Telegram-ს აღარ იყენებენ მხოლოდ პირადი ჩატებისთვის. ის კონტენტის შემქმნელებისა და მეწარმეებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ პლატფორმად იქცა. 2025 წელს Telegram-ის პარტნიორული მაკრეტინგი კიდევ უფრო ვითარდება. ალგორითმის შეზღუდვების გარეშე, შეტყობინებების მაღალი ხილვადობისა და ერთგული აუდიტორიის საშუალებით Telegram გაძლევთ უნუკალურ შესაძლებლობას, აქციოთ ტრაფიკი შემოსავლის წყაროდ.

არ აქვს მნიშვნელობა, გამოცდილი პარტნიორი ხართ თუ ახლა იწყებთ ამ სფეროსთან გაცნობას, ამ გზამკვლევში შეიტყობთ, როგორ გამოიყენოთ Telegram პარტნიორული მარკეტინგისთვის, როგორ შექმნათ სტრატეგია, რომელიც ნამდვილად მუშაობს და რომელ პარტნიორულ პროგრამებს მოაქვს საუკეთესო შედეგები.

რატომ უნდა გამოიყენოთ Telegram-ის პარტნიორული მარკეტინგი

ტრადიციული სოციალური ქსელებისგან განსხვავებით, Telegram არ ზღუდავს თქვენი პოსტების დაფარვას. როცა თქვენს არხზე რაიმეს აქვეყნებთ, თქვენი გამომწერები აუცილებლად ხედავენ მას. მხოლოდ ეს შესაძლებლობაც კი ამ პლატფორმას პარტნიორული მრკეტინგის ნამდვილ საგანძურად აქცევს.

აი, რატომაა Telegram-ის პარტნიორული მარკეტინგი ასეთი ძლიერი სტრატეგია 2025 წელს:

●       მაღალი ჩართულობა. Telegram-ის მომხმარებლები უფრო აქტიურები არიან და ბმულზე გადამსვლელთა მაჩვენებელიც ბევრად მაღალია, ვიდრე ელფოსტასა და Instagram-ზე.

●       ნიშური აუდიტორია. შეგიძლიათ შექმნათ ან გახვიდეთ კონკრეტული ინტერსესის მქონდე საზოგადოებებზე.

●       შეუზღუდავი ალგორითმი. შეგიძლიათ აკონტროლოთ, რას ხედავს თქვენი აუდიტორია, თითოეული პოსტი უშუალოდ მათ არხზე ხვდება.

●       მომენტალური ტრაფიკი. რამდენიმეათასიანი წევრისგან შემდგარ არხებს სწრაფი შედეგების მოტანა შეუძლია.

●       კონფიდენციალური და სანდო. ადამიანები Telegram-ზე გაზიარებულ კონტენტს უფრო ენდობა, ვიდრე შემთხვევით სარეკლამო ბანერებსა თუ ბლოგპოსტებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

ამ უპირატესობების საფუძველზე გასაკვირი არაა, რომ Telegram-ის პარტნიორული მარკეტინგი პატნიორებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტრაფიკის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ წყაროდ იქცა.

როგორ დავიწყოთ პარტნიორული მარკეტინგი Telegram-ზე

აბა, რა ნაბიჯები უნდა გადადგათ? არ აქვს მნიშვნელობა, საკუთარი არხი გაქვთ თუ სხვებთან მუშაობა გსურთ, მიჰყევით ამ ნაბიჯებს, რომ გაუშვათ Telegram-ის პარტნიორული მარკეტინგის თქვენი პირველი კამპანია.

1. აირჩიეთ თქვენი ნიშა

თუ საკუთარ Telegram არხს ქმნით, დაიწყეთ საკითხებით, რომლებითაც თავად ხართ გატაცებული. კრიპტოვალუტა, თამაშები, ფიტნესი, გაჯეტები, თვითგანვითარება და ფინანსები 2025 წლის ცხელი თემებია, მაგრამ ნებისმიერი ნიშე იმუშავებს, თუ სწორ აუდიტორიაზე გახვალთ.

