ მიიღებთ 400 EGP-ის ან მეტს. 

ქუქი-ფაილის მოქმედების ხანგრძლივობა 30 დღეს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ მოგვიანებით განხორციელებულ გაყიდვებზეც კი მიიღებთ საკომისიოს. გარდა ამისა, Hostinger გაწვდით სარეკლამო მასალებს, ბანერებს, პერსონალიზებულ ბმულებსა და ანალიტიკას რეალურ დროში. მისი ჰოსტინგის მრტივად გასაყიდი გეგმების ფასი თვეში 60 EGP-დან იწყება.

გადარიცხვები ყოველთვიურია და მინიმალური გასატანი თანხა დაახლოებით 1550 EGP-ია, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ საბანკო გადარიცხვით ან PayPal-ის მეშვეობით.

3. Amazon.eg-ის პარტნიორული პროგრამა

Amazon.eg ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინმაღაზიაა ეგვიპტეში. მისი პარტნიორული პროგრამა საშუალებას გაძლევთ, გამოიმუშავოთ ფული პროდუქტების ბმულების გაზიარებით. შეგიძლიათ მიიღოთ 10%-მდე საკომისიო, პროდუქტის კატეგორიის მიხედვით. მაგალითად, თუ ვინმე იყიდის ლეპტოპს 15000 EGP-დ, თქვენ შეგიძლიათ გამოიმუშაოთ 1500 EGP. შეგიძლიათ დაარეკლამოთ ყველაფერი: 

  • ტელეფონები, 
  • წიგნები, 
  • ტანსაცმელი, 
  • სამზარეულოს ხელსაწყოები, 
  • და სხვა. 

ხალხი ენდობა Amazon-ს, ამიტომ დაწკაპუნებებისა და გაყიდვების მიღება უფრო მარტივია. გადახდები სრულდება ყოველთვიურად. თანხის მიღება შესაძლებელია საბანკო გადარიცხვით, მისი გატანის მინიმალური ზღვარი კი დაახლოებით 1550 EGP-ს შეადგენს. თუ გაქვთ ბლოგი, YouTube არხი ან TikTok გვერდი, ეს თანხის გამომუშავების მარტივი და სანდო გზაა.

4. Udemy-ს პარტნიორული პროგრამა

Udemy ონლაინკურსების წამყვანი ვებსაიტია. ეგვიპტეში მასბევრი ადამიანი ახალი უნარების შესასწავლად იყენებს. როგორც პარტნიორს, თითოეული კურსის გაყიდვიდან შეგიძლიათ 10%–15%-იანი შემოსავლის მიღება; მაგალითად, თუ ვინმე კურსს 1000 EGP-დ შეიძენს, შეგიძლიათ გამოიმუშაოთ 100 ან 150 EGP. შეგიძლიათ გაყიდოთ კურსები ვაჭრობის, ხელოვნების, პროგრამირების, რეკლამისა და სხვა სფეროებში.

ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, თუ თქვენს აუდიტორიას მოსწონს თვითგანვითარება ან კარიერული ზრდა. ქუქი-ფაილების მოქმედების ხანგრძლივოაბა შეადგენს7 დღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფულს გამოიმუშავებთ, თუკი ვინმე თქვენს ბმულზე დაწკაპუნებიდან ერთი კვირის განმავლობაში შეიძენს კურსს. აი, რას მიიღებთ Udemy-ის პარტნიორული პროგრამით:

  • 15%-მდე საკომისიო თითო გაყიდვიდან.
  • ათასობით პოპულარული კურსი რეკლამირებისთვის.
  • ქუქი-ფაილების 7-დღიანიკონტროლი.
  • რეალური დროში ანალიტიკა და ანგარიშები.
  • არაბულ ენაზე მორგებული პლატფორმა, ადგილობრივი შეთავაზებებით.