2. შექმენით არხი ან ჯგუფი

შექმენით Telegram არხი, რომელსაც ექნება მკაფიო სახელი, პროფილის სურათი და მოკლე აღწერა. არ დაგავიწყდეთ მოქმედებისკენ მომწოდებელი წინადადებების გამოყენება და ჩამაგრებული მისასალმებელი პოსტი, რომელშიც განმარტებულია თქვენი კონტენტის შინაარსი.

3. აირჩიეთ პარტნიორული პროგრამები

შეუერთდით პარტნიორული მარკეტინგის შესაბამის პლატფორმებს ან ბრენდის უშუალო პროგრამებს. დარწმუნდით, რომ მათზე დაშვებულია Telegram-ზე რეკლამირება. მოძებნეთ:

  1. საკომისიოს მაღალი მაჩვენებლები
  2. კონტროლის კარგი ხელსაწყოები
  3. ხარისხიანი სამიზნე გვერდები
  4. პროდუქტები/სერვისები, რომლებიც თქვენს ნიშას შეესაბამება

მაგალითებს მოგვიანებით, ამავე სტატიაში განვიხილავთ.

4. შეამოკლეთ და აკონტროლეთ თქვენი ბმულები

გამოიყენეთ ბმულის შესამოკლებელი ხელსაწყოები ანალიტიკით (მაგ., Bitly ან თქვენი პარტნიორული დაფა), რომ აკონტროლოთ ბმულზე დაწკაპუნებები. დაბლოკვის ან სპამ-ფილტრებისთვის გვერდის ავლის მიზნით ზოგიერთი პარტნიორი იყენებს გადამისამართებას უშუალოდ პირადი დომენებიდან.

5. დაიწყეთ სასარგებლო კონტენტისა და შეთავაზებების გამოქვეყნება

პირველ რიგში, დაამყარეთ ნდობა. გააზიარეთ სასარგებლო კონტენტი, რჩევები, მიმოხილვები თუ მოსაზრებები. შემდეგ მკაფიო, მოქმედებისკენ მომწოდებელ არასპამურ ტექსტებთან ერთად ჩაამატეთ პარტნიორული ბმულებიც. Telegram-ის პლატფორმა საზოგადოებასა და გულწრფელობაზეა დაფუძნებული. აგრესიული მარკეტინგი აქ არ იმუშავებს.

ეფექტური პარტნიორული სტრატეგიები Telegram-ზე

მოკლედ, უკვე შექმნილი გაქვთ და მართავთ Telegram არხს. შერჩეული გაქვთ ნიშა და, იქნებ, შეუერთდით კიდეც რამდენიმე პარტნიორულ პროგრამას. ახლა იწყება თამაშის გადამწყვეტი ეტაპი: ადამიანებში ბმულზე რეალურად დაჭერისა და მისი მეშვეობით პროდუქტის ყიდვის სურვილის გაღვივება. საიდუმლოს გაგიმხელთ – ყველა რამდენიმე საათში თქვენი არხის “საუკეთესო შეთავაზების” შეტყობინების ავსება არ იმუშავებს.

მოდით, დეტალურად განვიხილოთ, რა მუშაობს 2025 წელს:

პროდუქტების შესაფერის მომენტებში ხსენება (თავსმოხვეული რეკლამების გარეშე)

Telegram-ის მომხმარებლები გამჭრიახები არიან და შორიდანვე ცნობენ თავსმოხვეულ რეკლამას. შეთავაზების აგრესიულად რეკლამირების ნაცვლად ბუნებრივად ისაუბრეთ მასზე. მაგალითად, ასე:

„ახლახან ვცადე ტექსტის შექმნის ეს AI ხელსაწყო და უამრავი დრო დავზოგე! თუ კონტენტს ქმნი, ცადე [your affiliate link]“.

ასეთი ტექსტი ბუნებრივად ჟღერს, სასარგებლოა და მომხმარებელს არ ეუბნება: „შენთვის რაღაცის მოყიდვას ვცდილობ“

რჩევებს + სარგებელი + პარტნიორული ლინკი = ჯადოსნურ კომბინაციას

ოქროს წესი: ჯერ სარგებელს გაუსვით ხაზი და მხოლოდ შემდეგ ჩასვით ბმული. გააზიარეთ რჩევები, ხრიკები ან სწრაფი ინსტრუქციები, შემდეგ კი ბუნებრივად შეაპარეთ შეთავაზება რაიმე ხელსაწყოს ან რესურსის სახით. მაგალითად, ფინანსებთან დაკავშირებულ არხზე:

„თუ კრიპტოვალუტაში გაქვს დანაზოგი, გამოიყენე ისეთი საფულე, რომელზეც რეალური სარგებელი დაგერიცხება. მე ამ საფულეს ვიყენებ [link]. უკვე წელიწადზე მეტია, რაც ვსარგებლობ და სტაბილურად მუშაობს”.

ადამიანებს მოსწონთ სასარგებლო კონტენტი და უფრო მოსალოდნელია, რომ ასეთ ბმულზე დააწკაპუნებენ.

შეთავაზებები შეზღუდული დროით და სწრაფი მოქმედება

Telegram-ის მომხმარებლებს უყვართ კარგი შეთავაზებები, განსაკუთრებით, თუ ისინი დროში შეზღუდულია. გამოიყენეთ უკუთვლა, აქციები შეზღუდული დროით, „პირველი 100 მომხმარებლის“ შეთავაზებები, რათა გაზარდოთ კონვერსიები. მაგრამ იყავით გულწრფელი. სწრაფი მოქმედებისკენ ცრუ მოწოდებები ანგრევს ნდობას.

„აქცია შეზღუდული დროით: 50%-იანი ფასდაკლება ყოველწლიურ გამოწერაზე, შუაღამემდე. ამ ხელსაწყოს ყოველდღიურად ვიყენებ და 100%-ით ამართლებს ფასს. [link]“

ვიზუალური მხარე, ეკრანის ანაბეჭდები და ქვითრები

სათანადიდ დააფასეთ ეკრანის ანაბეჭდების ძალა. გააზიარეთ გამომუშავებული თანხის ოდენობა, თქვენი კონფიგურაციები ან პროდუქტის მეშვეობით მიღწეული შედეგები. მტკიცებულება ამყარებს ნდობას, განსაკუთრებით ისეთ ნიშებში, როგორებიცაა კრიპტოვალუტა, ფინანსები ან ტექნოლოგიები.

„მხოლოდ 50$-ამ სტრატეგიამ 2 კვირაში 350$ მომიტანა. აი, ჩემი სტატისტიკა [screenshot]. სრულ გზამკვლევს ნახავ აქ [link]“

გამოკითხვები, მინი-ვიქტორინები და ჩართულობა

გინდათ, რომ თქვენი საზოგადოება აქტიური იყოს? დაუსვით მას შეკითხვები. ჩაატარეთ გამოკითხვები. მაგალითად:

„კონტენტის შესაქმნელად ამჟამად რომელ AI ხელსაწყოს იყენებ?“
  ა) ChatGPT
  ბ) Jasper
  გ) ჯერ არცერთს

შემდეგ განაგრძეთ:

„საინტერესო შედეგებია! თუ ჯერ კიდევ „ჯერ არცერთის“ ჯგუფს მიეკუთვნები, ეს პლატფორმა შეამოწმე, დამწყებ მომხმარებლებზეა მორგებული და თავის ფასს ამართლებს. [link]“

თუ აუდიტორიას თავს არ ახვევთ პროდუქტს – მათთან კომუნიკაციას ამყარებთ.