გადახდები ყოველთვიურია, თანხის მიღება შეგიძლიათ PayPal-ით ან საბანკო გადარიცხვის მეშვეობით. თანხის გატანის მინიმალური ზღვარი დაახლოებით 1550 EGP-ა. თუ გაქვთ ბლოგი, YouTube არხი ან სოციალური გვერდი სწავლებისა ან დასაქმების შესახებ, ეს პროგრამა იდეალურად შეგეფერებათ.

5. Booking.com-ის პარტნიორული პროგრამა

Booking.com სანდო სამოგზაურო საიტია, რომელსაც ბევრი ადამიანი იყენებს ეგვიპტეში. ის საშუალებას გაძლევთ, ფული გამოიმუშაოთ სასტუმროებისა და მოგზაურობის დაჯავშვნის ბმულების გაზიარებით. როცა ადამიანი თქვენი ბმულით დაჯავშნის, თქვენ იღებთ მის მიერ დახარჯული თანხის ნაწილს. საკომისიო ცვალებადია, მაგრამ ძირითადად 6-10%-ს შეადგენს. საიტზე თქვენთვის უზუნველყოფილია ისეთი ხელსაწყოები, როგორებიცაა ბანერები და საძიებო ფანჯრები. სასტუმროებისა და ტურისტული შეთავაზებებისთვის შეგიძლიათ შექმნათ სპეციალური ბმულებიც. 

გადახდები იგზავნება თვეში ერთხელ. თანხის მიღება შეგიძლიათ საბანკო გადარიცხვის ან Payoneer-ის მეშვეობით. თანხის გატანის მინიმალური ზღვარი დაახლოებით 1550 EGP-ა. თუ გაქვთ ბლოგი, ვებსაიტი ან სოციალური გვერდი მოგზაურობაზე, Booking.com გონივრული გზაა ფულის გამოსამუშავებლად.

6. Admitad-ის პარტნიორული ქსელი

Admitad გლობალური პარტნიორული ქსელია. ის საშუალებას გაძლევთ, ერთ სივრცეში დაუკავშირდეთ მრავალ ბრენდს. თითოეულ ბრენდისთვის ცალ-ცალკე დარეგისტრირება არაა საჭირო. ერთი ანგარიშით შეგიძლიათ დაარეკლამოთ შეთავაზებები ელექტრონული კომერციის, ფინანსების, მოგზაურობისა და სხვა სფეროებიდან.

Admitad-ის ბევრი პროგრამა მუშაობს ეგვიპტურ ტრაფიკზე. ზოგიერთი მაგალითი მოიცავს:

  • Jumia-ს, 
  • Booking-ს, 
  • Shein-ს, 
  • და Farfetch-ს. 

შეგიძლიათ აირჩიოთ CPA ან RevShare მოდელი. მაგალითად, ზოგი შეთავაზება იხდის 200–600 EGP-ს თითო გაყიდვაზე, ხოლო სხვები გაძლეთ 5%-დან 15%-მდე წილს იმ თანხიდან, რომელსაც მომხმარებელი დახარჯავს კონკრეტული დროის განმავლობაში.

7. Farfetch-ის პარტნიორული პროგრამა

Farfetch მსოფლიო მოდის ონლაინმაღაზიაა. ის ყიდის:

  • დიზაინერულ ტანსაცმელს, 
  • ფეხსაცმელს, 
  • და ჩანთებს. 

ბევრი ადამიანი ეგვიპტეში აქ ყიდულობს ძვირად ღირებულ ნივთებს. Farfetch-ის პარტნიორული პროგრამა კარგი ვარიანტია, თუ თქვენი აუდიტორია მოდითაა დაინტერესებული.

თქვენ იღებთ საკომისიოს თითოეული გაყიდვიდან, რომელიც თქვენი ბმულიდან შესრულდება. საკომისიო განაკვეთი დამოკიდებულია პროდუქტსა და მდებარეობაზე, მაგრამ ჩვეულებრივ 8%-დან 12%-მდეა. Farfetch თავის პარტნიორულ პროგრამას მართავს ისეთ ქსელებზე, როგორებიცაა Admitad და Optimise MENA. 