ითანამშრომლეთ სხვა Telegram არხებთან

არ გინდათ, ეს ყველაფერი მარტომ აკეთოთ? ითანამშრომლეთ სხვებთან. გადაიხადეთ სხვა არხებში თქვენი არხის ხსენებისთვის, გაცვალეთ კონტენტი ან ჩამაგრებული შეტყობინებები. ეს განსაკუთრებით კარგად მუშაობს, თუ ერთსა და იმავე ნიშაზე მუშაობთ, მაგრამ არ ხართ უშუალო კონკურენტები.

„ყურადღება, თანამშრომლობა: ჩვენმა მეგობრებმა @CryptoNuggets-ზე ახლახან უმაგრესი გზამკვლევი გამოაქვეყნეს. ჩვენ ვენდობით მათ და დიახ, შიგნით სასიამოვნო ბონუსი დაგხვდება”.

მონეტიზაციისა და თანხის გამომუშავების სტრატეგიები

რა ოდენობის თანხის გამომუშავება შეგიძლიათ Telegram-ში პარტნიორული მარკეტინგის საშუალებით? ეს დამოკიდებულია თქვენს სტრატეგიაზე, ნიშაზე და ტრაფიკის მოცულობაზე, თუმცა გაგიზიარებთ მონეტიზაციის რამდენიმე ეფექტურ საშუალებას:

1. შექმენით პირადი არხი

ეს არის ყველაზე ძლიერი (და მომგებიანი), გრძელვადიანი მიდგომა. რაც უფრო მეტი გამომწერი გეყოლებათ, მით უფრო მეტ ტრაფიკს გააკონტროლებთ. დროთა განმავლობაში შეძლებთ სხვადასხვა პარტნიორული ბმულისა თუ დაფინანსებული შეთავაზების გაზიარებას და საკუთარი პროდუქტის გაყიდვასაც კი.

2. დაიქირავეთ ან იყიდეთ პოსტებს ხვა არხებში

ჯერ არ გყავთ საკუთარი აუდიტორია? თანხის გამომუშავებას მაინც შეძლებთ სხვა TG არხებიდან ფასიანი პოსტების შეძენით. კამპანიის გაშვებამდე შეისწავლეთ არხის ნიშა, ჩართულობა და ფასი. ზოგიერთი ნიშის რეკლამა თითო პოსტისთვის 10–50$ ღირს, მაგრამ შეიძლება ასობით დოლარის ოდენობის პარტნიორული მოგება მოგიტანოთ.

3. გაუშვით Telegram რეკლამები

Telegram-ს უკვე აქვს ნატიური რეკლამების მხარდაჭერა. შეგიძლიათ უშუალოდ Telegram-ის სარეკლამო პლატფორმიდან შექმნათ სარეკლამო კამპანია, რომელიც მიმართული იქნება კონკრეტულ ენებზე, ინტერესებზე ან ქვეყნებზე. ეს შესანიშნავი გზაა შეთავაზებების დასატესტად და ტრაფიქის სწრაფად გენერირებისთვის.

4. ხელახლა გაყიდეთ შეთავაზებები ბოტის მეშვეობით

ზოგიერთი გამოცდილი მომხმარებელი ქმნის Telegram ბოტებს, რომლებიც გამომწერებს სთავაზობენ პარტნიორულ პროდუქტებს ან სერვისებს (როგორებიცაა VPN ან სხვა ციფრული ხელსაწყოები) და მონეტიზებული აქვთ თითოეული ინტერაქცია.

5. დაარეკლამეთ შეზღუდული და ძვირადღირებული შეთავაზებები

საუკეთესო პარტნიორული პროგრამები Telegram-ისთვის

ესე იგი, უკვე დაასრულეთ Telegram-ის დაყენება, სწორი სტრატეგიაც მზადაა, მაგრამ ჩნდება შეკითხვა: კონკრეტულად რას უნდა გაუწიოთ რეკლამირება? Telegram-ის ტრაფიკზე ყველა პარტნიორული პროგრამა არ მუშაობს კარგად, ამიტომაც მნიშვნელოვანია, აირჩიოთ ისეთი შეთავაზებები, რომლებიც კარგად კონვერტირდება, განსაკუთრებით ამ პლატფორმაზე.

სასიხარულო ინფორმაცია? არ აქვს მნიშვნელობა, კრიპტოვალუტით, ფინანსებით, ელექტრონული კომერციით, განათლებით თუ ციფრული ხელსაწყოებით ხარ გატაცებული, 2025 წელს ბევრ კარგ ვარიანტს შეხვდებით.

როცა Telegram-ის პარტნიორული მარკეტინგისთვის არჩევთ პროგრამას, ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:

●       Telegram-ზე მორგებული პირობები – ზოგიერთი პარტნიორული პროგრამა არ იძლევა მიმოწერის აპლიკაციებით რეკლამირების საშუალებას. დარწმუნდით, რომ არ არღვევთ წესებს.

●       მაღალი საკომისოები – ვინაიდან ძალისხმევა უნდა ჩადოთ ამ საქმეში, აირჩიეთ ისეთი პროგრამები, რომლებსაც რეალური შემოსავალი (განსაკუთრებით რეგულარული და მაღალი ანაზღურება) მოაქვთ.

●       კარგი კონტროლი და ანალიტიკა – რათა იცოდეთ, რა უფრო მუშაობს და გააძლიეროთ ეს მიმართულება.

●       შესაფერისი ნიშა – თქვენი აუდიტორია მნიშვნელოვანია. სილამაზის შეთავაზება არ იმუშავებს კრიპტოვალუტის არხზე და პირიქით.

Telegram-ის ტრაფიკი სწრაფი, ერთული და პირდაპირია. შესაბამისად, სწორ შეთავაზებას სწრაფად შეუძლია სასურველი შედეგების მოტანა. შემდეგ ნაწილში გამოვყოფთ კონკრეტულ პროგრამებს, რომლებიც ახლა ძალიან კარგად მუშაობს Telegram-ზე. არ აქვს მნიშვნელობა, ახლა იწყებთ თუ უკვე რამდენიმე ათას გამომწერიან არხს მართავთ, ამ პარტნიორულ პროგრამებზე ნამდვილად ღირს ყურადღების გამახვილება.

თუ Telegram-ის პარტნიორულ მარკეტინგს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებისთვის (მაგალითად, ფინანსური ხელსაწყოებისთვის, სავაჭრო პლატფორმებისთვის ან პროგრამული უზრუნველყოფის გამოწერებისთვის) იყენებთ, ერთი გაყიდვა 100$ მეტ საკომისიოს ნიშნავს.

Telegram 2025 წელს უბრალოდ კი არ არსებობს – ყვავის. ნებისმიერი მარკეტერი, რომელიც სწორად იყენებს ამ პლატფორმის შესაძლებლობებს, სერიოზულ თანხებს გამოიმუშავებს.

არ აქვს მნიშვნელობა, ნულიდან იწყებთ ყველაფერს თუ უკვე მართავთ Telegram-ის საზოგადოებას, ყოველთვის არსებობს განვითარების შესაძლებლობა. ფოკუსირდით ნდობის დამყარებაზე, სასარგებლო კონტეტნის შექმნასა და პროდუქტებზე, რომლებიც რეალურ პრობლემებს ჭრის. ერიდეთ სპამის ტაქტიკას. პატივი ეცით საკუთარ აუდიტორიას. დანარჩენი თავისით მოვა.

Telegram-ის პარტნიორული მარკეტინგი ტრაფიკის ერთ-ერთი იშვიათი წყაროა, რომელზეც ჯერ კიდევ გაქვთ სრული კონტროლი, რაც დღევანდელ ციფრულ სამყაროში იშვიათობაა.

ასე რომ, დაიწყეთ დღესვე. გაუშვით კამპანია. მიზნობრივად გამოაქვეყნეთ პოსტები. და აქციეთ Telegram-ის გამომწერები შემოსავლის რეალურ წყაროდ.