8. Namshi-ს პარტნიორული პროგრამა

Namshi გახდა მოდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მაღაზია შუა აღმოსავლეთში. ის გთავაზობთ მამაკაცებისა და ქალების ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს. მისი პარტნიორული პროგრამის მეშვეობით თითო გაყიდვიდან შეგიძლიათ მიიღოთ 5%-დან 10%-მდე საკომისიო. თუ ვინმე იყიდის 2000 EGP-ს ღირებულების ნივთებს, თქვენ მიღებთ 100–200 EGP-ს.

პროგრამა მუშაობს Optimise MENA-ს მსგავსი ქსელების მეშვეობით. თქვენ მიიღებთ ბმულებს, ბანერებსა და ანგარიშგებებს. გადახდის მეთოდებია ყოველთვიური საბანკო გადარიცხვები ან Payoneer, ხოლო თანხის გატანის მინიმალური ზღვარი დაახლოებით 1550 EGP-ა. ეს პროგრამა შესანიშნავია მოდის ბლოგერებისა და ინფლუენსერებისთვის ეგვიპტეში.

9. MyProtein-ის პარტნიორული პროგრამა

MyProtein — წამყვანი სპორტული ნუტრიციოლოგიის ბრენდია, რომელსაც ენდობიან ფიტნესის მოყვარულები ეგვიპტეში. პარტნიორები თითო გაყიდვიდან იღებენ 8%-მდე საკომისიოს, ხოლო ქუქი-ფაილის მოქმედების ხანგრძლივობა 30 დღეს შეადგენს. თუ ვინმე შეიძენს 2000 EGP-ს პროტეინის ფხვნილს, თქვენ დაახლოებით 160 EGP-ს მიიღებთ. ის გთავაზობთ სპეციალურ აქციებსა და პარტნიორული პროგრამის ერთგულ გუნდს, რომელიც გაგიწევთ მხარდაჭერას (). პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია ისეთი ქსელებიით, როგორებიცაა Awin ან Optimise MENA. გადახდები სრულდება ყოველთვიურად, საბანკო გადარიცხვით ან Payoneer-ის მეშვეობით, ხოლო თანხის გატანის მინიმალური ზღვარი დაბალია (დაახლოებით 1550 EGP). თუ თქვენს აუდიტორიას აინტერესებს ჯანმრთელობა, ფიტნესი ან სპორტული აქსესუარები, ეს პროგრამა თქვენთვის შესაფერისია.

10. Fiverr-ის პარტნიორული პროგრამა

Fiverr ფრილანსერული სერვისების გლობალური პლატფორმაა. როგორც პარტნიორი, პირველ შეკვეთაზე გამოიმუშავებთ 70%-მდე საკომისიოს, ხოლო მომავალ შეკვეთებზე — 10%-მდე. მაგალითად, თუ ვინმე შეიძენს Pro სერვისს 3000 EGP-დ, თქვენ გამოიმუშავებთ 2100 EGP-ს.

ზოგიერთი ხელსაწყოსთვის, როგორიცაა „Logo Maker”, არსებობს ფიქსირებული გადახდა 1350 EGP-ს ოდენობით. ქუქი-ფაილების მოქმედების ხანგრძლივობაა 12 თვე, ასე რომ, შემოსავალს მიიღებთ მაშინაც, თუ მომხმარებელი ამ პროდუქტს მოგვიანებით შეიძენს.

თქვენ მიიღებთ სარეკლამო ბმულებს, ბანერებსა და საკონტროლო ხელსაწყოებს. გადახდები სრულდება ყოველთვიურად, PayPal-ის ან საბანკო გადარიცხვის მეშვეობით, ხოლო თანხის გატანის მინიმალური ზღვარი დაახლოებით 1,550 EGP-ა.